სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.09.2023
ავტორი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4b84]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 74
შენიშვნა 2023 წლის 1 სექტემბერი, 11:00 საათი მარნეული, იალღუჯის ქუჩა სსიპ კოლეჯი მოდუსი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
9/4/23, 12:44 PM საქართველოს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 01 სექტემბერი 2023 11:00 2023 წლის 1 სექტემბერი, 11:00 საათი მარნეული, იალღუჯის ქუჩა სსიპ კოლეჯი მოდუსი დღის წესრიგი 1. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებლები: გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე; 2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 3. ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა; მომხსენებელი: ბაია კვიციანი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. https://parliament.ge/print/announcement/2343?local=true 1/2
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი ოქმი N74 2023 წლის 1 სექტემბერი, 11:00 საათი მარნეული, იალღუჯის ქუჩა სსიპ. კოლეჯი მოდუსი სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, გენრიეტა წიწავა. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: როსტომ ჩხეიძე - პარლამენტის წევრი, გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე; მაკა თეთრაძე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანალიტიკური კვლევების მენეჯერი; ლადო ზირაქაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სპეციალისტი; ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები; ქვემო ქართლის რეგიონში განათლების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა მომხსენებელი: გივი მიქანაძე; გიორგი ჩაკვეტაძე; ბაია კვიციანი; მარიამ ლაშხი; ვლადიმერ კახაძე 2. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: გიორგი ალიბეგაშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე 3. ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა მომხსენებელი: ბაია კვიციანი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კომიტეტმა მოისმინა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საკითხის განხილვისასა აღნიშნა, რომ კომიტეტს დღეისათვის სხვადასხვა მიმართულებით ხუთი თემატური მოკვლევა აქვს ინიცირებული. მათ შორის, როგორც ადრეული და სკოლამდელი, ისე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებზე და თემატური მოკვლევის მთავარ მომხსენებლებს სიტყვა გადასცა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლებაზე გავლენის შესწავლის მიზნით, დაწყებული თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმაცია. მისი განცხადებით, ნოემბრის თვეში იგეგმება საბოლოო დასკვნის შემუშავება. მოკვლევას მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). მოკვლევის ფარგლებში მოხდა საქართველოში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებებისგან ინფორმაციის გამოთხოვა, დარჩენილია ოთხი მუნიციპალიტეტი, რომელსაც მოსაწოდებელი აქვთ ინფორმაცია. თემატური მოკვლევის ფარგლებში იგეგმება გასვლითი შეხვედრები მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ასევე შესწავლილი იქნება თბილისის რამდენიმე სკოლამდელი განათლების დაწესებულების მდგომარეობა. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმობა ადამიანურ რესურსებს, განსაკუთრებით კი სახელფასო ანაზღაურებას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, დაწყებული თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმაცია. მისი განცხადებით, მოსწავლეთა კოგნიტური განვითარების პროცესში სოციალურ და ემოციურ კომპეტენციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალიზაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობას. საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, რაც განპირობებული იყო არსებული რეგულაციებითა და ახალ გარემოში ცხოვრებით, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების, მათ შორის მოსწავლეთა ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა. ბაია კვიციანმა თემატური მოკვლევის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავარ მიზანს წარმოადგენს, მოსწავლეთა სოციალური და ემოციური მხარდაჭერის შესახებ არსებული მდგომარეობის შესწავლა; სოციალური და ემოციური კომპეტენციების როლის დადგენა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მიმართებაში; სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭირო მექანიზმების შემუშავება; სოციალური და ემოციური სწავლების ხელშეწყობა, ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსებისა და მასწავლებელთა პროფესიული პროგრამების განვითარება და სასკოლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის განსაზღვრა მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე. მისივე თქმით, ამჟამად, უკვე დასრულებულია წერილობითი მოსაზრებების მიღების ეტაპი, საერთო ჯამში შემოვიდა 70-მდე მოსაზრება, მათ შორის არიან, საერთაშორისო, დარგობრივი ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიღებული მოსაზრებების ანალიზი, სამაგიდე კვლევა, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია ვიზიტები რეგიონებში. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით, დაწყებული თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმაცია. მისი განცხადებით მოკვლევის მიზანს წარმოადგენს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების/კაბინეტებისა და პერსონალის მუშაობის ეფექტიანობის შესწავლა; სკოლების თანაბარი ხელმისაწვდომობის შეფასება სუფთა წყალზე; სკოლაში სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკა; სუფთა წყალსა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესში სკოლის ექიმის როლის გამოკვეთა; ჯანმრთელობის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საჭირო ინტერვენციების განსაზღვრა და სკოლების მიერ სანიტარიულჰიგიენური სტანდარტების დაცვასთან, ექიმის ფუნქციონირებასთან და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მხარდამჭერი მექანიზმების შეფასება. ვლადიმერ კახაძის განცხადებით, ამჟამად დასრულებულია წერილობითი მოსაზრებების მიღება, საერთო ჯამში შემოსულია 95-მდე მოსაზრება, მათ შორის, არიან საერთაშორისო, დარგობრივი ორგანიზაციები და საგანანმანათლებლო დაწესებულებები. ხოლო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიღებული მოსაზრებების ანალიზი, სამაგიდე კვლევა, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით, დაწყებული თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმაცია. მარიამ ლაშხის განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტში მოხდა პროფესიული განათლების ახალი კანონის მიღება, რომელსაც თან სდევს კანონქვემდებარე აქტები და კომიტეტი, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, აქტიურად ვუწევთ მონიტორინგს მის აღსრულებას. ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტს წარმოადგენს დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება, პრიორიტეტული მიმართულებები, შრომის ბაზრის საჭიროებები და კერძო სექტორის ჩართულობა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებების მიღება, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე. ამ ეტაპისთვის შემოსულია საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაში შემავალი 35 დაწესებულების მოსაზრება. ასევე, მოსაზრებები გამოაგზავნა კოლეჯ „აისის“ ადმინისტრაციამ და 2-მა დარგობრივმა ექსპერტმა. სექტემბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია მიღებული მოსაზრებების ანალიზი, სამაგიდე კვლევა, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა, ხოლო ოქტომბრის პირველ ნახევარში იგეგმება ვიზიტები რეგიონებში. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, კომიტეტის წევრებს წარუდგინა, საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით, დაწყებული თემატური მოკვლევის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ამ ეტაპზე უკვე განხორციელდა ვიზიტები შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათ შორის ფოთში არსებული ფილიალი); იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (მათ შორის სენაკში არსებული ფილიალი); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მათ შორის ქობულეთში არსებული ფილიალი) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალქალაქის ფილიალში ვიზიტი დაგეგმილია 2 სექტემბერს). გივი მიქანაძის განცხადებით, მომზადდა დეტალური კითხვარი რომელიც დაეგზავნა ექვსივე უნივერსიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი. თითოეულ უნივერსიტეტზე შედგება დამოუკიდებელი ანგარიში და შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები. დაგეგმილია რექტორების მონაწილეობით ერთი ზეპირი მოსმენის ჩატარება, ასევე, საბოლოო პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნებიან განათლებისა და მეცნიერების და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგნელები, ასევე დარგის ის ყველა სპეციალისტი, რომელსაც ამ პროცესების გაუმჯობესებაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა. მოკვლევის მიზანია, შეიქმნეს საქართველოს რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების გაძლიერების სამ წლიანი პროგრამა, სადაც გაიწერება კონკრეტული პრიორიტეტები და აღნიშნული ასახული იქნება ბიუჯეტში, რათა დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე, გარდამავალ ეტაპზე, გავაძლიეროთ უნივერსიტეტები, როგორც ფინანსურად, ისე მატერიალურ ტექნიკური ბაზისა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შესაძლებლობების გაფართოების კუთხით. აღნიშნულში დიდი მნიშვნელობა ექნება Horizon Europe-ის რესურსის გამოყენებას. სამწუხაროდ, დღემდე რეგიონში არსებულ არცერთ უნივერსიტეტს არ მიუღია დაფინანსება. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა კომიტეტის აპარატის თანამშრომელს ნინო გოგნიაშვილს, რომელმაც კითხვარის შინაარსზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კითხვარი მოიცავს რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, საგანანმანათლებლო პროგრამებს, ადამიანურ რესურსებს, ინკლუზიური განათლების ნაწილს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და ფინანსურ ნაწილს. აღნიშნულის საფუძველზე უკვე გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელიც მოკვლევის ანგარიშში აისახება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევების შესახებ ინფორმაცია. კომიტეტმა მოისმინა: სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, კომიტეტის წევრებს წარუდგინა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიში. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, 2023 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს 2030 წლისათვის ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ქართული ენის დაცვასა და განვითარებას საკანონმდებლო და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში სტრატეგიის ექვსი ამოცანის მიხედვით შესულია ისეთი აქტივობები, რომლებიც მიზანს მიგვაახლოებს: სულ 70 აქტივობაა, რომელთაც 11 პასუხისმგებელი უწყება შეასრულებს. აქტივობების დიდი წილი ეხება სახელმწიფო ენის სწავლებას, რადგან ქართული ენის სწავლა-სწავლება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დიდი და კომპლექსური საკითხია, რომელიც გულისხმობს სწავლების ხარისხის გაძლიერებას განათლების ყველა დონეზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება არა მხოლოდ მისი სრულფასოვანი ფუნქციონირების, არამედ მათი სამოქალაქო ინტეგრაციისა და პიროვნული განვითარებისათვის პირობების შესაქმნელად. ამავე დროს მნიშვნელოვანია ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის, ქართული ტერმინოლოგიის, ქართული და ქართველური ენების სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა. უკვე მომზადდა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (2021-2030 წლების სტრატეგია). სახელმწიფო ენის სტრატეგიის ამოცანებია: ქართული და აფხაზური ენის ფუნქციონირება და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე; აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა; ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა. სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების საშუალო მაჩვენებელია 76%, რაც დადებითი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ გეგმა, ფაქტობრივად 2021 წლის მიწურულს დამტკიცდა და აქტივობათა უმეტესობა - 90% 2022 წლისათვის იყო დაგეგმილი. მისივე განცხადებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციონირების დაწყებისთანავე, 2018 წლიდანვე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მუშაობს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია, რომელიც განიხილავს ქართული ენის ნორმებს და დეპარტამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთი ნაწილი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის 394-ე დადგენილებით. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის მიერ შემუშავებული ნორმები დაიბეჭდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის II და III ბიულეტენებში. აღსანიშნავია, რომ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების განახლება მიმდინარეობს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ამასთან, დეპარტამენტი სხვადასხვა ენის სპეციალისტთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს უცხოური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესების განახლებასა და შექმნაზეც. დღესდღეობით განახლებულია: ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, ესპანურის, ნიდერლანდურის, სომხურის, სპარსულის, არაბულის, აზერბაიჯანულის, უკრაინულის, ჩინურის, იაპონურის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. ამათგან ნაწილი მანამდე საერთოდ არ არსებობდა და, ფაქტობრივად, სტიქიურად, სხვა ენების გავლენით მკვიდრდებოდა ქართულში. მალე დასრულდება ოსურისა და ებრაულის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები. გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა შეიმუშავა ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციის კონცეფცია და ამჟამად იქმნება გზამკვლევი, რომელიც განკუთვნილი იქნება ყველა იმ უწყებისა და სამეცნიერო ჯგუფებისათვის, რომლებიც ტერმინოლოგიის გაქართულებაზე მუშაობენ. დეპარტამენტის ინიციატივით საქართველოს მეტროლოგიისა და სტანდარტების ეროვნულ სააგენტოში პირველად შეიქმნა ტერმინოლოგიის კომიტეტი. კომიტეტის ფუნქციაა ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული იმ ეროვნული სტანდარტების მიღება, რომლებიც ისო-ს საერთაშორისო სტანდარტების თარგმნითა და ეროვნულ ინტერესებზე ადაპტაციით იქმნება. ამჟამად მიღებულია ტერმინოლოგიის ჰარმონიზაციის სტანდარტი და იგეგმება კიდევ ორი სტანდარტის თარგმნა და დამტკიცება. დეპარტამენტი ცდილობს სახელმწიფო უწყებებისა და აკადემიური წრეების ჩართვას ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციის საქმეში და ტერმინების მიღების წესის ამუშავებას. დღეისათვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტში შემოსული და სათანადო რეცენზირების შემდეგ სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის მიერ განხილულია: თავდაცვის სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემოსული ტერმინები; ამათგან ნაწილი ექსპერტთა კომისიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კიდეც. ხოლო, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია სულ მცირე 5000 ახალი ტერმინის მიღება, აქტივობებზე პასუხისმგებელი უწყებები კი არიან: შსს, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში საყურადღებოა სახელმწიფო ენის ცოდნის დადასტურება. სახელმწიფო ენის შესახებ ორგანულ კანონის 34-ე მუხლში აღნიშნულია სახელმწიფო ენის გამოცდის წესის, გამოცდის ჩატარებისა და შედეგების მიხედვით ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ფუნქცია-მოვალეობები. საგამოცდო წესის შემუშავების თაობაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო 2018 წლის აპრილში. შედგა სამუშაო შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საგამოცდო წესის შემუშავების ეტაპები, სახელდობრ, გადაწყდა, რომ აუცილებელია: ენის ფლობის დონეების განსაზღვრის ეროვნული სტანდარტის დამტკიცება; ენის ფლობის დონეების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ქართული ენის ფლობის დონეების დეტალური აღწერილობის შემუშავება; საკანონმდებლო ჩარჩოს გამართვა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით არ არის მკაფიოდ განსაზღვრული გამოცდის სამიზნე ჯგუფი (სახელმწიფო ენის ფლობის განსაზღვრისა და დადასტურების წესი). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის 394-ე დადგენილებით დამტკიცდა ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, რომელიც მოიცავს იმ კრიტერიუმთა ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი დონის მიხედვით. დოკუმენტი შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს ექვსდონიანი სისტემის საფუძველზე. ხოლო, 2021 წლიდან გამოცდის წესის შემუშავებისა და გამოცდის მომზადების საკითხი სახელმწიფო ენის სტრატეგიის აქტივობებად ჩამოყალიბდა. 2023 წელს განსაზღვრულია ენის ფლობის დონეების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ქართული ენის ფლობის დონეების დეტალური აღწერილობის შემუშავება. შექმნილია სამუშაო ჯგუფი. სამუშაოს უშუალო კოორდინატორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველო. აქტივობის შესრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის ნოემბერი. სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საცდელი გამოცდის ჩატარება განსაზღვრულია 2024 წელს. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა ეხება ასევე გარე აბრების საკითხსაც. ქუჩებში ქართული წარწერების არარსებობა ან არასწორად განთავსება. შარშან სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა შეამოწმა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გარე წარწერების სახელმწიფო ენაზე წარმოდგენის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალაქ მარნეულის გარე აბრების წარწერათა საერთო რაოდენობის 67%, ქალაქ ნინოწმინდა 77% და ქალაქ ახალქალაქის ცენტრალური ქუჩების 67 % სახელმწიფო ენის ორგანული კანონის ან სალიტერატურო ენის ნორმების დაურღვევლადაა განთავსებული, ხოლო დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა და იგეგმება განმეორებითი მონიტორინგიც. ასევე შესწავლილ იქნა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული გეოგრაფიული პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების (სოფლის, დაბის, სხვა დასახლებული პუნქტის, მდინარის, ხევის, კანიონის, სამონასტრო კომპლექსის, ნაკრძალისა და სხვ.) აღმნიშვნელი საგზაო წარწერების ენობრივი გამართულობა რეგიონების პასუხისმგებელი უწყებების მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ენის განვითარება და ქვეყნის მოქალაქეთა განათლების, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა დღეს უშუალო უკავშირდება ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის, ქართული ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას. ევროკავშირის ციფრული თანასწორობის ხედვა ითვალისწინებს ენათა ტექნოლოგიურ განვითარებას მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით. ამ მიმართულებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არაერთ შეხვედრას და კონფერენციას, მართავს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების მონაწილეობით. მზადდება ქვეყნის ანგარიში ქართული ენისათვის ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების მდგომარეობის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომში ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას. ევროკავშირის შესაბამისი პროექტის "ევროპული ენობრივი თანასწორობა" ფარგლებში ქვეყნის ანგარიში ითვალისწინებს მდგომარეობის შეფასებასაც. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2024 წელს ევროპის ენობრივ ინსტიტუციათა ასოციაციის სიმპოზიუმს საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს ესტუმრებიან ევროპის ყველა ქვეყნიდან ენობრივი პოლიტიკის შემქმნელი და განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ანგარიში. კომიტეტმა ცნობად მიიღო, სახელმწიფო ენის კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ კომიტეტის წევრებს და შეკრებილ საზოგადოებას პრეზენტაცია წარმოუდგინა. მისი განცხადებით, თემატური მოკვლევის მთავარი მიზანი იყო, ეთნიკური უმცირესობებისთვის: ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის პროცესში არსებული გამოწვევების განსაზღვრა და გაანალიზება; სკოლის შემდგომი და ზრდასრულთა განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და გამოწვევების განსაზღვრა; არსებული სახელმწიფო პროგრამების შესწავლა; სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით არსებული პრობლემების განსაზღვრა და გაანალიზება; გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ბაია კვიციანის განცხადებით, თემატურ მოკვლევაში ჩაერთო 85 სუბიექტი, ჩატარდა 14 ზეპირი მოსმენა, რის საფუძველზეც შემუშავდა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. თემატური მოკვლევა მოიცავს 45 რეკომენდაციას. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა განათლების საფეხურების მიხედვით გაცემული ძირითადი რეკომენდაციები. მისივე განცხადებით, დიდი მნიშვნელობა შესრულების მონიტორინგის ეტაპს. ენიჭება გაცემული რეკომენდაციების კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების და განათლების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და კომიტეტის წევრებს წარუდგინეს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე