საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9957/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309135028 07.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი "საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ". აღნიშნული კანონის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს ბოლო 250 წლის განმავლობაში მუდმივად არსებული საჯარო მსჯელობა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორების შესახებ. ჯერ კიდევ 122 წლის წინ ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: "მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი." (წყარო: ლიტერატურის მუზეუმი, ზაქარია ჭიჭინაძის ხელნაწერი #8591-6). საგარეო პოლიტიკის საკითხზე საქართველოში ჩატარებულია არაერთი რეფერენდუმი და პლებისციტი, თუმცა დღემდე არ არის შექმნილი საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა და საგარეო პოლიტიკის მმართველობის დოკუმენტაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები არ არის განსაზღვრული, დიპლომატიური კადრების და საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების კადრების მომზადება თვითდინებაზეა მიშვებული, თსუ-ში გაუქმებულია საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ქვეყნის განვითარების საგარეოპოლიტიკური ორიენტირები არ არის ნათლად ჩამოყალიბებული. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ მიღებული იქნას ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მოახდენს საგარეო ურთიერთობები მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების კოდიფიცირებას, ერთიან სისტემაში გააერთიანებს საგარეო პოლიტიკის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. სხვათა შორის, ამგვარი კანონი ბოლოს მიღებულია ჩინეთში 2023 წლის 28 ივნისს. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები დოკუმენტები: 1 ) ფ 1.jpg; 2 ) 2 ფ.jpg; 3 ) 3.jpg; 4 ) 4.ფ.jpg; 5 ) ჩინეთის კანონის პირველი გვერდის თარგმანი.jpg; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: