პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 135
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; 2. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი;
3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2311?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და
უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
29 ივნისი 2023 10:00
2023 წლის 29 ივნისი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
LIVE-03
დღის წესრიგი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახურის
2022
წლის
საქმიანობის
ანგარიში
საქართველოში
მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ (1-4341/23; 30.03.2023);
მომხსენებელი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი.
6/29/2023, 12:05 PM
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N135
2023 წლის 29 ივნისი, 10:00 სთ
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის
შესახებ (№1-4341/23; 30.03.2023)
მომხსენებელი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - ლელა ჯანაშვილი
2023 წლის 29 ივნისს გამართულ კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის
საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის
წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, ზაურ დარგალი, მერაბ ქვარაია, სუმბატ
კიურეღიანი, ირმა ზავრადაშვილი.
კომიტეტმა, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთობლივ
სხდომაზე განიხილა:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის
შესახებ. წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ფიზიკური პირების და მონაცემთა დამმუშავებლების ცნობიერების
ამაღლება, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე, ფიზიკური პირის
ინფორმირებასთან დაკავშირებული ქმედითი მექანიზმების დანერგვა და მათი ეფექტიანი გამოყენება
საანგარიშო პერიოდში სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა.
მომხსენებელმა წარმოადგინა დეტალური მონაცემები და ინფორმაცია, სხვადასხვა საჯარო და კერძო
დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში დაფიქსირებულ
გარკვეულ დარღვევებთან და ნაკლოვანებებთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კონკრეტული საქმეების შესწავლის შედეგად გამოვლენილი
დარღვევების აღმოსაფხვრელად განხორციელებულ ცალკეულ ღონისძიებებზე.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამსახურისთვის 2022 წელს ერთ-ერთ
პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების
დაცვა.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმიური
შემოწმებების ფარგლებში შესწავლილ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების
არაერთ შემთხვევაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.
მომხსენებელმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კიდევ
ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - შრომითი ურთიერთობის ფარგლებში პერსონალური
მონაცემების დაცვა. ყურადღება გაამახვილა სამსახურის მიერ განხორცილებულ იმ ღონისძიებებზე,
რაც დასაქმებულების პერსონალური მონაცემების დამუშავების საკანონმდებლო მოთხოვნებზე
ინფორმაციის მიწოდებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
მომხსენებლის მხრიდან აღინიშნა, რომ მიუხედევად განხორციელებული ღონისძიებებისა,
დამსაქმებელთა მიერ დასაქმებული პირების პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ერთ-ერთ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მონაცემთა დამუშავების პროცესი, ძირითად შემთხვევებში,
უკავშირდება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კანონიერი ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას,
რა დროსაც, მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა დასაქმებულთა პირადი ცხოვრების
დაცვის უფლებასა და დამსაქმებელთა კანონიერ ინტერესებს შორის.
მომხსენებელმა, ასევე ისაუბრა, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
მიერ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან
დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა
ჯანმრთელობის სფეროში და
საფინანსო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის და
ინფორმაციის დამუშავების კონკრეტულ შემთხვევებზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, სამსახური ასევე აქტიურად ახორციელებდა ონლაინ კამპანიებს
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და ახდენდა, ონლაინ სივრცეში სპეციალური
თემატური ბარათების მეშვეობით ინფორმაციების განთავსებას.
კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები წარმოდგენილ ანგარიშთან მიმართებით,
დასვეს შეკითხვები.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა, კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მთლიანობაში დადებითად შეაფასა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობა
საქართველოში მონაცემთა დაცვის, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლის მიმართულებით.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის სრული აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია