საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური, თვითმმართველი თემების – თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.07.2023
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#1-9691/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

წერილი
745-01-07-2-202307041612 №01-07/745 04/07/2023 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური, თვითმმართველი თემების – თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების ანგარიშს. დანართი: 78 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კალანდარიშვილი კომისიის თავმჯდომარე . ტყიბულის
ანგარიში
2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური, თვითმმართველი თემების – თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების ანგარიში (20 თებერვალი - 7 მაისი) 2023 წელი სარჩევი შესავალი 3 მოკლე აღწერა 6 I. არჩევნების სამართლებრივი უზრუნველყოფა 14 II. საარჩევნო პროცესში განხორციელებული ძირითადი სიახლეები 16 III. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 21 IV. საარჩევნო რეგისტრაციები 36 V. ამომრჩეველთა ერთიანი სია 44 VI. საინფორმაციო კამპანია 45 VII. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 54 VIII. 2023 წლის 29 აპრილი – კენჭისყრის დღე 55 IX. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგების შეჯამება 58 X. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები 62 XI. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 63 დანართები 2 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, თვითმმართველი თემების თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების (2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები) ანგარიშს. 2023 წლის 29 აპრილს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგად ამომრჩევლებმა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, თვითმმართველი თემების – ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მერები, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – გურჯაანის, თიანეთის, ახალციხისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ხუთი წევრი. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ტრადიციულად, გამჭვირვალედ, პროფესიულ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი კანონმდებლობისა და შესაბამისი ვადების სრული დაცვით, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ პერიოდში გაწეული დიდი ძალისხმევის დამსახურება იყო. 2021-2022 წლებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების წარმატებულმა გამოცდილებამ, 2022 წელს განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმამ, საარჩევნო ადმინისტრაციას მისცა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა. 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა. სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საქართველოს არჩევნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება მოითხოვდა ამომრჩევლების ქცევის ტრანსფორმირებისთვის საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას, ასევე, სერვისის მიმწოდებელი საარჩევნო კომისიების პროფესიული უნარების განვითარებას. ამ კუთხით ცესკოსა და სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ გაწეულმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო შეთავაზებული სიახლეების გაცნობასა და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვას. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, ცესკოში, უკვე არსებული და სპეციალურად შექმნილი ფორმატების საშუალებით, მოხდა ჩართული მხარეების ინფორმირება დაგეგმილი პროექტების შესახებ, ხოლო მათი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარებამ ხელი შეუწყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, შესაძლებელი გახდა კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგების უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში გამოცხადება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების ელექტრონული და ხელით დათვლის შედეგები დაემთხვა ერთმანეთს, რაც მიუთითებს იმას, რომ ამომრჩევლისთვის გასაგები და მარტივად შესასრულებელი იყო ხმის მიცემის პროცედურა. 3 განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინტერესი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მიმართ. ეს ინტერესი, გარკვეულწილად, გამოწვეული იყო არჩევნებზე ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და, ამ მხრივ, საქართველოში საარჩევნო პროცესში არაერთი ნოვაციის შეტანით. 2023 წლის 29 აპრილს გამართული არჩევნები საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს. მათი შეფასებით: „ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში არჩევნებზე დასწრება და თავმჯდომარის მიერ მოწვეული სადამკვირვებლო დელეგაციის წევრობა. ამ ტიპის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რათა ხაზი გაესვას ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას საარჩევნო პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა და ამომრჩეველთა შორის ნდობის ჩამოყალიბება. ჩვენ ყველას გვაქვს მსგავსი პრობლემები მთელ მსოფლიოში, რადგან ვცდილობთ უზრუნველვყოთ ხალხის ხმა, რაც გაძლიერდება საარჩევნო პროცესის მეშვეობით. შესაბამისად, ვცდილობთ, ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და, ასევე, ინფორმაცია მივაწოდოთ ამომრჩევლებს პროცესის უსაფრთხოების შესახებ და უზრუნველვყოთ არჩევნების ისე ჩატარება, რომ შედეგის მიმართ იყოს მაღალი ნდობა. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია სხვა, დელეგატებთან ერთად აქ ყოფნა, რათა ვნახო ის დიდი პროგრესი, რაც მიღწეულია აქ საქართველოში“. დინ ლოგანი, ლოს-ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი „ყოველთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში ჩამოსვლა და არჩევნებზე დაკვირვება, რადგან პროფესიონალიზმი, რასაც აქ ვხვდებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიური კუთხით, კარგად არის ინტეგრირებული საარჩევნო პროცესებში და კარგად უმკლავდება იმ მზარდ გამოწვევებს, რომელსაც საარჩევნო კუთხით ვაწყდებით გლობალურად. ძალიან გვაინტერესებს ხვალინდელი არჩევნების დღე და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. დღეს გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. მათ გაგვაცნეს დეტალები საარჩევნო პროცედურების კუთხით, ასევე, ცესკოს გეგმები და ის სიახლეები, როლებსაც ამომრჩევლებს სთავაზობენ. ძალიან საინტერესოა ამომრჩეველი როგორ მიიღებს ამ სიახლეებს, ასევე, საარჩევნო მოხელეებიც, რადგან მათთვისაც ძალიან ბევრი სიახლეა. 2024 წლის არჩევნების მზადებისთვის, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ბევრი ქვეყანაა დღეს ჩამოსული და ყველას ძალიან აინტერესებს ეს პროცესები, რადგან საქართველო მოწინავეა ამ კუთხით და მრავალი ქვეყანა განიხილავს დანერგოს მსგავსი პროცედურები. განსაკუთრებით გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით.“ ჯონ ჰოლინსი, კანადური არასამთავრობო ორგანიზაციის „Delian Project”-ის ხელმძღვანელი „დღეს საქართველოში ვიმყოფებით სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, რათა უშუალოდ ვნახოთ ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა კოლეგა საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო. კერძოდ, სიახლე საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ პროცესში გამჭვირვალობის და არჩევნების მთლიანობის კუთხით. მოხარულები ვართ, წარმოვადგენდეთ ამ პროცესის ნაწილს და მივიღოთ გამოცდილება ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ელექტრონულად ხმის მიცემისა და დათვლის საკითხებთან დაკავშირებით“. ერტონ სინანი, ალბანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი 4 „თანამედროვე ელექტრონული არჩევნები გარანტიაა გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისა. ელექტრონული არჩევნები პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მყარ საარჩევნო საფუძველს ქმნის საარჩევნო გარემოსთვის სამომავლოდ. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწყებასა და დანერგვაში“. მილკან კარლიჩიჩი, სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაცია, საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით, განახორციელებს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს, მიღებული შედეგები კი ხელს შეუწყობს როგორც 2023 წლის შემოდგომაზე გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, ისე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ადმინისტრაციას მისცემს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას. 5 მოკლე აღწერა 2023 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის1 გამო, ცესკომ დანიშნა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილისა2 და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ნემსაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის3 გამო, ცესკომ დანიშნა თვითმმართველი თემების თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის №59.01 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის ბესიკ ბრეგაძის4, თიანეთის მუნიციპალიტეტის №19.02 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის კობა ფეტვიაშვილის5, ახალციხის მუნიციპალიტეტის №37.11 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის ზაალ ბერიძის6, ტყიბულის მუნიციპალიტეტის №57.01 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის რომან მაწკეპლაძის7 და გურჯაანის მუნიციპალიტეტის №12.08 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის არჩილ ხანდამაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის8 გამო ცესკომ დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები. ცესკომ მიიღო განკარგულებები, რომელთა თანახმად სამივე ტიპის არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 29 აპრილი9. 2023 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე ცესკომ მიიღო შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი წარმართა დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად10. ცესკომ დაადგინა 2023 წლის 29 აპრილს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრები და საზღვრების დაზუსტების პროცედურები, ასევე, 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნები და ნომრები. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართა 10 მუნიციპალიტეტში, გახსნილი იყო 165 საარჩევნო უბანი, მათ შორის №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში პენიტენციურ დაწესებულებაში გამონაკლის შემთხვევაში შეიქმნა ერთი საარჩევნო უბანი. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ცესკომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა საარჩევნო უბნების ნომრები, მისამართები და სხვა რეკვიზიტები. 1 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №1950-IX მს-Xმპ დადგენილება. 2 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 ოქტომბრის №გ-29.2922291001 განკარგულება. 3 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ნოემბრის №20 სხდომის ოქმი. 4 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №158 განკარგულება. 5 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 აგვისტოს №8 სხდომის ოქმი. 6 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №10 სხდომის ოქმი. 7 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის №გ-75. 75223343 განკარგულება. 8 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის №გ-91. 9122339001 განკარგულება. 9 ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №15/2023, №16/2023 და №17/2023 განკარგულებები იხილეთ დანართში (1). 10 საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირა სხდომაზე მყოფი 16 წევრიდან 16-ვე წევრმა, ხოლო მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნას 16 წევრიდან 15-მა. 11 ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №27/2023, №28/2023 და №29/2023 განკარგულებები. 6 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის განისაზღვრა ის საოლქო საარჩევნო კომისიები და მათი სამოქმედო ტერიტორიები, რომლებიც სრულად ან/და ნაწილობრივ ახორციელებდნენ უფლებამოსილებას. ასევე, დამტკიცდა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელებული ცვლილებები გულისხმობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვას. არჩევნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა საქართველოს ამომრჩეველთა არანაკლებ 70 პროცენტს. ცესკოს გადაწყვეტილებით 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული საშუალებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91-მა პროცენტმა მიიღო. საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით, ბაზრის კვლევის პროცესი ცესკომ საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა. ყველა ეტაპის წარმატებით გავლა საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკმა“12 შეძლო. შესაბამისად, მიღებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ცესკომ კომპანიისგან „Smartmatic International Holding B.V“ (SMMT) სასაქონლო გრანტის ფორმით მიიღო 170 ერთეული პლანშეტი. ცესკოს გადაწყვეტილებით 117 (91% – მოდერნიზებული) საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცედურა ჩატარდა VIU Desktop – Offline რეჟიმში ელექტრონული აპარატების გამოყენებით, საერთო ჯამში გამოყენებულ იქნა 404 ელექტრონული აპარატი. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცედურა ჩატარდა სინქრონიზებული აპარატებით, რამაც ამომრჩეველს მისცა ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან რეგისტრაციის პროცედურის გავლის შესაძლებლობა. ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები ჩატარდა ოპტიკური სკანერის „SAES-1800 plus – Offline რეჟიმში“ საშუალებით, გამოყენებულ იქნა 234 ელექტრონული აპარატი. ნოვაციის სახით, პირველად, მოხდა ხმის მთვლელი აპარატების სინქრონიზება და კონსოლიდირებული ამონაწერის მიღება. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული აპარატები არ იყო დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობდა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების ეფექტიანად გამოყენებისთვის შეიქმნა და დამტკიცდა ელექტრონული ტექნოლოგიების აღმწერი დოკუმენტი, მომზადდა ვიდეოინსტრუქცია, მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა, აღიწერა საარჩევნო პროცედურების ბიზნესპროცესები და მომზადდა ლოგისტიკის, მათ შორის საწყობის მართვის გეგმა. განსხვავებული იყო საარჩევნო ბიულეტენი, მაქსიმალურად დაცული იყო ციფრული უსაფრთხოება შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR კოდის საშუალებით. ამომრჩეველს არ უნდა შემოეხაზა სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გაეფერადებინა კანდიდატის სახელის წინ არსებული წრე. სატესტო რეჟიმში ექვს საარჩევნო უბანზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო/ფორმა. 12 კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და განხორციელებული აქვს პროექტები დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ალბანეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, ბელგიაში, ფილიპინებში და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების სანდოობით სარგებლობდა. 7 სიახლე იყო შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით, ოქმები პლანშეტის საშუალებით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა, შედეგების დამუშავებისა და გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება 48 (9% – ტრადიციული) საარჩევნო უბანს, კენჭისყრა ჩატარდა ტრადიციული, დღემდე არსებული წესით, თუმცა, სიახლის სახით, შეიქმნა საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის ცენტრი, მოხდა საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, რომლებიც 30 აპრილის 18:00 საათზე გამოქვეყნდა Google პლატფორმაზე. სიახლე იყო გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – პირველად ამ არჩევნებზე, იმ ამომრჩევლებმაც გაირეს მარკირების პროცედურა, რომლებმაც ხმა მისცეს გადასატანი ყუთის გამოყენებით. არჩევნების შედეგების გამჭვირვალობის, ღიაობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული აპარატების მიერ ხმების დათვლის გარდა, არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც შემდგომ აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციამ განაპირობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების უპრეცედენტო დროში გამოცხადება, კერძოდ, 2023 წლის 29 აპრილს, 21:45 საათზე ცესკოს თავმჯდომარემ გამოაცხადა კენჭისყრის პირველადი წინასწარი შედეგები. კენჭისყრის შემდგომ დღეს (2023 წლის 30 აპრილს) ჩატარდა წილისყრები და გამოვლინდა 28 საარჩევნო უბანი, სადაც უმოკლეს ვადაში, 2023 წლის 1 მაისს, სპეციალურად შექმნილ დათვლის ცენტრებში, ხელახლა ჩატარდა დათვლა. იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც ხუთზე ნაკლები საარჩევნო უბანი იყო, გადაითვალა ყველა საარჩევნო უბნის შედეგი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კომისიის სხდომაზე გამოვლინდა ხუთი საარჩევნო უბანი, სადაც ხელახლა დაითვალა კენჭისყრის შედეგები. პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს. აღსანიშნავია, რომ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმების რაოდენობა დაემთხვა ხელით დათვლილი ხმების რაოდენობას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლინდა მცირე სხვაობა, 78 (0.13%) საარჩევნო ბიულეტენი ბათილი ბიულეტენების რაოდენობიდან გადავიდა ნამდვილი ხმების რაოდენობაში. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, ასევე, იმის მაჩვენებელი, რომ ამომრჩეველმა ნათლად გაიგო და მაქსიმალურად ზუსტად შეასრულა ხმის მიცემის პროცედურა. მიუხედავად გამოვლენილი მცირე პროცედურული თუ ტექნიკური ხარვეზებისა, აღნიშნულს არ ჰქონია გავლენა კენჭისყრის პროცესზე და არ გამოუწვევია კენჭისყრის პროცესის შეფერხება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული ჰქონდა ყველა შესაძლო რისკი, გაწერილი ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობა, რამაც არსებითად გააუმჯობესა ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხი. გამოირიცხა ადამიანური ფაქტორები კენჭისყრის დღის ისეთ მნიშვნელოვან პროცედურებთან დაკავშირებით, როგორიცაა ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა ვერიფიკაცია და ხმების დათვლა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს ჰქონდა შემდეგი ძირითადი დადებითი შედეგები: გამარტივებული პროცედურები (ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები), ამომრჩეველთა მონაწილეობის უტყუარი დადასტურება, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემცირებული დრო, შედეგების სიზუსტე და სანდოობა, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. 8 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ ამომრჩეველთა განწყობების შესწავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოკითხა არჩევნებში მონაწილე 4 370 ამომრჩეველი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 99 პროცენტი დადებითად და სამაგიდო სიასთან შედარებით მეტი ნდობით იყო განწყობილი ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიის მიმართ. ამასთან, გამოკითხულთა 95 პროცენტი თვლიდა, რომ აღნიშნულმა ტექნოლოგიამ გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი. ამომრჩევლებმა, ასევე, შეაფასეს ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემის პროცესი. გამოკითხულთა 99 პროცენტი დადებითად აფასებდა და ტრადიციული წესით ხმების დათვლასთან შედარებით მეტი ნდობით იყო განწყობილი. ამასთან, ამომრჩეველთა 93 პროცენტისთვის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა იყო მარტივი და გასაგები. ცესკომ აწარმოა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ. ამ კუთხით განხორციელებულმა ყველა აქტივობამ უზრუნველყო მოქალაქეებისა და ჩართული მხარეების ინფორმირება და ამომრჩეველს გაუმარტივა სიახლესთან ადაპტირება. 2023 წლის 20 თებერვლის-7 მაისის პერიოდში ცესკოში გაიმართა 16 სხდომა. ცესკომ მიიღო 26 დადგენილება და 114 განკარგულება. ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ცესკოს სოციალური ქსელების საშუალებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობდა ცესკოს საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობას. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 170-ს, აქედან ცესკოს მიერ არჩეული იყო 80 წევრი და უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ დანიშნა 90 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ, კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა ონლაინ რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა პროცესზე დაკვირვების საშუალება. 165 საარჩევნო უბანზე კომისიების წევრთა რაოდენობა შეადგენდა 2 723-ს, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეულ იქნა 1 418 წევრი, სპეციალური ჯგუფის 98 წევრი, ხოლო უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ დანიშნა 1 207 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებული და ცესკოს მიერ დამტკიცებული რეგულაციებითა და რეკომენდაციებით. საარჩევნო კომისიების წევრებს ჰქონდათ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა. 2023 წლის 14 აპრილს ცენტრალური, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა, ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ იმოქმედებდნენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავდნენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ფუნქციების შესრულებისას იქნებოდნენ კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, იმოქმედებდნენ ღიად და გამჭვირვალედ, დაიცავდნენ პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტსა და კოლეგიალობას, უზრუნველყოფდნენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნას. საარჩევნო რეფორმით შემოთავაზებული სიახლეების გაცნობისა და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვისთვის, სწავლების ცენტრმა ინსტრუქტაჟი ჩაუტარა 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული 10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს. ჩატარებულმა სწავლებამ უზრუნველყო საარჩევნო კომისიების წევრების მომზადება პროცედურული სიახლეების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკული 9 ასპექტებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელ სხვა საკითხების შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და კენჭისყრის დღის პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის, სწავლების ცენტრის მიერ განახლებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, სწავლება სამ ეტაპად ჩატარდა, მათ შორის, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას ორი ეტაპი დაეთმო. საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი წევრებისა და იმ წევრებისთვის, ვინც ვერ დაესწრო ჩატარებულ ტრენინგებს, ჩატარდა დამატებითი ტრენინგი. 117 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადამზადდნენ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებზე (სამი ეტაპი), ხოლო 48 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები – ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის წარმართვის პროცედურებზე (სამი ეტაპი). გარდა ამისა, გაიმართა ტრენინგი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (ერთი ეტაპი). სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 65 ტრენერმა ჯამურად 284 სატრენინგო სესია ჩაატარა. ჩატარებულმა მიზნობრივმა გადამზადებამ უზრუნველყო როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ საარჩევნო პროცედურების ზედმიწევნით სწორად შესრულება და კრიზისულ სიტუაციებზე სათანადოდ რეაგირების მზადყოფნა. კენჭისყრის პროცედურებზე ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ინფორმირების, ასევე, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო მასალა. შესაბამისი სასწავლო-საინფორმაციო მასალები №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო ოლქში შემავალი ერთი საარჩევნო უბნისთვის ითარგმნა სომხურ ენაზე. 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ოთხმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ოთხივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან ორმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი. 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ოთხმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ოთხივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან სამმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. №49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც გაუუქმდა რეგისტრაცია წარდგენილი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობდა ერთი საარჩევნო სუბიექტი. 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ხუთმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ხუთივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან, ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის, ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი. საარჩევნო ადმინისტრაციაში დარეგისტრირდა სამი საარჩევნო სუბიექტის 258 წარმომადგენელი. მათ შორის, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ორი პარტიის – 255 და ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფის – სამი წარმომადგენელი. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებული იყო ორი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – სამი საარჩევნო სუბიექტის 14 წარმომადგენელი. საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო სამი საარჩევნო სუბიექტის 242 წარმომადგენელი. 10 აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამტკიცა საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის წესი და საარჩევნო სუბიექტებს მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა – საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა მიეცათ კანდიდატები წარედგინათ ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში. შესაბამისად, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით, ორმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა კანდიდატები. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ყველა კანდიდატი იყო კაცი. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული იყო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. ცესკოში რეგისტრირებული იყო 18 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია, მათ შორის: 13 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია, საქართველოში მოქმედი ერთი საელჩო და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია. 18 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციიდან 13-მა დაარეგისტრირა 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. ასევე, დარეგისტრირდა 22 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომლებმაც დაარეგისტრირეს 457 ადგილობრივი დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 15 საშუალების 340-მა წარმომადგენელმა, ხოლო სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში – 13-მა წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის მისაწვდომი იყო კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის სისტემა, ასევე, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, დამკვირვებლებისა და მედიისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი. შესაბამისად, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის საშუალებით ისარგებლეს: საარჩევნო სუბიექტებმა, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებმა. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 11-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს იხელმძღვანელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით. ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 185 056-ს, მათ შორის 97 011 (52.42%) ქალი და 88 045 (47.58%) კაცი. კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი შეუსრულდა 3 065 ამომრჩეველს, მათ შორის 1 437 (46.88%) ქალი და 1 628 (53.12%) კაცი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 877 694-ჯერ. ცესკომ ჩაატარა ინტენსიური საინფორმაციო კამპანია და უზრუნველყო ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ინფორმირება კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი სიახლეებისა და ნოვაციების, ასევე, შეთავაზებული სერვისების შესახებ. საანგარიშო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. აღნიშნულმა შეხვედრებმა უზრუნველყო ჩართული მხარეების ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესებისა და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის შესახებ. ჩართული მხარეების ინფორმირება, ასევე, განხორციელდა სპეციალურად შექმნილ ფორმატებში: საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შექმნილ ფორმატში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიასთან. 11 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისა და №37 ახალციხის საარჩევნო ოლქში შემავალ №17 საარჩევნო უბანზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა. კენჭისყრის დღეს ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. სიახლის სახით საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი QR კოდით, ყრუ, სმენადაქვეითებული და უსინათლო ამომრჩევლებისთვის, ასევე, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის – საინფორმაციო ფლაერი QR კოდით. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საერთო ჯამში, თბილისის ორ სტამბაში 165 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 163 500 საარჩევნო ბიულეტენი, აქედან 147 350 იყო განკუთვნილი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებისთვის, აქედან ერთი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 850 ქართულ-სომხური საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო კენჭისყრის ტრადიციული პროცესისთვის დაიბეჭდა 16 150 ბიულეტენი. 2023 წლის 5 მაისს, კენჭისყრის დღიდან მეექვსე დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგები. №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №12.08 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 ზურაბი მუხულიშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №19.02 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 იოსებ მათურელი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №37.11 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 როინი ნებაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №57.01 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 გიორგი კერესელიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №59.01 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 მიხეილ გიორგაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2023 წლის 5 მაისს, კენჭისყრის დღიდან მეექვსე დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგები. №45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია №41 ლევან ზალკანიანი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 12 №49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია №41 მანუჩარ რობაქიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2023 წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 გიორგი ხახუბია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ჩართულ მხარეებს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა საჩივრების რეესტრი, საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემა და განცხადება/საჩივრების ფორმები, რამაც გაამარტივა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის პროცესი. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღემდე პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში არ შემოსულა საჩივარი, ხოლო კენჭისყრის დღეს №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ორი საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ორივე საჩივარი. საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის წევრებს შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – შენიშვნა. შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 24 309 000 ლარი, ხოლო გაწეულმა ხარჯმა – 20 110 090 ლარი. 13 I. არჩევნების სამართლებრივი უზრუნველყოფა 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. განხორციელებული ცვლილებების შედეგად ახლებურად მოწესრიგდა სხვადასხვა საკითხი, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას ემსახურება, კერძოდ: • გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება აირჩნენ/დაინიშნონ საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად, რაც ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო მეტად მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევას; • გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც არ შეიძლება დაინიშნონ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლებად, რაც ხელს შეუწყობს ყალბი და მიკერძოებული დაკვირვების შემთხვევების შემცირებას (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 39); • დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიენიჭათ უფლება, არასაარჩევნო პერიოდშიც დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. კანონით დადგინდა არასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით, დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი, რაც კომისიის საქმიანობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს გახდის (განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით); • გაიზარდა საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა ორი კალენდარული დღიდან სამ კალენდარულ დღემდე ვადით (საარჩევნო კოდექსი, 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი); • შემცირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების/დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები, რაც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნულ საკითხზე საჩივრების განხილვისას გადაწყვეტილებების დროულად მიღებას (საარჩევნო კოდექსი, 28-ე მუხლი); • შეიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს – ცესკო, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროცესის უფრო გამჭვირვალედ წარმართვას (საარჩევნო კოდექსი, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები); • განისაზღვრა არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების ვალდებულება; კერძოდ, იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, საარჩევნო კოდექსის 763 მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას. აღნიშნული მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს, ასევე, ხელს შეუწყობს პროცედურების გამარტივებას, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროის შემცირებას, შედეგების სიზუსტესა და სანდოობას (საარჩევნო კოდექსი, VIII1 თავი); • გაიზარდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა; ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ხელს შეუწყობს დარღვევების პრევენციას და მათზე ეფექტურ რეაგირებას (საარჩევნო კოდექსი, 88-ე და 93-ე მუხლები); 14 • შემცირდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიით წარსადგენ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს 60-ზე ნაკლები, რაც პოლიტიკურ გაერთიანებებს გაუმარტივებს პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესს (საარჩევნო კოდექსი, 115-ე მუხლი); • შემცირდა საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში, პარტიული სიით წარსადგენ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები, რაც პოლიტიკურ გაერთიანებებს გაუმარტივებს პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესს (საარჩევნო კოდექსი, 143-ე მუხლი); • შემცირდა საკრებულოს წევრად და მერად ასარჩევი პირის საქართველოში ცხოვრების მინიმალური ცენზი და იგი განისაზღვრა სულ ცოტა ექვსი თვის ვადით, რაც ხელს შეუწყობს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზებას (საარჩევნო კოდექსი, 134-ე და 167-ე მუხლები); • 2026 წლის 1 იანვრამდე გაიზარდა არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს, ისარგებლონ აქტიური საარჩევნო უფლებით (საარჩევნო კოდექსი, 184-ე მუხლი); • 2026 წლის 1 იანვრამდე გაიზარდა არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას (საარჩევნო კოდექსი, 2002 მუხლი). 15 II. საარჩევნო პროცესში განხორციელებული ძირითადი სიახლეები 2022 წლის 22 დეკემბერს ამოქმედდა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, რაც გულისხმობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვას. ასევე, სავალდებულო გახდა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტის განხორციელება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა საქართველოს ამომრჩეველთა არანაკლებ 70 პროცენტს (2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 470 407-ს). კანონის ამავე მუხლით განისაზღვრა, რომ არჩევნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები მტკიცდება ცესკოს დადგენილებით, ასევე, აუდიტის ჩატარების წესს განკარგულებით ამტკიცებს ცესკო. ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით განისაზღვრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესი და პირობები. კენჭისყრის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით, ბაზრის კვლევის პროცესი ცესკომ საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა. ინფორმაცია საკვალიფიკაციო და სავალდებულო პირობების შესახებ განთავსებული იყო როგორც ცესკოს, ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ იმ საელჩოებს, რომლებთანაც საარჩევნო ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობდა, ინფორმაცია, ასევე, გავრცელდა მედიასაშუალებების მეშვეობით. ბაზრის კვლევისთვის განსაზღვრულ ვადებში, პროცესში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა, თუმცა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა მხოლოდ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკმა“13 შეძლო. მათ მიერ წარმოდგენილი აპარატურა და მუშაობის სქემა თავსებადი იყო ცესკოს მოთხოვნებსა და საჭიროებებთან. შესაბამისად, მიღებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. 2023 წლის 9 მარტს, ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას, რომელიც აღნიშნული არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას უკავშირდება, ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ცესკომ კომპანიისგან „Smartmatic International Holding B.V“ (SMMT) სასაქონლო გრანტის ფორმით მიიღო 170 ერთეული პლანშეტი. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გახსნილი იყო 165 საარჩევნო უბანი, აქედან, ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 (მოდერნიზებულ) საარჩევნო უბანზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91-მა პროცენტმა მიიღო. 13 კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და განხორციელებული აქვს პროექტები დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ალბანეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, ბელგიაში, ფილიპინებში და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტები „სმარტმატიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საყოველთაო შეფასებით აღნიშნული პროექტები იყო წარმატებული და ჩართული მხარეების სანდოობით სარგებლობდა. 16 ამომრჩეველთა ვერიფიკაციისთვის გამოყენებული იყო VIU Desktop – Offline რეჟიმში, ჯამში – 404 აპარატი. VIU Desktop-ი უზრუნველყოფდა ელექტრონული ID ბარათის ავტომატურ ძებნას, ხოლო თუ ამომრჩეველს ჰქონდა პასპორტი ან ლამინირებული პირადობის მოწმობა, აპარატში მონაცემების ძებნა ხორციელდებოდა მექანიკურად, საძიებო ველის საშუალებით. საარჩევნო უბანზე განთავსებული ვერიფიკაციის აპარატების რაოდენობა დამოკიდებული იყო საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე, კერძოდ: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებული იყო 500 ამომრჩეველი, განთავსებული იყო ვერიფიკაციის ორი აპარატი, სადაც ამომრჩეველთა ვერიფიკაციის რეგისტრირებული იყო 500-1500 ამომრჩეველი, განთავსებული იყო აპარატი VIU Desktop Offline რეჟიმში ვერიფიკაციის სამი აპარატი, სადაც რეგისტრირებული იყო 1500-2500 ამომრჩეველი, განთავსებული იყო ოთხი და სადაც რეგისტრირებული იყო 2500-3000 ამომრჩეველი განთავსებული იყო ვერიფიკაციის ხუთი აპარატი. ხმის ელექტრონული დათვლისთვის გამოყენებული იყო 234 ოპტიკური სკანერი SAES-1800 plus – Offline რეჟიმში. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე, ბეჭდავდა კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. ნოვაციის სახით, პირველად, მოხდა ხმის მთვლელი აპარატების სინქრონიზება და კონსოლიდირებული ამონაწერის მიღება. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული აპარატები არ იყო დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობდა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების ეფექტიანად გამოყენებისთვის შეიქმნა და დამტკიცდა ელექტრონული ტექნოლოგიების აღმწერი დოკუმენტი, მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა, აღიწერა საარჩევნო პროცედურების ბიზნესპროცესები და მომზადდა ლოგისტიკის, მათ შორის საწყობის მართვის გეგმა. ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატი SAES-1800 plus – Offline რეჟიმში (სინქრონიზებული) განსხვავებული იყო საარჩევნო ბიულეტენი, მაქსიმალურად დაცული იყო ციფრული უსაფრთხოება შტრიხკოდისა და ინდივიდუალური QR კოდის საშუალებით. ის დაიბეჭდა 190 გრამიან, 21.6*28 სმ. ზომის ოფსეტურ ქაღალდზე. ამომრჩეველს კი არ უნდა შემოეხაზა სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გაეფერადებინა კანდიდატის სახელის წინ არსებული წრე. რაც შეეხება დანარჩენ 48 (ტრადიციულ) საარჩევნო უბანს (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანი), კენჭისყრა ჩატარდა ამ დრომდე არსებული წესით, თუმცა ამ შემთხვევაში ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენები 2023 წლის 30 აპრილს, კენჭისყრის შემდგომ დღეს განთავსდა Google პლატფორმაზე და მისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. სიახლე იყო გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – პირველად ამ არჩევნებზე, იმ ამომრჩევლებმაც გაირეს მარკირების პროცედურა, რომლებმაც ხმა მისცეს გადასატანი ყუთის გამოყენებით. 17 არჩევნების შედეგების გამჭვირვალობის, ღიაობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული აპარატების მიერ ხმების დათვლის გარდა, არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა, ასევე, ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც შემდგომ აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. აღსანიშნავია, რომ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატების მიერ დათვლილი ხმების რაოდენობა დაემთხვა ხელით გადათვლილი ხმების რაოდენობას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლინდა მხოლოდ მცირე სხვაობა, 78 (0.13%) საარჩევნო ბიულეტენი ბათილი ბიულეტენების რაოდენობიდან გადავიდა ნამდვილი ხმების რაოდენობაში. გამოვლინდა საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის სამი ძირითადი მიზეზი: ვინაიდან ელექტრონული დათვლა არის კატეგორიული, აპარატი ხმად აღიქვამდა მხოლოდ წრის გაფერადებას, ხოლო ხელით დათვლა ინტერპრეტირებადია, რადგან კომისია ადგენდა ამომრჩევლის ნებას, ასევე, იყო სასურველი კანდიდატის მონიშვნისა და არასასურველის გადახაზვის შემთხვევა. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, ასევე, იმის მაჩვენებელი, რომ ამომრჩეველმა ნათლად გაიგო და მაქსიმალურად ზუსტად შეასრულა ხმის მიცემის პროცედურა. პლანშეტი პლანშეტი ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №32/2023 განკარგულებით განისაზღვრა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტის დადასტურების წესი. აუდიტის დადასტურება განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მიერ კენჭისყრის მიმდინარეობისას სპეციალურად შემუშავებული ფორმის შევსებით, რომელიც კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გაეგზავნა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციამ საარჩევნო ადმინისტრაციას მისცა არჩევნების წინასწარი შედეგების უპრეცედენტო დროში, 29 აპრილს, გამოცხადების საშუალება, კერძოდ: • 20:17 საათზე – პირველი წინასწარი შედეგის მიღება; • 20:30 საათზე – საარჩევნო უბნების 41 პროცენტის წინასწარი შედეგების ვებგვერდზე გამოქვეყნება; • 20:56 საათზე – საარჩევნო უბნიდან მიღებული პირველი შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება; • 21:45 საათზე – პირველადი წინასწარი შედეგების გამოცხადება. კენჭისყრის შემდგომ დღეს (2023 წლის 30 აპრილს) ჩატარდა წილისყრები და გამოვლინდა 28 საარჩევნო უბანი, სადაც უნდა ჩატარებულიყო გადათვლები, ხოლო უმოკლეს ვადაში, 2023 წლის 1 მაისს, სპეციალურად შექმნილ გადათვლის ცენტრებში, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა 28 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები. პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ, მასზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, როგორც მედიასაშუალებების, ისე დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. 18 იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც ხუთზე ნაკლები საარჩევნო უბანი იყო, გადაითვალა ყველა საარჩევნო უბნის შედეგი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კომისიის სხდომაზე გამოვლინდა ხუთი საარჩევნო უბანი, სადაც გაიხსნა აღნიშნული საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დაითვალა კენჭისყრის შედეგები. გარდა ამისა, ჩატარდა სამი საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ბიულეტენების გადათვლა. აღსანიშნავია, რომ გადათვლის შედეგად არჩევნების შედეგები არ შეცვლილა. ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ცესკომ მოამზადა ვიდეორგოლები არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა და გაავრცელა როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე ტრადიციული მეთოდით ხმის მიცემის პროცედურის ამსახველი, ასევე ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმების ფლაერი. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე და სხვა წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში, სადაც დეტალურად საუბრობდნენ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის შესახებ. ინტენსიურად იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან, სადაც, ასევე, აცნობდნენ მათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცედურებს. საერთო ჯამში, ყველა ამ აქტივობამ უზრუნველყო მოქალაქეების ინფორმირება და ამომრჩეველს გაუმარტივა სიახლესთან ადაპტირება. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესის დროს არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ტექნიკური ან სხვა სახის ხარვეზი, რაც შეაფერხებდა ხმის მიცემის პროცესს. მიუხედავად გამოვლენილი მცირე პროცედურული თუ ტექნიკური ხარვეზებისა, აღნიშნულს არ ჰქონია გავლენა კენჭისყრის პროცესზე და არ გამოუწვევია კენჭისყრის პროცესის შეფერხება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული ჰქონდა ყველა შესაძლო რისკი, გაწერილი ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობა, რამაც არსებითად გააუმჯობესა ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხი. გამოირიცხა ადამიანური ფაქტორები კენჭისყრის დღის ისეთ მნიშვნელოვან პროცედურებთან დაკავშირებით, როგორიცაა ამომრჩეველთა სიები და ამომრჩეველთა ვერიფიკაცია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებს დააკვირდა ამ ტიპის არჩევნებისთვის უპრეცედენტო რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. არჩევნებს, ასევე, დააკვირდნენ 13 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო პროცესი შეაფასეს, როგორც წარმატებული და ეს განაპირობა მიღებულმა ძირითადმა შედეგებმა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების ძირითადი შედეგებია: • გამარტივებული პროცედურები (რეგისტრაცია, ხმის მიცემა და დათვლა); • ამომრჩეველთა მონაწილეობის უტყუარი დადასტურება; • წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემცირებული დრო; • შედეგების სიზუსტე და სანდოობა; • ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ ამომრჩეველთა განწყობების შესწავლის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოკითხა არჩევნებში მონაწილე 4 370 ამომრჩეველი, მათ შორის 2 316 (53%) ქალი და 2 054 (47%) კაცი. გამოკითხულ ამომრჩეველთა ასაკობრივი ჯგუფების მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლები იხილეთ დიაგრამაზე (1). 19 III. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებას. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველყო ცესკომ, ცესკოს აპარატმა, 10-მა საოლქო და 165-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ. ცესკოს შემადგენლობა გიორგი კალანდარიშვილი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი შარაბიძე თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი სიორიძე თავმჯდომარის მოადგილე, პ/გ „ლელო“ გიორგი ჯავახიშვილი კომისიის მდივანი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი ძაგანია ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დიმიტრი ჯავახაძე ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი ჭიქაბერიძე ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გია ცაცაშვილი ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული მაია ზარიძე ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული არჩილ ანასაშვილი ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ანა კობახიძე ცესკოს წევრი, პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ ია პირტახია ცესკოს წევრი, პ/გ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ დავით ჯინჯოლავა ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპული საქართველო“ ნინო ბასილაია ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპელი სოციალისტები“ დავით კირთაძე ცესკოს წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანე ნორაკიძე ცესკოს წევრი, პ/გ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ლევან ჯგერენაია ცესკოს წევრი, პ/გ „გირჩი“ 2023 წლის 20 თებერვლის-7 მაისის პერიოდში ცესკოში გაიმართა 16 სხდომა. ცესკომ მიიღო 26 დადგენილება და 114 განკარგულება, რომლებითაც დარეგულირდა ფინანსური, პროცედურული, რეგისტრაციებთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენა, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რეგულაციები. ცესკოს სხდომებზე გამოიყენებოდა კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ქვემდგომ კომისიის წევრთა არჩევების ელექტრონული (ხმის მიცემის) პროგრამა. ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ცესკოს სოციალური ქსელების საშუალებით. 21 ცესკოს აპარატი და სწავლების ცენტრი • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი • საფინანსო დეპარტამენტი • საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი • სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი • ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი • საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი • ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი) • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი • პრეს-სპიკერი • სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი სტატისტიკური ინფორმაცია ცესკოს წევრებისა და ცესკოს აპარატის თანამშრომლების შესახებ გენდერულ ჭრილში, იხილეთ ცხრილში (1). ცხრილი 1. დასახელება სულ რაოდენობა 1 100 0 1 100 რაოდენობა 13 2 2 1 13 94 9 30 1 0 8 2 1 8 ქალი % 17 1 - კაცი % 76 4 24 100 0 0 0 0 0 69 32 4 64 31 68 0 1 100 25 6 75 1 2 100 25 64 7 18 58 105 0 6 0 75 28 5 46 42 69 66 36 34 76 39 51 37 49 24 6 25 18 75 2 0 0 2 100 4 2 50 2 50 18 4 22 14 78 12 72 22 გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 99 პროცენტი დადებითად და სამაგიდო სიასთან შედარებით მეტი ნდობით იყო განწყობილი ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიის მიმართ. ამასთან, 53% გამოკითხულთა 95 პროცენტი თვლიდა, რომ აღნიშნულმა ტექნოლოგიამ გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დიაგრამა (2). დიაგრამა 1. 26.1% 29.3% 9.2% 20% 15.4% 18-25 26-35 35-45 45-60 60+ დიაგრამა 2. მოგეწონათ თუ არა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონული ტექნოლოგია? მიგაჩნიათ თუ არა ის უფრო სანდოდ, ვიდრე ტრადიციული ამომრჩეველთა სამაგიდო სია? თქვენი აზრით გაგირთულდათ თუ გაგიმარტივდათ რეგისტრაცია? 99.1% 98.7% 94.7% კი არა კი არა გამიმარტივდა გამირთულდა ზემოაღნიშნულის გარდა, ამომრჩევლებმა, ასევე, შეაფასეს ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემის პროცესი. გამოკითხულთა 99 პროცენტი დადებითად აფასებს და ტრადიციული წესით ხმების დათვლასთან შედარებით მეტი ნდობით არის განწყობილი. ამასთან, ამომრჩეველთა 93 პროცენტისთვის ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა იყო მარტივი და გასაგები. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დიაგრამა (3). კი დიაგრამა 3. მოგეწონათ თუ არა ხმის მიცემის ელექტრონული ტექნოლოგია? აღნიშნული ტექნოლოგია მიგაჩნიათ თუ არა უფრო სანდოდ, ვიდრე ტრადიციული ხელით დათვლა? გაგიჭირდათ თუ არა ხმის მიცემა? 98.8% 98.8% 98.1% 92.4% არა კი არა გამიმარტივდა გამიჭირდა 20 საოლქო საარჩევნო კომისია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 170-ს, აქედან ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 50 მუდმივმოქმედი წევრი. 2023 წლის 24 თებერვალს გამართულ სხდომაზე, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, 10 საოლქო საარჩევნო კომისიაში14 ცესკომ სახელობითი კენჭისყრით აირჩია 30 დროებითი წევრი. არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით. არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ცხრა უფლებამოსილმა პარტიამ15 დანიშნა 90 წევრი. კომისიების წევრთა შემადგენლობა გენდერულ ჭრილში 2023 წლის 29 აპრილის მდგომარეობით იხილეთ ცხრილში (2). ცხრილი 2. დასახელება სულ 10 10 10 5 ქალი კაცი რაოდენობა % რაოდენობა % 170 105 61.8 65 38.2 50 35 70 15 30 10 6 60 4 40 10 10 4 9 40 90 6 1 60 10 20 16 80 4 20 30 16 53.3 14 46.7 90 54 60 36 40 2023 წლის 29 აპრილის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, საბუთების მიღება შესაძლებელი იყო როგორც ცესკოში, ისე ელექტრონული პლატფორმის https://konkursi.cec.gov.ge/ საშუალებით. სულ შემოვიდა 35 განაცხადი, კონკურსანტთა შორის 18 (52%) ქალი და 17 (48%) კაცი. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრება. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის 29 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. გასაუბრება ლაივ რეჟიმში მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას. 14 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის დროებითი წევრები ცესკომ აირჩა №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიებში. 15 საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრები დანიშნა უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, ევროპელი სოციალისტები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი, ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები, საქართველოს ევროპელი დემოკრატები, გირჩი, ევროპული საქართველო. 23 რაც შეეხება ცესკოს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, 30 პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 28 პირს, მათ შორის, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – 12-ს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა 14 პირს, მათ შორის, ერთს გავლილი ჰქონდა „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს – „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს – „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილება სრულად განახორციელა №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რომლის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა №26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ხოლო ნაწილობრივ განახორციელეს №64 სენაკისა და №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიებმა. ცესკომ განსაზღვრა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები, რომლებიც ნაწილობრივ ახორციელებდნენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას16. საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების დადგენა ცესკომ დაადგინა 2023 წლის 29 აპრილს გასამართი არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრები: კერძოდ, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის – №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №57 ტყიბულისა და №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქების საზღვრები; მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის – №45 ცაგერისა და №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქების საზღვრები; საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საარჩევნო ოლქების საზღვრები. ცესკომ, ასევე, დაადგინა 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 3000-მდე რაოდენობის რეგისტრირებული ამომრჩევლების მქონე საარჩევნო უბნების შექმნის, ნომრებისა და საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურები და ზოგიერთი ვადა17. ცესკომ დაადგინა საარჩევნო ოლქები და უბნები, სადაც 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უნდა ჩატარებულიყო18. №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში პენიტენციურ დაწესებულებაში, გამონაკლის შემთხვევაში შეიქმნა ერთი - №69 საარჩევნო უბანი. საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების დადგენა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 165 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა შეადგენდა 2 625-ს, მათ შორის შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე აირჩია 1 418 წევრი, ხოლო უფლებამოსილმა ცხრა პარტიამ დანიშნა 1 207 წევრი, მათ შორის პ/გ „ევროპული საქართველო“ (165), პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (165), პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ (165), პ/გ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (164), პ/გ „ევროპელი სოციალისტები“ (163), პ/გ „ლელო საქართველოსთვის“ (159), პ/გ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ (108), პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (64), პ/გ „გირჩი“ (54). სპეციალური ჯგუფის წევრების რაოდენობა შეადგენდა 98-ს. კომისიის წევრთა შემადგენლობა გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (3). 16 ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №18/2023 განკარგულება. 17 ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №5/2023 დადგენილება. 18 ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 განკარგულება. 24 ცხრილი 3. დასახელება ( სულ ) ქალი კაცი რაოდენობა % რაოდენობა % 2 625 1 895 72.19 730 27.81 165 98 59.39 67 40.61 165 106 64.24 59 35.76 165 163 98.79 2 1.21 2 032 1 449 71.31 583 28.69 98 79 80.61 19 19.39 1 418 1 102 77.72 316 22.28 1 207 793 65.70 414 34.30 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიებმა იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად მიღებული რეგულაციებით. საოლქო საარჩევნო კომისიებმა წელს, პირველად, გარდა წევრებისა აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებიც. ასევე, იხელმძღვანელეს კანდიდატთა მიმართ დაწესებული იმ რეგულაციებით, რომელიც გამორიცხავდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევას, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო ან შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. გარდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, ასევე, ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში. 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში იყო 1 312 ვაკანტური ადგილი, მათ შორის, 492 ხელმძღვანელი პირის ვაკანტური ადგილი. სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი. საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა შესაძლებელი იყო როგორც მატერიალური სახით, ასევე, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით – konkursi.cec.gov.ge. ამ საშუალებით 171-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 1 176-მა მონაწილემ კი განაცხადი მატერიალური სახით წარადგინა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსანტთა 77.13% იყო ქალი, ხოლო 22.87% კაცი. თითოეულ საარჩევნო უბანზე იყო რვა ვაკანტური ადგილი. საარჩევნო უბნების 83.54%-ზე (137 უბანი) შემოვიდა რვა კონკურსანტის განაცხადი, 21 საარჩევნო უბანზე – ცხრა განაცხადი, ოთხ საარჩევნო უბანზე – ათი განაცხადი და ორ საარჩევნო უბანზე – 11 კონკურსანტის განაცხადი. სულ დაკომპლექტდა 164 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული ხელმძღვანელი პირებისა და წევრებიდან: 878 პირი არჩეულია 12 ხმით; 336 – 14 ხმით; 72 – 13 ხმით; 10 – 11 ხმით; რვა – ათი ხმით, ხოლო რვა – ცხრა ხმით. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და 2012 წლიდან, ბოლო რვა საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული 1 111 პირს, რაც შეადგენდა საერთო რაოდენობის 84.67 პროცენტს. 25 ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი იყო ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 595 იყო „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“, შვიდი – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო ერთი – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღია იყო უფლებამოსილი პირებისთვის. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს სხდომებზე დასწრების უფლება ჰქონდათ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ. ცესკომ მოუწოდა დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის დროულად გავლისა და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის, ასევე, სხვა საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვებისკენ, რაც მნიშვნელოვანი იყო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისთვის. ყველა უფლებამოსილ პირს ჰქონდა საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის და სხდომაზე დასწრებისა და პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, მაქსიმალურად გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, როგორიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი 2023 წლის 14 აპრილს ცენტრალური, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა, ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ იმოქმედებდნენ კოდექსში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობდა კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტსა და კოლეგიალობას. კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრებმა აიღეს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელების ვალდებულება, შეთანხმდნენ, რომ ფუნქციების შესრულებისას იქნებოდნენ მიუკერძოებლები, უზრუნველყოფდნენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნას. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრმა განაახლა საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების კონცეფცია. 2023 წლის 20-29 მარტის პერიოდში სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი იმ ტრენერებისთვის, რომლებმაც შემდგომ, 2023 წლის 11-24 აპრილის პერიოდში ჩაატარეს ინტენსიური პროფილური სასწავლო პროგრამები შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილეებმა გაიარეს გადამზადება შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით და ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების სპეციფიკა და პროცედურები. სასწავლო კურსი გაიარა 65-მა ტრენერმა, მათ შორის 40 (62%) ქალი და 25 (38%) კაცი. 26 2023 წლის 18-22 აპრილის პერიოდში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ინსტრუქტაჟი 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული 10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. საარჩევნო ადმინისტრატორებთან სამუშაო შეხვედრების ციკლის მიზანი იყო საარჩევნო რეფორმით შეთავაზებული სიახლეების გაცნობა და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფა. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ პროცედურულ სიახლეებს, საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკულ ასპექტებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელ შემდეგ საკითხებს: საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტენსიური სწავლება სამ ეტაპად ჩატარდა, მათ შორის, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას ორი ეტაპი დაეთმო. საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი წევრებისა და იმ წევრებისთვის, ვინც ვერ დაესწრო ჩატარებულ ტრენინგებს, ჩატარდა დამატებითი ეტაპის ტრენინგი. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური სასწავლო პროგრამის მიხედვით: • 117 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (სამი ეტაპი); • 47 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (სამი ეტაპი); • სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა გადამზადება შესაბამის პროცედურულ საკითხებზე გაიარეს (ერთი ეტაპი). სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და კომისიის სხვა წევრების მიერ კენჭისყრის პროცესში ფუნქციების შესრულების ტექნიკაზე. სასწავლო პროგრამა, მათ შორის, მოიცავდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე პრაქტიკული უნარების განვითარების კომპონენტს. სიახლეების ნაწილში აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ყველა ეტაპზე ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირებას და კომისიის წევრთა სინქრონულ სწავლებას. ტრენინგის I ეტაპი (11 აპრილი) დაეთმო 117 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) სწავლებას (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა). საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავდა პროფილური სასწავლო პროგრამა, რომლის მიხედვით ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: • ტექნოლოგიური სიახლეები (ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების ფუნქციონირება და გამოყენების წესი, ცესკოსთვის კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის გადაცემა); • ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის დადასტურების პროცესი; 27 • კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები, მათ შორის, განცხადებების მიღება ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში რეგისტრაციასა და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა და საჯაროობა; წილისყრით გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა; • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მიწოდებისა და საარჩევნო უბნებიდან მასალების დაბრუნების წესი. კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების ფუნქციონალის შესწავლის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა პირებმა განახორციელეს აპარატების მუშაობის მოდელირება სინქრონული სწავლების ფორმატში. ტრენინგის I ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 351 ხელმძღვანელი პირიდან ტრენინგს დაესწრო 335 (95%) წევრი, მათ შორის 258 (77%) ქალი და 77 (23%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (4). დიაგრამა 4. 47 საუბნო საარჩევნო კომისიის (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) ხელმძღვანელი პირებისთვის განკუთვნილი I ეტაპის სატრენინგო პროგრამა მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს: • კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები, მათ შორის, განცხადებების მიღება ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში რეგისტრაციასა და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა და საჯაროობა; • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში; • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო/მაკონტროლებელი ფუნქციები კენჭისყრის პროცესში; • საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით; ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა; • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მიწოდებისა და საარჩევნო უბნებიდან მასალების უკან დაბრუნების წესი. 28 47 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ტრენინგები განახორციელა სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ცხრა ტრენერმა. ტრენინგის I ეტაპზე (სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები 47 საუბნო საარჩევნო კომისიის 141 ხელმძღვანელი პირიდან, ტრენინგს დაესწრო 109 (77%) წევრი, მათ შორის 76 (70%) ქალი და 33 (30%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (5). დიაგრამა 5. ტრენინგის II ეტაპი (12-20 აპრილი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა) სწავლებას (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა). პროფილური სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციას მიკუთვნებული შემდეგი საკითხები: • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები; • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა; • ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით; • საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით; • ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა. კომისიის წევრებს შორის პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა განახორციელეს კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირებები. სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებდა პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით. 29 ტრენინგის II ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 1 540 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 1 117 (73%) წევრი, მათ შორის 894 (80%) ქალი და 223 (20%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (6). დიაგრამა 6. ტრენინგის II ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები 47 საუბნო საარჩევნო კომისიის 581 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 355 (61%) წევრი, მათ შორის 252 (71%) ქალი და 103 (29%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (7). დიაგრამა 7. დამატებითი ეტაპის ტრენინგი (23 აპრილი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისა და იმ წევრების სწავლებას, რომლებიც ვერ დაესწრნენ II ეტაპის ტრენინგს. პროფილური სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს: • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები; • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა; • ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით; • საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით; • ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა. კომისიის წევრებს შორის 30 პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა განახორციელეს კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირებები. სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებდა პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით. დამატებითი ეტაპის ტრენინგზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები საუბნო საარჩევნო კომისიების 439 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 138 (31%) წევრი, მათ შორის 104 (75%) ქალი და 34 (25%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (8). დიაგრამა 8. დამატებითი ეტაპის ტრენინგზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები საუბნო საარჩევნო კომისიების 251 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 70 (28%) წევრი, მათ შორის 38 (54%) ქალი და 32 (46%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (9). დიაგრამა 9. 31 ტრენინგის III (შემაჯამებელი) ეტაპი (24 აპრილი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; • საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; • კენჭისყრის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები. პრაქტიკული სწავლება მოიცავდა პრაქტიკულ გამოყენებას. კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ტრენინგის III ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) დასასწრები საუბნო საარჩევნო კომისიის 351 ხელმძღვანელი პირიდან, ტრენინგს დაესწრო 331 (94%) წევრი, მათ შორის 254 (77%) ქალი და 77 (23%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (10). დიაგრამა 10. ტრენინგის III ეტაპზე (იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) დასასწრები საუბნო საარჩევნო კომისიის 141 ხელმძღვანელი პირიდან, ტრენინგს დაესწრო 111 (79%) წევრი, მათ შორის 80 (72%) ქალი და 31 (28%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (11). დიაგრამა 11. 32 ტრენინგი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის 2023 წლის 25 აპრილს სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისთვის. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებზე: • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები; • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის სერვისის მიწოდება, საუბრის ეტიკეტი და ქცევის ნორმები); • საარჩევნო უბნის დახურვა და კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით; • ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა; კომისიის წევრებს შორის • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა. ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართა, შესრულდა სხვადასხვა თემატური სავარჯიშო. ტრენინგზე დასასწრები საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 11 (92%) წევრი, მათ შორის 9 (82%) ქალი და 2 (18%) კაცი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ დიაგრამაზე (12). დიაგრამა 12. საინფორმაციო/სასწავლო მასალები 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, კენჭისყრის პროცესზე საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შემუშავდა სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით საარჩევნო დოკუმენტაცია და სახელმძღვანელო ინსტრუქციები ითარგმნა სომხურ ენაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მომზადდა სასწავლო საინფორმაციო რგოლი (ვიდეოინსტრუქცია) საარჩევნო პროცედურებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. სასწავლო მასალების ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში (4). 33 ცხრილი 4. სასწავლო მასალები საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია 1 საოლქო საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური და 2 მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მუნიციპალიტეტების 3 მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის – 2023 წლის 29 აპრილი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის და მუნიციპალიტეტების მერების 4 რიგგარეშე არჩევნებისთვის – 2023 წლის 29 აპრილი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) საინფორმაციო მასალები 1 საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღების წესის ამსახველი პოსტერი სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის – არჩევნების 2 უსაფრთხოება ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის (განკუთვნილი იყო იმ 3 საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის (განკუთვნილი იყო იმ 4 საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ 5 საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ 6 საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) ამომრჩეველთა სამახსოვრო პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო 7 უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) 34 საინფორმაციო მასალები 8 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) 9 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (ასახული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების პროცესი) სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილი 10 იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილი 11 იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით კენჭისყრის ჩასატარებლად) სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილი 12 იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გასაგრძელებლად) სამახსოვრო გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრისთვის 13 (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) სამახსოვრო გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრისთვის/სპეცჯგუფის 14 წევრებისთვის (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) სამახსოვრო საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი 15 კომისიის წევრებისთვის (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) სამახსოვრო ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის 16 (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) სამახსოვრო ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის 17 (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია (განკუთვნილი იყო 18 იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული 19 საშუალებების გამოყენებით ტარდებოდა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია 20 (განკუთვნილი იყო იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდებოდა) 35 IV. საარჩევნო რეგისტრაციები საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ოთხმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ოთხივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან ორმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (5). ცხრილი 5. 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები რიგითი ნომერი 1 2 საარჩევნო სუბიექტი ხელმძღვანელი პირი 21 წარმომადგენელი ცესკოში სტატუსი რეგისტრირებული – 41 რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია 3 1 4 34 – 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ოთხმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ოთხივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან სამმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. №49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის, ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (6). 36 ცხრილი 6. 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები რიგითი ნომერი 1 საარჩევნო სუბიექტი ხელმძღვანელი წარმომადგენელი პირი ცესკოში – 41 რეგისტრირებული , 2 51 სტატუსი , , , , რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია 3 1 4 2 – – 5 34 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა ხუთმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა ხუთივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან, ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა კანდიდატი და მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა ამომრჩეველთა ერთი საინიციატივო ჯგუფი. შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდა ორი საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის, ერთი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (7). 37 ცხრილი 7. 2023 წლის 29 აპრილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები რიგითი ნომერი 1 2 საარჩევნო სუბიექტი ხელმძღვანელი წარმომადგენელი პირი ცესკოში – 41 რეგისტრირებული , 51 სტატუსი , , , , რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია 3 1 4 2 5 21 – – 6 34 38 საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა 2023 წლის 21 მარტს, 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები19 : №1 – სტრატეგია აღმაშენებელი; №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; №21 – „თავისუფალი საქართველო“; №34 – მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის; №41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო. რიგითი ნომრების განსაზღვრის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებით, კანდიდატების წარმოუდგენლობის გამო, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა სამ სუბიექტს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის რიგითი ნომერი მიენიჭათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადაში და წესით, იმ პირობით, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ ბოლო საპარლამენტო/მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვებიდან. კანდიდატების რეგისტრაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა საარჩევნო სუბიექტებმა დაარეგისტრირეს 11 კანდიდატი, აქედან ცხრა – პოლიტიკური პარტიების, ხოლო ორი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში (8). 19 ცესკოს 2023 წლის 21 მარტის №75/2023 განკარგულება. 39 ცხრილი 8. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები / 26 21 „ “ 64 : ; 66 – ; 70 45 – 49 41 12 19 – 37 51 , , 41 , , – , 57 – 59 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ცესკოში რეგისტრირებული იყო ორი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი. ცესკოს მდივნის განკარგულების საფუძველზე, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო ორი საარჩევნო სუბიექტის 14 წარმომადგენელი. ხოლო, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებული იყო 242 წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (9). ცხრილი 9. კაცი დასახელება სულ რაოდენობა ქალი % რაოდენობა % 258 150 58.14 108 41.86 2 1 50.0 1 50.0 14 8 57.14 6 42.86 242 141 58.26 101 41.74 40 ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო 18 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია, მათ შორის იყო 13 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია, საქართველოში მოქმედი ერთი საელჩო და ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია. 18-მა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დაარეგისტრირა 55 დამკვირვებელი, მათ შორის: 13 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის – 29; ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის – 24 და ერთი საელჩოს – ორი დამკვირვებელი; 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო 21 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და დარეგისტრირდა 446 დამკვირვებელი. ხოლო, 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული იყო ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომელმაც დაარეგისტრირა 11 დამკვირვებელი. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების რაოდენობა გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (10). ცხრილი 10. კაცი დასახელება სულ ქალი რაოდენობა % რაოდენობა % 55 33 60.0 22 40.0 457 224 49.02 233 50.98 446 222 49.78 224 50.22 11 2 18.18 9 81.82 ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ და 11-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს. დოკუმენტზე ხელისმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იხელმძღვანელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობდნენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით. აღსანიშნავია, რომ ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელის მოწერა შეეძლო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდა. დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ საკითხებზე შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობდა არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია საარჩევნო პროცესების გაშუქების მიზნით, ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების 15-მა მედიაორგანიზაციამ და აკრედიტებული იყო 340 წარმომადგენელი. 41 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში (№12 გურჯაანის (1), №37 ახალციხის (1), №70 ფოთის (2)) რეგისტრაცია გაირა ოთხი მედიასაშუალების 13-მა წარმომადგენელმა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების რაოდენობა გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (11). ცხრილი 11. კაცი დასახელება სულ ქალი რაოდენობა % რაოდენობა % 353 215 60.91 138 39.09 340 206 60.59 134 39.41 13 9 69.23 4 30.77 საარჩევნო სუბიექტებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების უმეტესობამ ისარგებლა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით. ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამა 2023 წლის 29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებული სამი საარჩევნო სუბიექტიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ორმა საარჩევნო სუბიექტმა. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული იყო 255 წარმომადგენელი, მათ შორის ცესკოში ორი, საოლქო საარჩევნო კომისიაში – 13 და საუბნო საარჩევნო კომისიაში – 240 წარმომადგენელი. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 22 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა 14-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ და აღნიშნული პროგრამის საშუალებით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა 446 დამკვირვებელი. ცესკოში რეგისტრირებული 18 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ერთმა და რეგისტრაციაში გატარდა ათი დამკვირვებელი. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების 19 წარმომადგენლიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ხუთმა მედიაორგანიზაციამ და აღნიშნული პროგრამის საშუალებით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული იყო 188 წარმომადგენელი. შეხვედრა გამარტივებული ელექტრონული პროცედურების შესახებ ცესკო მუდმივად მუშაობს ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო პროცედურების გამარტივებაზე. საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის მისაწვდომი იყო კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის სისტემა, ასევე, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, დამკვირვებლებისა და მედიისთვის, საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემა. 42 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სუბიექტებს მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა – საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ელექტრონული ფორმით, ონლაინ წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით 2023 წლის 14 მარტს ცესკოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული საშუალებებით კანდიდატების წარდგენის წესებსა და პირობებს. 43 V. ამომრჩეველთა ერთიანი სია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცესკომ დაამუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გადმოცემული მონაცემები. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 185 056-ს, მათ შორის 97 011 (52.42%) ქალი და 88 045 (47.58%) კაცი. კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი შეუსრულდა 3 065 ამომრჩეველს, მათ შორის 1 437 (46.88%) ქალი და 1 628 (53.12%) კაცი. დეტალური ინფორმაცია ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ არჩევნების ტიპის, საარჩევნო ოლქების მიხედვით, გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (12). ცხრილი (12). 185 056 % % 64 - 38 255 17 928 46.86 20 327 53.14 66 - 26 551 13 057 49.18 13 494 50.82 70 - 40 508 18 736 46.25 21 772 53.75 45 - 10 496 5 272 50.23 5 224 49.77 49 - 32 254 15 996 49.5 16 258 50.41 12 - 3 716 1 854 49.89 1 862 50.11 19 - 886 447 50.45 439 49.55 37 - 979 492 50.26 487 49.74 57 - 5 650 2 648 46.87 3 002 53.13 59 - 25 761 11 615 45.09 14 146 54.91 105 314 42 750 36 992 ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის 71 პუნქტის საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია მოითხოვა და მიიღო სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 877 694-ჯერ, აქედან: 868 071-მა – ცესკოს ვებგვერდის voters.cec.gov.ge საშუალებით, 9 623-მა – Android და iOS ოპერაციული სისტემის გამოყენებით. 44 VI. საინფორმაციო კამპანია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ცესკოს მიერ განსაზღვრული საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო მოქალაქეებისა და ჩართული მხარეების ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ასევე, საარჩევნო პერიოდში და უშუალოდ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. ვინაიდან არჩევნები ტარდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საინფორმაციო კამპანიის განხორციელებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოქალაქეებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირებაზე არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ცესკომ მოამზადა ექვსი საინფორმაციო ვიდეორგოლი ქართულ და სომხურ ენებზე შუალედური/რიგგარეშე არჩევნების, ხმის მიცემის პროცედურების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების შესახებ. ვიდეორგოლები განთავსდა ცენტრალურ და შესაბამის რეგიონულ ტელევიზიებში. გარდა ამისა, მომზადდა და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ამომრჩევლის ბარათთან ერთად გავრცელდა საინფორმაციო ფლაერი -– ხმის მიცემის პროცედურების, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ასევე, გავრცელდა ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა იმ ახალგაზრდებისადმი, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ არჩევნებში. ცესკოს ვებგვერდზე შეიქმნა ბანერი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ენახათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი. საარჩევნო პროცესების შესახებ ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით, ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. ცესკოსა და ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ინფორმაცია, ასევე, ქვეყნდებოდა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის Facebook გვერდებზე. ამომრჩევლის ინფორმირებისა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების გადაცემებში. 2023 წლის 3-7 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა გამართეს შეხვედრები ათივე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იმართებოდა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქალაქებსა და სოფლებში არსებულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვდნენ მოქალაქეებს და მიაწოდეს ინფორმაცია შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. მოქალაქეებს შესთავაზეს ამომრჩეველთა სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება პლანშეტის საშუალებით. 21-24 აპრილის პერიოდში ინფორმირების კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული კენჭისყრის პროცესში და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. საარჩევნო პერიოდში ოპერატიულად ვლინდებოდა საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი და დისკრედიტაციის ნიშნების მქონე ახალი ამბები. სტრატეგიული კომუნიკაციების საინფორმაციო-ანალიტიკურმა განყოფილებამ დაამუშავა 325 ინფორმაცია, აქედან 24 შეიცავდა ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას. აღნიშნული განცხადებები ძირითადად შეეხებოდა ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის თემას. აღნიშნულ განცხადებებზე რეაგირების შედეგად ამომრჩევლები და ჩართული მხარეები იღებდნენ გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო პროცესის შესახებ. 45 ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (032 2 2510051) უზრუნველყოფდა ამომრჩევლებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო ვიდეოზარის მეშვეობით ჟესტურ ენაზე. კონტაქტ-ჰაბში შემოსული კითხვები ძირითადად ეხებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებას, ცესკოს/საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საკონტაქტო ინფორმაციასა და კენჭისყრის დღის პროცედურებს. ახალი ფორმატი მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ცესკოს ინიციატივით, შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი. 2023 წლის 18 მარტს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა აღნიშნულ ფორმატში, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, პრეს-სპიკერი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ ნოვაციებისა და სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებსა და ამომრჩევლებს სთავაზობდა. გაიმართა დისკუსია და კენჭისყრის იმიტირებულ პროცესი, რომლებშიც მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ახალი ფორმატი და აღნიშნეს, რომ ის საზოგადოების სწორ და დროულ ინფორმირებას შეუწყობდა ხელს. ახალი ფორმატი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ინფორმაციის გაცვლისა და საარჩევნო სიახლეებზე მსჯელობისთვის, ცესკოს ინიციატივით, შეიქმნა ახალი ფორმატი. ფორმატი გულისხმობს ცესკოში პერიოდული შეხვედრების გამართვას და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებას საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ფორმატში გაიმართა ორი შეხვედრა: 2023 წლის 7 მარტს გამართული შეხვედრის თემა იყო – დეზინფორმაცია და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება, არსებული გამოწვევები, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები. მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია 2020-2022 წლების არჩევნებზე გამოვლენილი დეზინფორმაციის ფაქტებისა და მათზე განხორციელებული რეაგირების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციასა და ჩართულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ პროაქტიული თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია. 2023 წლის 16 მარტს გამართული შეხვედრის თემა იყო იმ სამართლებრივი აქტების განხილვა, რომლებიც 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებას არეგულირებდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, კენჭისყრის შედეგების გადათვლისა და იმ სიახლეების შესახებ, რომლის განხორციელებას საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავდა. 46 ახალი ფორმატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის და დიპლომატიური კორპუსის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ცესკოს ინიციატივით შეიქმნა ახალი ფორმატი. ფორმატი გულისხმობს პერიოდული შეხვედრების გამართვას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების ინფორმირებას საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ფორმატში ცესკოში გაიმართა ორი შეხვედრა: 2023 წლის 24 მარტს გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო – დეზინფორმაციის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება, არსებული გამოწვევები, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსმა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით 2020-2022 წლებში გავრცელებული და გამოვლენილი დეზინფორმაციის ფაქტების, ასევე, განხორციელებული რეაგირების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლებიც არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდებოდა, კერძოდ, კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და სხვა სიახლეების შესახებ. 2023 წლის 21 აპრილს გამართული შეხვედრის თემა იყო – 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეების, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებელი მისიების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებისთვის გაიმართა კენჭისყრის იმიტირებული პროცესი, სადაც მათ პრაქტიკაში გამოცადეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. განხორციელდა შედეგების გადაცემის დემონსტრირება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან პირდაპირ ცესკოში, პლანშეტების მეშვეობით, გადაგზავნას ითვალისწინებდა. აღნიშნული პროცედურა ამ არჩევნებზე სიახლის სახით პირველად იქნა პილოტირებული. ახალი ფორმატი – არჩევნების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან თანამშრომლობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ინიციატივით შექმნილი კიდევ ერთი ახალი ფორმატი გულისხმობს შეხვედრების გამართვას საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კომუნიკაციის გაძლიერებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. აღნიშნულ ფორმატში ექსპერტებთან კომუნიკაცია პირველად შედგა. ამასთან, პროფესიული და კვალიფიციური ექსპერტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. შემაჯამებელი შეხვედრა საერთაშორისო დამკვირვებლებთან 13 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს. 47 შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში 2023 წლის 10 მარტს ცესკოში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან. შეხვედრაზე განიხილეს 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, სადამკვირვებლო მისიების როლი ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე. ცესკოს თავმჯდომარემ ბატონ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული საჭიროებების, გამოწვევებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეხვედრა დანიის ელჩთან საქართველოში 2023 წლის 22 მარტს გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დანიის ელჩთან საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენსთან. გიორგი კალანდარიშვილმა დანიის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ. მხარეებმა იმსჯელეს ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობისა და მათი დაკვირვების განსაკუთრებული მნიშვნელობა. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში 2023 წლის 23 მარტს გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩ მააიკე ვან კოლდამთან. მხარეებმა იმსჯელეს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წლის არჩევნებზე მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან საფუძველს შექმნიდა 2024 წლის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის. ცესკოს თავმჯდომარემ ბატონ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დამკვირვებელი მისიების ჩართულობის, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. შეხვედრა იაპონიის ელჩთან საქართველოში 2023 წლის 29 მარტს გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა იაპონიის ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან და იაპონიის საელჩოს მესამე მდივანთან ივატარე ოტაროსთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ასევე, უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. 2023 წლის 2 მაისს, საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას ინიციატივით, იაპონიის საელჩოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროცესში მედიის როლზე, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. სამუშაო შეხვედრაშიმონაწილეობა მიიღეს იაპონიის ელჩმა, ცესკოს თავმჯდომარემ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს 48 მუდმივმა წარმომადგენელმა მორი ჰიროიუკიმ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, იაპონიის საელჩოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთობლივი აქტივობების განხორციელებაზე. შეხვედრა გერმანიის ელჩთან საქართველოში 2023 წლის 3 აპრილს გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გერმანიის ელჩთან საქართველოში პეტერ ფიშერთან. ცესკოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე და 2024 წლის არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ კუთხით საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნაზე. შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში 2023 წლის 19 აპრილს საფრანგეთის საელჩოში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან შერაზ გასრისთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობაზე არჩევნების კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებაზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან 2023 წლის 15 მარტს ცესკოში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, კლაუს ნეუკირხსთან, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში ნატალია ვუტოვასთან, ევროპის საბჭოს ოფიცერთან საქართველოში ტობია ფიორილისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსთან ანა დობორჯგინიძესთან. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია და მადლობა გადაუხადა მათ საარჩევნო პროცესებში გაწეული მხარდაჭერისთვის. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებასა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გეგმებზე, 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებს განიხილავდა ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეების, გამოწვევებისა და 2024 წლის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში შესაბამისი რეაგირების მოხდენის კარგ შესაძლებლობად. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ცესკოს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობდა ჩართულ მხარეებს დროულად დაეწყოთ მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების თემაზე. 49 მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ საჭიროებების შესახებ, რომელთან დაკავშირებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობდა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ზრდას, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში 2023 წლის 20 აპრილს გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, საბინე მახლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და გამოწვევები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო რეფორმის აღსრულება. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შეტანილი წვლილი საქართველოში საარჩევნო პროცესების განვითარებაში და გამოთქვა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. თანამშრომლობა ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ლოს-ანჯელესის ოლქის საარჩევნო ადმინისტრაციასთან 2023 წლის 28 აპრილს საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავდა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა აღნიშნეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. საქართველოს ცესკოს, ლოს-ანჯელესის ოლქის საარჩევნო ადმინისტრაციისგან გადმოეცა დეკლარაცია საერთო პრინციპების გაზიარებასთან დაკავშირებით, რაც ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას და 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებას გულისხმობდა. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 2023 წლის 12 აპრილს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გამართა შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე გიორგი შარაბიძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის 19 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე, ასევე, 2024 წელს დაგეგმილ საერთო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდა ამომრჩევლების როლის შესახებ. სტუდენტებმა პრაქტიკაში გამოცადეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. საარჩევნო სამართლის ქსელის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა 2023 წლის 28 მარტს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით ჩატარებულ საარჩევნო სამართლის ქსელის რეგიონული სამუშაო ჯგუფის დისტანციურ შეხვედრაში. გიორგი შარაბიძემ წარადგინა პრეზენტაცია „ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები“ და ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებისა და 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული და დაგეგმილი საპილოტე პროექტების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებას ითვალისწინებდა. 50 ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისები შესთავაზა, კერძოდ: • ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს – ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა; • ყველა საარჩევნო უბანზე უსინათლო ამომრჩევლებს – საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა, ასევე, იმ საარჩევნო უბნებზე სადაც კენჭისყრის პროცესი წარიმართა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით – განახლებული ჩარჩო/ფორმა; • მცირემხედველ ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა მიეღო შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც არაუგვიანეს 2023 წლის 21 აპრილისა უნდა მიემართა შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ან დაკავშირებოდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბს. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე, განთავსებული საარჩევნო რუკის საშუალებით (https://map.cec.gov.ge/#) შეეძლო მიეღო დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ დასურათებულ ფორმატში. გარდა ზემოაღნიშნულისა, პირველად 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის გავრცელდა საინფორმაციო ფლაერი QR კოდით, რომლის საშუალებით ყრუ პირებს ჰქონდათ ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიღების შესაძლებლობა. ყველა საარჩევნო უბნებზე განთავსებული იყო კენჭისყრის პროცედურების ამსახველი პოსტერი QR კოდით, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირებს ინფორმაციის მიღება ხმოვან ფორმატში, ხოლო ყრუ პირებს – ჟესტურ ენაზე შეეძლოთ. კენჭისყრის დღეს ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჰქონდათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში ვიდეოზარის განხორციელებისა და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები მიმდინარეობდა სურდოთარგმანის თანხლებით. განახლებული ინსტრუქციის მიხედვით გადამზადდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტის, ქცევის ნორმებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისების შესახებ. სასწავლო კურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის მისაწვდომი იყო ელექტრონულ პლატფორმაზე www.electiontraining.cec.gov.ge. შეხვედრა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან 2023 წლის 2 მარტს ცესკოში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეხვედრა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის თემაზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული საშუალებების გამოყენების შესახებ. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობებისა და საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა. 51 შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების, 2023 და 2024 წლის არჩევნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების შესახებ. ჯგუფის წევრებმა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, კერძოდ, №37 ახალციხის საარჩევნო ოლქში შემავალ №17 საარჩევნო უბანზე ჩაატარა. აღნიშნული საარჩევნო უბნის ამომრჩევლებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სომხურ ენაზე ითარგმნა საარჩევნო ბიულეტენი და ამომრჩეველთა სია. ასევე, ითარგმნა საინფორმაციო მასალები, კერძოდ: კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი, საინფორმაციო ფლაერი არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ, ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და აკრედიტებული მედიასაშუალებების შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, მათზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად, ითარგმნა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, გავრცელდა საინფორმაციო ვიდეორგოლი სომხურ ენაზე. ამომრჩევლებს ჰქონდათ ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა სიის საძიებო სისტემაში(www.voters.cec.gov.ge) პირადი მონაცემების სომხურ ენაზე გადამოწმების საშუალება. საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, რომლის ფარგლებში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სოფლებში, მათ შორის, №37 ახალციხის საარჩევნო ოლქში შემავალ №17 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის. მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია გასამართი არჩევნებისა და დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, გავრცელდა საინფორმაციო მასალები. შეხვედრების ფარგლებში მოქალაქეებს ჰქონდათ ამომრჩეველთა სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემების კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით გადამოწმების შესაძლებლობა. სამუშაო შეხვედრა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან 2023 წლის 20 მარტს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინიციატივით, ცესკოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ცესკოს იურიდიული დეპარტამენტისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ და ამ მიმართულებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიებზე, რაც უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა ინფორმირებას იმ ნოვაციების შესახებ, რომელიც ბოლო საარჩევნო რეფორმის გამოძახილი იყო. შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელობას საკუთარი მოსაზრებები გააცნეს „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ტექნოლოგიების დანერგვის დინამიკა. შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან 2023 წლის 21 მარტს ცესკოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან. შეხვედრის თემა იყო – 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე, ასევე, 2024 წლის არჩევნებზე ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება და ამ მიმართულებით ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმირება. შეხვედრაზე გაიმართა კენჭისყრის იმიტირებული პროცესი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, სადაც მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. 52 შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელ ახალგაზრდებთან 2023 წლის 3 მაისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) და ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM) განხორციელებული პროექტის „მონაწილეობითი პოლიტიკა და ეროვნული უმცირესობები“-ის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო საკითხებზე და იმ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც 29 აპრილს გაიმართა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 2024 წელს იგეგმება საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარება. შეხვედრაზე გამართული დისკუსიის დროს მონაწილეებმა განიხილეს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები, რის შემდეგაც გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და ახალგაზრდებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა. ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ წარადგინა პრეზენტაცია „ინკლუზიური საარჩევნო გარემო – ეთნიკური უმცირესობები“ და ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 53 VII. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2023 წლის 13 აპრილს ცესკომ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა. საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდა ორ სტამბაში (სტამბა შპს „ფავორიტი სტილი“, მისამართი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის №5 და სტამბა შპს „ფორმა“, მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიდი ლილო). დაბეჭდვის პროცესს დააკვირდა ცესკოს ოთხი წევრი და ორი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი20. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საერთო ჯამში, თბილისის ორ სტამბაში 165 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 163 500 საარჩევნო ბიულეტენი, მათგან 147 350 იყო განკუთვნილი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებისთვის, ხოლო 16 150 ბიულეტენი – კენჭისყრის ტრადიციული პროცესისთვის. ერთი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 850 ქართულ-სომხური საარჩევნო ბიულეტენი. • საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა 92 700 საარჩევნო ბიულეტენი; • მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის დაიბეჭდა 39 450 საარჩევნო ბიულეტენი; • მუნიციპალიტეტის საკრებულოების საარჩევნო ბიულეტენი. შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა 31 350 ცესკომ, კანონით განსაზღვრულ ვადებში, გადასცა საარჩევნო ბიულეტენები საოლქო საარჩევნო კომისიებს, სადაც 2023 წლის 29 აპრილს იმართებოდა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. საოლქო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12:00 საათისა მიაწოდეს ბიულეტენები საუბნო საარჩევნო კომისიებს. 20 ცესკოს 2023 წლის 13 აპრილის №108/2023 განკარგულება. 54 VIII. 2023 წლის 29 აპრილი – კენჭისყრის დღე 2023 წლის 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა 06:45 საათზე და ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. საარჩევნო უბნებზე იყო განთავსებული ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან იყო ამოჭრილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყო ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში აკრძალული იყო ფოტო და ვიდეოგადაღება. კენჭისყრის პროცესი გაიმართა არჩევნების დღის 8 საათიდან 20 საათამდე. 117 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ხოლო 48 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ჩატარდა ტრადიციული, ამ დრომდე არსებული პროცედურებით. თუმცა, ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდა, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთა და მისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. სიახლე იყო გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებით – პირველად ამ არჩევნებზე, მარკირების პროცედურა გაიარეს იმ ამომრჩევლებმაც, რომლებმაც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცეს ხმა. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა მიიღეს ერთი ბიულეტენი. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებიდან ცესკოს მიეწოდა და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა მონაცემები საარჩევნო უბნის გახსნისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი პირველადი მონაცემების მიხედვით იხილეთ ცხრილში (13). 55 ცხრილი 13. ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 9 848 % 5.32 12:00 22 557 % 12.19 10:00 15:00 % 20.37 37 705 12:00 % 17:00 45 285 15:00 % 20:00 % 24.47 17:00 % % 29.92 55 363 20:00 % % % 12 3 716 234 6.3 509 13.7 930 25 1 175 31.6 1 383 37.22 19 886 84 9.5 168 19 231 26.1 269 30.4 352 39.73 37 979 67 6.8 183 18.7 328 33.5 372 38 468 47.8 45 10 496 1 321 12.6 2 656 25.3 3 904 37.2 4 348 41.4 4 882 46.51 49 32 254 1 970 6.1 4554 14.1 7 946 24.6 9 368 29 11 706 36.29 57 5 650 282 5 715 12.7 1 093 19.3 1 302 23 1 552 27.47 59 25 761 959 3.7 1 997 7.8 3 432 13.3 4 218 16.4 5 490 21.31 38 255 1 844 4.8 4 183 10.9 6 868 18 8 232 21.5 10 136 26.5 66 26 551 1 492 5.6 3 753 14.1 6 294 23.7 7 831 29.5 9 289 34.99 70 40 508 1 595 3.9 3 839 9.5 6 679 16.5 8 170 20.2 10 105 24.95 64 კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები დაიხურა 20:00 საათზე. ელექტრონული აპარატების მიერ დათვლის გარდა, არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შემდგომ აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. სიახლე იყო შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით, ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა შედეგების დამუშავებისა და გამოქვეყნების დრო. კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა, რამდენადაც, საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული ჰქონდა ყველა შესაძლო რისკი, გაწერილი ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. კენჭისყრის დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი და მედიაცენტრი, სადაც მედიის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ჰქონდათ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საშუალება. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე ონლაინ დაკვირვების შესაძლებლობა 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ცესკოს Facebook და Youtube ვებგვერდზე ტრანსლირებით ხორციელდებოდა. 56 კენჭისყრის დღეს გაიმართა ოთხი საინფორმაციო ბრიფინგი. პრეს-სპიკერი საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. შემაჯამებელი ოქმების, ისევე როგორც ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის ატვირთვა ვებგვერდზე results.cec.gov.ge დაიწყო 29 აპრილის 20:17 საათიდან. კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან საათნახევარში, 2023 წლის 29 აპრილის 21:45 საათზე ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემები 117 საარჩევნო უბნის მიხედვით. 2023 წლის 30 აპრილს, ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა წარადგინა ყველა, 165 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები. წინასწარი მონაცემების უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში გამოქვეყნება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. 57 IX. 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგების შეჯამება 2023 წლის 5 მაისს, კენჭისყრის დღიდან მეექვსე დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს21 მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები: №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის №12.08 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 3 716. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 3 400. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 1 383. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 36. 5. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (14). 6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 ზურაბი მუხულიშვილი. ცხრილი 14. № სახელი, გვარი 41 ზურაბი მუხულიშვილი წარმდგენი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მიღებული ხმების რაოდენობა 1 347 №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №19 თიანეთის საარჩევნო ოლქის №19.02 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 886. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 750. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 352. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 7. 5. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (15). 6. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 იოსებ მათურელი. ცხრილი 15. 21 № სახელი, გვარი 41 იოსებ მათურელი წარმდგენი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მიღებული ხმების რაოდენობა 345 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები იხილეთ დანართში (2). 58 №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №37 ახალციხის საარჩევნო ოლქის №37.11 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 979. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 850. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 468. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 5. 5. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (16) 6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 ზურაბი მუხულიშვილი. ცხრილი 16. № სახელი, გვარი 41 როინი ნებაძე წარმდგენი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მიღებული ხმების რაოდენობა 463 №57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 5 650. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 4 960. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 1 562. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 27. 5. საარჩევნო სუბიექტების დასახელება და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (17). 6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 გიორგი კერესელიძე. ცხრილი 17. წარმდგენი მიღებული ხმების რაოდენობა № სახელი, გვარი 41 გიორგი კერესელიძე ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 1 331 51 გიორგი გაგოშიძე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი 204 59 №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა № 59 საარჩევნო ოლქის № 59.01 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2023 წლის 29 აპრილს ჩატარებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 25 761. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 21 400. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 5 491. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 95. 5. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (18). 6. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 მიხეილ გიორგაძე. ცხრილი 18. № სახელი, გვარი 41 მიხეილ გიორგაძე წარმდგენი მიღებული ხმების რაოდენობა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 5 396 2023 წლის 5 მაისს, კენჭისყრის დღიდან მეექვსე დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს22 მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები. №45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 10 496. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 10 850. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 4 896. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 71. 5. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (19). 6. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია №41 ლევან ზალკანიანი. ცხრილი 19. 22 № სახელი, გვარი 41 ლევან ზალკანიანი წარმდგენი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მიღებული ხმების რაოდენობა 4 825 მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები იხილეთ დანართში (3). 60 №49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2023 წლის 29 აპრილის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 32 254. 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 28 600. 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 11 773. 4. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 199. 5. საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (20). 6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია №41 მანუჩარ რობაქიძე. ცხრილი 20. № სახელი, გვარი 41 მანუჩარ რობაქიძე წარმდგენი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მიღებული ხმების რაოდენობა 11 574 2023 წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, დადგინდა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში: 105 314. 2. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 29 591. 3. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 679. 4. საარჩევნო სუბიექტების დასახელება და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (21). 5. საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 გიორგი ხახუბია. ცხრილი 21. 23 წარმდგენი მიღებული ხმების რაოდენობა № სახელი, გვარი 21 ბესიკი წულეისკირი თავისუფალი საქართველო 1 359 41 გიორგი ხახუბია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 27 551 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (4). 61 X. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები ჩართული მხარეების მიერ განცხადება/საჩივრების წარმოდგენის პროცესის გამარტივებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნა და ვებგვერდზე განათავსა საჩივრების რეესტრი, საჩივრების ელექტრონულად წარმოდგენის ელექტრონული პლატფორმა, განცხადება/საჩივრის ფორმები, სასამართლო განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. აღნიშნულმა სერვისებმა ჩართულ მხარეებს გაუმარტივეს განცხადება/საჩივრების წარმოდგენის პროცესი. 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გასაუმჯობესებლად ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარეს ინტენსიური ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის. 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის დღიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით პერიოდში, №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა ორი განცხადება/საჩივარი. ორივე საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ-ის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დამკვირვებლებმა. ორივე საჩივარი შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს. საოლქო საარჩევნო კომისიამ შეისწავლა ორივე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკმაყოფილების შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის წევრებს შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – შენიშვნა. ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე 2023 წლის 1-2 აპრილს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ცესკოს თავმჯდომარემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და საარჩევნო უბნების საზღვრებთან დაკავშირებით არსებული სიახლეების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებისთვის ჩატარდა კენჭისყრის იმიტირებული პროცესი და გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს გააცნო საარჩევნო ტექნოლოგიების შესაძლებლობები. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ. ხოლო, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესახებ მონაწილეებს ესაუბრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტმა დავით ღონღაძემ. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა. 62 XI. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 2023 წლის 20 თებერვალს ცესკომ დაამტკიცა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა)24. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 7 464 000 ლარი25, 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 20 110 090 ლარი26. საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №10/2023 დადგენილებით განისაზღვრა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი. სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი 243 525 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 531 182 ლარი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება 2023 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობა და გაცემის წესი27. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მიიმართა 689 279 ლარი. სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ჩატარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე გამოვლენილ იქნა ვენდორი კომპანია, რომლისგანაც შესყიდულ იქნა საარჩევნო ელექტრონული აპარატები (ხმის მთვლელი ელექტრონული და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, თანმდევი სერვისები/ლიცენზიები). ასევე, მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობისა და არსებული მარაგების გათვალისწინებით, განისაზღვრა და შეძენილ იქნა არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საქონლის/მომსახურების რაოდენობა/მოცულობა. ცენტრალიზებულად განხორციელდა არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის განაწილება საოლქო საარჩევნო კომისიებში. 24 ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №9/2023 დადგენილება. 25 სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) იხილეთ დანართში (5). 26 ინფორმაცია გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ დანართში (6). 27 ცესკოს 2023 წლის 20 თებერვლის №31/2023 განკარგულება. 63 დანართი 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №15/2023 საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი 2023 წლის 20 თებერვალი „ირაკლი ხახუბიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №1950 – IX მს-Xმპ დადგენილების შესაბამისად, №26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ხახუბიას, 2022 წლის 28 ოქტომბრიდან, ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 198-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართოს 2023 წლის 29 აპრილს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი 64 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №16/2023 თვითმმართველი თემების - თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი 2023 წლის 20 თებერვალი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 ოქტომბრის №გ-29. 2922291001 განკარგულების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის - ლაშა გოგიაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ნოემბრის №20 სხდომის ოქმის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ნემსაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1692 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. თვითმმართველი თემების თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს 2023 წლის 29 აპრილს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი 65 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №17/2023 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისისა და თვითმმართველი თემების - თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი 2023 წლის 20 თებერვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №158 განკარგულების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის №59.01 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის ბესიკ ბრეგაძის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 აგვისტოს №8 სხდომის ოქმის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, თიანეთის მუნიციპალიტეტის №19.02 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის კობა ფეტვიაშვილის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №10 სხდომის ოქმის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტის №37.11 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის ზაალ ბერიძის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 66 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის №გ-75. 75223343 განკარგულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის №57.01 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის რომან მაწკეპლაძის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 დეკემბრის №გ-91. 9122339001 განკარგულების შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის №12.08 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრის არჩილ ხანდამაშვილის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მუნიციპალიტეტის №59.01, თვითმმართველი თემის - თიანეთის მუნიციპალიტეტის №19.02, თვითმმართველი თემის - ახალციხის მუნიციპალიტეტის №37.11, თვითმმართველი თვითმმართველი თემის თემის - - ტყიბულის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის №12.08 №57.01 და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართოს 2023 წლის 29 აპრილს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი 2 67 დანართი 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნტების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 68 69 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 70 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 71 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 72 73 დანართი 3. მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები 73 74 დანართი 4. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი 75 დანართი 5 ( ) 24,309,000 16,920,000 3,624,000 12,775,000 521,000 7,389,000 24,018,000 16,629,000 3,458,000 06 04 02 12,650,000 521,000 7,389,000 - 06 04 03 291,000 291,000 166,000 125,000 76 დანართი 6. ინფორმაცია 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ხარჯების შესახებ / 1 ( ) 3 266 049 , 1 044 434 2 3 33 738 , 4 / , ( , 5 , , 6 531 181 , ) - , / 389 029 202 645 , / 7 8 - , ( , , 62 615 , , , , , 42 888 ) / 9 , , 6 690 450 , / 10 19 286 , 11 ) , - , ) ( / ( 6 733 995 , 77 / ( 12 ) 125 500 / , , 13 , , - 14 85 150 481 306 ( / , , , , . .) - 15 401 824 ( , , ) 20 110 090 *მონაცემები წარმოდგენილია 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით 78