საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.07.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-11200/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-07-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 117

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2328?local=true საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 07 ივლისი 2023 10:00 2023 წლის 7 ივლისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პროპორციული პარლამენტის მუდმივმოქმედ წარმომადგენლობის კვოტების საპარლამენტო განსაზღვრის დელეგაციებში თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო 7/7/2023, 12:19 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2328?local=true წინადადების (1-4618/23; 30.06.2023) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 7/7/2023, 12:19 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 7 ივლისი 10.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N117 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა და გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე ირაკლი ბერაია. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 2. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი 3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 4. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (1-9481/23; 30.06.2023) განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს, რომელიც დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ პარლამენტში შეიქმნა კიდევ ორი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი: „ევროოპტიმისტები“ და „თავისუფლება“. 1 როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, კვოტების ცვლილება შეეხო 2 წევრიან საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, კერძოდ 21 წევრიანი კომიტეტებიდან 8 შესაბამის კომიტეტში მათ განესაზღვრათ კვოტა - 1 წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და 61 პუნქტების, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ჩამოყალიბდა სხდომაზე წარმოდგენილ დანართში ასახული პროპორციების შესაბამისად. კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების („ევროოპტიმისტები“ და „თავისუფლება“) შექმნის გამო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 189-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა განსაზღვრა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები სხდომაზე წარმოდგენილი თანდართული ნუსხის მიხედვით, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს საქართველოს 2 პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების („ევროოპტიმისტები“ და „თავისუფლება“) შექმნის გამო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2, მე-3 და 41 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 20 წევრის შემადგენლობით, ხოლო პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შემდეგი სახით: 1. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 10 წევრი; 2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 წევრი; 3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი; 4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; 5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი; 6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი; 7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი; 8. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ - 1 წევრი; 9. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ – 1 წევრი; 10. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ – 1 წევრი; 11. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი. კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აწარმოებს მონიტორინგს თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხებზე. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამჯერად კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული 3 ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით მოწვეული თანამდებობის პირები 3 შემთხვევაში ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ ყოფნის გამო, ვერ დაესწრნენ კომიტეტის სხდომას, ხოლო ერთ შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი წარდგა კომიტეტის წინაშე. შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხის, ასევე კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხების მონიტორინგის პროცესში უკვე იკვეთება გარკვეული სურათი, გამოწვევები, ტენდენციები და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გეგმავს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოწვევას და მასთან ერთად პრობლემების განხილვას, საპარლამენტო კონტროლის აღნიშნული მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. აზრი გამოთქვეს: ირაკლი შატაკიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, წარმოადგენს სიახლეს, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კომიტეტის სხდომაზე მოწვევა, მონიტორინგის შედეგების გაცნობა და ერთგვარი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების წარდგენა, იმისათვის, რომ გავზარდოთ საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობა და გავაუმჯობესოთ ყველა მაჩვენებელი, ვინაიდან ყოველივე ეს უკავშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ირაკლი ქადაგიშვილი დაეთანხმა ირაკლი შატაკიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და განმარტა, რომ საპროცედურო საკიხთა და წესების კომიტეტი უკვე მუშაობს და ამზადებს პრეზენტაციას მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების და სათანადო რეკომენდაციების თაობაზე. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (1-9481/23; 30.06.2023) განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელებას, რომელიც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთვარობისთვის რეკომენდაციის წარდგენის პროცესში საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. კერძოდ, წინადადების ავტორის მოსაზრებით, საჭიროა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში მიიღონ ისეთივე მონაწილეობა, როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობაში მათ მიერ საკანონმდებლო წინადადების წარდგენის მეშვეობით ხორციელდება, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლში აუცილებელია სათანადო ცვლილების განხორციელება. ამასთანავე, საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციის გაწევის შესახებ წარდგენილი მიმართვა 4 საერთაშორისო შეთანხმების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას. ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო წინადადების შინაარსს, მისი განხილვისა და მიღების წესს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადება თავისი არსით გულისხმოს მოქალაქეთა ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში. პარლამენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციის წარდგენისას მოქალაქეთა მიერ პარლამენტისადმი საკანონმდებლო წინადადებით მიმართვა ცდება საკანონმდებლო წინადადების ზოგად არსს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის მიერ, ნებისმიერი საკითხის, მათ შორის პარლამენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მომზადების შესახებ, საკომიტეტო განხილვების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა გარანტირებულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის თანახმად, კომიტეტის სხდომა საჯაროა, ასევე, უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირებისათვის სხდომაზე განსახილველ საკითხებში მაქსიმალური მონაწილეობა, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის მე3 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე პარლამენტის რეკომენდაციები, აგრეთვე, უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას, შესაბამისად საკანონმდებლო წინადადებით მოთხოვნილი ხელშეკრულების მიღების მიზანშეწონილობის დასაბუთების საკითხი უკვე დარეგულირებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტი მიიჩნევს, რომ უარყოფილად იქნეს ცნობილი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას (N1-4618/23; 03.04.2023) ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი მომხრე - 0 წევრი წინააღმდეგი - 6 წევრი გადაწყვიტეს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (N1-4618/23; 03.04.2023); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 5