საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9949/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309141530 09.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: 4/ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის დახვეწის სესახებ შინაარსი: მიიჩნევა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლი უშვებს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც მხარის მიმართ ერთხელ უკვე მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ასევე, მიიჩნევა, რომ სასამართლო განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ შემთხვევაში თუ საჩივრის ავტორი, რომელიც ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლებას კვლავ არ გამოცხადდება სასამართლოს სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხილეთ, თენგიზ, ლილუაშვილი.სამოქალაქო პროცესუალური სამართალი II გამოცემა.(თბილისი: ჯისიაი 2005): 407).თუმცა, თავად აღნიშნული ნორმას საკმაოდ ბუნდოვანი შინაარსი გააჩნია. მასში ვკითხულობთ: ციტატის დასაწყისი: მუხლი 242. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება / 1. მხარეს არა აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2. სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა." ციტატის დასასრული. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ სამიზნე ნორმის შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " სასამართლო განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ შემთხვევაში თუ საჩივრის ავტორი, რომელიც ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლებას კვლავ არ გამოცხადდება სასამართლოს სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას". სხვაგვარად, ვინაიდან სამიზნე ნორმის არსებული ნორმატიული შინაარსი საერთოდ არ შეიცავს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, გარკვეული ტექნიკური და სამართლებრივი ბარიერები ექმნება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე მოსარჩელეთა, მოპასუხეთა და მათ ადვოკატთა და წარმომადგენელთა უფლებების სრულფასოვან რეალიზაციას. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: