საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412309140630
09.07.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: 3/
შესახებ
ადვოკატთა უფლებების დაცვის საპროცესო გარანტიების გაძლიერების
შინაარსი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 121–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, "2.
მხარეებსა და მათს წარმომადგენლებს ეცნობებათ ადგილზე დათვალიერების დრო და
ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას."
ამავე კოდექსის მუხლი 171–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, "1. მხარეებსა და მათ
წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას". ამავე კოდექსის 289–ე მუხლის
მე–2 ნაწილის თანახმად, "მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ,
იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით,
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს." ანუ, კოდექსში საუბარია მხარეებსა და მათ
წარმომადგენლებზე. თუმცა, ამავე კოდექსის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,
"საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს
საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს." საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება
ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით: " საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს
განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც
ატყობინებს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს". ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება
ადვოკატის, როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთადერთი პროფესიის
წარმომადგენელთა ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, ვინაიდან ხშირად
სასამართლოები უწყებას მხოლოდ ადვოკატს აბარებენ სატელეფონო ზარის მეშვეობით, და
მათ კლიენტებს აღარ უკავშირდებიან, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მხარემ,
ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ გაიგოს ჩანიშნული სხდომის შესახებ
და არ გამოცხადდეს სხდომაზე. ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ სატელეფონო შეტყობინებით
უწყების ჩაბარებას თან აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს სასამართლოს მიერ
ადვოკატისთის და მისი კლიენტისთვის ერთჯერადად სმს–ის და ელფოსტით გაგზავნაც,
სარჩელში/შესაგებელში მითითებულ მობილურ ნომერზე/ნომრებზე და
სარჩელში/შესაგებელში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პატივისცემით, შალვა
ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების
წევრები
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: