ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მომართვა ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, მასზე რეაგირებისა და ცალკეული სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ (№07-3/345; 10.08.2023) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
შენიშვნა ინიციატორმა მიიღო გადაწყვეტილება,
გამოითხოვოს ინიცირებული საქართველოს დადგენილების პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა ერთობაშია“
2-13111/23
21-08-2023
საქართველოს პარლამენტის
ბიუროს
2023 წლის 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია - “ძალა ერთობაშია“-ს მიერ
ინიცირებულ იქნა „შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების,
მასზე რეაგირებისა და ცალკეული სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა
ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის
თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (N 07-3/345)
ინიციატივასთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის გასწორების საჭიროებიდან
გამომდინარე რომელიც შეუძლებელი ხდება გამოთხოვის გარეშე. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ინიციატორმა მიიღო გადაწყვეტილება,
გამოითხოვოს ინიცირებული საქართველოს დადგენილების პროექტი.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
პატივისცემით,
თინათინ ბოკუჩავა
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
გაერთიანებული ოპოზიცია - “ძალა ერთობაშია“
თავმჯდომარე
ფრაქციის თავმჯდომარე
თინათინ ბოკუჩავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge