თემატური მოკვლევა - „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და ჯგუფის შემადგენლობის დანიშვნის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 84
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2288?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა
თარიღი
21 ივნისი 2023 11:00
2023 წლის 21 ივნისი, 11:00 საათი
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ
წარმოდგენილ სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022
წლის ანგარიშის (1-4143/23; 22.03.2023) მოსმენა;
მომხსენებელი: შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი - მთავარი შრომის
ინსპექტორი ბექა ფერაძე;
ინიციატორი:
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
ოკუპირებული
სოციალური
დაცვის
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
სამინისტროს
შრომის
სსიპ
შრომის,
ინსპექციის
სამსახური;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტის „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და თანმდევი
კანონპროექტების (07-2/193; 10.10.2023) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის
განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი გურგენიძე;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
6/21/2023, 4:56 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2288?local=true
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
6/21/2023, 4:56 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომა
სხდომა - N84
თარიღი - 2023 წლის 21 ივნისი
ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას
ესწრებოდნენ
კომიტეტის
წევრები:
ზაზა
ლომინაძე,
ვლადიმერ
კახაძე,
ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი ხუნდაძე, დაჩი ბერაია (ზაალ
მიქელაძის
უფლებამონაცვლე),
ალექსანდრე
რაქვიაშვილი
(ვახტანგ
მეგრელიშვილის
უფლებამონაცვლე), გიორგი გოდაბრელიძე, ანა წითლიძე.
სხდომას არ ესწრებოდა - ანტონ ობოლაშვილი, შალვა შავგულიძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ
მეგრელიშვილი.
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და
კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022 წლის ანგარიშის (№1-4143/23;
22.03.2023) მოსმენა
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტის „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და თანმდევი
კანონპროექტების (07-2/193; 10.10.2023) III მოსმენით განხილვა;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები
1
სხდომის თავმჯდომარემ
გამოაცხადა.
დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა გახსნილად
შემდეგ,
სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ სიტყვა გადასცა შრომის ინსპექციის სამსახურის
ხელმძღვანელს, მთავარი შრომის ინსპექტორს ბექა ფერაძეს, რომელმაც პარლამენტარებს 2022
წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა სიტყვით გამოსვლისას
აღნიშნა, შრომის კანონმდებლობაში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების
შედეგად, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2021 წლის
პირველი იანვრიდან შრომის ინსპექციის სამსახური სრული მანდატით ახორციელებს
ზედამხედველობას შრომით ნორმებზე, მათ შორის შრომის უსაფრთხოების სტანდარტების
დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და საჯარო სამსახურის შესახებ
საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად,
შრომის ნორმებზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში 2022 წლის
საანგარიშო პერიოდში: 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, მათგან პირველადი ინსპექტირება ჩატარდა 1147
ობიექტზე როგორც გეგმიურად, ასევე საჩივრების საფუძველზე.
გაიცა
8728
მითითება
და
ჯამში
შედგენილ
იქნა
1748
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი. მისივე ინფორმაციით, ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური
სექტორი შემოწმდა. მომხსენებელმა ისაუბრა იმ დარღვევებზეც, რომლებიც შრომის
უსაფრთხოების მიხედვით ყველაზე მეტად ვლინდება შემოწმების დროს.
ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი კამპანია
განახორციელა. შედეგად, 52%-მა აღმოფხვრა დარღვევები პირველივე ინსპექტირების
შემდგომ - ეს არის 24%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, რაც
ნიშნავს, რომ გასული წელი შედარებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ
ბევრია. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკავშირდება სამუშაო ადგილზე
გარდაცვლილთა რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ 41%-ით არის შემცირებული ფატალური
შემთხვევების მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე 2018 წელთან შედარებით.
მან ასევე ისაუბრა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულ
საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ შრომის უფლებების მიმართულებით 1024 პირველადი და
შემდგომი
ინსპექტირება
განხორციელდა,
შედგა
632
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი და გაიცა 3369 მითითება.
რაც შეეხება მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შეიმუშავეს და
საქართველოს
კანონმდებლობაში
ასახულ
იქნა
17
ნორმატიული
აქტი.
ოთხ
ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი.
2
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ზოგადად საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე წელი, რომ
ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურა შეიცვალოს, ხოლო ეფექტურად აღსრულების
მიმართულებით კი საჭიროა რესურსის, მათ შორის, ინსპექტორების ოდენობის ზრდა.
„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში შრომის კანონმდებლობის სრულყოფის
კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საანგარიშო
პერიოდში ჩვენ მივიღეთ 3 ახალი დირექტივა, რომელიც გააუმჯობესებს შრომის
უსაფრთხოების სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში. ამით საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი
გადადგა ევროპული ოჯახისკენ. გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა შრომის უფლებების
რეალიზაციის კუთხითაც. ჩვენმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა,
საკუთარ თავზე გამოსცადეს ყველა ის სიკეთე, რაც საერთაშორისოდ აღიარებული
შრომითი პრინციპების განუყოფელი ნაწილია და რაზეც დგას შრომის ინსპექციის
სამსახური:
დაცული
შრომის
უფლებები,
ღირსეული,
უსაფრთხო,
და
თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული სამუშაო გარემო“, - განაცხადა შრომის
ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.
„შრომის ინსპექციის და ინსპექტორის როლი ქვეყანაში ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა
გაიზარდოს, ეს სფერო იყოს სრულად დარეგულირებული, ამასთანავე მოხდეს ფატალური
შემთხვევების პროცენტის კიდევ უფრო კლება. იმედია მომავალ ამ დროს ეს პროცენტი
კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ან აღარ იქნება საერთოდ“, - განაცხადა ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ და შრომის
ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს სამომავლო საქმიანობაში კომიტეტის სახელით
წარმატებები უსურვა.
გადაწყვეტილება:
კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დადებითად
შეაფასა.
შემდეგ,
სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა მომხსენებელს, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის
დეპარტამენტის უფროსს გიორგი გურგენიძეს, რომელმაც III მოსმენით განხილვისათვის
წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალისიწნებული მეორე საკთხი: საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
3
კანონის
პროექტის
„ნებაყოფლობითი
კერძო
პენსიის
შესახებ“
და
თანმდევი
კანონპროექტები.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტის მეორე მოსმენის
განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია და მადლობა გადაუხადა
პარლამენტის წევრებს, აპარატის თანამშრომელებს აქტიური თანამშრომლობისათვის და
ნაყოფიერი მუშაობისათვის.
გადაწყეტილება:
კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტებს საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის.
შემდეგ,
კომიტეტის სხდომა გაგრძელდა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხების წარმოდგენით.
სხდომის თავმჯდომარემ წევრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის
შესახებ, რომლის მიზანი სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და შეწყვეტასთან
დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასებაა.
ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის წინა სხდომაზე მოქალაქემ დეპუტატებს
საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში
ცვლილების შეტანას ეხებოდა. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევდა, რომ
სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან (პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში
მიუღებლობა) და შეწყვეტასთან (პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ)
დაკავშირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგულაციები
კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგებოდა და კანონში
ცვლილებების განხორციელებას ითხოვდა და ამ საკანონმდებლო წინადადებაზე
მსჯელობისას
გამოიკვეთა
სახელმწიფო
პენსიის
შეჩერებასა
და
შეწყვეტასთან
დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასების და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფის
შექმნის საკითხები.
გადაწყვეტილება:
სამუშაო ჯგუფს კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს
შემდეგ,
კომიტეტმა მიიღო ასევე მიიღო გადაწყვეტილება „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე
მისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ.
4
კომიტეტის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ფსიქიკური მენტალობა და ფსიქიკური
ჯანმრთელობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მთავარი გამოწვევაა დღეს ქვეყანაში.
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვლევებით ყოველი მესამე ახალგაზრდა
ამბობს, რომ ჰქონია ფსიქიკურ მენტალობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ
საინტერესო იქნება, რომ ეს საკითხი შესწავლილ იქნას თემატური მოკვლევის ფარგლებში,
რათა გამოიხატოს რეალური სურათი თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, რა
კეთდება ამ მიმართულებით და რა შეიძლება კიდევ დამატებით გაკეთდეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის განცხადებით, კომიტეტის წევრები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ამ
საკითხის შესწავლასა და განხილვაში.
აღნიშნული საკითხის გამო, ცვლილება შევიდა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში
და გეგმას დაემატა საკითხი „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობა და
არსებული გამოწვევები“ შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყების და
თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ.
კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმას ასევე დაემატა მეორე საკითხიც - „ონკოლოგიური
პაციენტების
ჯანდაცვის
სერვისებზე
ხელმისაწვდომობის“ საკითხზე
თემატური
მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე.
გადაწყვეტილება:
თემატური მოკვლევის მიზნით შეიქმნება თემატური მოკვლევის
მუშაობას, კომიტეტის წევრი ანა წითლიძე უხელმძღვანელებს.
ჯგუფი,
რომლის
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ლელა ასათიანი
სხდომის მდივანი
5