საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ყოველწლიურ სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი) მონაწილეობის შესახებ ანგარიში (ქ. ვანკუვერი, კანადა; 2023 წლის 30 ივნისი - 4 ივლისი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-12169/23
26-07-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ყოველწლიურ სესიაში,
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის ანგარიშს.
გთხოვთ მიიღოთ ცნობად.
დანართი 2 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი
და მონაწილეობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის
ყოველწლიურ სესიაში (ქ. ვანკუვერი, კანადა)
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. ვანკუვერი, კანადა
მივლინების თარიღი: 2023 წლის 30 ივნისი - 4 ივლისი
მივლინების მიზანი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ყოველწლიური სესიის
მუშაობაში მონაწილეობა
დელეგაციის შემადგენლობა:
ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი;
მაკა ბოჭორიშვილი - დელეგაციის წევრი ;
მერი გოგოლაძე- დელეგაციის მდივანი.
2023 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით კანადაში, ქ. ვანკუვერში, ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციამ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ
სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების
კომიტეტს თავმჯდომარეობდა, რომლის სხდომებიც 1-3 ივლისს გაიმართა. კომიტეტმა
განიხილა ყოველწლიური ანგარიში და მხარი დაუჭირა რეზოლუციას - „რეგიონული
უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების
ხელშეწყობის გზით“.
აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა ინიციატივა კომიტეტის
რეზოლუციაში ჩაწერილიყო შემდეგი პუნქტი: „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას,
რაც განპირობებულია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების დარღვევით, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა
ფორმის დისკრიმინაციით, ქართული კვალის წაშლით კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებზე და მათი სახეცვლილებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც, თავის
მხრივ, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის უშუალო
შედეგს წარმოადგენს“.
კომიტეტის წევრებმა რეზოლუციაში ამ პუნქტის დამატებას მხარი ერთხმად დაუჭირეს .
სესიის ფარგლებში პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელმაც
ისაუბრა როგორც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზე, ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასა და მშვიდობისა და უსაფთხოების უზრუნველსაყოფად
საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, კომიტეტის რეზოლუციაში შევიდა ორი ცვლილება,
რომელთაგან ერთი გულისხმობდა ერთ-ერთი პუნქტის შემდეგნაირად ჩამოყალიბებას:
„ასამბლეა გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას 2008 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ
საქართველოს ტერიტორიის ფორმალური ოკუპაციის გამო და ხაზს უსვამს საჭიროებას
სრულად შესრულდეს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმება
ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების
უფლებას უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებლებს და ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას, ასევე, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს და სისხლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულებას“.
მეორე ცვლილების მიხედვით კი რეზოლუციას დაემატა პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც:
„ასამბლეა მოუწოდებს რუსული სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის
მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციასა და
საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური ჩართულობის გაგრძელების
საჭიროებას, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის სრული დაცვით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
საბოლოოდ ორივე კომიტეტის რეზოლუცია და საქართველოს დელეგაციის შესწორებები
აისახა ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში, რომელიც ვანკუვერის დეკლარაციის სახელით
ასამბლეამ 4 ივლისს დაამტკიცა.