საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში 2023 წლის 10, 14-16 და 25-27 ივლისს საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კახეთის რეგიონში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და 28-29 ივლისს სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიწვევით ყვარლის სასწავლო ცენტრში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-04
ბიუროს ნომერი 279
📜 ტექსტი
წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-13321/23
29-08-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში 2023 წლის
10, 14-16 და 25-27 ივლისს ვიმყოფებოდი საქართველოს რეგიონებში მდებარე
საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კახეთის რეგიონში
არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთანავე, 28-29
ივლისს სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიწვევით მონაწილეობა მივიღე
ყვარლის სასწავლო ცენტრში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: ანგარიში 2ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
გივი მიქანაძის
მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში 2023
წლის 10, 14-16 და 25-27 ივლისს ვიმყოფებოდი საქართველოს რეგიონებში მდებარე
საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და კახეთის რეგიონში
არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთანავე, 28-29
ივლისს სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიწვევით მონაწილეობა მივიღე
ყვარლის სასწავლო ცენტრში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც
განხილულ იქნა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებული
სიახლეები.
როგორც მოგეხსენებათ, თემატური მოკვლევა მიმდინარეობს შემდეგ საკითხზე:
საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევბის განსაზღვრა და მხარდამჭერი
მექანიზმების შემუშავება.
თემატური მოკვლევის მიზნებია:
უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელის შესაბამისობის
განსაზღვრა
საქართველოს
რეგიონებში
მდებარე
უნივერსიტეტების
საჭიროებებთან;
უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების
არსებული მდგომარეობის შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა
თანამედროვე განათლების მოთხოვნებთან;
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა შრომის ბაზრის
მოთხოვნებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით არსებული
გამოწვევების იდენტიფიცირება;
უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების კუთხით
არსებული მდგომარეობის შეფასება;
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით არსებული
მდგომარეობის მოკვლევა და შესაძლებლობების განსაზღვრა;
სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტების
გამოწვევების
შესწავლა
და
განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ინკლუზიური უმაღლესი განათლების ეფექტიანად წარმართვის მიზნით
არსებული მექანიზმებისა და პრაქტიკის შესწავლა.
აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში
მდებარე საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტი
განხორციელდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
10 ივლისი - სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14 ივლისი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
15 ივლისი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
16 ივლისი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი
26 ივლისი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
25-27 ივლისს ასევე, ვიმყოფებოდი კახეთის რეგიონში არსებულ შემდეგ
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: კაჭრეთის პროფესიული
კოლეჯი „აისი“, კოლეჯი „პრესტიჟი“ და საგარეჯოში მდებარე პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულება
„ილია
ჭავჭავაძის
სახელობის
საზოგადოებრივი კოლეჯი“.
აღნიშნული ვიზიტების ფარგლებში, გავეცანი ზემოხსენებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურას და მატერიალურტექნიკური ბაზების მდგომარეობას და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც
აღნიშნული დაწესებულებები დგანან. ასევე, შევხვდი უნივერსიტეტში
დასაქმებულ პირებსა და სტუდენტებს, რა დროსაც განხილულ იქნა სხვადასხვა
აქტუალური საკითხები. აღნიშნული ვიზიტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს უნივერსიტეტებთან დაკავშირებული
საკითხების სიღრმისეულ ანალიზში და თემატური მოკვლევის მიზნების
მიღწევაში.
ამასთანავე, მიმდინარე წლის 28-29 ივლისს სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“
მიწვევით მონაწილეობა მივიღე ყვარლის სასწავლო ცენტრში ორგანიზებულ
სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც განხილულ იქნა „პენიტენციური კოდექსის“
პროექტით გათვალისწინებული სიახლეები. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა
მიიღეს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა. ხსენებული
შეხვედრის ფარგლებში, ჩემი მხრიდან გაჟღერებულ იქნა არაერთი პოზიცია
„პენიტენციური
კოდექსის“
პროექტით
გათვალისწინებულ
სხვადასხვა
საკითხებზე, რაც გაზიარებულ იქნა როგორც შეხვედრის ინიციატორი, ისე სხვა
დამსწრე პირთა მხრიდან.