საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.08.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-11193/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412310787033 14.08.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: მოსამართლის საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება იმის შესახებ, რომ მოსამართლის საპენსიო ასაკი გაიზარდოს 70 წლამდე, ნაცვლად ამჟამად არსებული 65–წლიანი ზღვრული ასაკისა და ამ მიზნით, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 41.1(ზ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ... ზ) 70 წლის ასაკის მიღწევა;". ჩვენთვის, ამგვარი საკანონმდებლო ცვლილების შემოთავაზების შემეცნების წყაროს წარმოედგენს ვენეციის კომისიის 2022 წლის 07 დეკემბრის დასკვნების კრებული, ფ. 15, დოკუმენტი # CDL-PI(2022)050. წყარო: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2022)050-e აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყანა აზერბაიჯანში სახალხო მსაჯულის ზღვრული ასაკი 70 წელს შეადგენს, ხოლო მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტა საპენსიო ასაკის მიღწევის გამო საერთოდ არ არის გათვალისწინებული. წყარო: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2007)036-e https://www.legaltools.org/doc/e1ab39/pdf/ აღსანიშნავია, რომ აშშ–ს შტატების უმრავლესობაში მოსამართლის ზღვრული საპენსიო ასაკი 70 წელს შეადგენს: https://www.whitehouse.gov/wpcontent/uploads/2021/12/SCOTUS-Report-Final-12.8.21-1.pdf აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში მოსამართლის საპენსიო ასაკი 75 წელს შეადგენს: წყარო: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2014)017. აშშ-ს ზოგიერთ შტატში მოსამართლეთა საპენციო ასაკი 90 წელს შეადგენს, ხოლო ფედერალურ მოსამართლეებს საერთოდ არ გააჩნიათ საპენსიო ასაკი. წყარო: https://ballotpedia.org/Mandatory_retirement. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: