საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბინების ფასების დამარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412308802230
30.06.2023
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ მინისტრი
სათაური: ბინების ფასის მატება
შინაარსი: მოგახსენებთ, რომ ქალაქებში ბინების ფასებმა კატასტროფულად მოიმატა, რაც
გამართლებულია სხვადასხვა პრიმიტიული მიზეზებით, რის გამოც პირველ რიგში
ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ფაქტიურად საქართველოში ბინის
ყიდვა არ შეუძლიათ კოლოსალურად გაზრდილი ფასების გამო. განსაკუთრებით ეპიცენტს
ჩემი შეფასებით როგორც იურისტ ადვოკატის და არსებული საქმეებიდან გამომდინარე
განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ბათუმს, ქალაქს რომელშიც უამრავი საცხოვრებელი
ბინებია აშენებული ქალაქი ფაქტიურად მაკლერების ბიზნეს ქალაქად იქცა და ფასები არის
გაუკონტროლებელი, ამასვე ადასტურებს საქართველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურში
არსებული საქმეები , მაკლერებზე ბინის მეპატრონეებზე რომლებიც ერთი და იგივე ბინებს
რამოდენიმე მოქალაქეებზე თაღლითურად ყიდიან და მოქალაქეებს აზარალებენ.
მოგიწოდებთ რომ პარლამენტის და მთავრობის მიერ შემუშავებულ იქნეს პროექტი, კანონი
რომლითაც მოხდება ბინების ფასების რეგულირება და ეს მძიმე მდგომარეობა
გამოსწორდება. მოხდება ფასების დასტაბილურება და კანონის ფარგლებში მოქცევა...
პატივისცემით,
მარიამ ჭყონია
პ. #
მობილური: +
ელფოსტა: