„სურსათის დანაკარგებთან და სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევის კვლევის თაობაზე“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.06.2023
ავტორი
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
ნომერი
#[4b6b]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 12

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2265?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 12 ივნისი 2023 12:00 2023 წლის 12 ივნისი, 12:00 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მენაღარაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/288; 08.02.2023) პირველი მოსმენა (კომიტეტი წამყვანია); მომხსენებელი: ხატია წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; 2. ანგარიში „სურსათის დანაკარგებთან და სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევის კვლევის თაობაზე“; მომხსენებელი: ჯუმბერ მარუაშვილი - პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე 6/13/2023, 2:36 PM https://parliament.ge/print/announcement/2265?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და ცვლილების საკადასტრო შეტანის მონაცემების თაობაზე“ სრულყოფის (07-3/323; შესახებ“ 18.05.2023) საქართველოს კანონში (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებლები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრები. პრესრელიზი 6/13/2023, 2:36 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N12 2023 წლის 12 ივნისი, 1200 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი #304 სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი - (უფლებამონაცვლე - დავით კირკიტაძე), ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ცეზარ ჩოჩელი - (უფლებამონაცვლე - გიორგი გოდაბრელიძე), გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი - (უფლებამონაცვლე - დევი ჭანკოტაძე). აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თინათინ ოდილავაძე, მარიამ ტყეშელაშვილი. მოწვეული სტუმრები: ხატია წილოსანი, იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრები, სალომე გელაშვილი - ISET, ნანა თაკვარელია - CENN, ინგა ჩხეიძე - საქართველოს კარიტასი, შორენა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი, ქეთევან ქართველიშვილი - CARE კავკასია. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და საკანონმდებლო ინიციატივის წესით მენაღარაშვილის, გელა გურამ სამხარაულის წარმოდგენილი მიერ საქართველოს კანონის პროექტები: „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა საგადასახდო და სურსათის შეწირულობის კოდექსში ცვლილების „სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ“, „საქართველოს შეტანის უვნებლობის, შესახებ“, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/288; 08.02.2023) პირველი მოსმენა (კომიტეტი წამყვანია). (მომხსენებელი: ხატია წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი). 2. ანგარიში „სურსათის დანაკარგებთან და სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევის კვლევის თაობაზე“. (მომხსენებელი: ჯუმბერ მარუაშვილი - პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია). 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/323; 18.05.2023) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა). (მომხსენებლები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრები). 2 კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: ხატია წილოსანის ინფორმაცია - „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში, კანონის სახელწოდება ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები სარედაქციო კოლეგიასთან და მათი რჩევის მიხედვით გადაწყდა, რომ პროექტს შეეცვალოს სახელწოდება. მან განაცხადა, რომ ყველა სავალდებულო კომიტეტმა განიხილა პაკეტი, მიღებულია მათგან დადებითი დასკვნები და შენიშვნებიც მაქსიმალურად არის ასახული. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა 2023 წლის 2 ივნისის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო პაკეტში არსებული პროექტის „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - გარეშე საკითხის განხილვა. კანონპროექტის მომზადების პროცესი მხარდაჭერილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობას კანონპროექტის მომზადებაში; კანონპროექტის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან; სასწავლო ვიზიტს საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მონაწილეობა მიიღო წარმოდგენილი საკითხების შემუშავებაში, კომიტეტის აპარატის წარმომადგენელს მარიამ ტყეშელაშვილს და საკითხი წარმოადგინა პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით განსახილველად. კანონმდებლობის ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველოში არ არსებობს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების რეგულირების კონკრეტული პოლიტიკა. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ცალკეული პოლიტიკის დოკუმენტებია, რომლებიც უკავშირდება 3 ნარჩენების მართვას, პრევენციას, შემცირებას, გადამუშავებასა და გადანაწილებას. ისინი კონკრეტულად არ ეხება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვას. რაც შეეხება საგადასახადო რეგულაციებს, ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%). მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეღავათსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ისეთი ჩარჩო დოკუმენტის არსებობა, რომელიც დაადგენს ძირითად მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებსა და თამაშის წესებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის სფეროში და ხელს შეუწყობს მათ აღდგენასა და შეწირულობას, ნაცვლად გადაყრისა. ვინაიდან ნარჩენების მართვის კოდექსის მიზანი მეტწილად არის ნარჩენების შემცირება, გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავება და მიზანშეწონილია, ის არ გამოყოფს დამოუკიდებელი სურსათს კანონის პრიორიტეტის მიღება და სახით, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის ფუნდამენტური მნიშვნელობის დეკლარირება. კანონპროექტის მიღების შედეგად: საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სურსათის დანაკარგები, სურსათის ნარჩენები, სურსათის შეწირულობა, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია (სურსათის ბანკი) და სხვ.; განისაზღვრება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვასა და სურსათის შეწირულობის პროცესის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები; შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის; სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული. აზრი გამოთქვეს: ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, რომლის შეკითხვა შეეხებოდა, პროექტის მიღების შემდეგ, სარესტორნე ქსელიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს, სოზარ სუბარმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და პროექტების ინიციატორებს წარმოდგენილი საკითხის მომზადებისთვის, რადგან აღნიშნული თემა ყოველთვის აქტუალურია და ბევრ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, ნელა, ეტაპობრივად მოხდეს პროცესი, რაც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. მართვის პროცესში შეიძლება გამოჩნდეს ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორება აუცილებელი იქნება, რაზეც მომხსენებელმა - ხატია წილოსანმა გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო, „ჰორეკა“-ს 4 წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ ჩართული, ქონდათ კონსულტაციები მათთან. ცნობილია, რომ მზა საკვები მაღალი რისკის მქონეა, შესაბამისად, არ უნდოდათ პროცესი ისე დაწყებულიყო, რომ დარტყმის ქვეშ ყოფილიყო დრო სწორად მომზადებული პოლიტიკის განხორციელებისათვის, მათ შორის სახელმწიფო უწყებებსაც ჭირდებათ გარკვეული პერიოდი, რადგან ძალიან რთულია კონტროლი ყველა მიმართულებით. იფიქრეს, რომ პირველ ეტაპზე ეს ყოფილიყო მომდევნო მხოლოდ პერიოდში დაბალი რისკის გაგრძელდება პროდუქციისთვის, მუშაობა, რომ თუმცა სარესტორნე მიმართულებით, საცხობები და ა.შ იყოს ამაში ჩართული. მომხსენებლის განცხადებით, პურ-ფუნთუშეულის ნაწილს, რაც ადამიანს არ უქმნის მაღალ რისკს, მეტწილად ფარავს პროექტი, მაგრამ გამზადებული პროდუქციის მოხმარება ვადებშია შეზღუდული. მოგვიანებით აპირებენ გაფართოვდეს წრე და სრულად იყოს მოცული სექტორი. დღეს, მარკეტები და ქსელური მაღაზიები, რომლებიც აწარმოებენ გამზადებულ სურსათს, დღის მეორე ნახევარში ანახევრებენ ფასს მათზე, თუმცა ნარჩენების შემთხვევაში, აქვთ ვალდებულება, რომ მათი უტილიზაცია უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს მეორადი მოხმარება. მომდევნო პერიოდში აპირებენ, ამგვარი ტიპის სურსათის მიმართულებითაც მოხდეს დარეგულირება. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე - 8) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მენაღარაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქათველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. II. მოისმინეს: 5 ჯუმბერ მარუაშვილის ინფორმაცია - „სურსათის დანაკარგებთან და სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევის კვლევის თაობაზე“ ანგარიშის შესახებ. მომხსენებლის აღნიშნა, რომ კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მომხმარებელთა ქცევისა და დამოკიდებულების შესწავლა სურსათის მოხმარებისა და სასურსათო ნარჩენების მიმართ. სამიზნე ჯგუფი: საქართველოს მოსახლეობა (18 და მეტი ასაკის); მონაცემთა შეგროვება განხორციელდა სატელეფონო გამოკითხვის მეშვეობით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ქვეყნის დონეზე განაწილებული 30000-ზე მეტი კონტაქტის მონაცემთა ბაზის გამოყენებით. კვლევისათვის მონაცემთა ბაზიდან შემთხვევითი წესით შეირჩა 700 ნომერი. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი (49.4%) აღნიშნავს, რომ ისინი თავად არიან პასუხისმგებელი სურსათის შეძენასა და წარმოებაზე (ამ რესპონდენტთა შორის 57% ქალია). გარდა ამისა, სამი ჯგუფი დასახელდა, როგორც საკვების მომზადებასა და კვების დაგეგმვაზე პასუხისმგებელნი. ამასთან, იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ საკვების მომზადებასა და დაგეგმვაზე პასუხისმგებლობას, 83% ქალია. რესპონდენტთა ნახევარმა ან მეტმა (გარდა გამაგრილებელი სასმელებისა 45.2%), ყველა შეთავაზებული პროდუქტი დაასახელა, როგორც რეგულარული მოხმარების. ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტები იყო პური (99.5%), ჩაი და ყავა (97.6%), კვერცხი (96.1%) და კარტოფილი (96.1%); სურსათის ნარჩენების პრობლემას აქტუალურად მიიჩნევს: მთელი მსოფლიოსთვის - 37%; საქართველოსთვის - 45.6% სურსათის ნარჩენების პრობლემას უფრო მეტად აცნობიერებენ: ქალები; ქალაქების მაცხოვრებლები; უმაღლესი განათლების მქონენი. რესპონდენტთა შედარებით დიდი წილი (43.3%) სურსათის ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვან მიზეზად ჭარბი რაოდენობით საკვების ყიდვას მიიჩნევს. რაც შეეხება სურსათის ნარჩენების წარმოქმნის გავლენას, მონაწილეთა დიდი ნაწილი (38.2%) ყველაზე უარყოფით შედეგად მიიჩნევს ეკონომიკურ შედეგებს. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა (46.5%) განაცხადა, რომ მათი შინამეურნეობის თვიური დანახარჯიდან 55%-ზე მეტი სურსათს ხმარდება. შინამეურნეობების 13,4% ყოველთვიურად ყრის 10-20 ლარის ღირებულების საკვებს. გამოკითხულთა მეოთხედი (25.2%) აღნიშნავს, რომ მათი საკვების ნარჩენები მთლიანი რაოდენობის 10-15%-ს შეადგენს. კონკრეტული საკვები პროდუქტების არჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (52.2%) აცხადებს, რომ ისინი კითხულობენ ეტიკეტებს და ეძებენ კონკრეტული ტიპის/ხარისხის პროდუქტს. ქალაქებში მცხოვრები 6 რესპონდენტთა უფრო მაღალი პროცენტი (58.9%) კითხულობს ეტიკეტებს და ეძებს კონკრეტული ტიპის/ხარისხის პროდუქტს, ვიდრე რესპონდენტები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად (49.8%) და თბილისში (46.3%); მდედრობითი სქესის რესპონდენტები უფრო მეტად (57.9%) კითხულობენ ეტიკეტებს და ეძებენ კონკრეტული ტიპის/ხარისხის პროდუქტს; გამოკითხულთა უმრავლესობა (71.2%) აცხადებს, რომ ყურადღებას აქცევს ბოლო ვადას შეძენილ პროდუქტზე. კონკრეტულად: ქალაქის დასახლებებში მცხოვრები რესპონდენტები (77.5%) უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას პროდუქტებზე ბოლო ვადას, ვიდრე სოფლად (67.1%) და თბილისში (66.7%); მდედრობითი სქესის რესპონდენტები (76.1%) უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ბოლო ვადას პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობენ; ის რესპონდენტები, ვის შინამეურნეობაში ცხოვრობს ერთი (74.1%) ან ორი მცირეწლოვანი ბავშვი (82.1%), მეტად ამოწმებენ ბოლო ვადას, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც მცირეწლოვანი არ ცხოვრობს (66.9%), ან ცხოვრობს სამი და მეტი (66.1%). გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (80.3%) აცხადებს, რომ ცდილობს შეიძინოს და მოამზადოს მხოლოდ ის, რასაც შეჭამს; რეგრესიის მოდელი აჩვენებს, რომ გადაყრილი საკვების ფინანსური ღირებულება თვეში უფრო მაღალია იმ რესპონდენტთა შემთხვევაში: ვისი ოჯახიც ხარჯავს ყოველთვიურად მათი მთლიანი ბიუჯეტის უფრო სამზარეულოს როგორც მეტ პროცენტს საკვებზე და რამდენიმე წევრთან იზიარებს. სურსათის მსოფლიოს პრობლემა, უფრო ხშირად რომლის ოჯახიც ნარჩენები, განიხილება იმ რესპონდენტების მიერ, რომლებიც ცდილობენ იყიდონ მხოლოდ ის, რასაც შეჭამენ. თვეში შეძენილ/წარმოებულ საკვებიდან, საკვების ნარჩენების მეტ წილზე მიუთითეს იმ რესპონდენტებმა რომლებმაც გადაყარეს რამდენიმე საკვები პროდუქტი გასულ კვირაში; რომლებიც იშვიათად ცდილობენ იყიდონ და მოამზადონ მხოლოდ ის, რასაც ჭამენ. ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული კვირის განმავლობაში არ ჰქონდათ საკვები პროდუქტების გადაყრის გამოცდილება, უფრო მეტად უჭერენ მხარს კანონის არსებობას, რომელიც არეგულირებს საკვების გაფლანგვას და დანაკარგს. აზრი გამოთქვეს: ნინო წილოსანმა, რომელიც დაინტერესდა მოსახლეობის ინფორმირების, მათი ცნობიერების ამაღლების თემით ვადების (საწყისი და ბოლო) დატანასთან დაკავშირებით. ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ ეტიკეტირების წესი, რომელიც მთავრობამ უნდა დამტკიცოს, სწორედ ამას გულისხმობს. დამტკიცებამდე სურსათის სააგენტოსთან ექნებათ კონსულტაციები, როდის, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ვადების დატანა. 7 მომხსენებელმა განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია და არ იციან მნიშვნელობა. ამიტომ ამ თვალსაზრისით არის სამუშაო. კანონის დონეზე არსებობს ასეთი ტიპის ჩანაწერი, თუმცა პროდუქციის ნახვისას ჩანს, რომ მცირე რაოდენობის პროდუქტზეა ეს ინფორმაცია დატანილი. შეფუთულ პროდუქციაზე ფაქტიურად არ არის მითითებული. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ანგარიში „სურსათის დანაკარგებთან და სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევის კვლევის თაობაზე“. III. მოისმინეს: იაგო ხვიჩიას ინფორმაცია - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 2007 წლის შემდეგ თვითნებურად დაკავებულ, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირები ვერ ახდენენ საკუთრების რეგისტრაციას. ცვლილების მიზანია პირებს მიეცეთ საშუალება, საკუთრებაში დაირეგისტრირონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ფლობენ. მოქმედი კანონის თანახმად, იურიდიულ პირებს 2012 წლის 1 იანვრიდან ჩამოერთვათ საკუთრების უფლების აღიარება, თუ მათ მართლზომიერ მფლობელობაში, ან თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწა. მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის შემთხვევაშიც სამინისტრო უარს ეუბნებოდა მფლობელს საკუთრების რეგისტრაციაზე, სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი სამინისტროს გადაწყვეტილება უცვლელად რჩებოდა ძალაში. იურიდიული პირები, რომლებიც კონკრეტულ ნაკვეთს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-90 იანი წლებიდან ფლობენ, თუმცა საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარი მიიღეს, ამ ცვლილების საფუძველზე შეძლებენ გახდნენ მესაკუთრეები. 8 კანონპროექტის მიღების შედეგად: ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას საკუთრებაში. კანონპროექტის ძირითადი არსია იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცეთ, 2007 წლამდე და 2007 წლის შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია მოახდინონ. ამისთვის საჭიროა „ფიზიკური იურიდიული პირების მფლობელობაში და კერძო სამართლის არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონში მოხდეს ცვლილება. გამომდინარე კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაინიცირებული ცვლილების გამო. აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ მომხსენებლის მოსაზრებების დიდ ნაწილს არ ეთანხმება. სახელმწიფომ დაიწყო სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დიდწილად აგვარებს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომლებიც არსებობდა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ხელი შეეწყოთ. სისტემური რეგისტრაციის პირობებში, რეგიონებში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ დაირეგისტრირონ ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელზეც მათ კვადრატში მყოფი ადამიანები, მეზობლები, ნაცნობები თანხმობას განაცხადებენ, რაც სამართლიანი პრინციპია. წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, ნინო წილოსანმა ისაუბრა რისკებზე, რომლებიც მათ მიერ იყო დანახული: არ ხდება მიწის დანიშნულების დაზუსტება, ცვლილება გავრცელდება როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთისთვის, მიუხედავად კატეგორიისა. ჩნდება მართლზომიერ ფლობაში არსებული მიწის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობის დაკანონებისა და მიერთების შესაძლებლობა განურჩევლად მიწის დანიშნულებისა და კატეგორიისა. თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, სადაც დადგენილია მშენებლობის მკაცრი რეგულაციები, პროექტი აჩენს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების ლეგალიზების შესაძლებლობას. თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოწყვლად სოციალურ ჯგუფს უნდა გაუმარტივდეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონება, მაგრამ ამ კანონმა და წარმოდგენილმა ცვლილებებმა, არ უნდა მისცეთ იმის საშუალება, რომ ის სიმახინჯე იყოს, რაც გააკეთეს ბახმაროში, 9 გუდაურში და სხვა ადგილებში, ისეთი უკანონო მშენებლობები ხდებოდეს, რომელიც გენ-გეგმის და სივრცითი მოწყობის მიღმაა. კანონი აღიარებს ადამიანების ჯგუფს, რომელსაც გაუადვილდებათ საკუთრებაში დაირეგისტრირონ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწები. 2. იაგო ხვიჩია: რომელმაც გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ მიაჩნია, მიწა ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ და ისინი ამუშავებდნენ მას. კანონის სახელია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში... და არა საკუთრებაში, ფლობა არ არის სამართლებრივი შედეგი, ის იურიდიული ფაქტია და ამის დაკანონება ხდება წარმოდგენილი ინიციატივით. ჩნდება შესაძლებლობა, რომ საკუთრების შექმნის ახალი დამატებითი რესურსი შეიქმნას, რომელიც არ არსებობს კანონში. ზოგადად, ეს არის კეთილშობილური დაურეგისტრირდეს მიწის მიზნით ნაკვეთები შემუშავებული, და მათ რომ ხალხს მამაპაპური მიწების დასაკანონებლად თაღლითობა არ მოუწიოს. მაგალითებია: საგურამო, გუდაური, საირმე, სიონი და სხვა., სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს საპროცესო გარიგება. იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, ოთხმოცდაათიან წლებში მოახდინეს პრივატიზება. მათ მხოლოდ შენობები ქონდათ პრივატიზებული, ხოლო მიწა-არა. იურიდიულ პირებს ეხებოდა კანონის თავდაპირველი ვერსია. მშენებლობის ლეგალიზაციას რაც შეეხება, შენობა-ნაგებობა არ წერია, ჯერ მიწა უნდა გადავიდეს საკუთრებაში და მერე ლეგალიზაციაზე მივიდნენ. 3. ირაკლი (დაჩი) ბერაია: რომელიც დაინტერესდა თარიღით, რომელი თარიღი იქნებოდა მომხსენებლისთვის სასურველი. თუ სამომავლოდ ადამიანი ამ ქმედებებს განახორციელებს, რა პასუხი აქვთ მათ, პერმანენტულად უნდა გრძელდებოდეს და ადამიანები წახალისდნენ იმისთვის, რომ დღეს თუ დაურეგისტრირდებათ, ამ ხალხს ირიბი მოლოდინი გაუჩნდებათ, რომ ხვალაც შეეძლებათ მიწა შემოღობონ, ააშენონ შენობა და ქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ხვალ დაინტერესდებიან ამ საკითხით და უკანონო მფლობელობაში არსებულ ასეთ მიწებს დაურეგისტრირებენ კანონის ძალით. 4. თინათინ ოდილავაძე: რომელიც დაინტერესდა პროექტის გ) ქვეპუნქტის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, გ) - კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა 10 (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“. - რატომ ხდება შენობა-ნაგებობების დანიშნულების არასაცხოვრებლად განსაზღვრა. თუ შენობა-ნაგებობების დაკანონების შესაძლებლობა აქვთ დაზუსტებული, მანამდე არსებობდა მართლზომიერ მფლობელობაში მიწის ნაკვეთზე არსებული შენობანაგებობა, წარმოდგენილი პროექტი აფართოებს და მოიცავს მომიჯნავე შენობა-ნაგებობებს, რაც არის და რასაც თვითნებურად დაიკავებს. ასევე, მშენებარე შენობების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ინიციატივის თანახმად, არ გულისხმობს თვითმმართველი ქალაქების საგამონაკლისო წესით მათზე ამ წესის არგავრცელებას. წარმოდგენილი პროექტით, მშენებლობის პროცესში უკანონო მშენებლობა დაკანონდება და იმის გათვალისწინებით, რომ სივრცითი კანონი მიღებულია, მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით კანონში გაჩნდა ნორმა და კანონის დონეზე ამოიწია მშენებლობის უსაფრთხოების რეგულაციებმა და სტანდარტებმა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ვისაც ქონდა მშენებლობის ნებართვის გარეშე, შესაძლებელია სამომავლოდ დაირეგისტრირონ. 5. იაგო ხვიჩია: რომელმაც განაცხადა, რომ მათი მიზანია უპატრონოდ არ დარჩეს მიწები, რომლებიც დასარეგისტრირებელია. ჯერ ძველი საქმეები უნდა გამოსწორდეს. მოხდება ასეთი შემთხვევები, თუ საერთო რეფორმა არ ჩატარდება. ადამიანები თვითონ თანხმდებიან, რომელი მიწა მიითვისონ და საბოლოო ჯამში ხდებოდა ადამიანების საკუთრებაში. რაც შეეხება შენობანაგებობებს, მათი მიზანია, ნებისმიერი უკანონო ნაგებობა ექვემდებარებოდეს დაკანონებას, იმ შემთხვევაში, გარემოების გამოკვლევის შედეგად, თუ ადმინისტრაციული ორგანო აღმოაჩენს, რომ ადამიანებისთვის უმჯობესია, არსებობდეს დაკანონების შესაძლებლობა, მერიას ქონდეს დისკრეცია, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, დააკანონოს და ლეგალიზების შანსი არსებობდეს. (კანონის მე-3 მუხლში, ჩამონათვალია, რა არის წარმოდგენილი კანონის მოქმედების სფერო) და გამოთქმული შეშფოთების მიზანი ამასთან არაფერ შუაშია. 6. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ პირადად დერეგულაციის წარმოდგენილ ხარისხს არ ეთანხმება იმ პირობებში, როდესაც სისტემური რეგისტრაცია დიდწილად და სრულად აგვარებს რეგიონებში იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს. აქ არ შედის თვითმმართველი ქალაქები, სადაც 11 ის პრინციპია დაცული, რომ მოწყვლად ადამიანებს, რომლებსაც არ ქონდათ შესაძლებლობა და ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება, იქ ხდება მიწების რეგისტრაცია. გათვალისწინებულია. ასევე ვერ ამ ადამიანების დაეთანხმება პრობლემა შენობა-ნაგებობების დაკანონების წინაპირობას, რომელიც მიწის ნაკვეთით იწყება და მერე შეიძლება მასზე განთავსებული შენობების დაკანონება მოხდეს. ყველაზე კატეგორიული იქნება, რომ არ მოხდეს ამგვარი უნებართვოდ და გენ-გეგმის მიღმა აშენებული სახლების დაკანონება (რაც მოხდა გუდაურში, ბახმაროში, სხვა საკურორტო ადგილებში). მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პრინციპებზე შეიძლება თანხმდებოდნენ, ფიქრობს, რომ ძალიან დიდი რისკის მომცველია წარმოდგენილი ინიციატივა. რაც შეეხება თბილისში, ბათუმსა და დიდ ქალაქებში უკანონო მშენებლობის დარეგულირებას, ის, რომ ამ შენობების დანგრევა არ ხდება და პერიოდულად მერიის, თვითმმართველობების მხრიდან არის მოწოდებული ინიციატივები, რომ მოხდეს აღნიშნულის ლეგალიზება და ამნისტია გამოცხადდეს, ეს პერიოდულად ცხადდება და მიაჩნია, რომ ამის მიღმა სრული და უვადო ამნისტია უკანონო მშენებლობებზე, შენობა-ნაგებობებზე და მის დასაკუთრებაზე, არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, რომ წარმოდგენილ ინიციატივას მხარს ვერ დაუჭერს. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე- 0; წინააღმდეგი - 7) კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 12 სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 13
პრესრელიზი
პრესრელიზი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა (რიმა) ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძის და მენაღარაშვილის, გელა გურამ სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#073/288; 08.02.2023) - პირველი მოსმენა (კომიტეტი წამყვანია). ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. მიზანშეწონილია ისეთი ჩარჩო დოკუმენტის არსებობა, რომელიც დაადგენს ძირითად მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებსა და თამაშის წესებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის სფეროში და ხელს შეუწყობს მათ აღდგენასა და შეწირულობას, ნაცვლად გადაყრისა. ვინაიდან, ნარჩენების მართვის კოდექსის მიზანი მეტწილად არის ნარჩენების შემცირება და გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავება და ის არ გამოყოფს სურსათს პრიორიტეტის სახით, მიზანშეწონილია, დამოუკიდებელი კანონის მიღება და სურსათის დანაკარგებისა მნიშვნელობის და დეკლარირება. ნარჩენების მართვის კანონპროექტის ფუნდამენტური მიღების შედეგად: საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სურსათის დანაკარგები, სურსათის ნარჩენები, სურსათის შეწირულობა, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია (სურსათის ბანკი) და სხვ.; განისაზღვრება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვასა და სურსათის შეწირულობის პასუხისმგებელი პროცესის სახელმწიფო გამართულ ფუნქციონირებაზე ორგანოები/უწყებები; შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის; სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული. 2. ანგარიშს „სურსათის დანაკარგებთან და სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ქცევის კვლევის თაობაზე“ - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი - ჯუმბერ მარუაშვილი წარმოადგენს. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/323; 18.05.2023). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) აღიარების არსებულ შესახებ“ საკუთრებაში მიწის ნაკვეთებზე საქართველოს დაირეგისტრირონ კანონით 2007 წლის საკუთრების უფლების პირებს არ შეუძლიათ შემდეგ თვითნებურად დაკავებული, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ცვლილების განხორციელება აუცილებელია ამ მოცემულობის შესაცვლელად. კანონპროექტის მიღების შედეგად: ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას საკუთრებაში. კანონპროექტის ძირითადი არსია, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცეთ, 2007 წლამდე და 2007 წლის შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია მოახდინონ. ამისთვის საჭიროა „ფიზიკური იურიდიული პირების მფლობელობაში და კერძო სამართლის არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონში მოხდეს ცვლილება.