საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2023
ავტორი
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4b6d]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 11

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
6/7/23, 1:53 PM საქართველოს პარლამენტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 08 ივნისი 2023 14:00 2023 წლის 8 ივნისი, 14:00 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/289/10; 31.05.2023); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; მთავრობის 2.საქართველოს მაკროეკონომიკური მიერ პროგნოზებისა და წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/294; 01.06.2023). (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე). 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/263; 28.03.2023) (კომიტეტი წამყვანია) მესამე მოსმენა; (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე). 4. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-6370/23; 08.05.2023); https://parliament.ge/print/announcement/2238?local=true 1/2 6/7/23, 1:53 PM საქართველოს პარლამენტი მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 5. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში: - ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ; - ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; - ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. მომხსენებლები: აპოლონ კაკაბაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი. პრესრელიზი https://parliament.ge/print/announcement/2238?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N11 2023 წლის 8 ივნისი 1400 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი #304 სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი - (უფლებამონაცვლე - ლევან ბეჟაშვილი), სუმბატ კიურეღიანი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან ხაბეიშვილი - (უფლებამონაცვლე - თინათინ ბოკუჩავა). აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, სიმონ უროტაძე, ირმა ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, აპოლონ კაკაბაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ზურაბ ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, გიორგი იაკობაშვილი, ვასილ ბასილაძე, ზურაბ ლიპარტია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, მაკა შუბლაძე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, თეა შველიძე - სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი, თამარ ზედგენიძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მირიან გამეზარდაშვილი, ანა ჭიპაშვილი - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ზურაბ ვანიშვილი საქართველოს მოქალაქე. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/289/10; 31.05.2023). (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე). 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/294; 01.06.2023). (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე). 3. საქართველოს წარმოდგენილი მთავრობის მიერ საქართველოს საკანონმდებლო კანონის პროექტი ინიციატივის წესით „ვაზისა ღვინის და შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/263; 28.03.2023) (კომიტეტი წამყვანია) - მესამე მოსმენა. (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე). 4. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-6370/23; 08.05.2023). (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 5. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში: - ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ; - ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; - ქვეყანაში მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. (მომხსენებლები: ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი). 2 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. (მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2022 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტი შეადგინა. პირველ კვარტალში ზრდამ 15.0%, მეორე კვარტალში 7.2%, მესამე კვარტალში 9.8%, ხოლო მეოთხე კვარტალში 9.7% შეადგინა. 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 71 754.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 19.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 19 452.7 ლარს (6 671.9 აშშ დოლარი) შეადგენს. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (49.9%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (38.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.4%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (17.9%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (16.7%), წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები (9.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (7.8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1%). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (5.7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.8%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (2.4%). მომხსენებლის განცხადებით, 2022 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტით განისაზღვრა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 11.9 პროცენტის დონეზეა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 16.3 პროცენტით, რაც 5.41 პროცენტული 3 პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში; საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: დაფიქსირდა ფასების 15.8 პროცენტიანი მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაში; ტრანსპორტის ჯგუფში: ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაში 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 14.8 პროცენტით, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 19 217 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 19 377 554.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 17 350 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 17 385 944.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.2%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 357 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 364 658.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 510 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 626 951.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.7%. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს შემოსავლების შესრულებაზე, 2022 სახელმწიფო წლის ნაერთი ბიუჯეტის ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებზე, ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებების ცვლილებაზე, გადასახდელებზე პროგრამული სახელმწიფო ბიუჯეტით 2022 წლის სახელმწიფო კლასიფიკაციის მიხედვით, გათვალისწინებული პროგრამების ბიუჯეტის 2022 წლის შესრულების შესახებ და სხვა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გეგმით გათვალისწინებული რესურსების ხარჯვით ნაწილს, 2022 წლის ფაქტიური შესრულება- 760 420.3, რაც შეადგენდა 99.5%-ს. სამინისტროსთვის 2022 წლის დამტკიცებული გეგმა შეადგენდა - 743 071.4 ათას ლარს, ხოლო დაზუსტებული გემა იყო - 763 982.6 ათასი ლარი. აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც აღნიშნა, რომ 2022 წელი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით წარმატებულად დასრულდა, ასევე აღსანიშნავია, 4 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ძირითადი პროგრამები (შეღავათიანი აგროკრედიტი გაცემულია 992.9 მლნ. ლარის 18 861 ახალი სესხი, მომსახურება გაეწია 30 254 სესხს; აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გაიცა 14 586 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ფართობმა შეადგინა 16 465.04 ჰა.; დანერგე მომავალი - ბაღების კომპონენტის ფარგლებში 500 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 620 ხელშეკრულება და ა.შ.), თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რაც ვერ გაკეთდა. ნინო წილოსანი დაინტერესდა სამინისტროსთვის კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების თემით, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტს ეხებოდა, კერძოდ, ბიოწარმოებასთან დაკავშირებით, თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო თანხა, მაგრამ საბოლოო შესრულებაში ჩანს, რომ ათვისება არის-0. ასევე, კომიტეტის რეკომენდაცია აკვაკულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით; აგროსექტორში დასაქმებულ ქალთა გაძლიერებისთვის ქალთა მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება, ეს არის საკითხები, რომლებიც კომიტეტმა რეკომენდაციების გაცემის დროს გაითვალისწინა და როდესაც ბიუჯეტი მტკიცდებოდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მათზე. საინტერესოა, ასევე, პროგრამის - მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა - დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახული 9 მლნ. ლარიდან დაზუსტებული გეგმით განახევრებულია თანხა, რატომ არის ასეთი ცდომილება და რატომ არ იქნა გამოყენებული იმ მიმართულებით, რომელიც პრიორიტეტად იქნა მიჩნეული. აგროდაზღვევა - ვერ მოხდა 12 მლნ. ლარის ათვისება, ერთ-ერთი მტკივნეული თემაა - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარება - რატომ ვერ მოხდა თანხების ათვისება პრიორიტეტებთან და რატომ არ დაკავშირებული შესრულდა კომიტეტის რეკომენდაციები. მიერ კომიტეტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა სამინისტროების წარმომადგენლებს, რომ კომიტეტის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს. 2. თამარ ზედგენიძე: რომელმაც გააკეთა განმარტებები: ბიოწარმოებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო 200 000 ლარი. გარკვეული მიზეზების გამო, დადგენილების პროექტი, რომლითაც უნდა დამტკიცებულიყო პროგრამა და რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საფინანსო ასიგნებების გახარჯვა, გაჭიანურდა და მხოლოდ შემოდგომისთვის მოხდა მისი მიღება. შესაბამისად, არ იყო დარჩენილი იმდენი დროის რესურსი, რომ პროგრამის პოპულარიზაცია მომხდარიყო და შემდეგ სრულყოფილად შემოსულიყო განაცხადები, თუმცა 5 განაცხადი შემოვიდა, აქედან 3 5 დაკონტრაქტებულია. წლის ბოლომდე ვერ მოესწრო დაფინანსება და მოხდა ამ სახსრების მიმართვა სხვა, უფრო პრიორიტეტულ ღონისძიებებზე. რაც შეეხება აკვაკულტურას, თამარ ზედგენიძის განცხადებით, 2022 წელს არ იყო პროგრამა მზად ისეთ დონეზე, რომ ამ მიმართულებით ასიგნებები დახარჯულიყო. 2023 წელს იქნება კონკრეტული ცვლილებები და 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს აისახება ასიგნებები. სურსათის ბიუჯეტთან დაკავშირებით, 2022 წელს დიდი ოდენობით ტენდერის ეკონომია წარმოიქმნა, მათ შორის ერთ-ერთი პროგრამა იყო ფიტოსანიტარიის ღონისძიებები და ეს ეკონომიები მიემართა სხვა პრიორიტეტულ ღონისძიებებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, თამარ ზედგენიძემ აღნიშნა, რომ არ არის დაინტერესება, ვერ მოხერხდა მობილიზება იმ მიმართულებით, რა მიზნობრიობაც ამ პროგრამას აქვს და შესაბამისად, ვერ აითვისეს თანხები და მიემართა უფრო პრიორიტეტული პროგრამებისკენ. ქალების გაძლიერების პროგრამასთან დაკავშირებითაც აქტივობები და ბენეფიციარების მხრიდან დაინტერესება ნაკლები იყო, არ შემოსულა ისეთი განცხადებები, რომელიც შეიძლებოდა იმ მომენტისთვის დაფინანსებულიყო, მიმართულებით თუმცა ახორციელებს სოფლის განვითარების ღონისძიებებს სააგენტო ცნობიერების ამ ამაღლების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლაგოდეხში და მარნეულში დიდი აქტივობა იყო ამ კუთხით და შესრულებაც უნდა ყოფილიყო. კუთხით. შესაბამისად, შესრულება არ არის. ამ საკითხზე 3. ნინო თანდილაშვილი: რომელმაც აკვაკულტურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „აკვაკულტურის შესახებ“ კანონით ნებართვების გაცემის პროცედურები გათვალისწინებული იყო 2023 წლის მარტისთვის, არსებული აკვაკულტურის ფერმებისთვის და ობიექტებისთვის. პარალელურად FAO-სთან ერთად სამინისტრომ დაიწყო აკვაკულტურის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის ფარგლებში უნდოდათ დაიდენტიფიცირებულიყო ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც სფეროს და დარგს აქვს. დასრულების ეტაპზეა, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ ამ სფეროში მიზნობრივი პროგრამების მოდელი შემუშავდეს ამ მონაცემებზე დაყრდნობით. ასევე, მუშაობენ ენპარდ-4-ის ფარგლებში. სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაა ერთ-ერთი განმახორციელებელი. ენპარდ-4-ის პროგრამის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია სურსათის უვნებლობის კუთხით მხარდაჭერა, მათ შორის აკვაკულტურის ფერმებისთვის და ესეც მიმდინარე პროცესია. 6 4. სოზარ სუბარი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დაინტერესდა წლიური ინფლაციის მაჩვენებლებით, რა მოლოდინებია, ასევე ტურიზმის და შემოსავლების კუთხით, როგორია დინამიკა და მსხვილი ინვესტიციების საკითხით, რა გეგმებია აგროდაზღვევის კუთხით ვითარების გამოსასწორებლად, რაზეც გიორგი კაკაურიძემ გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ დასმული საკითხები მოცემულია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციაში. მსხვილ ინვესტიციებზე განაცხადა, რომ საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონების მიმართულება და წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა ის მიმართულებებია, სადაც განხორციელდა ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე - 7) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“. II. მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. მან ისაუბრა საქართველოს სამინისტროების ძირითად მიმართულებებზე 2024-2027 წლებისათვის და ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებებზე: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება; ერთიანი აგროპროექტი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ჩართულობა და განათლების ხელშეწყობა; კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა; 7 მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ასახავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც მიიღო პარლამენტმა. ეს არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია. პარლამენტში ყველა პარტია შეთანხმდა მის შინაარსობრივ დონეზე და დაუჭირეს მხარი. ეს ეხება ქვეყნის მოსახლეობის 52%-იან სეგმენტს, რომლის ინტერესების დაცვაზეა საუბარი. კონცეფციაში გაწერილია ყველა დარგობრივი მიმართულებით თითოეულმა სამინისტრომ და დარგობრივმა მიმართულებამ, რა პრიორიტეტები უნდა აიღოს და როგორ აღმოფხვრას ის დისბალანსი, რომელიც არსებობს. თუმცა სამწუხაროდ, წარმოდგენილ დოკუმენტში არსად არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტი. კონსტიტუციის დონეზე და ყველა აქცენტის დონეზე, აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასაგებია, ფინანსთა სამინისტრო არის ინფორმაციების შემკვრელი სტრუქტურა და ძირითადი ინფორმაციები დარგობრივი სამინისტროებიდან მოდის, მაგრამ მომხსენებელთან აქვს თხოვნა, რომ პირადი ჩართულობის დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ თემაზე. ასევე, კომიტეტში დარგობრივი სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, საერთოდ არ არის ნახსენები ქალები და ქალებზე მორგებული პროგრამა, როგორც პრიორიტეტი და საინტერესოა, არ ეთანხმებიან აღნიშნულ საკითხს?, აქედან გამომდინარე არ არის ასახული, თუ შესაძლებელია, გასწორდეს წარმოდგენილ დოკუმენტში. 2. გიორგი კაკაურიძე: რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში აუცილებლად იქნება აქტიურად ჩართული. მისი განცხადებით, დოკუმენტს მარტო ფინანსთა სამინისტრო ვერ დაწერს, ის იქმნება სამინისტროების აქტიური ჩართულობით. მისი თხოვნაა, თუ პარლამენტის ჩართულობაც იქნება, რომ ყველა სამინისტრომ ძირითადი მიმართულებები ასახოს სამოქმედო გეგმებში, რაც საფუძველი იქნება ძირითადი დოკუმენტის შედგენისთვის. ისინი თავისი კუთხით შეეცდებიან, ყველაფერი გააკეთონ და პროგრამულ დონეზე იქნება შეფასებული გენდერული ასპექტები. მათ პირველად გააკეთეს შეფასება გენდერულ ჭრილში, რაც მომდევნო შეფასებისთვის მაქსიმალურად უნდა გაუმჯობესდეს. როდესაც ფინანსთა სამინისტრომ მომდევნო წლებისთვის 8 ფინანსების სტრატეგია დაამტკიცა, ერთ-ერთი მიმართულებაა, ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს პროგრამის სარგებელი გენდერულ ჭრილში ქალთა განვითარებაზე. მომხსენებლის თქმით, პირველ ეტაპზე ვერ იქნება წარმოდგენილი იმ დონეზე, რომ შენიშვნა არ იყოს, მიიღებენ ყველა შენიშვნას, რადგან ცოდნის დაგროვება საჭიროა აღნიშნული მიმართულების ეტაპობრივად გაუმჯობესებისთვის. 3. თენგიზ ნასარიძე: რომელმაც განაცხადა, რომ იზიარებენ გამოთქმულ მოსაზრებას. მათი მხრიდან გარკვეულ პროგრამებში არის ჩადებული სხვადასხვა კომპონენტი, რომელიც წამახალისებელი უნდა იყოს ქალთა ჩართულობისთვის აგრობიზნესის მიმართულებით. მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა იყო ბოლოს, სადაც ახალგაზრდებისა და ქალთა მიმართულებით იყო აქცენტი გაკეთებული. ისინი ეცდებიან შემდგომ პროგრამებში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ეს თემები. 4. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროგრამებში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ქალების მონაწილეობა 1720%-მდეა, ზოგან უფრო ნაკლები. დეტალურად აქვთ შესწავლილი, რა ბარიერები აქვთ მონაწილეებს. პროგრამები თუ არ გახდა მორგებული ქალებზე, წარმოუდგენელია მათი მონაწილეობა გაიზარდოს და თუ მიზანია, რომ გაიზარდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის, პოლიტიკაც უფრო მგრძნობიარე უნდა იყოს ამ მიმართულებით. ამიტომ თხოვნაა, აღნიშნული საკითხი იყოს ასახული და გათვალისწინებული. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თემით. მისი განცხადებით, ტექნოლოგიების განვითარების გარეშე, ტრადიციული სოფლის მეურნეობა ვერ იქნება კონკურენტული და შედეგი ვერ დადგება სასურველი. არც ამაზეა დოკუმენტში აქცენტი გაკეთებული. კომიტეტის რეკომენდაცია იქნება ამ თემაზე და იმედი გამოთქვა, რომ გაითვალისწინებენ. ასევე რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით, სასესხო ხელშეკრულებით სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ ფერმერთა რეესტრის წარმოებას მოახდენს და კარგი იქნება, თუ ეს საკითხიც ჩაიდება. 5. თენგიზ ნასარიძე: რომელმაც განაცხადა, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, მთავარი პრობლემაა ცოდნა და ტექნოლოგიები, რომლის ნაკლებობაც ხელს უშლის პროდუქტიულობის ზრდას. არის მოთხოვნა ამ მიმართულებით, რომ გადაიდგას ნაბიჯები და მიაქცევენ ყურადღებას, ცალკე პროგრამა, ან კონკრეტულ პროგრამაში დამატებითი კომპონენტები გაჩნდეს ტექნიკური და 9 ტექნოლოგიური პროგრესის გასათვალისწინებლად. რეესტრს რაც შეეხება, მინისტრის მოადგილის განმარტებით, რაღაც ტიპის სამუშაოები და რეესტრის წარმოება ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საჭიროებს დახვეწას და კორექტირებას. იგეგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით. ეს ყოველწლიურ რეჟიმში პროაქტიულად უნდა წარმოებდეს და შესაბამისად, ამ მიმართულებით, როგორც ინსტიტუციური, ასევე ფინანსური რეფორმები იქნება საჭირო. ნინო თანდილაშვილმა, ასევე გამოთქვა მოსაზრება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობაზე. ფერმერთა რეესტრის წარმოებაზე განაცხადა, რომ ეს დიდი სამუშაოა, პროცესები გაგრძელდება მომავალშიც სრულყოფილი ფერმერთა რეესტრის შესაქმნელად. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს III.მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - საქართველოს კანონის პროექტის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. კანონპროექტის მიღების შედეგად, სამართლებრივად დარეგულირდება საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას. მომხსენებელმა საკითხი მესამე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული რედაქციული ხასიათის შენიშვნა გათვალისწინებულია. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე-7) 10 კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. IV. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - საკანონმდებლო წინადადების „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკითხზე ისაუბრა საკანონმდებლო წინადადების ავტორმა - ზურაბ ვანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თხოვნა აქვს, „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ (დაბოლოების ალტერნატიული ვერსია: „გარდა საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევებისა“). საკანონმდებლო წინადადების მიზანია, აღმოფხვრას ის გაურკვევლობა, რაც ახლავს თან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრისთვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭება, ვინაიდან ეს გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლით დადგენილ საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. შესაბამისად, უნდა აღმოიფხვრას ამ ორი ნორმის მოჩვენებითი ურთიერთგამომრიცხავობის შესაძლებლობა, ანუ მათი ნორმატიული შინაარსი ნათლად უნდა ადგენდეს, რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებას არ გააჩნია არანაირი საერთო საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. ზურაბ ვანიშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სამიზნე მუხლის ნორმატიული შინაარსი პირდაპირ არ გამორიცხავს საზიარო უფლების გაუქმების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიმართ, სასამართლო პრაქტიკაში დაფიქსირდა მცდელობები, რომ სამოქალაქო საქმისწარმოების მხარეებმა საერთო სასამართლოები დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს 2019 წელს სასოფლო დანიშნულების მიწებზე 11 წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შემოღებით, საქართველოში გაუქმდა საზიარო უფლების გაუქმების უფლება, გარანტირებული 1996 წლიდან სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლით. აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში საუბარია სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებაზე. აქ არ არის საუბარი, რომ თანამესაკუთრეს არ შეუძლია გაყიდოს. თუ ის ამ უფლებით არ ისარგებლებს, მას შეუძლია გაყიდოს ნებისმიერზე. მან ასევე განმარტა, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში არ ჩანს, რომ აღნიშნული მუხლი აფერხებს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. შინაარსობრივად, სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს სხვადასხვა სამართლებრივ ურთიერთობებს და ერთი მუხლი მეორეს ვერ შეაფერხებს. ასევე, აპარატიდან ავტორს ქონდა მოთხოვნა, მოეწოდებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნული ფაქტი, ავტორის მოსაზრებით, არასწორად არის განმარტებული. კომიტეტში ასეთი დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ნინო წილოსანმა შესთავაზა კომიტეტის წევრებს, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნას უარყოფილად. ასევე აზრი გამოთქვეს: მირიან გამეზარდაშვილმა და ანა ჭიპაშვილმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სწორად განიმარტა საკითხთან დაკავშირებული გარემოება და მოცემულობები და აღნიშნეს, რომ ეს არის ორი სხვადასხვა სამართლებრივი ნორმების მომწესრიგებელი და მათ კავშირი არ აქვთ წარმოდგენილ თემებთან. გააკეთეს განმარტებები სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილთან, 961-ე მუხლის პირველ ნაწილთან, 561-ე მუხლის პირველ ნაწილთან და კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეს ნორმები არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ასევე, მათ მოიძიეს და ნახეს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის გადაწყვეტილებები არ არსებობს, სადაც ავტორის მიერ გაჟღერებულ პრაქტიკული მაგალითები იქნებოდა მოყვანილი. 12 აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი მოსაზრება, თითქოს: „სასამართლო პრაქტიკაში დაფიქსირდა მცდელობები, რომ სამოქალაქო საქმისწარმოების მხარეებმა საერთო სასამართლოები დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს 2019 წელს სასოფლო დანიშნულების მიწებზე წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შემოღებით საქართველოში გაუქმდა საზიარო უფლების გაუქმების უფლება, გარანტირებული 1996 წლიდან სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლით“ - არ გამომდინარეობს არც სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული ნორმებისა და არც „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან. შესაბამისად, არ წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ რაიმე ცვლილება შევიდეს „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც კოლიზიურ, ან ბუნდოვან ჩანაწერს არ შეიცავს. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე- 7) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით - ცნობილ იქნა უარყოფილად. V. მოისმინეს: ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ: - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის; - ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის და მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის 13 პრიორიტეტული მიმართულებებია: DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება და ახალი რეგულაციების დანერგვა; სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა; სურსათის მწარმოებლების რეგულარული ინსპექტირება; ლაბორატორიული კვლევები სურსათში დამაბინძურებლების და აკრძალული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით; ცხოველთა ზოონოზური და ეპიზოოტიური დაავადებების პრევენცია, ზედამხედველობა და კონტროლი; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მექანიზმების შემუშავება; მცენარეთა მავნებლების და მავნე ორგანიზმების პრევენცია და კონტროლი; თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით მწარმოებლებთან მუდმივი კომუნიკაცია. სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა სურსათის უვნებლობის და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო კონტროლის პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან განხორციელდა 31 000 სახელმწიფო კონტროლი: ინსპექტირება -18437; დოკუმენტური შემოწმება-7566; ზედამხედველობა - 985; გამოვლინდა 4231 განხორციელდა კონტროლი: 11 -6810; ადმინისტრაციული 000-ზე სამართალდარღვევა. მეტი სურსათის დოკუმენტური შემოწმება 2023 უვნებლობის -3346; წელს სახელმწიფო ზედამხედველობა მითითებების შესრულებასა და სურსათის განადგურებაზე -191; HACCP-ის გეგმური აუდიტი სასაკლაოებზე-88. გამოვლინდა 1105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; 2022 წელს: მონიტორინგის პროგრამის აღებული და გამოკვლეულია 3920 ნიმუში/სინჯი, ფარგლებში გამოვლინდა 344 სამართალდარღვევა. 2023 წელს: გამოკვლეულია 677 ნიმუში/სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 37 (5,5%) ნიმუშში. სულ დაგეგმილია 4845 სურსათის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა. გამოკვლეული ტყვიის კვლევა სურსათში - 2022 წელს, 1505 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა მხოლოდ სუნელ-სანელებლების 6 -ნიმუშში. მომხსენებლის განცხადებით, 2023 წელს გამოკვლეული 60 ნიმუშიდან შეუსაბამობა არ გამოვლენილა, დაგეგმილია 1000 მდე ნიმუშის კვლევა. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება თევზში, ხორცში, პურპროდუქტებში, ბურღულეულში, ბოსტნეულში, სხვა სურსათში და მათ შორის ბავშვთა კვების პროდუქტებში. ყოველწლიურად ტარდება 6 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია: 2023 წელს ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგის მიზნით განხორციელდება 188 ვეტერინარული პრეპარატების ლაბორატორიული კვლევა; 14 წარმოდგენილი პრეზენტაცია ვეტერინარული გატარებულ და და მცენარეთა დაგეგმილ შეიცავდა დეტალურ დაცვის ფიტოსანიტარიის და ღონისძიებების ინფორმაციას შესახებ. კუთხით ვეტერინარული ღონისძიებები ხელს უწყობს: ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფით, მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას; ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის მიკვლევადობას; სურსათის მესაქონლეობის დარგის წარმოებას და განთავსებას; განვითარებას; მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას; ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა ხელს უწყობს: საექსპორტო პოტენციალის ზრდას; ბაზრების დივერსიფიცირებას. რაც შეეხება მცენარეთა დაცვას - 2022 წელს: სასოფლოსამეურნეო კულტურებზე ზიანის შემცირების მიზნით: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დამუშავდა 251 185 ჰექტარი ფართობი. კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 100 000 ჰექტრამდე ფართობი; კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების (კოღოების) საწინააღმდეგოდ სპეციალური ტექნიკით დამუშავდა 9000 ჰექტარი ფართობი; ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში დამუშავდა 3320 ჰექტარი ფართობი. 2022 წელს გაიცა 11 261 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რის საფუძველზეც საქართველოდან ექსპორტირებულია 164 259 ტონა მცენარეული წარმოშობის პროდუქცია. 2023 წელს კალიების საწინააღმდეგოდ კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, ქ. თბილისის, სამცხე ჯავახეთისა და მცხეთამთიანეთის რეგიონებში დაგეგმილია - 200 000 ჰა-ზე და წინა წლების შედეგების გათვალისწინებით დაახლოებით 100 000 ჰა ფართობის დამუშავება. 2023 წელს DCFTA-ს ფარგლებში დაგეგმილია 22 საკანონმდებლო აქტის დაახლოება: ვეტერინარია -3; სურსათის უვნებლობა-7; მცენარეთა დაცვა-12; 2015-2022 წლებში, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი. საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია: ქართული თაფლის ექსპორტი - 2016 წლიდან; შავი ზღვის ქაფშიის ექსპორტი -2017 წლიდან; შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების წლიდან; ლოკოკინების დანიშნულების ცხოველური ექსპორტი წარმოშობის 2021 წლიდან; პროდუქტის ექსპორტი- 2020 არასასურსათო (ტყავი, მატყლი) ექსპორტი; რაც შეეხება ახალ რეგულაციებს: 2023 წლის 1 ივნისიდან - სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობა HACCP-ის პრინციპების დაცვით აწარმოოს; ამოქმედდა „ტექნიკური რეგლამენტი – სასურსათო დანამატების შესახებ”; „ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, 15 ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი; „სურსათზე კვებით ღირებულებასა დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი“; 1 ივლისიდან „ტექნიკური რეგლამენტი − კაკაოსა და შოკოლადის და ჯანმრთელობასთან პროდუქტების შესახებ; 1 ივნისიდან HACCP-ის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით 25-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა,, მომზადდა და სატელევიზიო სივრცეში განთავსდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი; სურსათის ეროვნული სააგენტოს Facebook-ს 50 000-ზე გამომწერი ჰყავს; Youtube-ზე განთავსებულია 300-ზე მეტი ვიდეო, ნახვები 100 000-ს აჭარბებს; მიმდინარე წელს ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში გავრცელებულია -250 საინფორმაციო მასალა აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დაინტერესდა რამდენიმე საკითხით: მან განაცხადა, რომ აპარატის მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს მხრიდან არ ხდება სისტემატიურად დარღვევების შესახებ ინფორმაციის გამოვლენა. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის დროული ინფორმირება და ცალკეული დარღვევების შესახებ განაცხადები. 2022 წლის მეოთხე კვარტლის დარღვევებში 6 განცხადება გამოქვეყნდა ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცის აღმოჩენაზე და სხვა. არაერთი დარღვევა იყო, რომელიც სააგენტოს მიერ იყო აღმოჩენილი, თუმცა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. ასევე, საინტერესოა, ყირიმ-კონგოს ცხელებით დაინფიცირების და გარდაცვალების ფაქტები. 20152021 წლებში, ინფიცირების მაჩვენებელი 5-დან 24 შემთხვევამდე მერყეობდა, მაშინ, როდესაც 2022 წელს, საქართველოში ყირიმ-კონგოს 47 შემთხვევა აღირიცხა. სააგენტო პრევენციულად ატარებს სამუშაოს, თუმცა პრევენციის მასშტაბი შეუსაბამოა. საინტერესოა, რა იგეგმება სააგენტოს მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. 2. თეა შველიძე: რომელმაც განმარტა, რომ სააგენტომ შეიმუშავა საზოგადოების ინფორმირების სტანდარტული საოპერაციო პროცედურა, რომლის შესაბამისად საჯაროვდება დარღვევები. მათ მიერ ხდება ინფორმაციის კატეგორიზაცია. არსებობს ინფორმაციის პირველი კატეგორია, როდესაც განსაკუთრებული საფრთხე ექმნება მოსახლეობას და რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს. არის მეორე კატეგორია, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველია, ასეთ შემთხვევაში ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ გაასაჯაროვონ. 16 არის მესამე კატეგორია, ანგარიშები და ინფორმაცია. გამოქვეყნებული განაცხადები არის პირველი კატეგორია, რომელიც გასაჯაროვდა, ამიტომ გავრცელდა 6 ინფორმაცია. ყველა დარღვევა ვერ იქნება გამოქვეყნებული, თუმცა კანონის შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღება. 3. ვასილ ბასილაძე: რომელმაც ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სააგენტო ყოველწლიურად ატარებს საინფორმაციო კამპანიებს და მოსახლეობას აცნობებს ინფორმაციას პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ცხოველების დამუშავება სეზონურ ხასიათს ატარებს და ტემპერატურის მატებასთან ერთად იღვიძებს დაავადების გადამტანი ტკიპები. სააგენტოს სპეციალისტები ყოველწლიურად ღონისძიებებს ატარებენ სავარაუდო კერებში. მიმდინარე წელს 10 შემთხვევაა დადასტურებული და 1 ლეტალური. დღეს 4000-მდე პირუტყვია დამუშავებული. გადასარეკ ტრასებზეც ამუშავებენ ცხოველებს და 1 ივნისის მონაცემებით 3140 მსხვილფეხა და 314048 წვრილფეხა პირუტყვი დამუშავდა. ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია, რადგან გადადება სხვადასხვა გზით ხდება. გართულების შემთხვევაში დაავადება ლეტალურია, თუმცა ექიმთან დროული მისვლისას-განკურნებადი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში - ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; ქვეყანაში მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. VI. მოისმინეს: ირაკლი გულედანის ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ლაბორატორიის საქმიანობის სფეროებია: ცხოველთა (მათ შორის ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, ასევე სასმელი წყლის ტესტირება; მცენარეული მასალის საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების, ლაბორატორიული დანადგარ17 მოწყობილობებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების აპრობაციის და დანერგვის ხელშეწყობა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა აკრედიტაციისა და ხარისხის მართვის სისტემაზე 2022 წლის მონაცემებით. მისი ინფორმაციით, 2022 წელს ლაბორატორიამ გაიარა ISO 17025 ეროვნული აკრედიტაცია (GAC) თბილისის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მარნეულის, გორის, რაჭის, ზუგდიდის და გურჯაანის ლაბორატორიებში. (სულ დაემატა 59 ახალი მეთოდი, აკრედიტაციის სფეროში შეტანილია სულ 520 მეთოდი); ISO 9001:2015 მართვის სისტემა სერტიფიცირებულია; მოხდა არსებული სტანდარტულ ოპერაციული პროცედურების (SOP) გადახედვა, განახლება და ახალი SOP-ების შემუშავება; 2022 წლის განმავლობაში, ლაბორატორიამ წარმატებით ჩააბარა 53, როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო პროფესიული ტესტირება. სურსათის კვლევის დეპარტამენტში დამუშავდა 19 პარამეტრი; მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემუშავდა და დაინერგა 25 ახალი კვლევა; ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემუშავდა და დაინერგა 15 ახალი კვლევა. ლაბორატორიაში პრაქტიკებსა და სტაჟირებას გადიან სხვადასხვა მიმართულების 40 მომავალი სპეციალისტი; დასაქმდა 2 სპეციალისტი. მომხსენებელმა ისაუბრა ახალი მეთოდების დანერგვაზე, ასევე, საანგარიშო პერიოდში ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარებული კვლევების რაოდენობაზე. 2022 წლის განმავლობაში ლაბორატორიაში გაიმართა: სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, რეგიონებში ვიზიტები და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობდა ლაბორატორიის მიღწევებისა და სიახლეების გავრცელება შესაბამის პლატფორმებზე. დაიბეჭდა და გავრცელდა საცნობარო ლიტერატურა ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. კანონმდებლობაში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, ლაბორატორიამ მიიღო რეფერენს სტატუსი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ისო 17043 სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით; სურსათის კვლევის დეპარტამენტში იგეგმება 12 ახალი კვლევის მეთოდის დანერგვა. დეპარტამენტში მცენარეთა იგეგმება 14 მავნე ახალი ორგანიზმების კვლევის დიაგნოსტიკის მეთოდის დანერგვა. წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, 2021 წელთან შედარებით 2022 წლის თანხების შემოდინება თითქმის 19,5% გაიზარდა. ირაკლი გულედანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მომავალი წლის გეგმები და ისაუბრა მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. აზრი გამოთქვა: ნინო წილოსანმა, რომელიც დაინტერესდა რამდენიმე საკითხით: საინტერესოა, ლაბორატორიის მიერ დაგეგმილი აქტივობებიდან, 18 რომელი ეხება იმას, რომ ევროკავშირის და ევროკომისიის შეფასებები გაუმჯობესდეს. მეორე თემა, რაც მოსახლეობას ადარდებს, ანალიზების ღირებულებაა. შესაძლოა, ტესტირების და ლაბორატორიული გამოკვლევების ფასი იყოს ობიექტურ მოცემულობაზე დაფუძნებული, მაგრამ მოსახლეობასთან ყველა შეხვედრაზე ახსენებენ, რომ დიდ ტვირთად აწევთ. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ ღირებულებამ დაიკლოს, ან სახელმწიფო ფიქრობს, თუ არა ირაკლი გულედანმა გააკეთა განმარტებები და განაცხადა, რომ DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისად, ლაბორატორიაში ყველა კვლევა უნდა ტარდებოდეს ევროკავშირისთვის მისაღები სტანდარტით. თითოეული მეთოდი, რომელიც მათთან ინერგება, არის რეფერენს-მეთოდი, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო წამყვან რეფერენს-ლაბორატორიებსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მისია, საქართველოდან სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობაა (პრიორიტეტებია თაფლი, ლოკოკინა, ზღვის პროდუქტები და სხვ.), პირველ რიგში შეფასებას ახდენენ იმ კვლევის მეთოდებზე, რომლებიც საექსპორტოდ ჭირდება ქვეყანას. რა კვლევებითაც მოწმდება ევროკავშირის ბაზარი, იმ პარამეტრებით იკვლევენ ადგილობრივი ბაზრიდან შემოსულ პროდუქტებს. რაც შეეხება ღირებულებას, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი უწყება არ არის ორიენტირებული მოგებაზე. ლაბორატორია იღებს იმ ხარჯს, რომელსაც რეალურად ხარჯავს. რაიმე ფორმით სუბსიდირებას. რაზეც გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 19
პრესრელიზი
პრესრელიზი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (07-2/289/10; 31.05.2023). 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/294; 01.06.2023). საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც მაჩვენებლების, შეეხება ნაერთი შესრულების, შემოსავლების, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების, და შესრულების შემოსავლების ბიუჯეტის აქტივების ბიუჯეტის ბიუჯეტის სახელმწიფო ფინანსურ სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ასიგნებების, ცვლილებების და სხვ. მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს, რომელიც ასევე წარმოადგენს დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს საქართველოს მთავრობის ინფორმაციას „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/263; 28.03.2023) (კომიტეტი წამყვანია) - მესამე მოსმენა. კანონპროექტის მიღების შედეგად, სამართლებრივად დარეგულირდება საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას. საკითხს მესამე მოსმენით განსახილველად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი წარმოადგენს. 4. საქართველოს საკანონმდებლო მოქალაქე ზურაბ წინადადება ვანიშვილის „მიწის მიერ წარმოდგენილი მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების მიზანია, აღმოფხვრას ის გაურკვევლობა, რაც ახლავს თან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრისთვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭებას, ვინაიდან ეს გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლით დადგენილ საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. შესაბამისად, წარმოდგენილი წინადადების თანახმად, უნდა აღმოიფხვრას ამ ორი ნორმის მოჩვენებითი ურთიერთგამომრიცხავობის შესაძლებლობა, ანუ მათი ნორმატიული შინაარსი ნათლად უნდა ადგენდეს, რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებას არ გააჩნია არანაირი საერთო საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. 5. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. - ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; - ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; - ქვეყანაში მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ვითარების გაჯანსაღება პრიორიტეტული და სურსათის მიმართულებებია: უვნებლობის ბაზარზე თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვა; ნდობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ქვეყნის დაცვა ცხოველთა სხვადასხვა კეთილსაიმედოობის დაავადებისაგან შენარჩუნება; და სასოფლო-სამეურნეო ეპიზოოტიური კულტურების დაცვა მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს. მასში შედის როგორც ცხოველთა და მცენარეთა ლაბორატორიული კვლევა, ასევე სურსათის უვნებლობის ექსპერტიზა. ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე ინფორმაციას უწყების დირექტორი - ირაკლი გულედანი წარმოადგენს.