თემატური მოკვლევა - მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციო-ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 73
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2291?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
26 ივნისი 2023 12:00
2023 წლის 26 ივნისი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციო-ემოციური მდგომარეობის გავლენის
შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით
თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარე;
2.
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების
დაცვის
პრაქტიკის შესწავლისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრის მიზნით თემატური
მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარე;
3.
კომიტეტთან
არსებული
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოების
შემადგენლობის
დაზუსტება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარე;
4.
მოსმენა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის
პროცესთან
დაკავშირებით;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
6/22/2023, 3:44 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2291?local=true
მინისტრის მოადგილე.
6/22/2023, 3:44 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N73
2023 წლის 26 ივნისი, 12:00 საათზე
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ
ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, გენრიეტა წიწავა, დავით ზილფიმიანი,
ვახტანგ მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ მახარაშვილი - განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე, კახაბერ ერაძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლიანა სირაძე - ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის
დამფუძნებელი, გიორგი ნოზაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული
ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, ნანა სირაძე - განათლებისა და
მეცნიერების
კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების
სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო, ლავრენტი გუდავაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან
არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო,
თინათინ ცერცვაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული ზოგადი
განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, თამარ ჩიკვილაძე -კომიტეტთან
არსებული
სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, გივი
აბდუშელიშვილი - კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დავით ჯალაღონია - სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, თამარ სინჯიაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციო-ემოციური მდგომარეობის
გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის
შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის
დანიშვნის საკითხი
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის
პრაქტიკის შესწავლისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრის მიზნით
თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
3. კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის
დაზუსტება
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
4. მოსმენა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან
დაკავშირებით
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესწავლისა და
გამოწვევების განსაზღვრის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის საკითხი.
გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ მოკვლევას, კომიტეტის წევრი
ვლადიმერ კახაძე უხელმძღვანელებს და მოკვლევის ჯგუფში პარლამენტის წევრები
რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ზაალ მიქელაძე იქნებიან.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
ვლადიმერ კახაძის განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2025 წლის შემდეგ არცერთი სკოლა არ დარჩება,
სადაც არ იქნება სამედიცინო მომსახურება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, ვინაიდან
დაკავშირებულია ცხოვრების ჯანსაღ წესთან, აქედან გამომდინარე თემატური მოკვლევის
სათაურში უნდა შევიდეს ცვლილება და მოხდეს სკოლის ექიმის დამატება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილებით მხარი დაუჭირა,
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის
ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრის
მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი
სოციო-ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი
მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი.
გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ მოკვლევას განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანი უხელმძღვანელებს და
მოკვლევის ჯგუფის წევრი მარიამ ლაშხი და ვლადიმერ კახაძე იქნებიან.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
ბაია კვიციანმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე, მათი სოციო-ემოციური
მდგომარეობა აისახება, რაზეც არაერთი კვლევა ადასტურებს და აღნიშნულზე
განსაკუთრებული
ყურადღება
პანდემიის
შემდგომ
გამახვილდა.
ვინაიდან
განსაკუთრებით გართულებული იყო მოსწავლეების სოციო-ემოციური ფონი,
უმნიშვნელოვანესია ამ თემის მოკვლევა და შემდეგ იმ მექანიზმების ეფექტიანობის
შემოწმება, რომელიც დანერგილია სკოლებში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მოსწავლეთა აკადემიურ
მიღწევებზე მათი სოციო-ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული
მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის
დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი
მიქანაძემ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა, კომიტეტთან არსებული სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტების საკითხი.
გივი მიქანაძის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობა დაზუსტება და დარგის ექსპერტების
მომართვის
საფუძველზე,
მეცნიერებისა
და
ტექნოლოგიების
სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს დაემატება გივი ჯაფარიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ხოლო ზოგადი განათლების
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ლიანა სირაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია
ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის დამფუძნებელი.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, კომიტეტთან არსებული
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტების საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ექვსმა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 6
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა
კომიტეტის
წევრებს
წარუდგინა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხი.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და
განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული წარმოებები
განხორციელდება იმ რეგულაციებით, რომელიც ძალაში იქნება განაცხადის წარმოდგენის
მომენტისათვის და სკოლებმა, რომლებმაც ახალი სტანდარტების დამტკიცებამდე გაიარეს
ავტორიზაცია, უზრუნველყოფენ საქმიანობის შესაბამისობას ახალ სტანდარტებთან 2024
წლის 1 სექტემბრისათვის. აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა: წარმომადგენლობითი
საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში 10-მდე სამუშაო შეხვედრა, სასწავლო ვიზიტი
ესტონეთში, საუკეთესო პრაქტიკის გასათვალისწინებლად, ახალი სტანდარტებისა და
პროცედურების ვალიდაცია, უკუკავშირი სტანდარტებთან მიმართებით, პროცესების
დიჯიტალიზაცია, ასევე, საჯარო განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან.
მომხსენებლის განცხადებით, ჩამოყალიბდა, ოთხი ახალი სტანდარტი: 1. სკოლის
ფილოსოფია, 2. სასკოლო კურიკულუმი, 3. სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და
ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და 4. მოსწავლეთა მხარდაჭერა.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, ყველა კერძო სკოლა ავტორიზებულია, ხოლო საჯარო
სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-2027 სასწავლო
წლის დაწყებამდე და ამ პერიოდამდე გაიარონ ავტორიზაცია.
რაც შეეხება საჯარო სკოლების ჩართვას ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში,
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წელს
სკოლების დიაგნოსტიკური
თვითშეფასების პილოტირება და ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური თვითშეფასება
ჯამში 2074 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რომლის მიზანი დაწესებულებებში
ხარისხის უზრუნველყოფის გარე და შიდა მექანიზმების ამოქმედების მიზნით
ინსტიტუციური თვითშეფასების შესაძლებლობების გაძლიერება იყო. საჯარო სკოლების
დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესისას შემუშავდა ელექტრონული პლატფორმა,
მოხდა ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირება და შესაძლებლობების
გაძლიერება. ასევე, განხორციელდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისა და
მატერიალური რესურსების ბაზების მომზადება, საჯარო სკოლების ავტორიზაციის
განრიგის შემუშავება, 2023-2026 წლებისათვის და საჯარო სკოლების საჭიროებების
განსაზღვრა ავტორიზაციის მიზნებისათვის, რომელიც დაიგეგმება პასუხისმგებელი
უწყებების მიერ.
მომხსენებლის განცხადებით, დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის ახალი ექსპერტთა კორპუსი, კონკურსების საფუძველზე შეირჩა 194
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი და 348 ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი
ექსპერტი, ასევე შემუშავდა ადმინისტრაციულ წარმოებებში მონაწილე ექსპერტების
შეფასების ახალი ფორმები და დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა, ამასთანავე იგეგმება რესურსცენტრის
წარმომადგენლის ჩართვა საავტორიზაციო ვიზიტებში.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, 2022 წელს განხორციელებული დიაგნოსტიკური
თვითშეფასების შედეგების ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე
შემუშავდა თვითშეფასების ახალი კითხვარები, შემდეგი სამიზნე ჯგუფებისთვის: სკოლის
ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძემ კითხვებით მიმართა მომხსენებელს, თუ როგორ ხდება სკოლებს შორის
პრაქტიკის გაზიარება. ასევე რესურსცენტრების ჩართულობასთან დაკავშირებით, მან
იკითხა რეგიონებში რამდენად არსებობს შესაბამისი ადამიანური რესურსი და
სტანდარტის გადამოწმების მექანიზმები.
კახაბერ ერაძის განცხადებით, წლის ბოლოს იგეგმება კონფერენცია და ავტორიზაცია
გავლილი სკოლები თვითონ გაუზიარონ გამოცდილებას სხვა სკოლებს. მისივე
განმარტებით, რესურსცენტრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრისთვის 2086 ადმინისტრაციული წარმოება უნდა განახორციელონ, ვინაიდან
პირველ ეტაპზე მხოლოდ საავტორიზაციო ვიზიტში არიან ჩართულები და
ფასილიტატორის ფუნქცია აქვს, თუმცა იგეგმება მათთვის ფუნქციების გადანაწილება და
მათი როლის გაზრდა.
თამარ სინჯიაშვილი
კითხვით მიმართა მომხსენებელს, რამდენად
ეძლევა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვადა ავტორიზაციის პროცესში გამოვლენილი
ხარვეზების გამოსასწორებლად.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, ავტორიზაცია ფასდება ოთხი სკალით: შეესაბამება,
მეტწილად შეესაბამება, ნაწილობრივ შეესაბამება და არ შეესაბამება, აქედან გამომდინარე
თუ სკოლა საბაზო სტანდარტებს აკმაყოფილებს, გაივლის ავტორიზაციას და ეს იქნება
შესაბამისი დათქმებით, რომელიც შემდეგ მოვა შესაბამისობაში, ხოლო თუ თეორიულად
მსგავსი შემთხვევა მოხდა, რომ ვერ გაირა დაწესებულებამ ავტორიზაცია, 2026 წლამდე
ისინი ავტორიზებულად რჩებიან.
თინათინ ცერცვაძემ კითხვით მიმართა მომხსენებელს, ავტორიზაციისას პროცესში
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მან ასევე იკითხა
საჯარო სკოლები რამდენად არიან მზად გადადგან ნაბიჯები სკოლების
გაძლიერებისთვის.
თამარ მახარაშვილი საფასურთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ავტორიზაციასთან
დაკავშირებული ხარჯები საჯარო დაწესებულებებისთვის სრულად დაფინანსებულია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, ასევე არის ისეთი კერძო სკოლები,
რომელსაც შესაძლებელია სჭირდებოდეს მხარდაჭერა და აღნიშნული მიმართულებით
მუშაობს სამინისტრო. ხოლო რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, სახელმწიფო სკოლას
აძლევს შესაძლებლობას განსხვავებული კურიკულუმით იმუშაოს.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე მნიშვნელოვანი იქნება,
კომიტეტის სხდომის ჩატარება, სადაც 2023 წლის შედეგების შეჯამება მოხდება,
რომელზეც უკეთ გამოჩნდება გამოწვევები და შესაძლებლობები.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხი.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე