საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9952/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309140125 09.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: 2/ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისგან ადვოკატთა დაცვის შესახე შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, გთავაზობთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთადერთი პროფესიის - ადვოკატის დაცვის დაცვის მიზნით, საპროცესო კოდექსებში (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის) შემოღებული იქნას სასამართლო და საარბიტრაჟო სხდომის შესახებ ადვოკატის, როგორც პირის პროფესიული დამცველის, დამატებით სმს-ით წინასწარი სავალდებულო შეტყობინების წესი. ამგვარი სმს ადვოკატს უნდა ეგზავნებოდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე არსებულ მის პირად სივრცეში/ელექტრონულ კაბინეტში ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იმ სამეწარმეო/არასამეწარმეო იურიდიული პირის ელფოსტაზე, რომელშიც მოღვაწეობს ადვოკატი და რომელ ელფოსტითაც მასთან აწარმოებენ მიმოწერას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს საერთო სასამართლოები. ასეთ შემთხვევაში სრულფასოვნად იქნება დაცული ადვოკატთა უფლებები, ამაღლდება ადვოკატის პროფესიის რეგულირების დონე, ხელი შეეწყობა ადვოკატთა ქონებრივი ინტერესების დაცვას ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც სხდომაზე გამოცხადებისა და სხდომის ჩატარების შესახებ მხოლოდ ადვოკატი იქნება გაფრთხილებული, ხოლო მხარისთვის, რომელსაც იცავს ადვოკატი, არ არის გაგზავნილი სასამართლო უწყება. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: