საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 69
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2212?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
25 მაისი 2023 12:00
2023 წლის 25 მაისი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
2.
საქართველოს
დაწესებულებების
რეგიონებში
წინაშე
მდებარე
არსებული
საჯარო
გამოწვევების
უმაღლესი
განსაზღვრისა
საგანმანათლებლო
და
მხარდამჭერი
მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
3. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების
დაზუსტება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
5. სიიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოსმენა, 2023 წლის ერთიან
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით;
მომხსენებელი: სოფიო გორგოძე - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორი.
5/25/2023, 1:19 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N69
2023 წლის 25 მაისი, 12:00 სთ
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, მარიამ ლაშხი, ბაია
კვიციანი, თენგიზ შარმანაშვილი (ბექა დავითულიანის ადგილმონაცვლე), გენრიეტა
წიწავა, ქეთევან თურაზაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: სოფიო გორგოძე- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის დირექტორი, ლევან საბაური შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორის მოადგილე, ლავრენტი გუდავაძე კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს
წევრი,
თინათინ
ცერცვაძე
კომიტეტთან არსებული ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
წევრი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილების
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
შეტანის
საკითხი;
2. საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი
მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
3. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების
დაზუსტება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
5. სიიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოსმენა, 2023 წლის ერთიან
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით;
მომხსენებელი: სოფიო გორგოძე - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორი.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა, კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო
გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილების თანახმად წლის განმავლობაში
კომიტეტი ექვს თემატურ მოკვლევას განახორციელებს და შესაბამის ანგარიშებს
მოამზადებს, ასევე სამოქმედო გეგმით განისაზღვრა ის საკითხები, რომელსაც კომიტეტი
წლის განმავლობაში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში განიხილავს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი:
თავი შეიკავა:2
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ
კომიტეტის წევრებს, წარუდგინა საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და
მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და
თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოკვლევის ჯგუფს თავად უხელმძღვანელებს,
ხოლო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არსებული ექვსი უნივერსიტეტის
მონახულება და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა იგეგმება. მისივე განცხადებით
უნივერსიტეტების მხრიდან არის დიდი მოლოდინი, რადგან მათ მრავალი
მიმართულებით სჭირდებათ მხარდაჭერა. ასევე, მოკვლევის ფარგლებში მოხდება
პრობლემების იდენტიფიცირება, რაც შედეგის მომცემი იქნება. მისივე განცხადებით
უნივერსიტეტების დაფინანსების ნაწილში, გამოკვეთილ საკითხებზე, მნიშვნელოვანია
შემდეგი წლის ბიუჯეტში საკითხების ასახვა.
გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნასთან
დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და კომიტეტის წევრებს აღნიშნული თემატური
მოკვლევის სამუშაო ჯგუფში ჩართვა შესთავაზა.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი
ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფში
გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ
კომიტეტის წევრებს, წარუდგინა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოების შემადგენლობების დაზუსტების საკითხი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შემადგენლობას კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი ემატება, ამავე საბჭოს
შემადგენლობას, მომართვის საფუძველზე, UNICEF-ის წარმომადგენელი მარიანა
ხუნძაყიშვილი და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დირექტორი
არჩილ სუმბაძე ემატება. სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შემადგენლობაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის
პრეზიდენტი მაია კობახიძე და პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს შემადგენლობაში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული
პროფესორი ნანა სირაძეს კანდიდატურა დაემატა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
სხდომის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის არჩევის საკითხი.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბაია კვიციანის კანდიდატურა. მისივე
განცხადებით, ბაია კვიციანი ჩართულია ზოგადი განათლების მიმართულებით
კომიტეტის საქმიანობის ყველა აქტივობაში, ასევე საქმიანობიდან და გამოცდილებიდან
გამომდინარე, კომიტეტისთვის მისი კანდიდატურა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ
წამოადგინა, სიიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2023 წლის ერთიან
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაცია.
სოფიო გორგოძემ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა,
რომ ცენტრის ძირითადი საქმიანობებია: ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტთა
საგრანტო კონკურსი, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, მასწავლებლის ტესტირება,
საერთაშორისო გამოცდები (კემბრიჯის, TOEFL-ის, ACCA-ს კომპიუტერული და
საკვალიფიკაციო გამოცდები), საერთაშორისო კვლევები (PIRLS; TIMSS; PISA),
პროფესიული ტესტირება, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდა,
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ (მე-4 და მე-6 კლასელთა დიაგნოსტიკური
შეფასება), პროექტი „სერტუსი“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება),
სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა (მაგ. ტესტირების ჩატარება
თანამშრომლებისათვის; ტრენინგი ტესტის შექმნის მეთოდოლოგიაში და სხვ.).
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან
დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოუდგინა და აღნიშნა, რომ 2023 წელს გამოცდები მთელი
საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები
გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში,
ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი
გაიხსნება ამბროლაურშიც. მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრების სარემონტო სამუშაოები
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ,
რის შემდეგაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაიწყებს საგამოცდო
ცენტრების მოწყობას 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად.
სოფიო გორგოძემ აღნიშნა, რომ წელს ეროვნული გამოცდებისთვის რეკორდული
რაოდენობის, 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მისივე განცხადებით, მზადდება:
პასუხების ფურცლები, დამხმარე მასალა: რუკები, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული
სისტემა, მოწმდება კომპიუტერების, ხმის გამაძლიერებლებისა და
ყურსასმენების
გამართული მუშაობა.
მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საგამოცდო განრიგზე, რის შემდეგაც
მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრების მიხედვით. 2023 წლის
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
ჩასატარებლად
შერჩეული
მეთვალყურეკურატორებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები. შერჩეულნი არიან
ადმინისტრატორ-კოორდინატორები,
თანაშემწეები,
მიმდინარეობს
ტექნიკური
პერსონალის და სხვა დამხმარე პერსონალის შერჩევა.
ცენტრის ხელმძღვანელმა, ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის
მიერ სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციასა და
ანალიზზე, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე, ასევე
აღნიშნა, რომ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე თავსდება
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შექმნილი სპეციალური პირობების თაობაზე.
ინფორმაცია
კონფიდენციალურია
და
პარალელურად
მიმდინარეობს
იმ
გამოსაცდელებთან დაკავშირება, რომლებსაც დაუკმაყოფილდათ წარმოდგენილი
განცხადება.
სოფიო გორგოძემ ისაუბრა გამოცდების საორგანიზაციო ჯგუფზე, რომელიც
დაკომპლექტებულია უწყებების წარმომადგენლებით და გამოცდამდე ერთხელ, ივნისის
თვეში იკრიბება და აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენელის ჩართვის სურვილი გამოთქვა.
მომხსენებელმა განაცხადა, რომ საგამოცდო ტესტებზე მუშაობა უკვე დასრულებულია და
მომზადდა აბიტურიენტებისთვის 17 საგანში და მასწავლებლებისათვის 24 საგანში, 100-ზე
მეტი ტესტი. ასევე, ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის ითარგმნება
ტესტები.
რაც შეეხება დამატებით სესიებს, სოფიო გორგოძის განცხადებით, COVID-19-ის დროს
ტარდებოდა და გასული წლის მსგავსად ცენტრი წელსაც ემზადება დამატებითი სესიების
ჩასატარებლად, თუმცა ვინაიდან პანდემია დასრულდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან
გაგზავნილია წერილი და მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები.
ცენტრის ხელმძღვანელმა გამოცდების დასრულების შემდეგ პროცესზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია ნაშრომების გასწორების პროცესი. ტესტის
ფსიქომეტრული ანალიზის მეშვეობით მოხდება შეფასების სქემის გადამოწმება და
პირველადი შედეგების გამოქვეყნება, სააპელაციო კომისიისათვის ტესტისა და შეფასების
სქემის გაცნობა, სააპელაციო კომისიის მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვა,
გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება და ტესტის ფსიქომეტრული ანალიზის
შედეგების განხილვის საფუძველზე სამომავლო გეგმის შემუშავება.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება:
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრება გამოთქვეს:
გივი მიქანაძემ, სოფიო გორგოძეს გამოცდებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი
ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და საგამოცდო ცენტრების
მონახულებისა და პროცესის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა.
კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელს დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს: გენრიეტა
წიწავამ, ქეთევან თურაზაშვილმა, ბაია კვიციანმა, მარიამ ლაშხმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გივი
მიქანაძემ და თინათინ ცერცვაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლევან საბაურმა
საგამოცდო პროცესის დროს მეთვალყურეებისა და გამსწორებლების შერჩევის საკითხზე
ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგამოცდო პროცესის მონაწილეების ძირითადი ნაწილი
საპენსიო ასაკისაა და ცენტრი ვერ ახდენს მათ დასაქმებას ერთ თვეზე მეტი ვადით,
ვინაიდან ექმნებათ პენსიის აღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მან ასევე აღნიშნა,
რომ უმჯობესი იქნება ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე გასწორდეს და აღნიშნულ
პირებს საგამოცდო პერიოდში დასაქმებისთვის არ შეუჩერდეთ პენსია.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე