საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 8 ივნისს, ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო, ანა წითლიძე) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.07.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-11824/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-11824/23 20-07-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გიგზავნით 2023 წლის 8 ივნისს, ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში, საქართველოევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე სხდომის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე სხდომა მივლინების ანგარიში 2023 წლის, 8 ივნისი ბრიუსელი, ბელგიის სამეფო 2023 წლის 8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა ევროკავშირისაქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე სხდომა. სხდომას ხელმძღვანელობდნენ საპარლამენტო კომიტეტის თანა-თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი. კომიტეტის სხდომაში საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები - მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე. კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პერსპექტივები, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და გამოწევები, დარგობრივი ინტეგრაცია ევროკავშირთან მწვანე ენერგიაზე გადასვლის სფეროში და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოში. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან - ლუკ დევინმა, დიანა იაბლონსკამ და დოროთა დოუჩი-სულიგამ. სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი 1 სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად უსაფრთხოების კუთხით რეგიონში. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროპარლამენტარებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარისთვის პრიორიტეტად რჩება დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილ მძიმე გარემოზე. ყურადღება გამახვილდა დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებულ პროცესზე, მზარდ მილიტარიზაციაზე, უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარების მხრიდან წამოჭრილ საკითხებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა შეიმუშავებს განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის ინიციატივისა განცხადების და რეკომენდაციების მიღების თაობაზე, ევროპარლამენტის მხრიდან არ გამოითქვა სურვილი და მეთორმეტე სხდომაზე არ იქნა მიღებული განცხადება და რეკომენდაციები ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მორიგ სხდომას თბილისში გამართავს. 2