დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 62
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;
2) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
9/5/23, 5:53 PM
საქართველოს პარლამენტი
ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
29 მაისი 2023 16:00
2023 წლის 29 მაისი, 16:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა
და
თანაბარი
საქართველოსა
შესაძლებლობების,
ასევე
საზოგადოებრივი
და
შორის
ასოცირების
ევროკავშირს
ჯანმრთელობის
შეთანხმებისა
და
სფეროებში
საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/2217?local=true
1/2
9/5/23, 5:53 PM
https://parliament.ge/print/announcement/2217?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N62
2023 წლის 29 მაისი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
ანა ნაცვლიშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
დავით სონღულაშვილი
სალომე ქურასბედიანი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა
და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები
სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის
მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას მიერ წარმოდგენილი ანგარიში დასაქმების,
სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შრომის, ჯანმრთელობის
დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფერო ისეთ საკითხებს მოიცავს რაც
საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ და სადაც ევროპული
სტანდარტების დანერგვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს.
ქალბატონმა თამარ ბარკალაიამ თავის მოხსენებაში ძირითადი ყურადღება იმ
ვალდებულებების შესრულების პროგრესზე გაამახვილა, რომელიც ასოცირების დღის
წესრიგით, სამინისტროს მანდატით არის გათვალისწინებული.
მინისტრის მოადგილის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს დამტკიცდა ,,2023-2030 წლების
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და
დეინსტიტუციონალიზაციის
სტრატეგია”
და „2023-2025 წლების შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის
სამოქმედო გეგმა“. აღნიშნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდა სამინისტროს
„შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების“ საკოორდინაციო
საბჭოს“ დეინსტიტუციონალიზაციის კომიტეტის აქტიური ჩართულობით.
მისი განცხადებით, გრძელდებოდა ძალადობის მსხვერპლთათვის სააგენტოში არსებული
მომსახურებების პოპულარიზაცია საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით საინფორმაციო შეხვედრებით შერჩეულ რეგიონებში და სოფლებში. ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას შეუერთდა სსიპ - სახელმწიფო
ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის
ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2 შეხვედრა. შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფმა
განიხილა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, "შრომითი მიგრაციის შესახებ"
საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა 13 კოლექტიური
შრომითი დავის მედიაცია, ყველა შემთხვევაში დაინიშნა მედიატორი. 13 საქმიდან
შეთანხმება შედგა 6 დავაზე, ხოლო მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს 7 შემთხვევაში.
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონისთვის სამედიცინო
აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდება, ასევე,
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან
კოვიდ-ინფიცირებული
პაციენტების
გადმოყვანა
და
მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე.
შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების და
საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების
მიზნით ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და
შესაბამისი ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკასთან,
ისრაელის
სახელმწიფოსთან,
საფრანგეთსა
და
ბულგარეთთან. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ
მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმებების განხორციელებაში. გრძელდება აქტიური
კონსულტაციები კვიპროსის რესპუბლიკასთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის
სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.
ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები განხორციელდა
შრომის
ინსპექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, როგორც შიდა
რესურსებით, ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერით. ასოცირების
დღის
წესრიგის
შესაბამისად
2019-2022
წლებისთვის
მისაღებ
14
ევროდირექტივის
თარგმანი/ტერმინოლოგიური გაუმჯობესება განხორციელდა. ექსპერტული მხარდაჭერით
14 ევრო-დირექტივის შესაბამისად მომზადდა შესაბამისობის ცხრილი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს წარმატებული ნაბიჯების
გადადგმას თამბაქოს კონტროლის მიმართულებით. 2022 წლის 14 მარტს მიღებულ იქნა
საქართველოს მთავრობის №129 დადგენილება „საქართველოში
სარეალიზაციოდ
განკუთვნილი
ფილტრიანი
და
უფილტრო
სიგარეტებისგან გამოფრქვეული
ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესები.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა ლადო კახაძემ
მოიწონა
სამინისტროს
საქმიანობის
ანგარიში
და
დაინტერესდა
სამინისტრო
მოსახლეობისგან და არასამთავრობო სექტორისგან ჯანდაცვის სფეროს რომელი
მიმართულებების შესახებ იღებს ყველაზე ხშირად შენიშვნებსა თუ მოთხოვნებს.
დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ბავშვის მინდობით აღზრდის საკითხით დაინტერესდა და
თუ რა იგულისხმება ანგარიშში მოცემული მინდობით აღზრდის მხარდაჭერის მექანიზმებში.
კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა თუ რა გეგმები აქვს
სამინისტროს
ევროკავშირთან
ინსტიტუციური
თანამშრომლობის
გაღრმავების
მიმართულებით. მისი განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო
ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა, რა დამატებითი პერსპექტივებია
ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
მომხსენებელმა საზოგადოების მხრიდან მიღებულ შენიშვნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა
შრომის სფეროში გატარებულ რეფორმას. მისი განცხადებით, შრომის ინსპექციის შექმნა
დაგვიანდა, რის გამოც სამუშაო ადგილებზე არ არსებობდა შესაბამისი ნორმები. მისივე
განცხადებით, შრომის ინსპექციის ჩამოყალიბება და განვითარება დაემთხვა პანდემიის
პერიოდს, რომლის მიუხედავად, სამინისტრომ რეფორმების გატარება წარმატებით მოახერხა.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, შრომის ინსპექციაში მოქალაქეთა მიმართვიანობის მზარდ
დინამიკას, რაც მისი შეფასებით მოქალაქეების მხრიდან დნობის გაზრდაზე მიუთითებს.
მომხსენებელმა ასევე ჯანდაცვის დეცენრტრალიზებული სისტემის ხელმისაწვდომობის
მნიშვნელობაზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, როგორც რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები
ასევე, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ.
ბავშვის მინდობით აღზრდის ხელშემწყობ მექანიზმებთან დაკავშირებით მომხსენებელმა
განმარტა, არ პროცესში არ არსებობს, რომელიმე ერთეული მექანიზმი და ის სრულად
დაკავშირებულია სოციალური მუშაკებთან და აღნიშნული სამსახურის განვითარებასთან.
ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ მინისტრის მოადგილემ ხაზი
გაუსვა „ტვინინგის“ პროექტს, მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში
სამინისტროს მაღალი გამოცდილების მქონე ევროკავშირის ექსპერტები ეხმარებიან. მან ასევე
ხაზი გაუსვა ევროკავშირის ტექნიკურ დახმარებას დასაქმების და სოციალური
მიმართულებით, მისივე თქმით მრავალი ცალკეული პროექტი ხორციელდება
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მათი საელჩოების დაფინანსებით.
კომიტეტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე