ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.09.2023
ავტორი
ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4b81]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 75
შენიშვნა გასვლითი სხდომა - 2023 წლის 2 სექტემბერი, 10:30 საათი ახალქალაქი, თამარ მეფის ქუჩა N33 ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/4/23, 12:45 PM საქართველოს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 02 სექტემბერი 2023 10:30 2023 წლის 2 სექტემბერი, 10:30 საათი ახალქალაქი, თამარ მეფის ქუჩა N33 ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დღის წესრიგი ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ქეთევან ჯაყელი - ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი. https://parliament.ge/print/announcement/2344?local=true 1/2
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი ოქმი N75 2023 წლის 2 სექტემბერი, 10:30 საათი ახალქალაქი, თამარ მეფის ქუჩა N 33 ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, გენრიეტა წიწავა. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: როსტომ ჩხეიძე - პარლამენტის წევრი, სამველ მანუკიანი - პარლამენტის წევრი, მელქონ მაკარიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, ქეთევან ჯაყელი - ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: ქეთევან ჯაყელი - ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი კომიტეტმა მოისმინა: ქეთევან ჯაყელმა წარმოადგინა ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის ანგარიში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე და საუბარი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის რეკომენდაციების შესრულებას შეეხო. ქეთევან ჯაყელის განცხადებით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა თანამედროვე სასკოლო მზაობის პროგრამის 2024-2025 სასწავლო წელს 150 სკოლის ბაზაზე დანერგვა; 2025 წლის ბოლომდე სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების საფეხურის გაერთიანებული კონცეფციის 9 ახალაშენებული სკოლის ბაზაზე დანერგვა, მცირეკონტინგენტიანი სკოლების ინფრასტრუქტურის გამოყენებით სკოლამდელი განათლების ცენტრების მხარდაჭერა, 14 სკოლამდელ დაწესებულებაში ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვა, რომლის რიცხვი 2023 წლისთვის 30-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას, ზურაბ ჟვანიას ადმინისტრირების სკოლის დირექტორის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამას, რომელშიც ასევე ჩართულია ადმინისტრირების სკოლაც. სახელმწიფო სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, მათ შორის ორენოვან მასწავლებლებს, სთავაზობს ტრენინგ მოდულებს, რომლებშიც ასახულია ინტერ კულტურული კომპეტენციების საკითხები. ქეთევან ჯაყელის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ფარგლებში ჟვანიას სკოლამ 2017-2018 წლებში დაიწყო დარგობრივი ქართული ენის კურსების შექმნა და დღეს სკოლას 30-მდე კურსი აქვს შემუშავებული, რომელსაც სთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ კონკრეტული პროფესიის დაუფლება. მისივე განაცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები იქნა გადადგმული პროფესიული განათლების კუთხით. პირველი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა, როდესაც ავტორიზაციის ფარგლებში გაჩნდა მოთხოვნა ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის ორ მოდულზე. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგულარულად ახორციელებენ შრომის ბაზრის მოკვლევას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე. პროფესიული განათლების მიმართულებით ჟვანიას სკოლის ჩართულობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით მოთხოვნადია პროგრამა ქართული ენა ექთნებისთვის, წელიწადში საშუალოდ 400-მდე ბენეფიციარი სარგებლობს ამ პროგრამით, ანალოგიური სტატისტიკაა ტექნოლოგიების, ტურიზმისა და აგრონომიის მიმართულებით პროგრამებზე. მისივე განცხადებით, ქართული ენის და სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 30-მდე სასწავლო კურსი შემდეგი მიმართულებებით: სახელმწიფო ენის ზოგადი პროგრამა, სახელმწიფო (ქართული) ენის სწავლება რეკრუტებისთვის, დარგობრივი ქართული ენის პროგრამა პროფესიული ჯგუფებისთვის. ჟვანიას სკოლაში ბენეფიციარის ჩარიცხვა ორი გზით ხორციელდება, ერთი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე და მეორე უწყებრივი დაკვეთით. მაგალითად, განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2000-მდე მასწავლებელი გადამზადდა, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით წელიწადში დაახლოებით 700მდე პირი გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდში ენის შესწავლის პროგრამას. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2023 წელს მსმენელთა გეგმიური რაოდენობა შეადგენს 5400 ბენეფიციარს და ყოველწლიურად ეს რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე 80 ტრენერია დასაქმებული ქვეყნის მასშტაბით და აქედან 15 ტრენერი დარგობრივი, ხოლო დანარჩენები ქართული ენის სპეციალისტები არიან. ქართული ენის პროგრამების სწავლება ხორციელდება საქართველოს 14 მუნიციპალიტეტში, 4 თვითმმართველ ქალაქში და 10 სამხედრო ბაზაზე. კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძე დაინტერესდა, თუ როგორ ხდება ქართული ენის მასწავლებლების შერჩევა, რა კომპეტენციებია მათთვის განსაზღვრული და რამდენად არის შესაძლებელი ჟვანიას სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა განსაზღვროს მათი კომპეტენტურობა და პასუხისმგებელი იყოს შედეგების გადამოწმებასა და შეფასებაზე. გენრიეტა წიწავას - კითხვა შეეხებოდა, სტუდენტების მხრიდან უკუკავშირის გაზიარებას სწავლების ხარისხთან დაკავშირებით და მის საფუძველზე პროგრამების გაუმჯობესებას. ვლადიმერ კახაძე - კითხვით მიმართა მომხსენებელს, რა როლი აქვს პროგრამებში ქართული გრამატიკის სწავლებას. ქეთევან ჯაყელის განცხადებით, მასწავლებლების შერჩევის პროცესში, ჟვანიას სკოლა არ მონაწილეობს, თუმცა ტრენერების გადამზადების პროგრამა დანერგილია. იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიულად ჟვანიას სკოლის საქმიანობა ფართოვდება, მონიტორინგს დიდი ყურადღება ეთმობა, სამინისტროს მხრიდან მიმდინარებს რეორგანიზაცია სადაც გათვალისწინებულია ახალი სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც ჩნდება ინსტიტუციურად ახალი რგოლის გაჩენა, რომ მოხდეს მონაცემების შეგროვება პროგრამა დამთავრებულების სტატისტიკის მართვა. რაც შეეხება ქართული გრამატიკის შესწავლას, მისივე განცხადებით ყველა დონეზე ხდება გრამატიკის შესწავლა. ასევე, ყოველი წლის ბოლოს ხდება პროგრამების გადახედვა, ვინაიდან ყველა მსმენელს და ტრენერს აქვს შესაძლებლობა უკუკავშირის გაზიარების, ხდება მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ცვლილებების შეტანა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო, ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე