საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ღლონტის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412308966746
05.07.2023
საქართველოს პარლამენტი
შსს - შინაგან საქმეთა
სამინისტრო
ცნობის სახით
სათაური: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
მოგმართავთ საკანონმდებლო წინდადებით "საქართველოს კანონი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს კანონი"–ს (სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.003.303) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, შემდეგ გარემოებათა
გამო: (1) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (სეებ) დღემდე ვერ ჩამოყალიბდა
სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდ, მან ამ ფუნქციის შესრულება ფაქტიურად ვერ შეძლო,
ვინაიდან სასამართლოები ხშირად უარს აცხადებენ მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზის
ხელშეწყობაზე, არ ავალებენ სამართალდამცავ ორგანოებს დანიშნულ და მიმდინარე
სასამართლო ექსპერტიზაზე მტკიცებულებების წარდგენას (იხილეთ ი. ზუკაკიშვილის საქმე
# 4/857–23), ადგენენ ყალბი ინფორმაციის საექსპერტო დასკვნებს (მაგ.: (1) თბილისში, ვაჟა–
ფშაველას მესამე კვარტლის მე–16 კორპუსთან მიმდებარედ ტროტუარების არარსებობის
პირობებში, რაც დედაქალაქის მერიის წერილით დასტურდება, სეებმა მიიჩნია, რომ
ტროტურარები მაინც არსებობს, (2) ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე 2023 წელს სეების
ექსპერტმა ა–მ განაცხადა, რომ პაციენტს არ ჰქონდა ჩატარებული მონრეალის ტესტი 2022
წელს, თუმცა რეალურად ეს ტესტი პაციენტს ჰქონდა ჩატარებული (3) სეებმა მიიჩნია, რომ ქ.
ბათუმში, ქედის და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი შენობის
გრუნტში დაწევის მიზეზი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე ათი წლის გრუნტსატკეპნი
სამუშაოების ჩატარება გახლდათ, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ სამიზნე შენობა ჯერ კიდევ
25 წლის წინ იყო 65 სანტიმეტრით გრუნტში ჩაწეული, (4) თვით სეების ფირნიშზე
(სარეკლამო აბრაზე), რომელიც სეების ჰოლშია განთავსებული, 3 (სამი) შეცდომაა
დაშვებული ინგლისურენოვან ტექსტში ("tu cerify chat" წერია და უნდა ეწეროს "to certify
that"). ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სასამართლო–
ექსპერტიზის ბიუროები, როგორც წესი, შსს–ს ან სხვა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა
საქვეუწყებო დასებეულებებად გვევლინება. ამ ორგანოს სსიპ–ის ფორმით არსებობა
განაპირობებს მასში არსებულ ქაოსს, დაბალ პროფესიონალიზმს, დისციპლინის დაბალ
დონეს: სახელმწიფო აუდიტის დასკვნები საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებენ სეებში ფინანსური
დისციპლინის უქონლობას და სახელმწიფო ბიუჯეტის დაუსაბუთებელ ხარჯვას.
შესაბამისად, დღევანდელი ფორმით სეების არსებობა არ არის მიზანშეწონილი და
სასურველია, იგი დაექვემდებაროს შსს–ს ან სხვაგვარად მოწესრიგდეს მასში არსებული
ქაოტური მდგომარეობა. სასამართლო ექსპერტიზის ორგანო საქართველოს ესაჭიროება,
თუმცა ამგვარი ორგანო საერთო სასამართლოებს და სასამართლო დავებში მონაწილე
მხარეებს რეალურად არ გააჩნიათ. ხშირად, სასამართლო ექსპერტიზას ნიშნავს მხარე
(მაგალიტად, საპატრულო პოლიციელის სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ან
ჩანაწერის წაშლის თარიღის დადგენა, და სეები ამგვარ ვერ ატარებს, ვინაიდან
სასამართლოები და შსს უარც აცხადებენ ექსპერტიზაზე ნივთმტკიცების წარდგენას.
ამრიგად, არაეფექტური და ყალბი ცნობების (იტყუება, ვითომ კონკრეტულ ადგილზე არის
ტროტუარი, იტყუება, ვითომ მონრეალის ტესტი არ ჩატარებულა და სხვა) გამავრცელებელი
სეები საჭიროებს ლიკვიდაციას და საჭიროა, მის ბაზაზე ახალი ეფექტური ინსტიტუტის
შექმნა, რომელიც, სასურველია, შსს–ს ეგიდით დაფუძნდება, ვინაიდან შსს საკმაოდ
ეფექტურად იმართება. პატივისცემით, ზურაბ ღლონტი და ზურაბ ვანიშვილი
დოკუმენტები:
1 ) სეების 3–შეცდომიანი აბრა.jpg;
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: