საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.08.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-11005/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412310498436 08.08.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის საპროცესო კოდექსების ჰარმონიზაციის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 236–ე მუხლს დაემატოს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნორმატიული შინაარსი, მე–3 ნაწილის სახით: "3. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ." აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემეცნების წყაროს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2023 წლის 07 აგვისტოს საერთო სასამართლოების წიაღში უკვე დაფიქსირდა იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სასამართლომ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი დაადგინა დაუმოწმებელი ალკოტესტის საფუძველზე. ამ საგანგაშო ტენდენციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ შემოთავაზებული საკანონმდებლო გზით, ასკ–ის სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსთან (მის 5.3 მუხლთან) ჰარმონიზაციის მეშვეობით. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: + ელფოსტა: