თემატური მოკვლევა - შეზზუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.07.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4b98]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-07-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 86

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2321?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 03 ივლისი 2023 10:00 2023 წლის 3 ივლისი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/288; 29.05.2023) III მოსმენით განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა; 2. სხვა საორგანიზაციო საკითხები. 7/3/2023, 12:30 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N86 2023 წლის 3 ივლისი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N072/288; 29.05.2023) III-მოსმენით განხილვა. სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მიერ. 2. სხვა საორგანიზაციო საკითხი შემდეგ, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა, საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ზოგიერთ კანონპროექტში მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ განხორციელებულ რედაქციული ხასიათის ცვლილებებზე ისაუბრა. კერძოდ: 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში დაზუსტდა შემდეგი საკითხი: მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მეწარმის კონტროლის დაწყების შემდეგ, მაკონტროლებელი ორგანო რა ვადაშია ვალდებული, მიმართოს სასამართლოს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. 2. ამასთან, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის 38-ე და 44-ე პუნქტებში შევიდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები. შემოთავაზებულ ცვლილებებს კომიტეტი დაეთანხმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის. აგრეთვე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადის 3 თვით (მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე) გახანგრძლივების შესახებ. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ციმინტია სხდომის მდივანი