„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში“ (თემატური (რაპორტერი) ანგარიში)
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 3
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2023?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
22 თებერვალი 2023 10:00
2023 წლის 22 თებერვალი, 10:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიმდინარე
პროგრამების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
მომხსენებელი: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) - ქრისტინ მუმა,
სოფლის მეურნეობის ატაშე აშშ-ის საელჩოდან, რეგიონული წარმომადგენლობა;
2.
საქართველოს
პარლამენტის
თემატური
მომხსენებლის
(რაპორტერის)
ანგარიშის
წარდგენა - „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში“;
მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
2/22/2023, 1:08 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი N3
2023 წლის 22 თებერვალი, 10:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა:
ნინო წილოსანი
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები:
ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა
სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაალ დუგლაძე,
შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი
ცაგარეიშვილი.
აპარატის თანამშრომლები:
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, თინათინ ოდილავაძე, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, ირმა
ქიტიაშვილი, ნანო კორშია, ნინო ქორიძე.
მოწვეული სტუმრები: ქრისტინ მუმა - აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი
(USDA), ატაშე სოფლის მეურნეობის საკითხებში, დემნა ძირკვაძე - (USDA)
მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში, გოჩა შაინიძე - (USDA) სოფლის
მეურნეობის ასისტენტი, გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა ინაური - გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების
და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი, ლევან უჯმაჯურიძე - სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრის დირექტორი, დიანა ბერია - „აგრო სოლუშენს ჯგუფის“
აღმასრულებელი დირექტორი, დავით კახიანი, ირაკლი ჩიქავა, ანი ბარველაშვილი
- „აგროსოლუშენსი“, თამთა მამულაიძე, ვერონიკა ჭკადუა - საქართველოს
ფერმერთა ასოციაცია, ნატო კლდიაშვილი - ორგანიზაცია „მომავლის ფერმერი“,
ირაკლი ერაძე - კომპანია CVIG, ქრისტინა კოროშინაძე - „გრინ სთეპს“, თამარ
ჩერქეზიშვილი - თარჯიმანი.
1
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიმდინარე
პროგრამების შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
მომხსენებელი: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) - ქრისტინ
მუმა, სოფლის მეურნეობის ატაშე აშშ-ის საელჩოდან, რეგიონული
წარმომადგენლობა.
2. საქართველოს პარლამენტის თემატური მომხსენებლის (რაპორტერის) ანგარიშის
წარდგენა
-
„ინოვაციებისა
და
ტექნოლოგიების
დანერგვა
სოფლის
მეურნეობაში“.
მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I. მოისმინეს:
ქრისტინ მუმას ინფორმაცია - საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის
დეპარტამენტის (USDA) მიმდინარე პროგრამების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ
მოხარულია, რომ არიან საქართველოს პარტნიორები და არსებობს გრძელი
ისტორია მათი თანამშრომლობისა სექტორში, წარმოადგინა ინფორმაცია
უწყების შესახებ და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე პროგრამებზე და
სამომავლო გეგმებზე. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სოფლის
მეურნეობის საგარეო სამსახური (FAS) აკავშირებს შეერთებული შტატების
სოფლის
მეურნეობას
მსოფლიოსთან,
რათა
გაძლიერდეს
ექსპორტის
შესაძლებლობები და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება. ვაშინგტონში
არსებულ პერსონალთან ერთად, FAS-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ოფისი
აქვს, რომლითაც იფარება დაახლოებით 180 ქვეყანა. FAS-ი მხარს უჭერს ორმხრივ
და მრავალმხრივ ვაჭრობას და საგარეო სოფლის მეურნეობის საკითხებს
მსოფლიოში.
2
მომხსენებელმა
დეტალურად
ისაუბრა
USDA/FAS-ის
პროგრამებსა
და
სერვისების თაობაზე: ვაჭრობის პოლიტიკა; ბაზრის განვითარება და ექსპორტის
მხარდაჭერა; მონაცემები და ანალიზი; სასურსათო უსაფრთხოება; კლიმატის
ცვლილება.
მან
საქართველოში
ყურადღება
და
გაამახვილა
წარმოადგინა
USDA/FAS-ის
პროგრამებზე
ინფორმაცია
თითოეული
სრული
პროგრამისთვის. სურსათი პროგრესისთვის; კავკასიის სოფლის მეურნეობის
განვითარების
სექტორის
ინიციატივა;
გაძლიერება;
სასწავლო/გაცვლითი
ექსპორტის
საკრედიტო
პროგრამები;
და
ხორბლის
ინფრასტრუქტურის
საგარანტიო პროგრამები.
სურსათი
პროგრესისთვის
-
უვნებელი
და
ხარისხიანი
ინვესტიცია
მეცხოველეობაში (SQIL) – საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და
ხორცის საბაზრო სისტემის განვითარება, დანაკარგების შემცირება, სურსათის
უვნებლობისა
და
ხარისხის
გაზრდა,
კონკურენტუნარიანობისა
და
პროდუქტიულობის ამაღლება, ასევე სავაჭრო პოტენციალის გაზრდა.
კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივა - სანიტარიისა და
ფიტოსანიტარიის
შესაძლებლობების
განვითარების
პროგრამა;
სოფლის
მეურნეობის ექსტენციის და განათლების პროგრამა; სოფლის მეურნეობის
სტატისტიკის პროგრამა: სოფლის მეურნეობის სტატისტიკური მონაცემების
შეგროვების, ანალიზის და გავრცელების გაუმჯობესება, რათა საქართველოში
არსებობდეს
მტკიცებულებაზე
დაფუძნებული
პოლიტიკის
გადაწყვეტილებებისთვის საჭირო მონაცემები და საშუალებები/ხელსაწყოები.
შეერთებული შტატების სატყეო სამსახური - ბუნებრივი რესურსების მართვა;
ტყის ხანძრები და გადაუდებელი მართვა.
სასწავლო/გაცვლითი პროგრამები - ბორლაუგის პროგრამა; კოჰრანის პროგრამა.
პრეზენტაციაში ყურადღება დაეთმო ხორბლის სექტორის გაძლიერების
პროგრამას, რომლის ძირითადი მიზანია მოხდეს მონაცემებზე დაფუძნებული
პოლიტიკის
გადაწყვეტილებების
ვარიანტების
შეთავაზება
საქართველოს
ხორბლის მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებისთვის. ეკონომიკური ანალიზი:
მოსავლიანობის ანალიზი: მოსავლიანობის პოტენციალის, საჭიროებების და
კლიმატთან დაკავშირებული რისკის განსაზღვრა; ასევე, იმ მიზეზების დადგენა,
რაც ხელს უშლის კარგ მოსავლიანობას. წისქვილების შეფასება. სათესლე
მასალის მწარმოებელი ფერმების/ორგანიზაციების შესწავლა - ახალი ჯიშების
მიღების/ადაპტაციის შეფასება, მავნებლები და დაავადებები ხორბლის მთავარი
მწარმოებელი რეგიონებისთვის საქართველოში; ხორბლის სათესლე მასალის
მწარმოებელი ფერმების მიმდინარე პრაქტიკის და წარმოებული ჯიშების
შეფასება, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება სათესლე მასალის არსებული და
3
მომავალი
მწარმოებლებისთვის;
სათესლე
მასალების
არსებული
სადისტრიბუციო ქსელის შეფასება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ექსპორტის საკრედიტო და ინფრასტრუქტურის საგრანტო პროგრამები ექსპორტის საკრედიტო საგარანტიო პროგრამა (GSM-102); ინფრასტრუქტურის
საგარანტიო პროგრამა (FGP).
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს:
1. გელა სამხარაული: რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ს დახმარებით განხორციელდა
და მიმდინარეობს სხვადასხვა პროგრამა საქართველოში და ამისთვის მადლობა
მათ. სასურსათო უზრუნველყოფა, სასურსათო უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია
სახელმწიფოსთვის. კლიმატური ცვლილებების და რისკების გათვალისწინებით,
მარტივი არ არის ქვეყნისთვის ამ გამოწვევების გამკლავება, რასაც ცოდნა და
გამოცდილება უნდა დაუპირისპირდეს. ფერმერები ბევრს შრომობენ, მაგრამ ის
შედეგი არ აქვთ, რაც მათ შრომას უნდა მოყვეს. გელა სამხარაულის განცხადებით,
ცოდნით,
თანამედროვე
ტექნოლოგიების
გამოყენებით
და
შრომით,
შესაძლებელია, სასურველი შედეგი დადგეს, ხოლო საქართველოსთვის, ისეთი
სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყნიდან, როგორიც აშშ-ია, ცოდნის და
დახმარების მიღება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
2. გიორგი
ხანიშვილი:
წარმოდგენილი
რომელმაც
მადლობა
ინფორმაციისთვის,
იმ
გადაუხადა
მომხსენებელს
პროგრამებისთვის,
რომლებიც
მიმდინარეობს და რომლებზეც სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებს და აღნიშნა,
რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ
თანამშრომლობს ამერიკის სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან ყოველდღიური
თანამშრომლობის რეჟიმში. მინისტრის ვიზიტის შედეგია, როდესაც აშშ-ში მისი
მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ, წამოვიდა ორი უმნიშვნელოვანესი
მიმართულება: ექსპორტის ხელშეწყობა ამერიკული ბაზრისთვის (ღვინის
სექტორში) და მეორე-USDA პროექტი, რომელიც ეხება საქართველოში ხორბლის
წარმოების განვითარებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა
სურსათის უვნებლობის მიმართულებას, მესაქონლეობას, რომელიც რძის
წარმოებაზეა ორიენტირებული. როგორ შეიძლება განვითარდეს და როგორ
მოხდეს პროდუქტიულობის ზრდა და უვნებლობის მაღალი ხარისხის მიღწევა.
ისაუბრა
ინოვაციების
და
ტექნოლოგიების
მნიშვნელობაზე,
ასევე
ახალგაზრდების ჩართულობაზე და განაცხადა, რომ მათი თანამშრომლობა
გაგრძელდება უფრო აქტიურ რეჟიმში.
4
3. ნინო წილოსანი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი
საინტერესო
პრეზენტაციისთვის,
განხორციელებული
და
მიმდინარე
პროგრამების მხარდაჭერისთვის და დაინტერესდა რამდენიმე საკითხით:
აღნიშნა,
რომ
მათი
დახმარებით
შეხვდნენ
აშშ
სოფლის
მეურნეობის
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საერთაშორისო პროგრამის ოფისის
დირექტორს
და
პრეზენტაციაში
ისაუბრეს
ნახსენები
მონაცემების
იყო
ის
დამუშავების
მნიშვნელოვანი
აუცილებლობაზე.
სამუშაო,
რომელსაც
საქართველოს სტატისტიკის სამსახური ახორციელებს. ისინი აუმჯობესებენ
სოფლის მეურნეობის კუთხით გარკვეული მონაცემების დამუშავებას, თუმცა
სამინისტროს
შიგნით,
ბევრი
მიმართულებით,
ნაკლებია
ინფორმაციის
დამუშავების ტექნოლოგიები. ნინო წილოსანი დაინტერესდა უფრო დეტალური
ინფორმაციით, რამდენად არის შესაძლებელი პროგრამების ფარგლებში,
გაგრძელდეს თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს შიგნით მონაცემების დამუშავების უნარების გაძლიერებასთან
მიმართებაში. მეორე კითხვა ეხებოდა ხორბლის თვითუზრუნველყოფის თემას.
კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სასიხარულოა, მათი პროგრამების
ფარგლებში, ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და თუ არის
შესაძლებელი,
კომიტეტს
გაუზიარონ
მეტი
ინფორმაცია
ხორბლის
პროგრამასთან დაკავშირებით და კომიტეტი მზად არის, პოლიტიკის დაგეგმვაში
აღნიშნული მონაცემები გაითვალისწინონ.
4. ქრისტინ მუმა: რომელმაც გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ სტატისტიკურ
მონაცემებთან დაკავშირებით USDA მუშაობს ეროვნულ სასოფლო-სამეურნეო
სამსახურთან. სხვადასხვა სააგენტოს და დეპარტამენტს საკუთარი სტატისტიკა
აქვთ.
მათი
ექსპერტები
მუშაობენ
ძირითადად
სასოფლო-სამეურნეო
სტატისტიკაზე. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს ეკითხებიან,
რომელ კულტურას და რამდენს თესავენ, როგორ მოსავალს ელიან, რა ხარჯებია
გაწეული, რა ღირებულების ამოღებას გეგმავენ და ა.შ. ყოველწლიურად
გროვდება ეს მონაცემები, რაც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკის შემქმნელებს
მაღალ დონეზე. საქართველოში საჭიროა მუშაობა მონაცემებზე და იმაზე, როგორ
შეიძლება
სტატისტიკა
პოლიტიკის
დონეზე
დაეხმაროს
ქვეყანას
იმ
გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც უნდა იყოს მიღებული. ხორბალთან
დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია ხორბლის
მოსავლის ზრდაზე, ფქვილის წარმოებაზე, ჩატარდა მრავალმხრივი კვლევა
სხვადასხვა უწყების მხრიდან, ჩამოვიდნენ ექპერტები, იმსჯელეს, შეხვდნენ
ფერმერებს. ამ პროგრამის ფარგლებში ანალიზი და მონაცემები სრულად მზად
5
არ არის და თუ სურვილი ექნება კომიტეტს, მათ შეუძლიათ, არსებული
მონაცემები გაუზიარონ.
5. დემნა ძირკვაძე: რომელმაც აღნიშნა, რომ USDA-ს სტატისტიკის სამსახური წლის
განმავლობაში
450
სტატისტიკურ
ანგარიშს
აქვეყნებს.
სტატისტიკის
გამომყენებლები არ არიან პასუხისმგებლები ეკონომიკურ ანალიზზე. მათთან
არსებობს ეკონომიკური კვლევების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია
მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნულ შეხვედრაზე, როდესაც საკითხის
განხილვა მოხდა, აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური ანალიზისთვის არსებული
მონაცემები,
რომელზეც
ამერიკა
დამოუკიდებლად
ანალიზს
აკეთებს,
საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. მიმდინარეობს მუშაობა, რამდენად
იქნება შესაძლებელი, რომ მოხდეს USDA-ს ამ სამსახურების ჩართვა პროცესში. ამ
ეტაპზე არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდის შეძლებენ ერთად მომუშავე
სააგენტოები საქართველოში აქტიურ თანამშრომლობას, თუმცა სტატისტიკის
სამსახურის ექსპერტების ვიზიტია დაგეგმილი და მეტად შეისწავლიან, რა
შესაძლებლობა
იქნება
დამოუკიდებელი
ეკონომიკური
ანალიზის
განსახორციელებლად. რაც შეეხება ხორბლის თემას, დემნა ძირკვაძემ განაცხადა,
რომ ორი ვიზიტი განხორციელდა კანზასის უნივერსიტეტიდან. დეტალური
ანგარიში არა, მაგრამ აქვთ ორივე ვიზიტის წინასწარი შედეგები. აპირებენ,
პროგრამის ფარგლებში, მეხორბლე ფერმერებისთვის კვლევის ჩატარებას, იქნება
კითხვარი, მეტი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ ფერმერებისგან, აქვთ
ფერმერთა ბაზა, მოხდება შერჩევა და მიიღებენ დეტალურ მონაცემებს.
არსებული შედეგები, რაც ამჟამად აქვთ, შეუძლიათ გასაცნობად გაუზიარონ
კომიტეტს, თუმცა ეს არ იქნება საბოლოო ინფორმაცია, რადგან თითოეულ
საკითხზე მიმდინარეობს დამატებითი მონაცემების შეგროვება. აქტიურად
თანამშრომლობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან,
რომ მიიღონ ინფორმაცია ხორბლის სექტორში არსებულ გამოცდილებაზე,
კვლევებზე, რასაც სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად
ახორციელებს.
6. გელა სამხარაული: რომელიც დაინტერესდა, თუ არის შესაძლებელი, პროგრამის
ფარგლებში სათესლე ხორბალი შემოვიდეს აშშ-დან, რაც საქართველოში
მოსავლიანობის ზრდის წინაპირობა იქნებოდა, რაზეც ქრისტინ მუმამ გააკეთა
განმარტება, რომ ეს არის კომერციული პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით
არ არის ფოკუსირებული და ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება. კლიმატური
პირობებიდან, ამერიკაში გამოყენებული ქიმიკატების და სხვა მეთოდებიდან
გამომდინარე, რაც მუშაობს ამერიკაში, რამდენად მისაღები იქნება და როგორი
6
მოსავალი
ექნება
ხორბალს
საქართველოში,
ამაზე
მიმდინარეობს
კონსულტაციები. მონაცემების დამუშავება და სამეცნიერო კვლევა უნდა
განხორციელდეს, რომ დადგინდეს, რა იქნება საუკეთესო სათესლე მასალა
საქართველოსთვის.
7. გიორგი ხანიშვილი: რომელმაც სტატისტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
სამინისტროში ამ თემაზე მუშაობენ. სტატისტიკის დეპარტამენტმა დიდი საქმე
გააკეთა, გამოსცა სახელმძღვანელო და ასევე, სტატისტიკური ანალიზი 2022
წლისთვის სოფლის მეურნეობაში. მან შესთავაზა კომიტეტს, წარმოუდგენენ ამ
ინფორმაციის სიღრმისეულ ანალიზს, სადაც ბევრი საინტერესო მიგნებაა და
დოკუმენტი თითოეული კულტურის მიხედვით იძლევა ინფორმაციას, რაზეც
ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა მსგავსი
ინფორმაციის მოსმენა. ბევრი წყაროდან უწევთ მასალის შეგროვება და თუ ასეთი
ერთიანი რესურსი არსებობს, კომიტეტის ფარგლებში, შესაძლებელია, მის
გასაცნობად საინფორმაციო შეხვედრა დაიგეგმოს.
8. ლევან უჯმაჯურიძე: რომელმაც აღნიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ახორციელებს სამუშაოებს რისკების შეფასების, სურსათის, ვეტერინარიის,
ფოტოსანიტარიის კუთხით. ისინი ითხოვდნენ თანამშრომლების ტრენინგებს,
თუნდაც ონლაინ რეჟიმში. საინტერესოა, თუ არის სიახლე ამ კუთხით, რაზეც
დემნა ძირკვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ახსოვთ, მაგრამ არის
შემთხვევები, როდესაც დადებითი პასუხის გაცემა დროში იწელება, რადგან
არსებულ პროგრამაში ცვლილების შეტანა და დამატებითი აქტივობების
განხორციელება, მარტივად ვერ ხორციელდება. საკითხი განხილვის პროცესშია.
ლევან
უჯმაჯურიძის
თხოვნას
დაეთანხმა
კომიტეტის
თავმჯდომარეც,
რომელმაც განაცხადა, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პოტენციალის
გაძლიერება, ფასდაუდებელ სამუშაოს გაუწევს სექტორს განვითარებისათვის.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოში აშშ-ის სოფლის
მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიმდინარე პროგრამების შესახებ.
II. მოისმინეს:
ნინო წილოსანის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტის თემატური
მომხსენებლის ანგარიშის - „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა
7
სოფლის მეურნეობაში“ - შესახებ. მან აღნიშნა, რომ ანგარიშის მიზანს
წარმოადგენდა
საქართველოს
სოფლის
მეურნეობაში
ინოვაციებისა
და
ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით არსებული სიტუაციის, დანერგვის
ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის/ინსტრუმენტების და ტექნოლოგიების
დანერგვის ხელშეწყობის საერთაშორისო პრაქტიკების მიმოხილვა და ამ
მიმართულებით, სამომავლო განვითარების გზების იდენტიფიცირება.
მომხსენებლის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა
სოფლის მეურნეობაში
წარმოადგენს მდგრადი წარმოების, მოხმარების და
ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომების/სისტემების დანერგვა
სოფლის მეურნეობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან
განვითარებულ
ქვეყნებში
უკვე
ათწლეულებია,
რაც
მსოფლიოს
ტექნოლოგიების
ინტეგრაციამ დადებითად უპასუხა კლიმატის ცვლილების შედეგად არსებულ
გამოწვევებს, რომლებიც ყველაზე მძიმედ სწორედ სოფლის მეურნეობის
სექტორზე აისახა.
წარმოდგენილი მოხსენების
სტრატეგიული
მომზადებისას გაანალიზდა რელევანტური
დაგეგმარების
დოკუმენტები,
არსებული
ხელშეწყობის
პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში
ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას და ინტეგრაციას. მოხდა
ძირითადი სტატისტიკური და ხარისხობრივი მონაცემების გაანალიზება.
აღნიშნულმა ინფორმაციებმა შექმნა წარმოდგენა დარგში არსებულ სიტუაციაზე,
უშუალოდ
სოფლის
მეურნეობაში
თანამედროვე
ტექნოლოგიების
გამოყენებასთან დაკავშირებით. განხორციელდა Agricultural Knowledge and
Innovation
System
(AKIS)-ის
ქვეყნების
გამოცდილების
გაზიარება,
რაც
გულისხმობდა (AKIS)-ის შერჩეული წევრი ქვეყნების ინდივიდუალური,
ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების გამოცდილების შესწავლას და
გაანალიზებას.
ფერმერთა ფოკუს ჯგუფთან ჩატარებულმა მოკვლევამ ცხადყო რომ ქვეყანაში
დეფიციტურია სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგის სპეციალისტი.
შესაბამისად ფერმერებისთვის და აგრო-სუბიექტებისთვის კვალიფიციური
საკონსულტაციო სერვისების მიწოდება ვერ ხერხდება, რაც მწარმოებლურობის
დონეზე, პროდუქციის ხარისხზე და მაღალ თვითღირებულებაზე
აისახება.
დარგში პროფესიონალი კადრების დეფიციტი, თითქმის ყველა მიმართულებით
არის, იქნება ეს აგრონომია, აგრო ინჟინერია, ვეტერინარია, ზოოტექნიკა,
ტექნოლოგია და სხვა. გარდა თანამედროვე მიდგომებისა და ცოდნის
დეფიციტისა, სოფლის მეურნეობაში ჩართული სუბიექტებისთვის ერთ-ერთ
უმთავრეს გამოწვევას
წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დარგი განიცდის
8
ტექნოლოგიების სიმცირეს.
გარდა ამისა, სწორი და ეფექტიანი პოლიტიკის
განსაზღვრისთვის დარგში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს მონაცემთა
შეგროვების შესაძლებლობა. საქართველოში, დღეის მდგომარეობით, აღინიშნება
ისეთი აუცილებელი მონაცემების მკვეთრი ნაკლებობა, როგორიცაა ინფორმაცია
ნიადაგის, კლიმატის, ბუნებრივი რესურსებისა და მწარმოებლურობაზე. ბიზნეს
ინოვაციებს, ტექნოლოგიების შექმნასა და განვითარებას, თანადაფინანსებული
გრანტებით
ეხმარება
„საქართველოს
ინოვაციებისა
და
ტექნოლოგიების
სააგენტო“ (GITA). GITA უშუალოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე არ არის
ორიენტირებული, თუმცა მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორსაც.
სოფლის მეურნეობის ინდუსტრია მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის და ამ
პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიებს უდიდესი როლი უჭირავთ. საუბარია
სოფლის მეურნეობა 4.0-ზე (Precision Agriculture-ზუსტი სოფლის მეურნეობა),
რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიების მიერ
მიღებულ
გადაწყვეტებს.
სოფლის
შეგროვებული ინფორმაციით
მეურნეობამ
განვლო
სამი
საკვანძო
რევოლუციური ეტაპი და დღეს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა
იმყოფება სოფლის მეურნეობა 4.0 პერიოდში.
ნინო
წილოსანმა
ყურადღება
გაამახვილა
მოკვლევის
შედეგად
იდენტიფიცირებულ ძირითადი მიგნებებზე: საქართველო, ერთ ჰა მიწის
ფართობზე მიღებული მოსავლის მაჩვენებლით, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება
ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყნებს, რაც დიდწილად გამოწვეულია სექტორში
თანამედროვე ცოდნის არარსებობით. ტექნოლოგიების დანერგვის მთავარ
ბარიერს
წარმოადგენს
პროფესიონალი
ფერმერთა
დარგობრივი
ცნობიერების
სპეციალისტების
დაბალი
დონე
დეფიციტი.
და
ჭკვიანი
ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ, როგორც ბუნებრივი რესურსების, ასევე
ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციას. ტექნოლოგიების დანერგვისთვის
საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, სახელმწიფო მნიშვნელოვან
ნაბიჯებს დგამს. საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზებამ ცხადყო, რომ
საქართველოში ცოდნის გაძლიერების მიმართულებით ცენტრალურ მთავრობას,
რეგიონულ მთავრობებს, უნივერსიტეტებს, პროფესიულ სასწავლებლებს და
კვლევით ინსტიტუტებს, კოოპერატივებსა და ფერმერებს შორის არ არის
სათანადო სისტემური კოორდინაცია. დასაქმებულებს შორის ფიქსირდება
თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი ცოდნა.
სახელმწიფო
ექსტენციის
ცენტრებში
არსებობს
გამოწვევა
თანამედროვე
ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. სახელმწიფოს აქვს მწირი
მონაცემთა
ბაზა
კლიმატის,
ნიადაგის,
დაავადებების და სხვა მიმართულებით.
9
მიმდინარე
და
მოსალოდნელი
მომხსენებლის განცხადებით, ანალიზის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები,
რომლებიც
კომიტეტის
მხარდაჭერით
გაეგზავნება
სხვადასხვა
უწყებებს
რეაგირებისათვის.
აზრი გამოთქვეს:
1. გელა სამხარაული: რომელმაც ხაზი გაუსვა წარმოდგენილი მოხსენების
მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უამრავი გამოწვევის წინაშეა ქვეყანა. აქედან
უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული სოფლის
მეურნეობით.
თანამედროვე
ტექნოლოგიები
სხვა
ცოდნას
მოითხოვს,
შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი. მისი განცხადებით,
ყველა მიმართულებით არის სპეციალისტების ნაკლებობა და ეს საკითხი
მთავრობამ, კონკრეტულმა უწყებებმა უნდა აიღონ თავის თავზე და გარკვეული
პროგრამებით და წახალისებით სპეციალისტების დეფიციტი შეივსოს.
2. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ წარმოდგენილი თემატური
მოხსენების ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი და ძირითადი
მოტივაცია
იყო
სოფლის
მეურნეობაში
ახალგაზრდების
ჩართულობის
უზრუნველყოფა. ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გარეშე,
მხოლოდ ტრადიციული სოფლის მეურნეობით, გაჭირდება ახალგაზრდების
დაინტერესება. ამიტომ ტექნოლოგიების და ინოვაციური კომპონენტის გაჩენა,
ახალგაზრდების
დასაქმებასაც
გულისხმობს
რეგიონებში,
სოფლებში,
რომლებიც რთულ დემოგრაფიულ მოცემულობაში არიან.
3. თამთა მამულაიძე: რომელმაც განაცხადა, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება
და სექტორის დიჯიტალიზაცია, პრიორიტეტია დარგის განვითარებისათვის.
2017 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, დაახლოვებით, 9
ციფრული
პროექტი
შექმნა.
ერთ-ერთია
ხელოვნურ
ინტელექტზე
დაფუძნებული პლატფორმა „აგრონავტი“, რომელიც USDA-ს დახმარებით
შეიქმნა. ეს დაფარავს მონაცემებს და მასზე დაყრდნობით რეკომენდაციების
გაცემის შესაძლებლობა იქნება. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით,
პირველადი წარმოების გაუმჯობესება წინგადადგმული ნაბიჯია. ასოციაცია
2020 წლიდან მუშაობს აგროტექსტრატეგიაზე. წარმოდგენილი ანგარიში
ძალიან გამოადგებათ და სიღრმისეულ ექსპერტულ კვლევაზე დაყრდნობით
შეიქმნება
სტრატეგია,
რომელსაც
მოგვიანებით
გააცნობენ
ფართო
საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, ყველა აქტორის ჩართულობა სექტორის
გაუმჯობესებისთვის და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სწორედ ამ
10
მიმართულებით მუშაობს, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური ტრანსფერი
განხორციელდეს და ფერმერებს დაეხმარონ, ინტეგრაციაში, იმპლემენტაციაში
და აღნიშნული პროცესების მართვაში.
4. ნინო წილოსანი: რომელიც გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ აღსანიშნავია, ასოციაციის მიერ დანერგილი ინტენსიური
ბაღები, ძალიან წარმატებული ფერმერული მეურნეობები და სურვილია, ეს
უფრო მასშტაბური გახდეს. ასევე, აღნიშნა, რომ საბაზისო მოცემულობა არ იყო
სოფლის მეურნეობაში და დაჭირდათ თავიდან დაეწყოთ პროცესი. ამიტომ,
უფრო სწორი იქნება, თუ საბაზისოს შექმნის ნაცვლად, პირდაპირ თანამედროვე
გაკეთდება და ეტაპები გასავლელი არ იქნება. მეტი აქცენტი თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვაში, პრიორიტეტული იქნება. რადგან პარლამენტი
მხოლოდ
ფარგლებში
სახელმწიფო
გაანალიზდა
პოლიტიკის
თემები,
განმსაზღვრელია,
მხოლოდ
ამ
მოკვლევის
პოლიტიკის
ფარგლებში,
პროგრამების პოლიტიკის დოკუმენტებში არსებული ასპექტები და არ
განხილულა კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური
ინიციატივები. ასოციაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ყველას
მხრიდან თავისი საქმის კეთებით, საბოლოოდ, ძალიან კარგი შედეგი უნდა
დადგეს.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის თემატური
მომხსენებლის (რაპორტერის) ანგარიშის - „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
დანერგვა სოფლის მეურნეობაში“ - შესახებ.
სხდომის თავმჯდომარე:
ნინო წილოსანი
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
11