საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-13534/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 119

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/4/23, 11:24 AM საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 04 სექტემბერი 2023 13:00 2023 წლის 4 სექტემბერი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2346?local=true 1/2 9/4/23, 11:24 AM https://parliament.ge/print/announcement/2346?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 4 სექტემბერი 13.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N119 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა და პაატა მანჯგალაძის უფლებამონაცვლე ხათუნა სამნიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტოს N 00028209 ბრძანებით ქეთევან დუმბაძე 2023 წლის 4 სექტემბრიდან დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ქეთევან დუმბაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): 1 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის ქეთევან დუმბაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2