საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/300; 14.06.2023) საქართველოს კანონის პროექტების გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
წერილი
*GOV42300019689*
GOV 4 23 00019689
05/07/2023
საქართველოს პარლამენტს
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
(საქართველოს პარლამენტში წარდგენის №17483).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული
საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან,
ცვლილებები განხორციელდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246
დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622
დადგენილებაში, რომელთა თანახმადაც, გადავადდა დღით ადრე, დღიური ბაზრების და
საბალანსო ორგანიზებული ბაზრის ოპერირების დაწყების თარიღი 2024 წლის 1 ივლისამდე.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით
გათვალისწინებული ცვლილებები, ახალი რეგულაციების პირობებში, საჭიროებენ
გადამუშავებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2023
წლის 4 ივლისის №1268 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ:
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტებს
(საქართველოს პარლამენტში წარდგენის №17483; თარიღი: 14.06.2023).
დანართი: საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის №1268 განკარგულება.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ვახტანგ ბაჩიაშვილი