საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) 30-ე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ანგარიში (2023 წლის 29 ივნისი - 2 ივლისი, ქალკიდიკე, საბერძნეთის რესპუბლიკა)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-12219/23
27-07-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად,
გიგზავნით
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
(I.A.O.)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიშს მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 30-ე სხდომაში მონაწილეობის შესახებ (2023 წლის 29
ივნისი - 2 ივლისი, ქალკიდიკე, საბერძნეთის რესპუბლიკა).
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. ქალკიდიკე, საბერძნეთის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი: 2023 წლის 29 ივნისი - 2 ივლისი
მივლინების
მიზანი:
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საიუბილეო სხდომა
ასამბლეის
დელეგაციის
შემადგენლობა:
ირაკლი
ქადაგიშვილი
−
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელი; ლიკა ფერაძე − მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი
2023 წლის 29 ივნისი - 3 ივლისს ქალკიდიკიში, საბერძნეთი, გაიმართა მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) საიუბილეო 30-ე სხდომა თემაზე −
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 30 წელი. ახალი გამოწვევებისა და
ახალი პერსპექტივების წინაშე.“
გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ დეპუტატები შემდეგი 19 ქვეყნიდან: ალბანეთი, ბულგარეთი,
ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო, ეგვიპტე, სომხეთი, იორდანია,
ირანი, კვიპროსი, პალესტინა, პოლონეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სუდანი,
უგანდა და ეთიოპია. გარდა ამისა, ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო
საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - ხმელთაშუა ზღვის
საპარლამენტო ასამბლეის (PAM) პრეზიდენტის წარმომადგენელმა მილორად სტოსიჩმა, შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურმა
მდივანმა
ასაფ
ჰაჯიევმა,
საპარლამენტთაშორისო
კავშირის
(IPU)
პრეზიდენტის
წარმომადგენელმა, რელიგიათა და კულტურათაშორისი დიალოგის ექსპერტმა სარა მარკევიჩმა.
სხდომაზე მოისმინეს იყო ვიდეო-მისალმებები, მათ შორის პან-აფრიკული პარლამენტის
პრეზიდენტის და სხვ. ასამბლეის გახსნით ნაწილში ასევე გამოვიდნენ მისი სპეციალური
თანამშრომლები ზამბიის მიტროპოლიტი იოანე, I.A.O.-ს მეკავშირე პანაფრიკულ
პარლამენტთან, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქ თეოდოროსის
წარმომადგენელი და ვირჯილიო ავატო, I.A.O.-ს მეკავშირე კათოლიკურ ინსტიტუტებთან.
ასამბლეის გახსნის დღეს საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ათანასიოს
ბურასმა გენერალური ასამბლეის სხდომა გახსნილად გამოაცხადა და მონაწილეებს გააცნო
საბერძნეთის პარლამენტის სპიკერის კონსტანტინოს ტასულას მისალმება, რომელმაც
კმაყოფილება გამოხატა ამ ღონისძიების გამართვის გამო, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც
საფუძველი ჩაეყარა ასამბლეის შექმნის იდეას. ,,წმ. ორმილიას მონასტერში, ქალკიდიკეზე,
შეკრებილმა კონფერენციის მონაწილეებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ საპარლამენტთაშორისო
ორგანოს შექმნას, რომელიც შემდგომ ათენში გაფორმდა საბერძნეთის პარლამენტის მიერ და
დღეს 30 წლის იუბილეს ითვლის“, აღნიშნა საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა.
(შენიშვნა: 1993 წელს ორმილიაში, ქალკიდიკეში, საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით
მოწვეულ დამფუძნებელ კონფერენციაზე „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“,
საფუძველი ჩაეყარა IAO-ს დაფუძნებას, სადაც საქართველო იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი
ქვეყანა).
1
სხდომის გახსნით ნაწილში წაიკითხეს მისალოცი გზავნილები - მსოფლიო პატრიარქის
ბართლომეოსის, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II-ის,
ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პატრიარქის თეოდოროს II-ის. სხდომის მონაწილეებს
მიმართეს არქიმანდრიტმა ელისეიმ, სიმონოპეტრას ათონის მთის წმინდა მონასტრის
წინამძღვარმა და არისტოტელეს უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის დეკანმა
ქრისოსტომოს სტამოულმა, ასევე ადგილობრივი მთავრობისა და ინსტიტუტების
წარმომადგენლებმა.
ასამბლეის მეორე დღე მიეძღვნა სპეციალურ თემატურ სესიას: „ქრისტიანული ფასეულობების
როლი ევროპასა და მსოფლიოში: კონვერგენციები და დივერგენციები“ (მსგავსებები და
განსხვავებები); შესავალი მოხსენებით გამოვიდა ასამბლეის ერთ-ერთი დამაარსებელი, I.A.O.-ს
მრჩეველი, კოსტას მიგდალისი. მან მიმოიხილა ისტორია, თუ როგორ დაიწყო ქრისტიანული
ფასეულობებისა და პერსპექტივების ევროპის მომავალში შეტანა, ისაუბრა მიმდინარე „ევროპის
მომავლის“ დიალოგის შესახებ და მის ფარგლებში აღნიშნულ პრობლემატიკაზე, ამ თემის
განხილვა მიზნად ისახავს ორი ამბივალენტური ტენდენციის გამოხატვას იმ განზრახვით, რომ
გამოტანილ იქნეს კარგად ნაფიქრი დასკვნები, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე გლობალურ
დიალოგს ქრისტიანული ღირებულებების როლსა და მნიშვნელობაზე ევროპის მომავლის
განხილვისას. გამომსვლელმა აღნიშნა, რომ გლობალური დიალოგის წარმართვის პროცესში
არსებობს ღირებულებათა ორი სხვადასხვა - ერთმანეთისაგან საპირისპირო ტენდენცია: ერთის
მხრივ, როცა არსებობს ისეთი მოსაზრებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რელიგიური
ღირებულებები, მათ შორის ქრისტიანული, ხელს არ უწყობს საზოგადოების სეკულარულ
მომავალს, რაც, ფაქტიურად, სოციალურ რეგრესიას იწვევს, რომლის მომხრეები ყველანაირად
ცდილობენ თავი აარიდონ ქრისტიანული ფასეულობებისა და ზოგადად რელიგიის ნებისმიერი
სახით ხსენებას და მხარს უჭერენ სრულიად ნეიტრალურ დისკურსებს, ამავდროულად
დიალოგიდან გამორიცხავენ მათ, ვინც ქრისტიანულ ღირებულებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
არსებობს ისეთი ფაქტები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ეს კონკრეტული ტენდენცია
ხელშეწყობილია გარკვეული წრეების მიერ ევროპის კავშირში. მაგრამ არსებობს მეორე სახის
მიდგომა და ისეთი გლობალური მოთამაშეები, რომლებიც აღიარებენ რელიგიური
ფასეულობების მნიშვნელობას გლობალიზებული პოლიტიკის კონტექსტში. ისინი ასევე
აღიარებენ რელიგიათაშორისო დიალოგის წვლილს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს,
რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე საერთაშორისო გარემოში სხვადასხვა რელიგიური
ტრადიციების გაზიარებულ ღირებულებებზე. ასევე, განიხილავენ რელიგიური მოთამაშეების
განახლებულ როლსა და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ფოკუსირებას ახდენენ იმ
ურთიერთობების გარკვევაზე, რომელიც წარმოიშვება რელიგიისა და პოლიტიკის შორის
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ შორის საზღვრები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ჩვენ
მხარს ვუჭერთ რელიგიათა შორის დიალოგის საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU-ს)
კონფერენციის თემას, რომელიც მიეძღვნა რელიგიური ღირებულებების როლს თანამედროვე
სამყაროში და მივესალმებით 2023 წლის 15 ივნისს მიღებულ IPU-ს მარაკეშის კომუნიკეს,
გამოვხატავთ კმაყოფილებას იმ თანმიმდევრული თანამშრომლობით რომელიც ჩამოგვიყალიბდა
პოლიტიკურ სფეროში საპარლამენტო და რელიგიური ღირებულებების როლის ხაზგასმაში, ასევე
რელიგიათა შორის დიალოგის პოპულარიზაციაში“- განაცხადა კოსტას მიგდალისმა.
დღის მეორე ნახევარში დეპუტატებმა მოისმინეს მოხსენებები ასამბლეის ძირითად თემაზე
„I.A.O.-ს 30 წელი. ახალი გამოწვევებისა და ახალი პერსპექტივების წინაშე.“ სიტყვით წარსდგა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი
ქადაგიშვილი, რომელმაც გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის
ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი მხარდასაჭერად; მისი თქმით ,,..როცა საუბარია ახალ
გამოწვევებზე არ შეიძლება პირველ რიგში არ აღინიშნოს ის დიდი ტრაგედია მართლმადიდებელ
ქრისტიან ერებს შორის, რომელმაც მოიტანა გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი,
2
ეკონომიკური და ეკოლოგიური ზიანი. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე
ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ
პრინციპებს“. გამომსვლელმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ არაერთ გამოწვევაზე, რომელთა
შორის, ერთ-ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ევროპის მომავლის არქიტექტურის ჩამოყალიბებაა.
„..ეს ორგანიზაცია ემსახურება ევროპული იდეის, ევროპული დემოკრატიის და, ზოგადად,
პარლამენტარიზმის იდეის გაძლიერებას და, ამავდროულად, ერთ-ერთი მნიშნელოვანი
მიმართულებაა, რომ ევროპულ არქიტექტურაში, მომავალი ევროპის მუდმივ ფორმირებად
პროცესში ყოველთვის გათვალისწინებული იყოს ის ფუძემდებლური ბაზისი, რომ ევროპული
ერები და ცივილიზაცია არის სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით შექმნილი“, განაცხადა
ქადაგიშვილმა. დასასრულს ის შეეხო ორგანიზაციის წესდებას და თქვა, რომ აუცილებელია
არსებულ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. „ომმა რადიკალურად შეცვალა ვითარება და როცა
ასამბლეის წინაშე მდგარ მომავალ პერსპექტივებზე ვსაუბრობთ შექმნილი ახალი რეალობის
გათვალისწინებით, დროა ვიმსჯელოთ ისეთი რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც
ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შემდგომი მუშაობისა და სტრუქტურული მოწყობის
მიმართულებით რათა გახდეს უფრო რელევანტური და მოქნილი, დღევანდელ რეალობასთან
მისადაგებული“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასამბლეის მესამე დღე დაეთმო მიმდინარე ორგანიზაციული და საფინანსო საკითხების
განხილვას. მოსმენილი იყო გაწეული ხარჯების ექვსი თვის ფინანსური და განხორციელებული
საქმიანობის ანგარიშები. შემდგომ დაიგეგმა მომავალი ექვსი თვის ბიუჯეტი და მომავალი
საქმიანობის გეგმა. ბიუჯეტის პუნქტების განხილვისას აღინიშნა, რომ წევრი ქვეყნების მიერ
ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ასამბლეა მეტად ვეღარ დააფინანსებს
ვიზიტების დროს დეპუტატებისათვის გაწეულ სასტუმროს ხარჯებს, რის გამოც, მომავალში
სთხოვენ წევრ პარლამენტებს ამ ხარჯის გაღებას.
ჩატარდა ასამბლეის სტრუქტურული რგოლის ხელახალი არჩევნები. დოქტორი მაქსიმოს
ხარაკოპულოსი, საბერძნეთის პარლამენტის წევრი, თავიდან იქნა არჩეული I.A.O.-ს გენერალური
მდივნის თანამდებობაზე, ხოლო მან ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე პოლონეთის
სეიმის წევრი, ეუგენიუ ჩიკვინი დაასახელა. ახალ პოლონელ პრეზიდენტს ყველა წევრმა ქვეყანამ
ერთხმად დაუჭირა მხარი და ის იქნა არჩეული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის ახალ პრეზიდენტად. შემდგომ დაკომპლექტდა კომიტეტების შემადგენლობები და
საერთაშორისო სამდივნოს (ბიუროს) შვიდ წვერიანი შემადგენლობა.
დასასრულს, გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა, წევრებს შესთავაზა
საწესდებო ტექსტებში ცვლილებების შეტანისათვის და გარკვეული ინსტიტუციური ფუნქციების
განახლებისათვის კონსულტაციების დაწყება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობა
თანამედროვე რეალობასთან მისადაგებული და უფრო ეფექტიანი გახდეს. ასევე გადაწყდა
რეგლამენტში ცვლილებების შემტანი ახალი კომიტეტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო
ინსტიტუტის უფრო ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით შეიქმნა და რომლის წევრად არჩეულ
იქნა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი. ის
კოლეგებთან ერთად იმუშავებს საეტაპო ცვლილებების შესატანად ასამბლეის ე.წ. „მოძველებულ“
რეგლამენტში, რომელსაც მომავალ ასამბლეის სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად.
ერთმნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოხდა ამ ასამბლეის განმავლობაში, იყო ის, რომ უკრაინაში
წარმოებულმა ომმა შეცვალა ორგანიზაციის დამოკიდებულება რუსული როლის მიმართ
ორგანიზაციის შიგნით. კერძოდ, თუ აქამდე რუსეთის წარმომადგენელი იყო პერმანენტულად ამ
ორგანიზაციის პრეზიდენტი, ამჯერად, „ჩვენ, ამ ასამბლეის მუშაობის დროს მივიღეთ
გადაწყვეტილება, რუსეთის წარმომადგენელი აღარ იყოს ასამბლეის პრეზიდენტი, ვინაიდან ეს
3
ხელს უშლის როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად და ორგანიზაციულად საპარლამენტო
ასამბლეის გამართულ მუშაობას. შესაბამისად, არჩეული იქნა ახალი პრეზიდენტი, პოლონეთის
სეიმის წევრი, იაუგენი ჩიკვინი, რომელიც არის პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის
წევრი.“ ამავდროულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ორგანიზაციის წესდების
ცვლილება, რაც უფრო რელევანტური იქნება ახალი გამომწვევებიდან გამომდინარე“- განაცხადა
ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასამბლეის მესამე დღის მეორე ნახევარი მიეძღვნა დეკლარაციის − „I.A.O.-ს 30 წელი. ახალი
გამოწვევებისა და ახალი პერსპექტივების წინაშე“ მოხსენებების მოსმენას, ტექსტის განხილვასა და
მასში შესწორებების შეტანას. დეკლარაცია მოიცავდა საერთაშორისო მშვიდობასა და
უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას, პარლამენტარიზმის,
დემოკრატიული
ინსტიტუტებისა
და
მმართველობის
უფლებების,
საერთაშორისო
თანამშრომლობისა და ინსტიტუციური ურთიერთობების საკითხებს, სადაც დაგმობილია ომი და
რუსული აგრესია უკრაინაში და სადაც საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით შევიდა
შესწორება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გმობს საქართველოში
მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც ერთსულოვნად იქნა მიღებული ასამბლეის მიერ.
ღონისძიების დასასრულს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
გენერალურმა მდივანმა დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა
ყველა მონაწილეს და აღნიშნა, რომ ასამბლეა აქტიურად გააძლიერებს საერთაშორისო
თანამშრომლობას იმისათვის, რომ გლობალურ დონეზე გააგრძელოს ქრისტიანული
ღირებულებების პოპულარიზაცია საერთო ევროპულ მომავალში.
ანგარიში მოამზადა:
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, საერთაშორისო დეპარატმენტის, საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ლიკა ფერაძემ.
4