საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9857/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309082130 07.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: კორექტირებული საკანონმდებლო წინადადება: წყლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტერმინის შემოღება შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, ფრაზა: "ჰ18) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას", რომელიც მოცემულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734) მე–3 მუხლში (ანუ, კანონის მე–3 მუხლის "ჰ" მე–18 პრიმა ნაწილი, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"ჰ18) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს ან/და წყალს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას". საკანონმდებლო წინადადება ისახავს მიზნად წყლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტერმინის შემოღებას. ამგვარი ტერმინის საკანონმდებლო დონეზე არარსებობის პირობებში, ამგვარი საკანონმდებლო "თეთრი ლაქის" არსებობის გამო, მასიურად ილახება წყლის განაწილების ლიცენზიანტთა და წყლის მომხმარებელთა უფლებები, ზიანი ადგება საჯარო წესრიგს. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: