საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9951/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309140428 09.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესაებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708) 79(ვ) პუქტის შენიშვნიდან: " დაკალიბრება ნებაყოფლობითია და დაკალიბრების ხარჯები ეკისრება შემკვეთს. დაკალიბრებული ხელსაწყოთი ჩატარებული გაზომვები არ გამოიყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად", გთხოვთ, ამოიღოთ მეორე წინადადება ,ვინაიდან აღნიშნული წინადადების ნორმატიული შინაარსი ითვალისწინებს დაკალიბრებული ხელსაწყოთი ჩატარებული გაზომვების არ გამოყენებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ანუ, ამ დანაწესის თანახმად, საპატრულო პოლიციის მიერ ალკოტესტების აპარატები არ უნდა იქნას დაკალიბრებული და "ბრმად" უნდა იქნას გამოყენებული. უფრო მეტიც, თუ ალკოტესტის აპარატი დაკალიბრებულია საქსტანარტის მიერ, მისი გამოყენება საპატრულო პოლიციის მიერ დაუშვებელია (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659419?publication=34). ამგვარი ალოგიკური და სამართალსაწინააღმდეგო ნორმის არსებობა დაუშვებელია, ვინაიდან მას არანაირი ლოგიკური დატვირთვა არ გააჩნია და რაიმე სარგებლის მაგივრად, მხოლოდ სამართლებრივი ნიჰილიზმისა, აბსურდულობის და ალოგიკურობის გამოვლინებას წაროადგენს. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: