ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 67
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2173?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 მაისი 2023 13:00
2023 წლის 10 მაისი, 13:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-6015/23; 28.04.2023) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი:
თამარ
ქიტიაშვილი
-
ა(ა)იპ
-
პროფესიული
უნარების
სააგენტოს
გენერალური დირექტორი;
3. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების
დაზუსტება;
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
4. სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი
განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების
მოწვევის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
5/10/2023, 6:05 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N67
2023 წელი, 10 მაისი, 13:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი, ბაია კვიციანი, ვლადიმერ
კახაძე,
ბექა
დავითულიანი,
გენრიეტა
წიწავა,
დავით
ზილფიმიანი,
ვახტანგ
მეგრელიშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე; გელა გელაძე-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე; თამარ კვინიკაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი; თამარ ქიტიაშვილი ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი; თამარ სამხარაძე ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე; გელა
ლომიაშვილი - ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს გუნდის ლიდერი; ნინო
რევიშვილი - ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს გუნდის ლიდერი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№1-6015/23; 28.04.2023)
განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: თამარ ქიტიაშვილი - ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს
გენერალური დირექტორი;
3. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების
დაზუსტება;
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
4. სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების,
უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოების მოწვევის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის
წევრებს წარუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა.
მისი განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი
შეფასებით, 2023 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო
რეალურმა ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს მთავარი გამოწვევა ინფლაცია
იყო, მარტში კი ინფლაციის დონემ 5,3% პროცენტს მიაღწია.
მისივე თქმით, 2023 წლის მარტში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი
კურსი აშშ დოლარის მიმართ 5.2 პროცენტით გამყარდა და ერთ აშშ დოლარზე 2.56 ლარი
შეადგინა.
ასევე, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 4
783.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით
მეტია; აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ
აშშ დოლარს.
მომხსენებლის განცხადებით, მნიშვნელოვანია 2023 წლის პირველ კვარტალში,
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც
102.0 პროცენტით (401.7 მლნ აშშ დოლარით მეტი) მეტია გასული წლის შესაბამის
მაჩვენებელზე. ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული
შემოსავლები 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 137.5
პროცენტით.
ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის
შესაბამის პერიოდთან მიმართებით გაიზარდა და 1 171.4მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის
შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 899 410.5 ათასი ლარით,
საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 069 479.3 ათასი ლარი, საპროგნოზო
მაჩვენებლის 103.5%. ხოლო, შემოსავლების ნაწილში საანგარიშო პერიოდში
მობილიზებულ იქნა 4 609 272.2 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 101.2%.
საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების
მაჩვენებელმა შეადგინა 614 329.6 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი
განისაზღვრა 97 412.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 116 353.3
ათასი ლარი, სხვა შემოსავლები, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 343 853.9
ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 138.7%.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2023 წლის სახელმწიფოს ნაერთი
ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრა - 2.8%-ით. საანგარიშო
პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითია და შეადგენს 98.1 მლნ ლარს,
ვალდებულებების ზრდამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 358 233.2 ათასი ლარი, მათ
შორის:
62 772.9 ათასი ლარი - საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წმინდა ზრდა;
295 163.1 ათასი ლარი - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და სხვა
სახელმწიფოების მთავრობებისგან მიღებული საინვესტიციო შეღავათიანი
კრედიტები;
297.2 ათასი ლარი - ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები. ვალის მომსახურება და
დაფარვა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მიერ ვალის მომსახურებასა და
დაფარვაზე მიიმართა 586.9 მლნ ლარი,
განმცხადებლის ინფორმაციით, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები, კერძოდ,
საგადასახადო შემოსავლებმა 4 მილიარდ 610 მილიონ ლარს მიაღწია, რაც დაგეგმილის
101,2%-ია, გრანტები შესრულდა 119%-ით, სხვა შემოსავლები კი - 138%-ით.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კუთხით ყველა
მიმართულებით არის გადაჭარბება, საკმაოდ დადებითად ფასდება შესრულება
სამინისტროების კუთხითაც, მათ შორის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს
მაჩვენებელი 100,5%-ს შეადგენს.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება:
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კითხვა დაუსვა განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელს, 2022-2025 წლებში 800 სკოლის მშენებლობარეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ
აღნიშნა, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე
წელს 2 სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 4 სკოლის მშენებლობა
დასრულების პროცესშია, მიმდინარეობს 50 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ასევე
აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს
69 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება და
განხორციელდება 150 სკოლის რეაბილიტაცია.
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრება გამოთქვეს: ვლადიმერ კახაძემ, დავით ზილფიმიანმა და
მარიამ ლაშხმა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა.
კომიტეტმა მოისმინა:
პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა წარმოადგინა, ა(ა)იპ
- პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში სამომავლო გეგმები.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული უნარების სააგენტომ, აქტიური
საქმიანობა 2022 წლიდან დაიწყო. სააგენტოს შექმნის მთავარი იდეა პროფესიულ
განათლებაში დარგობრივი პოლიტიკის განვითარება და ამ მიზნით კერძო სექტორისა და
დარგობრივი უნარების ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაციას უკავშირდება.
თამარ ქიტიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, პროფესიული უნარების კვირეულზე,
რომელიც მიმდინარე წლის 24-30 აპრილს პროფესიული უნარების სააგენტოს
ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა.
კვირეულის მიზანი პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების
გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა იყო.
მომხსენებლის
განცხადებით,
კვირეულის
ფარგლებში
გაიმართა
სხვადასხვა
ფოკუსირებული ღონისძიებები და განიხილეს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა:
უნარების ეკოსისტემის კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და შემდგომი
განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები;
კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობა და ცალკეულ ეკონომიკურ
სექტორებთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები;
სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ეთნიკურ
უმცირესობებში ენობრივი ბარიერის აღმოფხვრასა და სოციალურ ინტეგრაციას;
განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი ახალგაზრდების (NEET) პრობლემა და ამ
მიმართულებით არსებული პოლიტიკა;
ახალი საორიენტაციო სერვისი სსსმ და შშმ პირთათვის, რომელიც ხელს შეუწყობს
მათ კარიერულ თვითგამორკვევასა და ინფორმირებული პროფესიული არჩევანის
გაკეთებას;
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო ეკოსისტემის
განვითარება და ინოვაციურ სწავლებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და
გამოწვევები;
ინიციატივები
და
შესაძლებლობები
პროფესიულ
საგანმანთლებლო
დაწესებულებებში არაფორმალური განათლების სერვისების მხარდასაჭერად.
უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და უნარების სააგენტოს
კოორდინაციით, აზიის განვითარების ბანკის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების
პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც
მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის საჯარო
სკოლების გაძლიერებას.
მომხსენებლის განცხადებით, სააგენტომ დაიწყო დაინტერესებული მხარეების
მობილიზება სოციალური ინკლუზიის ისეთი ასპექტების მიმართულებით, რომლებიც
უკავშირდება შემდეგ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ან ზრუნვიდან გასული პირების,
განათლებისა და დასაქმების მიღმა მყოფი ახალგაზრდების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
მყოფი პირების და სხვა დამატებითი საჭიროებების მქონე მოქალაქეების პროფესიულ
განათლებაში ჩართვას, მათი სწავლებისა და შემდგომი დასაქმების მხარდაჭერას.
აღნიშნულის ფარგლებში:
მომზადდა და სამინისტროს წარედგინა ინკლუზიური პროფესიული განათლების
მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების
სერვისების ორიენტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის;
ADB-ს მხარდაჭერით შემუშავდა გენდერის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად
ისახავს გენდერულ მეინსტრიმინგს პროფესიული განათლების საფეხურზე.
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით მომზადდა
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განვითარების
გუნდის უწყვეტი განვითარების მოდელი, რომლის მიხედვითაც მუშავდება
ინკლუზიური პროფესიული განათლების მარეგულირებელი ჩარჩო;
თამარ
ქიტიაშვილის
განცხადებით,
სააგენტო
აგრძელებს
პროფესიული
მომზადება/გადამზადების პროგრამების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამის
ფარგლებში, ინტენსიური კამპანია წარიმართა კერძო სექტორის დაინტერესებისთვის.
სააგენტოს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა, პროფესიული განათლების მიმართ
საზოგადოების და დამსაქმებელთა დამოკიდებულებაზე, დასაქმების ბაზარზე უნარებისა
და კომპეტენციების შესაბამისობის საკითსა და პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობაზე.
თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს უკვე წარედგინა ფორმალური
განათლების ყველა საფეხურის ფარგლებში კარიერული კონსულტირების სტრატეგია.
მომხსენებლის განცხადებით, 2022 წელს სააგენტო გახდა -WorldSkills International-ის
ოფიციალური წარმომადგენელი და შეგირდობის ევროპული ალიანსის (European Alliance
for Apprenticeships) წევრი. სააგენტო კოორდინირებას უწევს ტურინის პროცესს
საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის განათლების ფონდის (ETF)
ინიციატივით და რომლის მიზანიც ორ წელიწადში ერთხელ პროფესიული განათლების
სისტემის მონიტორინგი და ქვეყნის მასშტაბით შეფასებაა. სააგენტოს კოორდინირებით და
პარტნიორების ჩართულობით მომზადდა და ETF-ს წარედგინა ანგარიში, რომელიც ბოლო
წლებში სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, პროგრესსა და მიღწეულ შედეგებს
ასახავს; ასევე, სააგენტომ გაიმარჯვა Erasmus +-ის კონკურსში, რომლის მიზანია პროექტის
პარტნიორ ქვეყნებში მიკრო-კვალიფიკაციების განვითარება და დანერგვა. აღნიშნულის
პროექტი გერმანიასთან, ნორვეგიასთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან
თანამშრომლობით განახორციელდება.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს პროფესიული
განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რაც გულისხმობს
გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების დასანერგად სამართლებრივი ჩარჩოს
მომზადებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას,
საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება:
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი საშემოდგომო
სესიაზე პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების
იდენტიფიცირების თაობაზე და დაფინანსების მოდელის განსაზღვრაზე თემატური
მოკვლევის ჩატარებას გეგმავს. ასევე, გაიმართება საკომიტეტო მოსმენები ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში და
პროფორიენტაციის პროგრამის დანერგვა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრება გამოთქვეს: დავით ზილფიმიანმა, ვლადიმერ კახაძემ,
ბაია კვიციანმა, მარიამ ლაშხმა და გენრიეტა წიწავამ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, ა(ა)იპ - პროფესიული
უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტმა მოისმინა:
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს, წარუდგინა
კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების
დაზუსტების საკითხი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დარგის სპეციალისტების მომართვის საფუძველზე
კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო- საკონსულტაციო
საბჭოს შემადგენლობაში რატი ღოლიჯაშვილი, ხოლო სკოლამდელი განათლების
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობაში
ნინო
ბურძენიძის
კანდიდატურები ემატება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს, კომიტეტთან
არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების დაზუსტების
საკითხს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
კომიტეტმა მოისმინა:
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს, წარუდგინა
სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი
განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების
სხდომების მოწვევის საკითხი.
გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს სხდომების მოწვევა შემდეგი განრიგით მოხდება:
პროფესიული განათლების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - 16 მაისი;
ზოგადი განათლების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - 16 მაისი;
უმაღლესი განათლების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - 18 მაისი;
სკოლამდელი განათლების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა - 18 მაისი;
მეცნიერების და ტექნოლოგიების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა 19 მაისი.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს, სკოლამდელი
განათლების, ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების,
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების სხდომების
მოწვევის საკითხს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ჩაკვეტაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე