საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9953/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309138435 08.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: ადვოკატისთვის და მისი კლიენტისთვის უწყების სავალდებულო წესით გაგზავნის შესახე შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შევიდეს იდენტური, ერთგვარი ცვლილებები, რომლებიც დაადგენენ, რომ სასამართლო უწყება, ადვოკატისთვის უწყების სატელეფონო ზარის მეშვეობით ჩაბარების შემთხვევაში, სავალდებულო წესით ასევე ეგზავნება მის კლიენტსაც, რათა სასამართლო სხდომის მომზადებისას მხარეები და მათი ადვოკატები თანაბრად იყვნენ დაცული გაურკვევლობებისგან, დაუსწრებელი გადაწყვეტილებათა გამოტანიდან, მხარეთა დასწრების გარეშე სასამართლო სხდომების ჩატარებისგან და სხვა. ამჟამინდელი რეგულაციები საშუალებას აძლევს მოსამართლეთა აპარატის მუშაკებს, სხდომაზე სატელეფონო ზარის მეშვეობით მოიწვიონ მხოლოდ მხარის ადვოკატი/წარმომადგენელი, და ადვოკატს დაავალონ, კლიენტი თავად გააფრთხილეო ან საპირისპიროდ, - კლიენტს აცნობონ სხდომის თარიღი და დრო და სთხოვონ, თქვენს ადვოკატს თქვენვე აცნობეთ სხდომის თარიღის შესახებ, ჩვენ აღარ გავუგზავნით უწყებაში (!). ამგვარი დამოკიდებულება უცნაურ "დელეგირების" ურთიერთობების წარმოქმნელია: სასამართლოს მუშაკები ავალებენ მხარეებს ან მათ ადვოკატებს, უწყება გადასცენ, შესაბამისად, მათ ადვოკატს/ადვოკატებს ან მის/მათ კლიენტებს. ფაქტიურად სასამართლოს მუშაკები ამგვარი, ერთი შეხედვით, უწყინარი "ხრიკით" საკუთარი ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ სატელეფონო კავშირზე გამოსულ მხარეს ან მათ ადვოკატს. ამგვარი დელეგირება, მხარისთვის ან ადვოკატისთვის სხდომაზე დამსწრე პირთა მოწვევის დელეგირება სასამართლოს მუშაკთა მიერ არ არის გათვალისწინებული არც საპროცესო და არც მატერიალური კანონმდებლობით, თუმცა ამგვარი ფორმით უწყების ჩაბარება საკმაოდ გავრცელებულია დღევანდელ საქართველოში, რაც არც თუ იშვიათად გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის (დაუსწრებელ გადაწყვეტილებებს, მხარეთა დასწრების გარეშე საქმეთა განხილვას და სხვა). მხარეთა და ადვოკატთა პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო დონეზე აღიკვეთოს სასამართლოს მუშაკთა მიერ სასამართლო სხდომებზე პირთა მოწვევის ადვოკატებზე ან მათ კლიენტებზე დელეგირება. ამის მიღწევა კი შემოთავაზებული ფორმით იქნება შესაძლებელი. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: