საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2023 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი, „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ (“AGREEMENT BETWEEN GEORGIA AND THE REPUBLIC OF ARMENIA ON MUTUAL VISA FREE TRAVEL FOR BOTH CITIZENS”) შეთანხმების 2023 წლის 1 ივლისიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.07.2023
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-9693/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
შენიშვნა 2023 წლის 1 ივლისიდან ძალაშია „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ"

📜 ტექსტი

წერილი
22278-01-2-202307041623 № 01/22278 04/07/2023 საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს გაცნობებთ, რომ 2023 წლის 1 ივლისიდან ძალაშია „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ (“AGREEMENT BETWEEN GEORGIA AND THE REPUBLIC OF ARMENIA ON MUTUAL VISA FREE TRAVEL FOR BOTH CITIZENS”) შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2023 წლის 12 იანვარს. შეთანხმების შესაბამისად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ, დიპლომატიურ, სამსახურებრივ პასპორტს ან/და ელექტრონულ პირადობის მოწმობას (მხოლოდ ორივე მხარის ტერიტორიებს შორის მოგზაურობისთვის, მათ შორის პირდაპირი ფრენის დროსაც), მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე, მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრის გადაკვეთის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღისა, ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. შეთანხმების ტექსტები განთავსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პატივისცემით, მაია ბართაია დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საკონსულო დეპარტამენტი