საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასამართლიანი კანონების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.07.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-10216/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412309387542 16.07.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: 10/ არასამართლიანი კანონების შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას საქართველოს კანონი "არასამართლიანი კანონების" შესახებ, რომელიც უფლებამოსილებას მიანიჭებს სახალხო დამცველს, მისი შეხედულებისამებრ, არასამართლიანად გამოაცხადოს ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი ამ მისი ნებისმიერი ნაწილი. მაგალითად, არასამართლიანად გამოაცხადოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქმეთა განხილვას ამხანაგური სასამართლოების მიერ; ან ჯარიმის დაკისრების თაობაზე გამოტანილი დადგენილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას ან ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას უშუალოდ მხარისთვის უწყების ჩაბარების გარეშე; ან ინთვალისწინებს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უშუალოდ მხარისთვის უწყების ჩაბარების გარეშე ან რომელიც იძულებით დადებული გარიგებაზე ითვალისწინებს ერთწლიან ხანდაზმულობის ვადას. სახალხო დამცველს შეუზღუდავად უნდა გააჩნდეს საკანონმდებლო აქტის ან საკანონმდებლო ნორმის არასამართიან კანონად გამოცხადების უფლებამოსილება. საკანონმდებლო ნორმის ან საკანონმდებლო აქტის არასამართლიან კანონად გამოცხადების შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული აქტი უნდა ჩაითვალოს სახალხო დამცველის საკნონმდებლო წინადადებად და იგი განხილული უნდა იქნას დადგენილი წესით. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: