საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილებათა სავალდებულო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.08.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-10797/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412310248530 01.08.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: გადაწყვეტილების გამოქვეყნება შინაარსი: გთხოვთ, განიხილოთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებზე დაწესდეს გადაწყვეტილებათა სავალდებულო გამოქვეყნება, როგორც ამას ადგილი აქვს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმართ. ასეთ შემთხვევაში აღმოიფხვრება ის მასიური უკანონობები (უკანონო გადაწყვეტილებები) რომელთაც პერიოდულად ადგილი აქვს პირველ და მეორე სასამართლო ინსტანციებში, სასამართლო სისტემა გახდება გამჭირვალე და კონტროლირებადი, გაადვილდება სასამართლო პრაქტიკის შესწავლა და მისი სწორი წარმართვა. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: