საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე გიორგი ქავთარაძის მიერ წარმოდგენილ ქუჩის მუსიკოსების მიერ ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ (№1-6237/23; 04.05.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-12
ბიუროს ნომერი 278
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-11434/23
11-07-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს მოქალაქის გიორგი ქავთარაძის მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე
ქუჩის მუსიკოსების მიერ ხმაურის ნორმების
დარღვევასთან დაკავშირებით (1-6237; 04.05.2023)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 22 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქის გიორგი ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქუჩის
მუსიკოსების მიერ ხმაურის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, საქართველოს მთავრობის 2017
წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებაში — ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი
სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და
ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ — შევიდეს შესაბამისი
ცვლილებები.
უნდა შეინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო
ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან
ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული
მიმართვა
ახალი
კანონის
მიღების,
კანონში
ცვლილების
შეტანის
ან
კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. გამომდინარე აქედან, მიმართვა ტექნიკური
რეგლამენტის
ცვლილების
თაობაზე
სცდება
საკანონმდებლო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წინადადების
სამართლებრივ შინაარსს, ვინაიდან ზემოაღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიმღები
სუბიექტი
საქართველოს
მთავრობაა.
შესაბამისად,
ტექნიკურ
რეგლამენტში
ცვლილებების შეტანა ამ უკანასკნელის პრეროგატივას წარმოადგენს. გარდა ამისა,
შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტის საკითხების საკანონმდებლო დონეზე
რეგულირება გამართლებული ვერ იქნება, რადგან საკითხები, რომელსაც ტექნიკური
რეგლამენტი
აწესრიგებს,
როგორც
წესი,
სწორედ
კანონქვემდებარე
აქტებითაა
განსაზღვრული.
თუმცა, კომიტეტი თვლის, რომ საკანონმდებლო წინადადების სულისკვეთება
იმსახურებს ყურადღებას. ხაზგასასმელია, რომ ხმაურის ნორმების დარღვევა ნეგატიურ
გავლენას ახდენს ადამიანთა სოციალურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. სწორედ
ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლი
შესაბამის
სანქციებს
აწესებს
აკუსტიკური
ხმაურის
დასაშვები
ნორმების
გადამეტებისათვის. ამასთან, ხმაურის ნორმების დადგენის ავტონომიური მიზანი არის
არა რომელიმე ხმაურის შეზღუდვა თავისთავად, არამედ ეს არის საშუალება იმისთვის,
რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოქალაქეთათვის მშვიდი გარემო, რომელსაც არ უნდა
არღვევდეს არც ერთი სახეობის ხმაური. შესაბამისად, ნორმის მიზანი უნდა იყოს პირთა
დაცვა გადაჭარბებული ხმაურისგან, რომელი კონკრეტული წყაროდანაც არ უნდა
მომდინარეობდეს
ის.
მხოლოდ
ასეთ
შემთხვევაში
შეიძლება
ჩაითვალოს
სამართალშემოქმედის მიდგომა ლოგიკურად თანამიმდევრულად. მიუხედავად ამისა,
საკითხი საჭიროებს შესწავლას როგორც ზემოაღნიშნული მიმართულებებით, ასევე
შესაძლო რეგლამენტაციის აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობის თვალსაზრისით და
ა.შ.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში
მუშაობის
გაგრძელება
საკანონმდებლო
წინადადებაში
წამოჭრილი
საკითხის
გადასაწყვეტად, რასაც შემდგომში შესაძლოა მოჰყვეს ან საკანონმდებლო ცვლილება, ან
კანონის აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება. გარდა ამისა, კომიტეტი განმარტავს,
რომ
მოქალაქეს
რეკომენდაციით
აქვს
შესაძლებლობა,
საქართველოს
რომ
მიმართოს
აღმასრულებელი
ანალოგიური
შინაარსის
ხელისუფლების
შესაბამის
დაწესებულებებს, რათა მათაც წარმართონ მუშაობა წამოჭრილი საკითხის ირგვლივ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო
საქართველოს მოქალაქის გიორგი ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ქუჩის მუსიკოსების მიერ ხმაურის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე