„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
მუხლი
1.
1
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 77 მუხლის პირველიმე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული
უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის
დასაშვები ნორმების გადამეტება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 1500 ლარის ოდენობით.
2.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
3. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 10 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ცალკეული რეგულირებების
დახვეწის აუცილებლობა, ასევე, კოდექსის რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური
აღსრულების უზრუნველყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
ითვალისწინებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში
შესაბამისი პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხს, პრაქტიკაში ხშირია აღნიშნული
ნორმის დარღვევის ფაქტები. ცხადია, რომ სამართალდამრღვევთათვის, კანონით
დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენის შემაკავებელი
ფაქტორი. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სამართალდამრღვევის ხასიათზე,
ან ამ ქმედებისათვის დადგენილი სანქციების ზომებზე.
ზემოაღნიშნულ პრობლემაზე ნათლად მიუთითებს არსებული სტატისტიკაც.
მაგალითად ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის მასშტაბით, აკუსტიკური ხმაურის
დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით შედგენილი სამართალდარღვევის
ოქმების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. 2021 წლის
მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს
რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ
იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული
ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან
დადგენილ ჯარიმებს. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა
დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა, რამაც შესაძლებელია
მიიღოს უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ
საყვარელიძის სახელობის „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1999
წელს გამოცემული სახელმძღვანელო, - „საზოგადოებრივი ხმაურის შესახებ“ და 2009
წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, - „ღამის ხმაურის ზემოქმედების შესახებ“
მიუთითებს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის
სერიოზული ზიანის მომტანს წარმოადგენენ. კერძოდ, ხმაურს მოაქვს უსიამოვნება,
აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ხელს უშლის ხალხის ნორმალურ აქტიურობას,
ზემოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, კომუნიკაციაზე და ძილზე. გარდა
ნეგატიური, სოციალურ-ფსიქოლოგიური შედეგისა, ის ასევე უარყოფით გავლენას
ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა სისტემის
მდგომარეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1999 წელს გამოცემული
საზოგადოებრივი ხმაურის სახელმძღვანელო, მიუთითებს სახელმწიფოებს დაიცვან
მოსახლეობა ხმაურისაგან, გაითვალისწინონ ხმაურის ნეგატიური შედეგები და
შესაბამისი შეზღუდვები დააწესონ არსებულ კანონმდებლობაში. შესაბამისად,
კანონპროექტის მიღების მიზეზის გათვალისწინებით, პრობლემის აღმოფხვრის
ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა
შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან
დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით - საქართველოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების
გადამეტებასთან დაკავშირებული დარღვევების მაქსიმალურად შემცირება, და
ზოგადად ამ მიმართულებით უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 771 მუხლში,
კერძოდ დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება:
ა) პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის
ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში
1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას;
ბ) განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება
500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის
შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით;
გ) ხოლო ამის შემდეგ, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე
ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური
მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის
აღნიშნული ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან რომ
წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს სანქციების ცვლილებას. ამასთანავე,
წინამდებარე კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტით გათვალისწინებულია გარკვეულ სამართალდარღვევებზე სანქციების ზრდა.
ამასთანავე, შესაბამისი მუნიციპალიტეტების საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული
იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
არსებული სტატისტიკა ამ ტიპის სამართალდარღვევებთან მიმართებით შემდეგია: 2021 წლის
მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს
რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ
იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი.
აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილება
2021 - 2023
სტატისტიკა
2021
2022
2023 იანვარი ივლისი
სულ
სამართალდარღვევის ოქმი
148
253
344
564
გაფრთხილება
86
134
86
306
150 ლარიანი
2
7
10
19
300 ლარიანი
-
11
130
141
500 ლარიანი
19
33
49
101
1000 ლარიანი
41
68
69
178
თანხა ჯამურად
50800
89300
134000
სულ თანხა ჯამურად
274100
2021
2022
2023
(იანვარი - ივლისი)
ფიზიკური პირი
ი/მეწარმე
იურიდიული
პირი
გაფრთხილება
41
76
31
150 ლარი
2
7
10
300 ლარი
-
11
130
გაფრთხილება
45
58
55
500 ლარი
19
33
49
1000 ლარი
41
68
69
სულ
148
253
233
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირება
დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის
არსებობის შემთხვევაში მათ მოუწევთ გაზრდილი ჯარიმების გადახდა. მათ შორის,
სამართალდამრღვევ პირს ჯარიმის გადახდა მოუწევს ქმედების პირველად ჩადენის
შემთხვევაშიც (დღეს მოქმედი კოდექსი, პირველად ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს
გაფრთხილებას). თუმცა,
კანონპროექტის ამოქმედებას ექნება პრევენციული ეფექტი და
მოსალოდნელია შესაბამისი სამართალდარღვევების კლება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი, სამართალდარღვევის ხასიათიდან/შინაარსიდან გამომდინარე, ჯარიმას
ითვალისწინებს პირველივე ქმედებაზე. ამასთანავე, ფიზიკური პირისათვის
გათვალისწინებულია
150
ლარი,
ხოლო
იურიდიული
პირისათვის
და
ინდივიდუალური მეწარმისათვის 1500 ლარი. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში
ხდება დაახლოებით 3-ჯერ გაზრდა, კერძოდ, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა
იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისათვის
შემთხვევაში 5000 ლარი. შემდგომ ჩადენილ ქმედებისათვის ხდება ჯარიმის ოდენობის
კიდევ გაორმაგება და ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებულია 1000 ლარის
ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის და ინდივიდუალური მეწარმისათვის
გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, პროექტით, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური
მეწარმისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობები, 10-ჯერ აღემატება
ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობებს.
ამდენად, ჯარიმების ეს სისტემა შედგენილია სამართალდარღვევის შინაარსის და
ხასიათის გათვალისწინებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ
ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა
უფლებებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი
ჩართულობით.
შემუშავდა
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ბექა ოდიშარია,
ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რამინა
ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, სავალან მირზოევი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ბექა ოდიშარია,
ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რამინა
ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, სავალან მირზოევი.