თემატური მოკვლევა - „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების მიზნით" თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4b78]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 72

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2290?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა თარიღი 23 ივნისი 2023 10:00 2023 წლის 23 ივნისი, 10:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/258; 15.03.2023) განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/257; 15.03.2023) განხილვა მესამე მოსმენით; მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თანაარსებობის შესახებ“ (ქართული ასომთავრული ანბანის მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების წესისა და პირობების განსაზღვრის საკითხი); მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 6/22/2023, 3:42 PM https://parliament.ge/print/announcement/2290?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 5. პროფესიულ იდენტიფიცირებისა განათლებაში და შრომის დაფინანსების ბაზართან მოდელის თავსებადი განსაზღვრის პრიორიტეტების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 6. მოსმენა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით; მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 6/22/2023, 3:42 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N72 2023 წლის 23 ივნისი, 10 : 00 სთ თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, გენრიეტა წიწავა, დავით ზილფიმიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ მახარაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ნინო წერეთელი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი; ეკატერინე მაჩიტიძე - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ლაშა მარგიშვილი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; ნინო ბურძენიძე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ლავრენტი გუდავაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს წევრი; გიორგი ნოზაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო; დავით ჯალაღონია - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ვასილ კიკნაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნანა სირაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; თამარ დვალი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; გიორგი ბერაია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; მაია ჩიხლაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს წევრი; გივი აბდუშელიშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/258; 15.03.2023) განხილვა მესამე მოსმენით მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/257; 15.03.2023) განხილვა მესამე მოსმენით მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 3. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თანაარსებობის შესახებ“ (ქართული ასომთავრული ანბანის მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების წესისა და პირობების განსაზღვრის საკითხი) მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე 5. პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე 6. მოსმენა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტი მეორე მოსმენის შემდეგ წარმოდგენილია უცვლელი სახით. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტი მეორე მოსმენის შემდეგ წარმოდგენილია უცვლელი სახით. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თანაარსებობის შესახებ“ (ქართული ასომთავრული ანბანის მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების წესისა და პირობების განსაზღვრის საკითხი) და კომიტეტისთვის პოზიციის გაცნობა სთხოვა აპარატის წარმომადგენელს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატი: ოთარ ბეჟიტაშვილის განცხადებით, მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების არსი მდგომარეობს შემდეგში: ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციის განმტკიცების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ქართული ასომთავრული ანბანის მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების წესი და პირობები. ოთარ ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა. აღნიშნულს წინ უძღვოდა 2015 წლის 19 მარტის „საქართველოს მთავრობის N116 დადგენილება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის - ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრა“. მისივე განცხადებით, ანბანის გამოყენების წესთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, არ არსებობს მხედრულ ანბანთან ერთად ასომთავრული ანბანის გამოყენების პრაქტიკული საჭიროება. ხოლო, ამ სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ვერ ასაბუთებს ასომთავრული ანბანის მხედრულთან ერთად გამოყენების აუცილებლობას და მისი საკანონმდებლო აქტით რეგულირება მიზანშეუწონელია, შესაბამისად კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფითად ცნო. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი აბდუშელიშვილის განცხადებით, ასომთავრული და მხედრული ანბანის ერთად გამოყენების წესის საჭიროება არ დგას, დასადგენია რამდენად აუცილებელი, პრაქტიკული და საჭიროა. მიდგომა აღნიშნული საკითხის მიმართ შესაცვლელია, ეს არის სამუზეუმო საკითხი და აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ ძეგლად. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თანაარსებობის შესახებ“ (ქართული ასომთავრული ანბანის მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების წესისა და პირობების განსაზღვრის საკითხს). კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 0 წინააღმდეგი: 6 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი, რომელიც ეხება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიან განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასებას. გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ მოკვლევას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს და მოკვლევის ჯგუფში კომიტეტის წევრი გენრიეტა წიწავა იქნება. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების მიზნით მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა იწყება. კომუნიკაცია მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ისინიც ჩაერთვებიან თემატურ მოკვლევაში. ასევე, მან გამოთქვა აქტიური კომუნიკაციის სურვილი სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საბჭოს წევრებთან თანამშრომლობის კუთხით. მისივე განცხადებით, წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება მოხდება, რომელიც მომავალი წლისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შესაძლებლობას გახდის. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა შესაბამის საბჭოებთან, ვინაიდან მათ გააჩნიათ დიდი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი, რომელიც ეხება პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრას. გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ მოკვლევას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს და მოკვლევის ჯგუფის წევრი ბაია კვიციანი იქნება. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს ყველაზე კარგად პროფესიული განათლება პასუხობს, ამ მიზნით ჩატარდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც ძირითადი საჭიროებები გამოიკვეთა და სწორედ ამის საფუძველზე იდენტიფიცირებულ იქნა თემატური მოკვლევის საკითხი. მისივე განცხადებით, პროფესიული უნარების სააგენტო და განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და თემატური მოკვლევა იქნება ამ სამუშაოების შემავსებელი ინსტრუმენტი. მარიამ ლაშხის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე პროფესიულის მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერით გერმანია გამოირჩევა, მათ შორის GIZ და მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები, ისევე როგორც, გერმანიის მთავრობასთან, იმისათვის, რომ კიდე უფრო ეფექტიანი იყოს მუშაობა, მათი მხარდაჭერით. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დღეს პროფესიული განათლება პრიორიტეტია, ვინაიდან უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის თანამონაწილეობა, მათი ჩართულობა და ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების უზრუნველყოფა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა: კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 6 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული საკითხები. თამარ მახარაშვილის განცხადებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში 2022 წლის 16 მარტს შევიდა ცვლილებები და დადგინდა ვალდებულება, რომ 6 თვეში შემუშავებულიყო კანონქვემდებარე აქტების ცვლილების პროექტი. აკრედიტაციის დებულებაში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა დადგენილ ვადებზე უფრო ადრე - 2022 წლის 7 ივლისს, რომელიც სახის ძირითად ცვლილებებს შეეხო: შეიცვალა აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები, განისაზღვრა საზღვარგარეთ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცედურა და მიდგომები, გადაიხედა აკრედიტაციის საფასურები, შემუშავდა კლასტერში საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების წესი და პირობები, განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები (2022-2028 წლები). აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის. მისივე განცხადებით, აკრედიტაციის პროცედურების ცვლილებების ფარგლები, სტანდარტებს დაემატა კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკა, გადაიხედა სტრუქტურადა და თანაბრად გადანაწილდა შეფასების კრიტერიუმები. განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები საგანმანათლებლო პროგრამის ადამიანურ რესურსებთან, სადოქტორო და სამაგისტრო ხელმძღვანელებთან მიმართებით. დადგინდა დამატებითი მოთხოვნები სამაგისტრო ნაშრომის და დისერტაციის დაცვის პროცედურებთან დაკავშირებით, ყველა პროგრამის შეფასებისას სავალდებულო გახდა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში თავმჯდომარის სტატუსით საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა, დადგინდა სააკრედიტაციო განაცხადების ცენტრში წარმოდგენის ფანჯრები, წელიწადში ორჯერ (გაზაფხული და შემოდგომა), რომელიც არ ეხება ახალ პროგრამებს. განისაზღვრა კლასტერში საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების პრინციპები და წესი - ერთ კლასტერში შესაძლებელია დაჯგუფდეს არაუმეტეს 8 პროგრამა, მკაფიოდ დადგინდა პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების პირობები და განისაზღვრა საზღვარგარეთ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პროცედურა და მიდგომები. თამარ მახარაშვილის განცხადებით, დაგეგმილია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა და ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცება, ასევე დისტანციური ფორმით განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების მექანიზმების განვითარება და საპენსიო ასაკს მიღწეული აკრედიტაციის ექსპერტებისა და საბჭოს წევრების ანაზღაურების საკითხზე მუშაობა, ვინაიდან სპეციფიური მიმართულებებია და არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, არსებობს პროგრამები, რომელსაც მხოლოდ ორი ან სამი უნივერსიტეტი ახორციელებს და თუ კონკრეტულმა პირმა საპენსიო ასაკს მიაღწია და აღარ არის აკადემიური პერსონალი, ვეღარ ერთვება საქმიანობაში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ინიციატივას წარმოადგენს, რომ იმ ექსპერტებს, რომლებიც შეფასების პროცესში არიან ჩართული შეზღუდვა მოეხსნათ. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ აკრედიტაციის ექსპერტებისა და საბჭოს წევრების ანაზღაურების საკითხების მსგავსი გამოწვევა, ასევე დგას ეროვნული გამოცდების ადმინისტრირებაში ჩართულ პირებთან მიმართებაშიც და ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან კომუნიკაციის საფუძველზე, აღნიშნულ საკითხზე პირველადი მზაობა არსებობს. მისივე განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნულ თემაზე დაწყებული აქვს მუშაობა და შესაძლებელია, საშემოდგომო სესიაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტიც ჩაერთოს. კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვებით მიმართა მომხსენებელს, აკრედიტაციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ასევე, პროგრამების მომზადების წელიწად-ნახევრიან ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად არის მოცემული ვადა უნივერსიტეტებისთვის დაძლევადი, ამასთანავე, გივი მიქანაძე დოქტორანტურის ხარისხის მინიჭების ნაწილში დაინტერესდა, რამდენად იგეგმება საერთაშორისო პრაქტიკების გადმოტანა. თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ კლასტერმა პროგრამების ნაწილი დააჯგუფა და ხარისხი გაიზარდა, ხოლო საფასურები დაწესებულებებს შეუმცირდათ. რაც შეეხება პროგრამების მომზადების ნაწილს, მისი განცხადებით უნივერსიტეტებს ისეთ დროს მიეწოდებათ დარგობრივი მახასიათებლის ჩარჩო დოკუმენტი, რომ პროგრამის ადაპტირებას ასწრებს. დოქტორანტურასთან დაკავშირებით განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგეგმება უცხოური პრაქტიკების გაცნობა, რომლის შესწავლა კომპეტენციის ჯგუფის მიერ განხორციელდება. ლაშა მარგიშვილმა განაცხადა, რომ დოქტორანტურასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა მოდელი და პრაქტიკა არსებობს, მათ შორის დოქტორის ხარისხის მინიჭება სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების საფუძველზე, თუმცა ეს ისე უნდა შესრულდეს, რომ არ გამოიწვიოს ხარისხის დაწევა. გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია უცხოური პრაქტიკის შესწავლა, თუ ეს საკითხი განხილვის თემა იქნება მისასალმებელია, ვინაიდან არიან ადამიანები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი სტატია აქვთ გამოქვეყნებული მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და დროის არ ქონის გამო ვერ ახერხებენ არსებული ხარისხის დაცვას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე