საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.08.2023
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-11111/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
N 15-2/7934 10/08/2023 7934-15-2-2-202308101513 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს წინადადება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად. ბატონო შალვა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონკრეტული საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი გამოვლინდა, რაც, შესაძლოა, იწვევდეს პატიმრობაში მყოფი იმ ბრალდებულების დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რომლებსაც, პროკურორის დადგენილებით შეზღუდული აქვთ სატელეფონო საუბრის, მიმოწერისა და ხანმოკლე პაემნის უფლება. ფაქტობრივი გარემოებები 2023 წლის 10 მაისს მომმართა პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა,1 რომლის მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის გამოყენებული უფლების იყო შეზღუდვა. სატელეფონო ბრალდებულის განცხადებით, სურდა მისი ინტერესები დაეცვა ადვოკატს, თუმცა არ ჰყავდა მის მიერ შერჩეული ადვოკატი, ხოლო, არსებული შეზღუდვის გამო, ვერავის უკავშირდებოდა პენიტენციური დაწესებულებიდან სასურველი ადვოკატის შერჩევის მიზნით. ამასთან, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის განხორციელების საფუძველი. განმცხადებლის განმარტებით, 2023 წლის 22 ივნისს მის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ისე, რომ ადვოკატის მეშვეობით ვერ დაიცვა საკუთარი სამართლებრივი ინტერესები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი გარემოებებიდან გამოიკვეთა, რომ განმცხადებლისა და მსგავს შემთხვევებში მყოფი სხვა ბრალდებულების მიმართ შესაძლოა ირღვეოდეს დაცვის უფლება, რაც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით არის გამოწვეული. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი გარემოებების თანახმად, დასტურდება, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვის გამო, ბრალდებულებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ სასურველ ადვოკატებს ან/და ახლობელ პირებს, რომ მათ მიერ მოხდეს ადვოკატის შერჩევა. აქვე აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 წლების მანძილზე სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა გამომძიებლის/პროკურორის ბრალდებულის მიმართ, რაც დადგენილებით მოცემული საკითხის გამოყენებული მნიშვნელობაზე იყო 908 დამატებით მიუთითებს.2 საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები ადვოკატის მეშვეობით საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა დაცვის უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს 1 N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ლ. გ. საქმე N5365/23. 2 N12 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის N297077/27 წერილი, N8 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის N296746/24 წერილი, N5 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 9 დეკემბრის N296736/22 წერილი, N2 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 6 დეკემბრის N293017/20 წერილი, N6 პენიტენციური დაწესებულების 2021 წლის 6 დეკემბრის N293525/23 წერილი. წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის, რომელსაც მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით შეუძლია საკუთარი ინტერესების დასაცავად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და სასამართლოს წინაშე წარსადგენი მტკიცებულებების მოპოვება. დაცვის უფლების მნიშვნელობა აღიარებულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.3 საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ბრალდებულის უფლება თავისი ინტერესები დაიცვას ადვოკატის მეშვეობით.4 ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობის უფლებაზე უთითებს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.5 სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას დაცვის უფლებისა და ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობის მნიშვნელობა, ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ევროპულ სასამართლოს, არაერთ საქმეში განუმარტავს დაცვის უფლების შინაარსი და მნიშვნელობა. ამასთან, სასამართლო, დაცვის უფლების დარღვევის საკითხის განხილვისას, მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის პროცესის მთლიან მიმდინარეობას და იმას, თუ რამდენად მოახდინა გავლენა გამოძიების ეტაპზე არსებულმა ხარვეზებმა მთლიანი საქმისწარმოების პროცესზე. დაცვის უფლებაში მხოლოდ ცალკეული ჩარევის შემთხვევები სასამართლომ შეიძლება არ მიიჩნიოს კონვენციის დარღვევად, თუმცა, დაცვის უფლების შეზღუდვის ბლანკეტურად არსებობას სასამართლო კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და მოითხოვს დასაბუთებას, ყველა და თითოეულ შემთხვევაში, რამდენად იყო დაცვის უფლების შეზღუდვა საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელი და პროპორციული.6 ევროპული სასამართლო ასევე მოითხოვს, რომ ბრალდებულს გამოძიების მიმდინარეობის დროს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით და დაცვის მოსამზადებლად ჰქონდეს სათანადო დრო და შესაძლებლობა, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე დაშვებულმა ხარვეზებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საქმის საბოლოო შედეგზე.7 3 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 31, პუნქტ. 3.; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, მუხ. 6, პუნქტ. 3, ქვეპუნქტ. „ბ“, „ც“; გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხ. 14, პუნქტ. 3,ქვეპუნქტ. „ბ“. 4 საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 31, პუნქტ. 3. 5 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, მუხ. 6, პუნქტ. 3, ქვეპუნქტ. „ც“. 6 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე IBRAHIM AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM (NN50541/08, 50571/08, 50573/08 და 40351.09), § 274. 7 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე DVORSKI v. CROATIA (N25703/11), § 77. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეში იქნა აღნიშნული, რომ კონვენციის მიზანია არა უფლებების თეორიული ან მოჩვენებითი დაცვა, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი სარგებლობა.8 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს შეიმუშაონ ნაციონალურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სისტემა, რომელიც კონვენციით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, დაცვის უფლების, როგორც სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი კომპონენტის პატივისცემასა და გარანტიებს უზრუნველყოფს.9 ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დაცვის უფლების დარღვევა, როდესაც, პირი, რომელსაც სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა და სურვილი ჰქონდა მისი ინტერესები დაეცვა ადვოკატს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი პროფესიონალი იურისტის მიერ. სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებისას მართლმსაჯულების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია პირი უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი დახმარებით.10 ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნულია, რომ დაკავებული პირის ადვოკატზე ხელმისაწვდომობის გამომდინარე, შეზღუდვა თავისთავად ეროვნული აკმაყოფილებს კანონმდებლობის კონვენციის მე-6 დებულებებიდან მუხლის დარღვევის კრიტერიუმებს.11 გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაკავებული პირის სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქმის სასამართლოს წინაშე განხილვის დროს, არამედ, ბრალდების ადრეული სტადიიდან, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, გამოძიების ეტაპზე, ბრალდებული, შესაძლოა, აღმოჩნდეს მოწყვლად მდგომარეობაში და მისი უფლებების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ადვოკატის დახმარებით.12 ბრალდებულისთვის უფასო იურიდული დახმარების მიღების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია კონვენციის სტანდარტებთან შეუსაბამოდ და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად.13 8 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე VAMVAKAS v. GREECE (No2) (N2870/11), §36. 9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ANDREYEV V. ESTONIA (N48132/07),§71. 10 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე TSONYO TSONEV v. BULGARIA (No.3), (N21124/04).§52. 11 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე SARANCHOV v. UKRAINE (N2308/06), §43. 12 იქვე. §§41, 42. 13 იქვე. §§59, 60. დაცვის უფლების განხორციელებისთვის თავისუფლებააღკვეთილი ბრალდებულისათვის ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ასევე აღნიშნულია ევროკავშირის 2013 წლის დირექტივაში, რომელიც მხარე სახელმწიფოებს ავალდებულებს გაატარონ საჭირო ღონისძიებები პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისთვის ადვოკატზე ხელმისაწვდომობისათვის, მათ შორის, ბრალდებული პატიმრები იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იყვნენ ადვოკატით, როდესაც მათ არ ჰყავთ მოწვეული ადვოკატი და უარი არ განუცხადებიათ ადვოკატის მომსახურებაზე. მოცემული დირექტივა ადგენს ბრალდებულის უფლებას, არა მხოლოდ საქმის სასამართლოში განხილვისას, არამედ სისხლის სამართლის მთლიანი პროცესის მანძილზე ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად შესაბამისი დრო, შესაძლებლობა და შეზღუდვის გარეშე შეძლოს დაცვისთვის საჭირო ყველა მტკიცებულებისა და მოსაზრების წარდგენა. დირექტივა ადგენს, რომ ადვოკატთან შეხვედრის ხანგრძლივობისა და ოდენობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან დადგენილმა შესაძლო შეზღუდვებმა არ უნდა დააზიანოს დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.14 პატიმრობაში მყოფი პირების ადვოკატის მომსახურების საკითხს ეხება ასევე „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპები და გაიდლაინები სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ“. მე-3 პრინციპი სახელმწიფოებს მოუწოდებს უზრუნველყონ ის ბრალდებული, რომელსაც სასჯელის სახით შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობით სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე.15 ხოლო პირველი გაიდლაინი ითვალისწინებს სახელმწიფოებმა უზრუნველყონ ბრალდებული იურიდიული დახმარებით იმ შემთხვევაში, როდესაც, მართალია, მისი ფინანსური მდგომარეობა არ არის მძიმე, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, არ შეუძლია თავად უზრუნველყოს ადვოკატის აყვანა16 ან/და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემთხვევაში, თუ ოჯახს აქვს საერთო შემოსავლები და არ ხდება მისთვის ადვოკატის მოწვევა.17 საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.18 14 ევროპის კავშირის 2013 წლის 22 ოქტომბრის 2013/48/EU დირექტივა „სისხლის სამართლის პროცესსა და ევროპული პატიმრობის გარანტიების პროცედურის განმავლობაში ადვოკატზე ხელმისაწვდომობის, და მესამე მხარის ინფორმირების უფლების შესახებ თავისუფლების უფლების შეზღუდვისა და მესამე მხარესა და საკონსულო თანამდებობის პირებთან კომუნიკაციის შესახებ“, (18), (19) (23), (28), (46), (48) და (51); მუხ.1, პუნქტ.1, 4 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/32WPzI9 > [ბოლოს ნანახია: 26.06.2023]. 15 Annex United Nations Principles and Guidelines on Access to Legal Aid in Criminal Justice Systems, Principle 3. 20, 21. 16 Annex United Nations Principles and Guidelines on Access to Legal Aid in Criminal Justice Systems, Guideline 1. 41. (a). 17 იქვე, Guideline 1. 41. (f). 18 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 9, ნაწ. 1. მხარეთა თანასწორობის პრინციპი მოიცავს ასევე ბრალდებულის უფლებას, ბრალდების მხარის მსგავსად ჩაატაროს გამოძიება, მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები, მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გამოიკვლიოს მტკიცებულებები19. ბრალდებულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელება შეუძლია დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით.20 სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობისთვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს.21 ამასთან, სისხლის სამართლის პროცესში დაცვის უფლების ჯეროვნად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია დაცვის მხარემ სასურველი მტკიცებულებები მოიპოვის, საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებები ჩაატაროს დროულად და არაობიექტური დაბრკოლების გარეშე, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მხარეებმა, სასამართლოში გამოსაკვლევი მტკიცებულებები ერთმანეთს და სასამართლოს უნდა წარუდგინონ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა.22 დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას აირჩიოს, ყავდეს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს მის მიერ არჩეული ადვოკატი, ხოლო თუ ის უქონელია, უფლება აქვს დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.23 ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს ბრალდებულისა და ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვის დაწესებას, რაც ხელს შეუშლის დაცვის სათანადო განხორციელებას.24 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს ირჩევს და იყვანს ბრალდებული ან, ბრალდებულის ნების გათვალისწინებით, სხვა პირი. ურთიერთობა ბრალდებულსა და ადვოკატს შორის წესრიგდება შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, ბრალდების მხარეს ან/და მოსამართლეს უფლება არ აქვთ რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს.25 დაცვის უფლების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობა და სისხლის სამართლის საპროცესო ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის კოდექსი ადვოკატისა ითვალისწინებს და დაცვის ხარჯების 19 იქვე, მუხ. 9, ნაწ. 2. 20 იქვე, მუხ. 38, ნაწ. 7. 21 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 44, ნაწ. 2; საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“, მუხ. 19, პუნქტ. 2. 22 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 83, ნაწ. 6. 23 იქვე, მუხ. 38, ნაწ. 5. 24 იქვე. 25 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 41. ადვოკატის მიერ საადვოკატო საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებას ითვალისწინებს ასევე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი. სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას.26 თუმცა, აქვე მითითებულია პირობები, რა შემთხვევაში არის სახელმწიფო ვალდებული ბრალდებული უზრუნველყოს ადვოკატისა და დაცვის უფლების განხორციელებისთვის საჭირო სხვა ხარჯების ანაზღაურებით. კერძოდ, ბრალდებული უნდა იყოს გადახდისუუნარო ან/და არსებობდეს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.27 ბრალდების მხარე და სასამართლო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ვალდებული ბრალდებულისთვის ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს.28 ასევე, აღნიშნულ შემთხვევაში აქვს ბრალდებულს მინიჭებული უფლება ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით თავად მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს.29 სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულ პირს კანონმდებლობა უზრუნველყოფს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და თუ ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული გადახდისუუნაროა.30 საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ, იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.31 თუმცა, იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დადგენილი საგამონაკლისო კრიტერიუმები არ მოიცავს პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, რომელსაც ბრალდების მხარის მიერ შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება და აღნიშნულის გამო ვერ უკავშირდება სასურველ ადვოკატს/პირს ადვოკატის შერჩევის მიზნით.32 სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს, სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მოწვეული ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, აჭიანურებს საქმის განხილვას.33 26 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ.46. 27 იქვე, მუხ. 46, ნაწ. 1. 28 იქვე, მუხ. 46, ნაწ. 2. 29 იქვე, მუხ. 46, ნაწ. 3. 30 საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“, მუხ. 5, პუნქტ. 1. 31 „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 5, პუნქტ. 3. 32 იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის N27 გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია <http://www.legalaid.ge/files/1/Sabcho_No27_kriteriumebi_kodif_09_11_15.pdf> [ბოლოს ნანახია 14.07.2023]. 33 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 42, ნაწ. 3. წინამდებარე საქმის ანალიზი როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან იკვეთება, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, რომელთაც გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდული აქვთ პირადი სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება, შესაძლოა, ასევე ფაქტობრივად შეეზღუდოთ დაცვის უფლება, ვინაიდან ვერ დაუკავშირდნენ სასურველ ადვოკატს ან/და სხვა პირს, რომელიც სათანადო შეთანხმებას გააფორმებს ადვოკატთან სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულის დასაცავად. ასეთ შემთხვევებში კი, თუ ბრალდებული არ იქნება ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ან/და არ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევა, ბრალდებულს სახელმწიფოს მიერ არ დაენიშნება ადვოკატი საკანონმდებლო დანაწესებიდან გამომდინარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბრალდებულმა ვერ მოახერხოს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით სათანადოდ სარგებლობა და დაირღვეს მისი დაცვის უფლება. როგორც აღინიშნა, დაცვის უფლების სათანადოდ განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, როდესაც ბრალდებულს, პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, უფლება აქვს ჩაატაროს გამოძიება, მოიპოვოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია მისი საქმის ცალკეულ საკითხებთან მიმართებით. ცხადია, გამოძიების ჩატარება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის, რომელსაც, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ადვოკატის დახმარებით გააჩნია. ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს საქმის არსებითად განხილვამდე მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენის ვადებს და აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულება, როგორც წესი, სასამართლოს მიერ აღარ განიხილება,34 ნათელია, რომ დაცვის უფლებით სარგებლობისთვის პატიმარი ბრალდებულის ხელთ არსებული ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის გამოძიების მიმდინარეობისა და საქმის სასამართლოში არსებითად განხილვისას მის ინტერესებს იცავდეს ადვოკატი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლა, მიმდინარეობის შეიძლება არ განმავლობაში და მოხდეს გამოძიების/სასამართლო შესაბამისად, განხილვის გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის სატელეფონო უფლების შეზღუდვაც, შესაძლოა, გაგრძელდეს პირის ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის 34 იქვე, მუხ. 83, ნაწ. 6. განმავლობაში - 9 თვემდე ვადით, განაჩენის გამოტანამდე.35 ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, პირს არ მიეცემა ადვოკატის შერჩევის შესაძლებლობა და აღნიშნულმა, შესაძლოა, გაართულოს დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელება, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის უფლების დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს იურიდიული დახმარების გაწევის ახალი კრიტერიუმები და, მათ შორის, გაითვალისწინოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის, რომელსაც ბრალდების მხარის მიერ შეზღუდული აქვს პირადი სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება, სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას ადვოკატის დანიშვნის შესაძლებლობა, ბრალდებულის ეს უფლება, მისი ინტერესები სისხლის სამართლის პროცესში დაიცვას ადვოკატმა, გარანტირებული უნდა იყოს იმპერატიულად, შესაბამისი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამასთან, დაცვის უფლების სათანადო განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებას. დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულთა დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მიმაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ უნდა მიეთითოს, გამომძიებლის/პროკურორის რომ ბრალდებულებს, დადგენილებით რომელთა შეზღუდულია მიმართ სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება, რის გამოც ვერ ახერხებენ სასურველი ადვოკატის შერჩევასა და შეთანხმებას, მიეცეთ შესაძლებლობა მისი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს შემდეგი ცვლილება და დამატება: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „თუ ბრალდებულის მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით გამოყენებულია სატელეფონო 35 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა - ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.“ საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) ან ბრალდებული არ აცხადებს უარს ადვოკატზე.“ მოცემული საკანონმდებლო წინადადების განხილვის შედეგების შესახებ, გთხოვთ, მაცნობოთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში. პატივისცემით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი .