საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412310625832
10.08.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: უზენაეს სასამართლოში მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა–ჩაუბარებელ
პირთა მოხვედრის შეზღუდვის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლაენტის რეგლმენტის 105–ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ,
საქართველოს ორგანული კანონიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ, მუხლი
20, ამოიღოთ სრულად მე–3 ნაწილი, შემდეგი შინაარსის: "3. საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის
უმაღლეს სკოლაში სწავლის გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამართლის გამოჩენილი სპეციალისტის
კანდიდატურა. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან
თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე
ასარჩევად წარდგენილი პირი." წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანს
წარმოადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა–
ჩაუბარებელ პირთა მოხვედრის შეზღუდვა/აკრძალვა. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და
ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: