საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.08.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-11169/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412310733630 12.08.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "უკანონო სახელმწიფო აქტების მიმართ სასამართლო დავების წარმოების უფლების აღდგენის შესახებ" შინაარსი: მოგეხსენებათ, რომ ადმინისტრაციულ–საპროცესო კოდექსის თანახმად (მუხლის 32.1), "სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით. : 1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ". /// მიგვაჩნია, რომ პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობა/არარსებობა არ უნდა იყოს ინდ.–ადმ. აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო პირობა, მისი უკანონობის დამტკიცებაც საკმარისი უნდა იყოს აქტის ბათილად ცნობისთვის. ასე, მაგალითად, შოვში დატრიალებული ტრაგედიის ან ბათუმში კორპუსის ჩამოქცევის ტრაგედიის დროს დაღუპულ პირებს სიცოცხლეში რომ ედავათ იმ შენობების მშენებლობის ნებართვებზე, რომლის მსხვერპლიც თავად გახდნენ, ტრაგედიების მოხდენამდე, სასამართლოები მათ უარს განუცხადებდნენ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საბაბით, რომ პირდაპირი და უშუალო ზიანი არ გადგებათო! როდესაც სასამართლოში იხილება სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საკითხი, სასამართლოებს არ უნდა ჰქონდეთ იმის შეზღუდვა, რომ აქტის ბათილად გამოცხადება/არგამოცხადება დამატებით სხვა პირობებზეც იყოს დამოკიდებული. ინდ– ადმინ. აქტი ან არის კანონსაწინააღმდეგო ან არ არის. მოსარჩელეს ეს აქტი აყენებს თუ არა პირდაპირ და უშუალო ზიანს, ამის შეზღუდვა არ არსებობდა ადმინისტრაციულ–საპროცესო კოდექსის თავდაპირველ, 1999 წელს მიღებულ ნორმატიულ შინაარსში. აღნიშნული ინოვაცია შემდგომ წლებში განხორციელდა. /// საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.000.672) 22–ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. თუ ადმინისტრციული აქტი კანონსაწინააღმდეგოა, სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ." ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ პირს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ იდავოს სახელმწიფოს მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტის ბათილად ცნობაზე, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს თუ არა იგი იმ მუნიციპალიტეტში, თუმცა, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მას ან თავზე დაეცეს სადავო შენობა, ან მისი ჩამონგრევისას მიიღოს დაზიანება. მართლმსაჯულება უნდა გახდეს უნივერსალური და მოსარჩელეს ადგება თუ არა პირდაპირი და უშუალო ზიანი, – ეს "დრაკონული" ფრაზა ამოღებული უნდა იქნას საპროცესო კოდექსიდან, მითუმეტეს, რომ მატერიალური ნორმებით ამგვარი შეზღუდვა ("პირადაპირი და უშუალო ზიანი") არც კი არის გათვალისწინებული. ანუ, ეს არაჰუმანური და პროვოკაციული კონცეფცია "პირადაპირი და უშუალო ზიანი"ს შესახებ, რომელიც აკნინებს და ნიველირებს მართლმსაჯულების და საერთო სასამართლოების როლს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ საპროცესო, და არა მატერილიალურ, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით არის შექმნილი. ამგვარი საკანონმდებლო "კედლის" არსებობა დაუშვებელია: ამა თუ იმ აქტის, მითუმეტეს – სახელმწიფო ორგანის მიერ გამოცემულის) კანონიერება და უკანონობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, მოსარჩელეს რა პირდაპირი და უშუალო ადგება ამ აქტის ბათილობით. შოვის და ბათუმისმსგავსი ტრაგედიების მასშტაბი იქნება გაცილებით ნაკლები, და მომავალში კანონიერება ყველა სახელმწიფო ორგანოს დონეზე უფრო ამაღლდება, თუ საზოგადოებას ექნება უკანონო სახელმწიფო აქტების მიმართ სასამართლო დავების წარმოების უფლება. ვინაიდან კერძო პირების და იურიდიული პირების მიერ გამოცემულ აქტებზე არ ვრზელდება მსგავსი შეზღუდვა, სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტების მიმართ, მათი უკანონობის გარდა, სხვა რამის მტკიცების მოთხოვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. უკანონო სახელმწიფო აქტის ბათილად გამოცხადებისას, მისი უკანონობის დამტკიცების გარდა, დამატებით სხვა ბარიერის არსებობა – მიუღებელია. უკანონო აქტი – ბათილად უნდა ცხადდებოდეს. საკანონმდებლო პროტექციონიზმი სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტების მიმართ დაუშვებელია. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: