„შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, მასზე რეაგირებისა და ცალკეული სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, მასზე რეაგირებისა
და ცალკეული სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა ქმედებების
კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე
2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი შოვის ტრაგედიის ობიექტური შესწავლის მიზნით,
მაღალი
საზოგადოებრივი
ინტერესის
გათვალისწინებით,
საქართველოს
კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
61-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას “შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, მასზე
რეაგირებისა და ცალკეული სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა
ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია”.
2.დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
შექმნის
საფუძველია
სახელმწიფო
ხელისუფლების ცალკეული ორგანოების და შესაბამისი თანამდებობის პირების
შესაძლო
არამართლზომიერი
ქმედებების
ან/და
უმოქმედობის
მიზეზების
იდენტიფიცირება შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების პრევენციისა თუ მასზე
რეაგირების
ფარგლებში
და
აღნიშნული
ქმედებების
ან/და
უმოქმედობის
კანონშესაბამისობის დადგენა.
2.1
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
შექმნის
დამატებითი
საფუძველია
საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის
დანერგვისთვის
გამოყოფილი
შესაბამისი
საბიუჯეტო
სახსრების
შესაძლო
არამართლზომიერი ხარჯვის დადგენა.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია:
3.1.რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები,
რომლითაც
შესაძლებელი
იქნებოდა
ტრაგედიის
ადგილას
განვითარებული
პროცესების პროგნოზირება და მოსახლეობის დროული გართხილება; მათ შორის,
განგაშისის სისტემა (Alarm System), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა
სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების გაფრთხილება და დროული ევაკუაცია.
3.2. 2018 წლის 27 თებერვალს, საქართველომ მიიღო 70 მილიონი აშშ დოლარის
ოდენობის დაფინანსება მრავალმხრივ კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული
რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის სისტემის უზრუნველსაყოფად.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის
განვითარებას. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს, აღნიშნული
დაფინანსების ფარგლებში,
რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა
საბიუჯეტო
თანხები;
დამონტაჟდა
ჰიდრომეტეოროლოგიური
გეოლოგიური
ასევე,
საფრთხეების
კონკრეტულად
რომელ
სადგურები
ამსახველი
გამოყოფილი
მაღალმთიან
და
რეგიონში
მომზადდა
თუ
რუკები
ადრეული
შესაბამისი
არა
გაფრთხილების სისტემის დანერგვის მიზნით. სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების
შესაძლო
არამიზნობრივ
ხარჯვასთან
ერთად,
საგამოძიებო
კომისიამ
უნდა
შეისწავლოს რამდენად მართლზომიერად განკარგავდა ადგილობრივ ბიუჯეტს ონის
მუნიციპალიტეტი.
3.3 შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით
15.00
საათზე;
საჯაროდ
არსებული
ინფორმაციის
და
თვითმხილველების
განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს
სამი საათის დაგვიანებით. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს რა გახდა
სამძებრო-სამაშველო
ოპერაციის
დაგვიანების
მიზეზი
და
გამოკვეთოს
პასუხისმგებელ პირთა წრე.
3.4 საქართველოს პრემიერ მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული
კატასტროფის
საპასუხო
სამძებრო-სამაშველო
ოპერაციის
წარმართვისას,
ხელისუფლებამ ვერ დაინახა მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის
აუცილებლობა.
რა
კონკრეტული
ღონისძიებების
და
მათი
ცალკეული
თუ
ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეს შესაბამისმა თანამდებობის პირებმა
აღნიშნული გადაწყვეტილება.
3.5 მიმდინარეობდა თუ არა სტიქიური უბედურების ზონაში ან მიმდებარედ ხე-ტყის
უკანონო გაჩეხვა, რასაც შესაძლებელია დაეჩქარებინა მეწყრული პროცესების
განვითარება.
3.6 რა სახის სამშენებელო ნებართვები გაიცა სტიქიის ზონაში ან მიმდებარედ და
ჩატარადა
თუ
არა
კომპლექსური
კვლევები
გეოლოგების
და
შესაბამისი
სპეციალისტების მონაწილეობით ნებართვების გაცემამდე, გარემოზე ზემოქმედების
ჯეროვანი შესწავლის და რისკების აღმოფხვრის მიზნით.
3.7 აწარმოებდნენ თუ არა დაკვირვებას სპეციალისტები მყინვარ „თბილისა“-სა და
„ბუბა“-ზე, რომლებიც დარგის სპეციალისტების მტკიცებით, აქტიური ლღობის
პროცესშია და ხდებოდა თუ არა ლღობის პროცესის ზეგავლენის მონიტორინგი
მდინარე „ბუბა“-ზე.
3.8 არსებობდა თუ არა ონის მუნიციპალიტეტში “მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების
პასპორტი”. აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტში საგანგებო
სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების,
მუნიციპალიტეტის
ორგანოს
განხორციელებული
მიერ
საგანგებო
სიტუაციის
პრევენციისათვის
საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების
მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმად საჭირო
ინფორმაციას. თუ აღნიშნული დოკუმენტი არსებობდა, რა ღონისძიებები გატარდა
საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ან მასზე რეაგირების ფარგლებში.
3.9 რა მდგომარეობაშია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო
აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან.
3.10 რატომ თქვა უარი სახელმწიფომ 2015 წელს ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობის
მიერ
საქართველოს
მთავრობისთვის
გრანტით
გამოყოფილ
ორ
სამძებრო-სამაშველო ვერტფრენის (“HUEY II”-ის) შესყიდვაზე.
3.11 აღმოუჩინეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა დაზარალებულებს
და მათ ოჯახის წევრებს ფსიქო-სოციალური დახმარება კატასტროფის შედეგად
მიღებული ზიანის შემცირების მიზნით.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვროს სამი
თვე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 17 წევრით.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, მასზე არასათანადო
რეაგირებისა და ცალკეული თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერების
შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი
სპეციალისტების განმარტებით, სტიქიური მოვლენების საფრთხე რაჭის რეგიონში
ადგილობრივი ლანდშაფტის და გლობალური ტემპერატურული ცვლილებების
გათვალისწინებით მუდმივად მაღალია, თუმცა შესაბამისი მონიტორინგის და
ადრეული
გაფრთხილების
სისტემის
არსებობის
პირობებში,
შესაძლებელია
სპეციალისტთა მიერ ადრეული ინფორმაციის მოპოვება, პროცესების პროგნოზირება,
შესაძლო მეწყრულ არეალში მყოფი მოსახლეობის დროული გაფრთხილება და
ევაკუაცია და შესაბამისად, კატასტროფის განვითარების შემთხვევაში, ადამიანური
დანაკარგის შემცირება.
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო
აცხადებს,
რომ
„კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ
პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“1.
სწორედ საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ქვეყნებში,
სადაც
ადგილობრივი
რელიეფი
და
გეოლოგიური
აგებულება
მიდრეკილია
მეწყრული პროცესებისკენ, დიდი სახელმწიფო რესურსი, მათ შორის საბიუჯეტო
სახსრები, მიმართულია პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისკენ მეწყრული
პროცესების განვითარების შემთხვევაში, ადამიანური დანაკარგის შემცირების
მიზნით. პრევენციულ ღონისძიებათა ჩამონათვალში, სპეციალური ნაგებობების და
კონსტრუქციების განთავსების გარდა, ცენტრალურ როლს ასრულებს ადრეული
მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემა.
1
https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/21362
1
ადრეული მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემა შედგება უსაფრთხოების სამი
ძირითადი
საფეხურისგან,
რომელთა
ერთობლიობას
შეუძლია
ადამიანების
სიცოცხლის გადარჩენა:
1. ადრეული შეტყობინების სისტემა - სხვადასხვა პარამეტრით პროგნოზირება
იმისა,
რომ
კონკრეტულ
მომენტში,
რიგი
ფაქტობრივი
გარემოებების
გათვალისწინებით, კატასტროფის ალბათობა მაღალია.
2. სასიგნალო (განგაშის) სისტემა - უკვე განვითარებულ პროცესზე ინფორმაციის
რეალურ დროში მიღება.
3. ხალხის ინფორმირება - უკვე განვითარებულ პროცესზე რეალურ დროში
მიღებული ინფორმაციის და ევაკუაციის გეგმის ეფექტურად მიწოდება
კატასტროფის არეალში მყოფი ადამიანებისთვის.
ევროკავშირის
პრაქტიკა
გვიჩვენებს,
რომ
მონიტორინგისა
და
ადრეული
გაფრთხილების სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელია მუდმივად
ხორციელდებოდეს საფრთხეების გადათვლა, მოდელირება - წყლის რა ნაკადებია
მოსალოდნელი ამა თუ იმ დროის მონაკვეთში სხვადასხვა ჰიდროლოგიური და
მეტეოროლოგიური
პროგნოზის
პროფესიონალების
მიერ
გათვალისწინებით.
კლიმატის
ცვლილების
ცალკე
ხდება
ფაქტორის
შესაბამისი
გათვალისწინება
აღნიშნული მოდელირების დროს, პროგნოზების მაქსიმალურად რეალურ შესაძლო
საფრთხეებთან დაახლოების მიზნით. ამ მონაცემების განახლება მუდმივად ხდება
განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით მაღალი
რისკის ლანდშაფტურ ზონებში, დიდი სიფრთხილის გამო, არცთუ იშვიათია, ეგრეთ
წოდებული „ცრუ განგაში“-ს ოპერაციები. ასევე არის შემთხვევები, როდესაც სტიქია
მოულოდნელად ვითარდება და სწორედ ასეთი მოულოდნელი კატასტროფების
დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭირო უსაფრთხოების სისტემის ყველა
კომპონენტის გამართული ფუნქციონირება.
შოვის ტრაგედიის განვითარებამდე დაახლოებით 24 საათით ადრე, სოციალურ ქსელ
“ფეისბუკში”,
გამოქვეყნდა
ვიდეომასალა,
რომელიც
უბედურების
ზონასთან
მიმდებარე სოფელ ჯინჭვისში, მდინარე გამრულის კალაპოტში ღვარცოფის უეცარ
მოვარდნას ასახავდა2. ადგილობრივმა მკვიდრებმა ასევე გამოთქვეს ვარაუდი, რომ
მდინარე ბუბის წყალი ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა და შემდეგ,
ერთიანად დაიძრა სოფლისკენ.
2
https://www.facebook.com/100008239626013/videos/211465611847750/
2
სტიქიური
კატასტროფები,
ბუნებრივად
ვითარდება
სხვადასხვა
გარემოების
ერთობლიობის შედეგად. თუმცა, ხშირად, მსგავსი პროცესების განვითარებას წინ
უძღვის რიგი ფაქტორები, რომლებიც ზრდის სტიქიური კატასტროფების რისკს.
შესაბამისად, მონიტორინგის გამართული სისტემა სახელმწიფოს ეხმარება სტიქიური
პროცესებით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებაში.
როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ,
სტიქია „უსწრაფესად“ განვითარდა; ყინულოვანი მასის ერთიანი ჩამოშლის შედეგად,
5 მლნ მ3 მიწის მასა დაიძრა.3 დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ოდენობის მასის
დაძვრისთვის
მინიმუმ
1
მლნ
მ3
წყალია
საჭირო.
აღნიშნული
ოდენობა
ითვალისწინებს სტრუქტურული ღვარცოფის შემთხვევას. თუმცა, გარემოს დაცვის
ეროვნული
სააგენტოს
მიერ
გავრცელებულ
ვიდეო
მასალში
ჩანს,
რომ
ეს
კონკრეტული მეწყრული პროცესი ტურბულენტური და არა სტრუქტურული
ხასიათის იყო. შესაბამისად, ამ მასის დაძვრისთვის, ამავე სპეციალისტების
მტკიცებით, 2 მლნ მ3 წყალი იქნებოდა საჭირო. დარგის სპეციალისტები განმარტავენ,
რომ მსგავსი რაოდენობის წყლის მასის ერთ საათში ატმოსფერული ნალექით
ფორმირებისთვის, საჭიროა 170 მმ ნალექი, რაც, მათივე პროფესიული შეფასებით,
„წარმოუდგენელი ციფრია“, თან მაშინ, როდესაც წინა დღეს გარემოს დაცვის
ეროვნული
სააგენტოს
გამოქვეყნებული
მონაცემების
მიხედვით,
სტიქიის
ტერიტორიაზე მხოლოდ 10 მმ ნალექი მოვიდა და თავად 2023 წლის 3 აგვისტო,
უნალექო, მზიანი იყო.
აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, კატასტროფამდე
რამდენიმე კვირის განმავლობაში მყინვარში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალი
გროვდებოდა.
შესაბამისად,
ადრეული
გაფრთხილების
სისტემის
კომპონენტმა,
რომელიც
მეტეოროლოგიურ-ჰიდროლოგიურ
პირველმა
მონაცემებზე
დაყრდნობით კატასტროფის შესაძლო რისკების პროგნოზირებას გულისხმობს, არ
იმუშავა. საგამოძოებო კომისიის კვლევის საგანი უნდა გახდეს რამდენად არსებობდა
შესაბამისი მონიტორინგის სისტემა, რითაც შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული
ინფორმაციის მოპოვება, სატელიტური სურათების თუ საველე დათვალიერების
მეშვეობით. მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, რატომ ვერ მოხდა მისი
ეფექტიანად გამოყენება და ხომ არ ჰქონდა ადგილი არამართლზომიერ ქმედებას ან
სამსახურეობრივ გულგრილობას.
3
https://nea.gov.ge/Ge/News/1178
3
ადრეული
გაფრთხილების
სისტემა
მოიცავს
საფრთხეების
მონიტორინგს,
პროგნოზირებას, კატასტროფების რისკის შეფასებას და მზადყოფნას. ადრეული
გაფრთხილების სისტემის გამართულად ფუნქციონირება საშუალებას აძლევს
მოქალაქეებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და მთავრობას, რომ მიიღონ დროული
ზომები, კატასტროფის რისკების შესამცირებლად სტიქიის განვითარებამდე.
გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისი (United Nations Office for Disaster
Risk Reduction) მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემა (Early Warning System,
EWS), წარმოადგენს "საშიშროების მონიტორინგის, პროგნოზირების, კატასტროფების
რისკის შეფასების, კომუნიკაციისა და მზადყოფნის აქტივობების სისტემებისა და
პროცესების ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს,
თემებს,
მთავრობებს,
ბიზნესებსა
და
სხვებს,
მიიღონ
დროული
ზომები
კატასტროფის რისკების შესამცირებლად სახიფათო მოვლენების განვითარებამდე".4
ადრეული
გაფრთხილების
სისტემა
მოიცავს
ერთმანეთთან
დაკავშირებულ
ელემენტებს:
● სისტემატურად
უნდა
გროვდებოდეს
და
ფასდებოდეს
მონაცემები
მოსალოდნელი კატასტროფის რისკის შესახებ. უნდა ვლინდებოდეს საფრთხე
და მისი შესაძლო შედეგები, ასევე მიმდინარეობდეს მისი მონიტორინგი,
ანალიზი და პროგნოზირება.
● ოფიციალურმა უწყებამ დროულად უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა და
მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე.
● ყველა დონეზე უნდა იყოს მზადყოფნა მიღებულ გაფრთხილებაზე სწრაფი
რეაგირებისათვის.
2005 წლის სატელიტური გამოსახულებით ჩანს, რომ შოვის ხეობა მეტნაკლებად
სტაბილური იყო, ჭალა კი ხეებით მეჩხერად იყო შევსებული. ხოლო, 2018 წლის
სატელიტური
ფოტოების
მიხედვით,
იგივე
ტერიტორიაზე
უკვე
აშკარაა
ღვარცოფული ნაკადის გავლის კვალი. გაუარესების ტენდენცია ნათლად ასახულია
2020 წლის სატელიტურ ფოტოზე. აღნიშნული კვლევის ნაწილი უნდა ყოფილიყო
მდინარე ჭანჭახის წყალში მდინარე ბუბას თანამონაწილეობისა და საერთო წყლის
მასის
თანაფარდობის
კატასტროფამდე
4
რამდენიმე
განსაზღვრა.
დღით
ადრე,
ადგილობრივების
მდინარე
ბუბას
ინფორმაციით,
წყლის
დონემ
https://www.un-spider.org/risks-and-disasters/early-warning-systems#no-back
4
საგრძნობლად იკლო, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს წყლის შეგუბებაზე
რომელიმე ლოკაციაზე, შოვის ხეობის თავზე. ლოგიკურად, თუ ტემპერატურა
იმატებს
და
მყინვარები
ინტენსიურად
დნება,
რაზეც
დარგის
ექსპერტები
მიუთითებენ, წყლის მასა უნდა ჩაედინებოდეს მდინარეში და პროპორციულად
უნდა მატულობდეს მდინარეში წყლის დონე შეგუბების/შეფერხების არარსებობის
პირობებში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი
სსიპ
გარემოს
ეროვნული
სააგენტო
პასუხისმგებელია
მიმდინარე
მეტეოროლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების
მონიტორინგზე. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი
სტიქიური
გეოლოგიური
შემოდგომაზე
პროცესების
საქართველოს
ყველა
შეფასების
რეგიონსა
და
მიზნით,
გაზაფხულსა
მუნიციპალიტეტში
და
უნდა
ახორციელებდეს კომპლექსურ გეოლოგიურ მონიტორინგს, როგორც აღნიშნულია
საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამაში5. ამასთანავე,
დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც
წარმოდგენილია არამარტო მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მონაცემები და
ანალიზი, ასევე მოსალოდნელი საშიშროებების პროგნოზი.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ასევე მომზადებულია გეოლოგიური
ბიულეტენი6 „საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების
განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის“. ბიულეტენის თანახმად,
გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია სოფელი
გლოლა, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, მდ. დღვიორას ხეობაში შესაძლო
ღვარცოფული პროცესები, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო
გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. 2017 წელს ონის
მუნიციპალიტეტის მერიამ7 ასევე გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, სადაც აღწერილია მდ.
ჭანჭახის შენაკად მდ. ბუბასთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენა, რომელიც
5
https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/53629
6
https://www.scribd.com/document/635736991/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4
%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A
0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98
-2021?fbclid=IwAR1-ZdAUey1JOJlw5a8dAFIsb-uzTVXcWXeokhZ1m_16XbhKJite4qZv-dU#
7
https://www.facebook.com/watch/?v=1389533381136051
5
საფრთხეს უქმნის კურორტ შოვს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ადგილობრივი
მოსახლეობა
ბოლო
წლების
განმავლობაში
ასევე
მუდმივად
ავრცელებდა
ინფორმაციას.
ადრეული
გაფრთხილების
სისტემის
აუცილებლობაზე
ხელისუფლება
ოფიციალურად იწყებს მუშაობას ჯერ კიდევ 2014 წელს, რაც აისახება ოფიციალურ
სახელმწიფო დოკუმენტებში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №400
დადგენილებით
დამტკიცებული
„საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020“ განსაზღვრავს პრიორიტეტულ
ამოცანებს
საქართველოში
ინკლუზიური
ეკონომიკური
ზრდის
მთავარ
შემაფერხებელ ფაქტორთა გადასაჭრელად. სტრატეგიის მიზნებისთვის, მაღალმთიან
რეგიონებში სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, გათვალისწინებულია
ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა, ხოლო შედეგების
შესამცირებლად, სხვადასხვა ღონისძიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის
განვითარება.
მრავალი
წლის
განცხადებებში
მანძილზე,
ხელისუფლების
აპელირებდნენ
ადრეული
წარმომადგენლები
გაფრთხილებისა
და
საჯარო
შესაბამისი
მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე. ლევან დავითაშვილი, 2018 და 2019 წლებში
აცხადებდა, რომ “სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა
დამონტაჟდეს საქართველში
ყველა კრიტიკულ ადგილას, კრიტიკულ ხეობებში“;
არსებობს საჯარო დაპირება რომ, “საქართველოს მთელი ტერიტორია სტიქიური
უბედურებების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემებით აღიჭურვება”; და რომ,
“2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების
გამართული სისტემა გვექნება”. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა
ასევე განაცხადეს, რომ “დაინერგებ[ოდა] ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა,
რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებ[და] მომხდარი
ან პოტენციური საფრთხის შესახებ”.
2022 წელს დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე
ეროვნული პროგრამა 2022 – 2026 წწ. აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთ ქვეთავში,
კერძოდ, “ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა” ერთ-ერთ ამოცანად
დასახულია
სისტემის
შემდეგი:
(MHEWS)
გაძლიერება.
მრავალმხრივი
შექმნა
კერძოდ,
და
ანგარიშის
საფრთხეების
მისთვის
ადრეული
აუცილებელი
თანახმად,
ყველა
მიმდინარეობს
და
შეტყობინების
კომპონენტის
2023
წელს
დასრულდება 11 ძირითადი მდინარის აუზში ჰიდრომეტეოროლოგიური და
გეოლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა-წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი, სეტყვა,
6
გვალვა, ძლიერი ქარი, მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა/კლდეზვავი და სხვა)
გამოვლენა/ზონირება და საფრთხეების რუკების შედგენა კლიმატის ცვლილების
გათვალისწინებით.8
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოფიციალურ
განცხადებაში იუწყება ჯერ კიდევ 2018 წელს რომ, ადრეული შეტყობინების ახალი
პროექტის მეშვეობით, 1.7 მილიონი ადამიანი საქართველოში დაცული იქნებოდა
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეებისგან. როგორც
სამინისტრო აცხადებდა, 2018 წლის 27 თებერვალს საქართველომ მიიღო 70 მილიონი
აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მრავალმხრივ კლიმატურ საფრთხეებთან
დაკავშირებული
რისკების
უზრუნველსაყოფად.
შემცირების,
პროექტი
მიზნად
პრევენციისა
ისახავდა
და
მზადყოფნის
საქართველოში
ადრეული
შეტყობინების სისტემის განვითარებას და ადამიანების უკეთ დაცვას წყალდიდობისა
და წყალმოვარდნისაგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.
პროგრამა, სახელწოდებით „საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული
შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის
გამოყენება“, 7 წელზე არის გათვლილი და მისი ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია.
მისი დაფინანსება შედგება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტისგან (27 მილიონი
აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილისგან (38 მილიონი აშშ დოლარი) და
შვეიცარიის მთავრობის გრანტისგან (5 მილიონი აშშ დოლარი). ამ პროგრამის
უშუალო განმახორციელებელ უწყებად დასახელებულია საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მე-5 თავში "პრიორიტეტები და
პროგრამები", გაწერილია კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი
კატასტროფების საფრთხეების რისკების შესამცირებლად ჰიდრომეტეოროლოგიური
დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება
და ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა9.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის
შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს "მუნიციპალიტეტის
უსაფრთხოების
პასპორტი“,
რომელიც
ადგენს
მუნიციპალიტეტში
სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების,
8
https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/53107
9
https://www.gov.ge/files/469_59429_120118_4.pdf
საგანგებო
მუნიციპალიტეტის
7
ორგანოს
მიერ
საგანგებო
სიტუაციის
პრევენციისათვის
განხორციელებული
საქმიანობის შეფასებისა და მის მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების
მიზნით
ღონისძიებების
შემუშავებისა
და
განხორციელების
დასაგეგმად
გასატარებელ ღონისძიებებს.
დამატებით, საქართველოს მთავრობის №48 დადგენილებით დამტკიცებულია
მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესი, სადაც ასახული
უნდა იყოს ყველა ის შესაძლო რისკი, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტს ემუქრება,
მათ შორის ბუნებრივი/სტიქური მოვლენების რისკის მაჩვენებლები. დოკუმენტი
უნდა მოიცავდეს ამგვარი რისკის შემცირებისთვის გასატარებელ ღონისძიებათა
სრულ აღწერას.
ხელისუფლება წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ მდინარე ბუბას ხეობა
საშიშად არ მიიჩნეოდა. თუმცა, კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა ბუბას წყლიდან
მოვარდნილმა ღვარცოფმა 2020 წლის 29 ივლისსაც მნიშვნელოვნად დააზიანა.
შესასწავლია, რა დამატებითი სამონიტორინგო ღონისძიებები გატარდა ამ მეწყრული
პროცესის განვითარების შემდეგ, 2023 წლის 3 აგვისტომდე შესაძლო რეციდივის
პროგნოზირებისა და მისი ზიანის მინიმიზების მიზნით.
საგულისხმოა,
რომ
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ ონის მერიას შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) 2020
წლის 19 მარტს წარუდგინა. გრგ-ს საჯარო განხილვა ორი წლის შემდეგ, 2022 წლის 23
მარტს მოხდა. შოვის განაშენიანების გეგემა, რომელიც მათ შორის ფუნქციური
ზონირების რუკას მოიცავს, 2022 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცეს. განაშენიანების
რეგულირების
გეგმა
ითვალისწინებდა
18
მეტრიანი
სასტუმროს
ტიპის
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლების გაცემას. საგამოძიებო კომისიის
მუშაობის ფარგლებში, შესასწავლია, რამდენად კანონშესაბამისად მოხდა აღნიშნული
მშენებლობის უფლების გაცემის გადაწყვეტილების მიღება შოვის ხეობაში შესაძლო
არსებული
რისკების,
მათ
შორის,
მეწყრული
პროცესების
რისკების
გათვალისწინებით.
ასევე საგულისხმოა, რომ მეწყრული პროცესების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ტყის
საფარის დაკარგვა, ჭრა ითვლება. საერთაშორისო ორგანიზაცია globalforestwatch-ის
მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ტყის საფარი 2013 წელს - 48
ჰექტარი, 2019 წელს - 21 ჰექტარი, 2020 წელს - 48 ჰექტარი, 2021 წელს კი - 34 ჰექტარი
ფართობის ტყის საფარი იქნა განადგურებული, რაც ჯამში ოთხი წლის მონაცემებით,
საერთო ჯამში 151 ჰექტარს წარმოადგენს. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს
8
გაცემულია თუ არა შესაბამისი ლიცენზიები, ვინ ახორციელებდა ტყის ჭრას და
შესაბამისი
გარემოს
ექსპერტების
დახმარებით
დაადგინოს
რა
ზეგავლენა
შეიძლებოდა ჰქონოდა ტყის საფარის დაკარგვას კონკრეტულ ტერიტორიაზე
მეწყრული
პროცესების
პროვოცირებაში
ან/და
გამწვავებაში.
ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლების განმავლობაში
სტატისტიკის
საქართველოში
იზრდება მეწყრული შემთხვევების რაოდენობა. 2020-2021 წლებში მეწყრული
პროცესების რაოდენობამ პიკს მიაღწია და
ჯამში დაფიქსირდა 2100-ზე მეტი
შემთხვევა. საგამოძიებო კომისიამ უნდა დაადგინოს ხომ არ აქვს აღნიშნულს კავშირი
ტყის ჭრის შედეგად ტყის საფარის დაკარგვის მზარდ ტენდენციასთან.
საგამოძიებო კომისიის მოკვლევის უმთავრეს ამოცანას, მონიტორინგის სისტემების
არ არსებობის მიზეზების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს განვითარებულ
კატასტროფაზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების ეფექტურობის შესწავლა და
შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების და თანამდებობის პირების გამოკვეთა
არასათანადო რეაგირების ან/და გულგრილობის შემთხვევაში.
2023 წლის 3 აგვისტოს სამაშველო სამუშაოები შოვში მეწყრული პროცესის
განვითარებიდან 3 საათის დაგვიანებით დაიწყო; ხოლო, მზის ჩასვლის შემდეგ,
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ფრენა ვეღარ შეძლეს ღამის ხედვის
სისტემების არქონის გამო. სტიქიის პირველ დღეს, დაგვიანებით მისულმა
ვერტმფრენმა ორი რეისის შემდეგ, დაღამებისთანავე შეწყვიტა მუშაობა 4 აგვისტოს
დილამდე. ირკვევა, რომ 3 აგვისტოს ღამით ათობით ადამიანი, სტიქიის ზონაში
იმყოფებოდა, რომელთა გამოყვანა შეუძლებელი გახდა, ვერტმფრენების ღამის
ხედვის სისტემის არქონის გამო. არასათანადო აღჭურვილობის და მთელი რიგი სხვა
გამოსაკვლევევი
გარემოებების
გამო,
სადაც
მაღალი
ალბათობით
იკვეთება
დანაშაულებრივი უმოქმედობა, სტიქიის განვითარების ღამეს სამაშველო სამუშაოები
ფაქტობრივდა
შეჩერდა,
მაშინ
როდესაც
დაზარალებულებით
მტკიცებით,
თითოეულ წუთს შესაძლებელია ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანების
სიცოცხლის გადასარჩენად. მათ შორის, მაშინ როდესაც ვერტმფრენმა მუშაობა
განაგრძო 4 აგვისტოს დილას (06.05 საათზე), თვითმხილველები აცხადებენ, რომ
მეწყრულ ტალახში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები ჩაფლული, მაგრამ გამოყვანის
პრიორეტიზაცია მოხდა სასტუმრო სანსეთ შოვში მყოფი ადამიანების. საგამოძიებო
კომისიამ უნდა გამოკვეთოს კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი თითოეულ ამ
გადაწყვეტილებაზე, როგორ მოხდა რისკების შეფასება და სამაშველო რეისების
პრიორეტიზაცია
და
რა
გარემოებებზე
დაყრდნობით
ხდებოდა
ამ
გადაწყვეტილებების მიღება.
9
საგულიხსმოა, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მე-5 თავში
“სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები”
აღნიშნულია, რომ
“სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დღისით და ღამით, რთული მეტეოპირობების
მიუხედავად სრულყოფილად ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ავიაციის საფრენი
აპარატების და სანაპირო დაცვის სწრაფმავალი კატარღების
საკომუნიკაციო–სანავიგაციო
და
ღამის
ხედვის
თანამედროვე
ხელსაწყოებით
აღიჭურვა”
(პროგრამული კოდი 30 01) 10. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს მოხდა თუ
არა
იმ
საბიუჯეტო
განმავლობაში
სახსრების
არამიზნობრივი
გამოყოფილი
იყო
ხარჯვა,
რომელიც
სამძებრო-სამაშველო
წლების
აღჭურვილობის
უზრუნველყოფისთვის, მათ შორის ღამის ხედვის ხელსაწყოების შესაძენად.
საჯაროდ არსებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფომ 2016 წელს
უარი
განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს
მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით ორი სამაშველო ვერტმფრენის “HUEY II”-ის
შესყიდვაზე. საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს იმ ფონზე, როდესაც
სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი ტექნიკური საშუალებები სტიქიისა და უბედური
შემთხვევების
დროს
მყისიერი
რეაგირებისთვის,
რა
გახდა
აღნიშნული
გადაწყვეტილების მიზეზი.
სამაშველო-სამძებრო ოპერაციების წარმართვისას ვერტმფრენების გამოყენების
საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა ბოლო წლებში სხვა ბუნებრივ
სტიქიებზე სახელმწიფო რეაგირების ფარგლებშიც. 2015 წელს, თბილისში, ვერეს
ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს, რომელსაც მოყვა ადამიანური მსხვერპლი
და სადაც სამაშველო ვერტმფრენს შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა,
სახელმწიფომ აღნინული ტიპის ვერტმფრენი არ გამოიყენა სამაშველო ოპერაციის
მიმდინარეობის არც ერთ ეტაპზე. 2017 წელს, ბორჯომის ხეობაში განვითარებული
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციისას, სახელმწიფომ დახმარების თხოვნით მიმართა
მეზობელ ქვეყნებს. 2022 წლის
29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციას 8
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა
განიცადა კატასტროფა.
გუდაურის ტრაგედიის შემდეგ, პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილმა მთავრობის
სხდომაზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს შეძენილ “სუპერ პუმა”-ს
ტიპის ვერტმფრენს უკან გადასცემდნენ მის გამომშვებ ქარხანას ან გაყიდდნენ და
სანაცვლოდ, შეიძენდნენ სამ ახალ სამაშველო დანიშნულების ვერტმფრენს. შოვში
10
https://mof.ge/images/File/I-wardgena/TAVI_V.pdf
10
მომხდარი
ტრაგედიის
სამაშველო
ოპერაციის
მიმდინარეობისას,
პრემიერ
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება
არ არსებობდა და შოვში სამაშველო ოპერაცია კარგად მიმდინარეობდა. საგამოძიებო
კომისიამ უნდა დაადგინოს რატომ არ მოხდა შესაბამისი ვერტმფრენების შეძენა და
ყველა სათანადო სამაშველო ფუნქციით, მათ შორის ღამის ხედვის მექანიზმით
აღჭურვა საჯაროდ დადებული დაპირებისამებრ და რამდენად შესაძლებელი იყო
შესაბამისი
აღჭურვილობის
პირობებში
კატასტროფის
შედეგად
ადამიანური
დანაკარგის შემცირება.
საქართველოში ფუნქციონირებს კატასტროფის რისკის მართვის ოთხფაზიანი
სისტემა, რომელიც მოიცავს პრევენციას, მზადყოფნას, რეაგირებასა და აღდგენით
სამუშაოებს. კატასტროფის რისკის მართვის პროცესი გულისხმობს მოსალოდნელი
ინციდენტის გარემოებებისა და კონტექსტის დადგენას, რომლის საფუძველზეც
იწყება რისკის შეფასება. რისკის შეფასება შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
საფრთხის დონის იდენტიფიცირება, გაანალიზება, მოსალოდნელი საფრთხის
(რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული) შესაძლო ყველაზე უარესი სცენარის
განსაზღვრა და შესაძლო უარყოფითი შედეგის გამოთვლა. რისკის მართვის პროცესი
საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს და აქვე, აუცილებელია, მუდმივი კომუნიკაციის
უზრუნველყოფა
შესაბამის
სახელმწიფო
თუ
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენლებთან.
შესაბამისად,
მუდმივად უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ
საფრთხეებისა და რისკების გამოკვეთა, იდენტიფიცირება და ანალიზი, მათი
შეფასება, ალბათობის და გამოწვეული უარყოფითი შედეგის განსაზღვრა. საფრთხის
შეფასების
შედეგად
განისაზღვრება
რისკის
დონე
და
პრიორიტეტულობა.
კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებების გატარების შედეგად,
შემთხვევებში, შესაძლოა, შემცირდეს ან/და
რიგ
აღმოიფხვრას საფრთხის დადგომის
ალბათობა ან/და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი. კრიზისების მართვის
ოპერაციები
უნდა
ხორციელდებოდეს
დაგეგმვისა
პროცესის შესაბამისად - სტრატეგიულ, ოპერაციულ
და
სამდონიანი
მართვის
და ტაქტიკურ დონეზე. ეს
მოდელი უნივერსალურია და მისი მორგება შესაძლებელია ნებისმიერი სახის
ოპერაციისა თუ ღონისძიებისაზე.
საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო სამართლებრივად რეგულირდება
საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოთი. მათ შორის
აღსანიშნავია, საქართველოს კანონი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონი „სამოქალაქო
11
უსაფრთხოების
შესახებ“.
აღნიშნულია, რომ
სამოქალაქო
უსაფრთხოების
ეროვნულ
გეგმაში
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტრო (გარემოს ეროვნული სააგენტო) ახორციელებს ბუნებრივი საფრთხეების
მონიტორინგსა და პროგნოზირებას და ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში
პროექტებისა და პროგრამების ეკოლოგიური შედეგების შეფასებას, საგანგებო
სიტუაციების პრევენციის მიიზნით.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში განსაზღვრულია
როგორ უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციის პრევენცია. საგანგებო სიტუაციის
პრევენცია არის ადამიანების, გარემოსა და ქონების დასაცავად საგანგებო სიტუაციის
რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების, საგანგებო სიტუაციის რისკის ან/და
მასთან დაკავშირებული უარყოფითი ზემოქმედების შემცირების (მიტიგაციის) ან
თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული სამართლებრივი, ორგანიზაციული,
ეკონომიკური, საგანმანათლებლო, საინჟინრო-ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური,
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ღონისძიებების
ერთობლიობა, რომელიც მოიცავს:
● საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრის, მონიტორინგისა
და თავიდან აცილების ღონისძიებებს;
● სახიფათო
ბუნებრივი
მოვლენებისა
და
პროცესების
დამაზიანებელი
პოტენციალის სისტემატური შემცირებისთვის მიღებულ ზომებს და შესაბამის
საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;
● სამრეწველო
ავარიის
თავიდან
აცილების,
საწარმოო-ტექნოლოგიური
პროცესის უსაფრთხოებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციის საიმედოობის
ამაღლების მიზნით მიღებულ ზომებს;
● საგანგებო
სიტუაციის
რისკის
რუკის
მომზადებას,
საქართველოს
ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფას და ორგანიზაციების
კატეგორიებად დაყოფას;
● პოტენციურად
საშიში
ობიექტის
უსაფრთხოების
პასპორტისა
და
მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შედგენას;
●
ადამიანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროექტების
განხორციელებას და სხვა პრევენციულ ღონისძიებებს.
საგანგებო სიტუაციის პრევენციას ეროვნული სისტემის სუბიექტები ახორციელებენ
სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის, „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების
პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
12
მთავრობის
დადგენილების,
საგანგებო
მართვის
გეგმისა
და
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონიდან გამომდინარე, საგანგებო მართვის
გეგმების მომზადების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის №452
დადგენილება „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების
შესახებ“. ამ დადგენილების მიხედვით, კატასტროფის რისკის მართვის (პრევენცია,
მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა) ღონისძიებები განისაზღვრება მოსალოდნელი
საგანგებო სიტუაციის ცალკეული სცენარების მიხედვით.
საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების მიერ უნდა
შემუშავდეს საგანგებო მართვის გეგმა. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა
იქნეს:
1. ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილი
ვითარებისა და საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის რეალური საფრთხის
პროგნოზი.
2.
მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის უარყოფითი შედეგები.
3. არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების ანალიზი და შეფასება.
4. მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების შედეგების საპროგნოზო რუკა.
5.
ექსტრემალური პირობები.
გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი
ორგანოებიდან/ორგანიზაციებიდან
მოსალოდნელი
საგანგებო
სიტუაციისა
და
რესურსების შესახებ მონაცემების მოპოვება, დამუშავება და საინფორმაციო ბაზის
შექმნა, ასევე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის სახისა და მასშტაბის დადგენა და
რისკის განსაზღვრა რისკის რუკის საფუძველზე. გეგმის შემუშავებისას ასევე
გათვალისწინებული უნდა იყოს მოცემულ ტერიტორიაზე ნგრევისა და დაზიანების
სავარაუდო რაიონების ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, გეოლოგიური,
ჰიდრომეტეოროლოგიური, სეისმური და სხვა ადგილობრივი პირობები.
გეგმის მეორე ეტაპი მოიცავს პრევენციული ღონისძიებების შეფასებასა და
შემუშავებას. რეაგირების ძალების სახის, რაოდენობის, შესაძლებლობების, მათ
შორის, საკომუნიკაციო საშუალებების, ამოცანების, გადაადგილების მარშრუტების,
დისლოკაციის
ადგილების,
საველე
ოპერაციების
ცენტრების,
„სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
ოპერატიული ცენტრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების
13
ან/და
ობიექტების
საგანგებო
შტაბის
განსაზღვრას.
რეაგირების
ძალების
მოქმედებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი რესურსების, მათ შორის,
სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობისა და მედიკამენტების საჭიროების განსაზღვრას.
მესამე ეტაპი მოიცავს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების, მისი
ლოკალიზაციის, აგრეთვე ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სასოფლოსამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების, მატერიალური ფასეულობების დაცვის
მიზნით,
მეორადი
შედეგების
წარმოშობის
საჭირო
ღონისძიებების
ლოკალიზაციისათვის
თავიდან
აცილებისა
განსაზღვრას.
და
საგანგებო
სიტუაციებით სავარაუდოდ მიყენებული ზარალისა და დანაკარგების თავიდან
აცილების ან შემცირების ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრას; ობიექტის
სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებების განსაზღვრას,
საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების
განსაზღვრას.
გეგმის მეოთხე ეტაპი გულისხმობს საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი
სამუშაოების მოცულობისა და ჩატარების ვადების განსაზღვრას. აღნიშნული გეგმის
შემუშავების და განხორციელების საფუძველზე ასევე უნდა ხდებოდეს შესაბამისი
რისკების
განსაზღვრა
მოსალოდნელი
განმეორებითი
საფრთხეების
თავიდან
აცილება. პრევენციული, მიტიგაციური, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენითი
სამუშაოების ღონისძიებები
სიტუაციის
სცენარების
უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი საგანგებო
შესაბამისად.
ყოველდღიურ
რეჟიმში
უნდა
ხორციელდებოდეს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების
ღონისძიებები, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ევაკუაციის
ღონისძიებების შემუშავება.
საქართველოს მთავრობის N453 დადგენილების “საგანგებო სიტუაციის რისკის
მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ” მიზანს წარმოადგენდა
რისკის მართვის გეგმის შექმნა, რომელიც შეამცირებს მოსალოდნელი საგანგებო
სიტუაციით გამოწვეულ უარყოფით შედეგს. ჯერ კიდევ 2017 წელს შემუშავებული
სამთავრობო რისკის მართვის გეგმის შესაბამისად უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი
საგანგებო სიტუაციის რისკის იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება. ამავე გეგმის
ფარგლებში
უნდა
განხორციელდეს
მოსახლეობის
მომზადება,
სწავლება
და
ინფორმირება საგანგებო სიტუაციების რისკის, მისი გამომწვევი ფაქტორების და იმ
მოქმედებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით.
14
ამავე გეგმის მიხედვით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით უნდა ქვეყნდებოდეს
რისკისა და საფრთხის რუკები, აგრეთვე რისკის შესაძლო განვითარების სცენარი.
საგანგებო სიტუაციის რისკი არის საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა,
რომელიც განისაზღვრება ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე,
აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებითა და შედეგებით.
აღნიშნული დოკუმენტში განისაზღვრება შემდეგი სახის საგანგებო სიტუაციის
რისკები:
● დარჩენილი რისკი – რისკი, რომლის შემცირების მიზნითაც მიღებულია
შესაბამისი ზომები, ექვემდებარება მართვას და მისი შემდგომი გამკლავების
მიზნით
აუცილებელ
პირობად
რჩება
საგანგებო
რეაგირებისა
და
აღდგენისათვის საჭირო პოტენციალის შენარჩუნება;
● დასაშვები რისკი – იმ რისკის ზღვარი, რომლიდან გამომდინარე პოტენციური
დანაკარგი საზოგადოებაში/ორგანიზაციაში მიიჩნევა დასაშვებად მოცემული
სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ტექნიკური და
ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით;
● ექსტენსიური რისკი – რისკი, რომელიც უკავშირდება ერთმანეთისგან
დაშორებული მოსახლეობის წინაშე არსებულ განმეორებად ან მუდმივ
საფრთხეს, ხასიათდება დაბალი ან საშუალო ინტენსივობით;
● ინტენსიური რისკი – რისკი, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის
თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის ადგილებში მნიშვნელოვანი
საფრთხის
არსებობასთან
და
რომელმაც
შეიძლება
გამოიწვიოს
დიდი
რაოდენობის მსხვერპლი და მატერიალური დანაკარგი;
● მხოლობითი რისკი – კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ერთი კონკრეტული
საფრთხიდან გამომდინარე საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა,
რომელიც განისაზღვრება ადამიანთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და
ქონებაზე, აგრეთვე გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედებითა და
შედეგებით;
● მრავლობითი რისკი – ერთდროულად ან დროის მოკლევადიან შუალედში
თანმიმდევრობით
მოსალოდნელი
საგანგებო
სიტუაციები,
რომლებიც
დამოკიდებულია ერთმანეთზე, გამოწვეულია ერთი და იმავე მიზეზით ან
მომდინარეობს რამდენიმე საფრთხიდან.
რისკის განსაზღვრის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ვექტორული და
სკალარული მონაცემები, სივრცითი გაფართოება და მთლიანი გეოინფორმაციული
სისტემის შესახებ მონაცემები. რისკის იდენტიფიცირების მიზნით იქმნება იმ
15
გარემოებათა სრული სია, რომელმაც შეიძლება წარმოშვას, გააძლიეროს, თავიდან
აიცილოს ან შეარბილოს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხე. რისკის
გამომწვევი ან/და ხელშემწყობი გარემოებები დგინდება წინასწარგანსაზღვრული
კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ადამიანებზე ზემოქმედების, პოლიტიკური,
სოციალური, ეკონომიკური და ბუნებრივი (გარემო) პირობების გათვალისწინებით.
რისკის განვითარების სცენარი არის ერთი ან რამდენიმე მოსალოდნელი საგანგებო
სიტუაციის რეალური აღწერა ილუსტრაციით.
შემუშავებული უნდა იყოს რისკის განვითარების სცენარი და ის უნდა მოიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
●
საგანგებო სიტუაციის ზონის ტერიტორიის გეოგრაფიული მონაცემები.
● საგანგებო
სიტუაციის
დამაზიანებელი
ფაქტორები
(მაგალითად,
წყალდიდობის შემთხვევაში – დატბორვის სიღრმე ან დონე, ნაკადის სიჩქარე,
გაშლის არეალის ზომები და სხვა).
● მოსახლეობის რაოდენობა, რომელსაც პოტენციურად შეეხება საფრთხე;
● პოტენციური საგანგებო სიტუაციების ზონაში ეკონომიკური საქმიანობის
ხასიათი;
● მონაცემები
მომეტებული
საფრთხის
შემცველი
ობიექტების
შესახებ,
რომლებსაც შეუძლიათ მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების გამოწვევა.
●
მონაცემები სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას დაქვემდებარებული
ობიექტებისა და განსაკუთრებით მოწყვლადი ობიექტების შესახებ.
● მოვლენის
დამაზიანებელი
ფაქტორების
ზემოქმედების
შედეგად
მოსალოდნელი შედეგების შეფასება.
● ინფორმაცია გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ.
შესაბამისი დაწესებულებების მიერ მომზადებული უნდა იყოს
საფრთხისა და
რისკის რუკები. საფრთხის რუკის შემუშავება მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს
რისკის მართვის პროცესში. საფრთხის რუკის შემუშავებისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს პირველადი და
მეორადი საფრთხე, ასევე მათი მახასიათებლები.
საფრთხის რუკა მოიცავს იმ გეოგრაფიულ რაიონებს, რომლებიც შესაძლოა
აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის დამაზიანებელი ზემოქმედების არეალში. რისკის
რუკაზე გრაფიკულად აისახება რისკის სახეები, კონკრეტულ ტერიტორიაზე
არსებული საფრთხე და მოწყვლადი ელემენტები. რისკის რუკა გამოიყენება რისკის
შეფასების პროცესში. მისი მეშვეობით განისაზღვრება რისკების შემცირების
ღონისძიებები.
16
რისკების სწორი შეფასება და დროული რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ბუნებრივ სტიქიებზე რეაგირების ეფექტიანობისთვის, რის გამოც მზადდება
ზემოხსენებული სახელმწიფო დოკუმენტები და მათში გაწერილი სამოქმედო
პროტოკოლი. კომისიამ უნდა შეისწავლოს, რამდენად მართლზომიერად მოხდა
ზემოხსენებული და სხვა სამთავრობო დოკუმენტების და მათში არსებული
ოფიციალური
პრევენციისა
გაიდლაინების
თუ
მასზე
გამოყენება
რეაგირების
რაჭაში
ფაზაში.
განვითარებული
ხელისუფლების
სტიქიის
სხვადასხვა
წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შოვში ღვარცოფულ მასაში „ჩაფლული“
ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მათ
მონათხრობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების გამართლების მიზნით,
მაშინ როდესაც სტიქიას გადარჩენილი ადამიანების მტკიცებით, გადამწყვეტი
იქნებოდა სახელმწიფოს დროული რეაგირება ადამიანური მსხვერპლის მინიმიზების
თვალსაზრისით.11
საგამოებო
კომისიის
ფარგლებში
უნდა
მოხდეს
შოვში
განხორციელებული სამაშველო ოპერაციის ყველა ეტაპის დეტალური შესწავლა
შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით და დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი
კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არასათანადო სახელმწიფო რეაგირების სახით,
კონკრეტული პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დადგენის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების
აუცილებლობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტში
დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო
ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის
შესაძლო დარღვევის ფაქტებს და
სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის არამართლზომიერ ხარჯვას.
არსებობს საჯაროდ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირების
მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო
მუნიციპალიტეტის
ტრაგედიის
ბიუჯეტის
პრევენციისა
თუ
ქმედებებისა და
სახლემწიფო ან/და
არამართლზომიერი
ხარჯვის
მასზე
რეაგირების
სახელმწიფო
შესახებ
შოვის
ფარგლებში.
დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს მნიშვნელოვან საპარლამენტო
ბერკეტს შესაძლო აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ან/და უმოქმედობის
გამოსააშკარავებლად, მასზე სათანადო რეაგირების მიზნით.
11
https://tabula.ge/ge/news/705108-sarjveladze-15-cutshi-daicqeboda-dzebna-shovshi
17
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის
განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან
დაკავშირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის
დასკვნას. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა რეგლამენტის
დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე ვადით.
ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
საქართველოს
კანონმდებლობის
დარღვევის
ფაქტების
გამოკვლევისა
და
სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი
ხარჯვისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება საქართველოს პარლამენტის
დროებითი
საგამოძიებო
კომისია,
რომლის
უფლებამოსილების
ვადად
განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტის ძალაში
შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა მისი მიღების თარიღი. დადგენილების პროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) დადგენილების პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ბ ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
18
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით საგამოძიებო
კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო
ჯგუფი
კომისიის
წევრებისა
და
მოწვეული
ექსპერტების
მონაწილეობით,
აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო თანხის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი
ხარჯების
დაფინანსება
დადგენილების
მოხდება
პროექტის
მიღება
პარლამენტის
ბიუჯეტიდან.
შესაბამისად,
არ
სახელმწიფო,
ავტონომიური
იწვევს
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
19
დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის
შეფასება;
დადგენილების
პროექტი
არ
მოახდენს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
დადგენილების
პროექტის
მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
დადგენილების პროექტი გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
წევრობასთან
დაკავშირებით
მიერ
აღებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
20
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში.
შემუშავების პროცესში გაზიარებულ და გამოყენებულ იქნა შესაბაბისი საექსპერტო
ჯგუფების მოსაზრებები და მათ მიერ ღია წყაროებში განთავსებული მასალა.
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს უშუალოდ
მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ)
დადგენილების
ორგანიზაციის/დაწესებულების,
პროექტის
სამუშაო
შემუშავებაში
ჯგუფის,
ექსპერტის
მონაწილე
შეფასება
დადგენილების პროექტის მიმართ.
ასეთი არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) დადგენილების პროექტის ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“
ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“
21