გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-22
კომიტეტის სხდომის ნომერი 71
შენიშვნა გასვლითი სხდომა: 2023 წლის 22 ივნისი, 17:30 საათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2293?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა
თარიღი
22 ივნისი 2023 17:30
2023 წლის 22 ივნისი, 17:30 საათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37
დღის წესრიგი
1. „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/279; 02.05.2023) II
მოსმენა (წამყვანი
კომიტეტი);
მომხსენებელი: თომა დეკანოიძე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის
მოადგილე;
2. „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, III მოსმენა (წამყვანი კომიტეტი);
მომხსენებელი: თომა დეკანოიძე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის
მოადგილე;
3. „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/275; 19.04.2023) III
მოსმენა, (წამყვანი
კომიტეტი);
მომხსენებელი: თომა დეკანოიძე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის
მოადგილე;
4. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: დავით იოსებაშვილი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი;
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს და აჭარის
6/22/2023, 3:41 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2293?local=true
ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სამსახურის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ზაზა შავაძე -აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი;
6. სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული
სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ნატო დავითაძე - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს
გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსი;
7. გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: თამარ შარაშიძე - სააგენტოს უფროსის მოადგილე.
6/22/2023, 3:41 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
სხდომის ოქმი N71
2023 წლის 22 ივნისი, 17:30 საათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37
სხდომის თავმჯდომარე: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე - მაია ბითაძე
კომიტეტის წევრები: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სალომე ქურასბედიანი,
გიორგი ცაგარეიშვილი (უფლებამონაცვლე ბექა დავითულიანი), ნოდარ ტურძელაძე,
ედიშერ თოლორაია, ისკო დასენი (უფლებამონაცვლე რესან კონცელიძე), გოდერძი
ჩანქსელიანი (უფლებამონაცვლე ლევან მგალობლიშვილი).
აპარატის თანამშრომლები: დენის სალუქვაძე - აპარატის უფროსი, ნანა გოგიტიძე,
გიორგი ფანცხავა, ელისო შანავა, ფიქრია რობაქიძე (სხდომის მდივანი), მანანა მოსიძე,
ხათუნა მუკბანიანი, ნათია შამათავა - სხდომის მდივანი.
მოწვეული
სტუმრები:
სსიპ
დაცული
ტერიტორიების
სააგენტოს
უფროსის
მოადგილე - თომა დეკანოიძე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი დავით იოსებაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, აჭარისა
და
გურიის
რეგიონული
სამმართველოს
გარემოსდაცვითი
ინსპექტირების
განყოფილების უფროსი - ნატო დავითაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის
მოადგილე - თამარ შარაშიძე.
დღის წესრიგი
1.
„ერუშეთის
დაცული
ტერიტორიების
შექმნისა
და
მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, (№07-2/279;
02.05.2023) II მოსმენა, (წამყვანი კომიტეტი);
მომხსენებელი: თომა დეკანოიძე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
უფროსის მოადგილე;
2.
„დაცული
ტერიტორიების
სტატუსის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა, (წამყვანი კომიტეტი);
მომხსენებელი: თომა დეკანოიძე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
უფროსის მოადგილე;
3.
„ჯავახეთის
დაცული
ტერიტორიების
შექმნისა
და
მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, (№07-2/275;
19.04.2023) III მოსმენა, (წამყვანი კომიტეტი);
მომხსენებელი: თომა დეკანოიძე - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
უფროსის მოადგილე;
4.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.
მომხსენებელი: დავით იოსებაშვილი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
უფროსი;
5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველოს და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სამსახურის ანგარიშის მოსმენა.
მომხსენებელი: ზაზა შავაძე -აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი;
6.
სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის
რეგიონული სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.
მომხსენებელი: ნატო დავითაძე - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს
გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსი;
7.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.
მომხსენებელი: თამარ შარაშიძე - სააგენტოს უფროსის მოადგილე.
I საკითხი
მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე.
კომიტეტის
სხდომაზე
იხილავენ
კანონპროექტებს,
აღნიშნა,
რომლებიც
რომ
დაცული
ტერიტორიების საზღვრების კორექტირებას ითვალისწინებს.
ასევე აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესი, რომელიც 2016 წელს დაიწყო, წარმატებით
მიმდინარეობს. დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის რვაწლიან
პერიოდში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, ერთი, რომ ადგილობრივ
მოსახლეობას მიეცა საშუალება ესარგებლა თავისი საკუთრებით. ამავე დროს
ხაზგასმით
უნდა
აღინიშნოს,
რომ
დემარკაციის
პროცესის
შედეგად,
ზოგ
შემთხვევაში მცირდება ამა თუ იმ დაცული ტერიტორიის ფართობი, ზოგ
შემთხვევაში იზრდება. თუმცა, საბოლოო ჯამში დაცული ტერიტორიების საერთო
ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მოისმინეს: თომა დეკანოიძის ინფორმაცია „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა
და მართვის შესახებ“ კანონის პროექტის თაობაზე.
აღნიშნა, რომ ერუშეთის
ეროვნული პარკი მდებარეობს ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე. 2022 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ
განხორციელდა ერუშეთის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოები და
დაზუსტდა ეროვნული პარკის საზღვრის ზუსტი პერიმეტრი. დაცული ტერიტორიის
საზღვრებს გარეთ გამოტანილ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლოსამეურნეო სავარგულები და სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობები.
შესაბამისად,
დაზუსტებული მონაცემები საჭიროა აისახოს კანონში.
დემარკაციის სამუშაოების შედეგად, ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი 11 385
ჰა-დან გაიზარდა 22 ჰა- თი და შეადგინა 11 407 ჰა.
მოისმინეს: მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე დაცული
ტერიტორია შეიქმნა. გამომდინარე იქიდან, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება
ქვეყნის
ერთ-ერთი
პრიორიტეტული
მიმართულებაა,
კომიტეტი
მიესალმება
დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და დაარსების ინიციატივას.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.
II საკითხი
მოისმინეს: თომა დეკანოიძის ინფორმაცია ,,დაცული ტერიტორიების სტატუსის
შესახებ“ კანონის პროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ 2022 წელს სსიპ დაცული
ტერიტორიების
სააგენტოს
ორგანიზებით,
განხორციელდა
ცივ-გომბორის
აღკვეთილის სადემარკაციო სამუშაოები რის შედეგადაც დაზუსტდა აღკვეთილის
საზღვრის პერიმეტრი.
დაცული
ტერიტორიის
საზღვრების
გარეთ
გამოტანილი
იქნა
დაცული
ტერიტორიისათვის არატიპიური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური და იურიდიული
პირების
საკუთრებაში
არსებული
ტერიტორიები.
დემარკაციის
სამუშაოების
შედეგად, ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობი 4935,8 ჰა-დან გაიზარდა 73,2 ჰა-ით
და შეადგინა 5009 ჰა. შესაბამისად გაიზარდა მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების
საერთო ფართობი და შეადგინა 6031,5 ჰა.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი ,,დაცული ტერიტორიების სტატუსის
შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებულად ცნო და მხარი
დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
III საკითხი
მოისმინეს: თომა დეკანოიძის ინფორმაცია
,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიის
შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონის პროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ 2022 წელს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, განხორციელდა ფარავნის ტბის
აღკვეთილის,
აბულის
ტბის
აღკვეთილის
და
საღამოს
ტბის
აღკვეთილის
სადემარკაციო სამუშაოები და შედეგადაც დაზუსტდა აღკვეთილების საზღვრის
პერიმეტრი. დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნა დაცული
ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა, როგორც ფიზიკური და
იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი
ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება
და არ
შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნებს. დემარკაციის სამუშაოების შედეგად: ფარავნის ტბის აღკვეთილის
ფართობი 4031 ჰა-დან შემცირდა 35-ჰა-თი და შეადგინა 3996 ჰა; აბულის ტბის
აღკვეთილის ფართობი 211 ჰა-დან გაიზარდა 29-ჰა-თი და შეადგინა 240 ჰა; საღამოს
ტბის აღკვეთილის ფართობი 629 ჰა-დან გაიზარდა 5-ჰა-თი და შეადგინა 634 ჰა.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი
,,ჯავახეთის
დაცული
ტერიტორიის
შექმნისა
და
მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებულად
ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე
მოსმენით განხილვას.
IV. Ⴑაკითხი
მოისმინეს: დავით იოსებაშვილის ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს
საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023
წლიდან შეემატა 5 ახალი დაცული ტერიტორია: რაჭის ეროვნული პარკი, კვერეთის
აღკვეთილი, ტანას აღკვეთილი, ტანასა და
თეძამის დაცული ლანდშაფტი და
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი. ასევე, 2022
წელს, საქართველოს დაცულ
ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 53%ით გაიზარდა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტრატეგიული
განვითარების კუთხით შემუშავდა თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა,
შემუშავდა თბილისის, ბორჯომ-ხარაგაულისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული
პარკების გენერალური გეგმები, ასევე სააგენტომ შეიმუშავა მერქნული რესურსების
დამზადების სახელმძღვანელო დოკუმენტი და საქართველოს ეროვნულ პარკებში
მოგზაურობისთვის შექმნა პირველი მობილური აპლიკაცია, რომელიც უკვე ჩაეშვა
მოხმარებაში.
რაც შეეხება განხორციელებულ რეკრეაციულ პროექტებს, მომხსენებელმა აღნიშნა,
რომ დასრულდა მარტვილის კანიონის ტურისტულ ობიექტზე სპეციფიკური
მხატვრული განათებისა და 3D პროექციის სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა
და ვიზიტორებისთვის გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა
ცენტრი შატილში, ასევე გაიხსნა ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრი. მაჭახელას
ეროვნულ პარკში მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საგამოფენო
დარბაზი.
ექვს
დაცულ
ტერიტორიაზე
მოეწყო
ახალი
ტურისტული
ინფრასტრუქტურა და ჩატარდა განახლებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები
არსებულ
ინფრასტრუქტურაზე.
სხვადასხვა
დაცულ
ტერიტორიაზე
მოეწყო
საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა,
მიმდინარეობს
1
200
კილომეტრიანი
ბილიკების
ქსელის
მოწყობა
დაცულ
ტერიტორიებზე.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოს
უფროსის
დავით
გათვალისწინებული ანგარიში.
იოსებაშვილის
საკომიტეტო
მოსმენით
საკითხი V
მოისმინეს: ზაზა შავაძის ინფორმაცია. მან სხდომაზე, პარლამენტის წევრებს გააცნო
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ სატყეო
სააგენტოს საქმიანობა.
ანგარიშში ასახული იყო სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობების
ფინანსური პარამეტრები, ასევე, განხორციელებული საქმიანობა წყლის, ტყის
მასივებისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით.
მომხსენებლის თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, გარემოს შენარჩუნება და ტყის
მდგრადი მართვისათვის გათვალისწინებულია 13 545 172 ლარი.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული აჭარის სოფლის მეურნეობის
მინისტრის ზაზა შავაძის საკომიტეტო მოსმენით გათვალისწინებული ანგარიში.
საკითხი VI
მოისმინეს: ნატო დავითაძის ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს საქმიანობის შესახებ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და
ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა,
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლი, ნარჩენების მართვის კონტროლი
და ა.შ. დეპარტამენტის კომპეტენცია მოიცავს ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან
პირველადი გადამუშავების ადგილების დაუბრკოლებლად დათვალიერებას,
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის/ტრანსპორტირების კანონიერების დადგენას,
მოპოვებული
ბუნებრივი
რესურსებისა
და
გამოყენებული
იარაღების
დათვალიერებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და ა.შ.
მომხსენებლის თქმით, დეპარტამენტში არის 856 საშტატო ერთეული, მათ შორის,
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოში 101 ერთეული შტატი.
მომხსენებელმა განაცხადა, რომ რეგიონული სამმართველო სამოქმედო ტერიტორიის
ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, კერძოდ, ბუნებრივი
რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას,
გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას,
ლიცენზიების, ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით დადგენილი
პირობების შესრულების კონტროლს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს რეგულირების სფეროს
განეკუთვნება გარემოსდაცვითი ტექნიკური
რეგლამენტები, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება, ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროები და ხე-ტყის დამზადების
სპეციალური ლიცენზია.
მომხსენებელმა, წარმოადგინა აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ
ინსპექტირებისა
და
პატრულირების
დროს
გამოვლენილი
შედეგები.
სამართალდარღვევების გამოვლენის დინამიკა არის შემდეგი: 2021 წელს
გამოვლინდა 1576, 2022 წელს 1537, ხოლო 2023 წელს 778 სამართალდარღვევები.
ასევე, წარმოადგინა 2020-2023 წლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის
ჯარიმის მონაცემები. მომხსენებლის თქმით, შემოწმდა საავტომობილო საწვავის
ხარისხი, განხორციელდა პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების და
გენმოდიფიცირებული
ცოცხალი
ორგანიზმების
კონტროლი.
გამოვლინდა
რამდენიმე დარღვევა და სავარაუდო ჯარიმამ შეადგინა 297 500 ლარი. მრგვალი ხეტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების კონტროლის დროს, 2022 წელს
გამოვლინდა ელექტრონულ სისტემაში არარეგისტრირებული 17 უკანონო სახერხი,
2023 წელს კი ელექტრონულ სისტემაში არარეგისტრირებული 5 უკანონო სახერხი
საამქრო.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამოქმედდა დაბინძურების სტაციონარული
წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული
თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემა. დღეისათვის ელექტრონულ
სისტემაში რეგისტრირებულია 23 საწარმო.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული აჭარისა და გურიის რეგიონული
სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მეორადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ნატო დავითაძის საკომიტეტო
მოსმენით გათვალისწინებული ანგარიში.
საკითხი VII
მოისმინეს: თამარ შარაშიძის ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს
საქმიანობის
შესახებ.
მომხსენებელმა
პირველ
რიგში
წარმოადგინა
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების
შესახებ ანგარიში. კერძოდ, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური
დაკვირვების ქსელის გაფართოების მიზნით დამონტაჟდა 28 ავტომატური
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და საგუშაგოები. დასრულდა დასავლეთ
საქართველოს ტერიტორიისათვის
წყალდიდობების რუკების
მომზადების
სამუშაოები და ასევე მომზადდა თოვლის ზვავების, გვალვის, სეტყვისა და ძლიერი
ქარების საფრთხის რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისათვის.
რაც შეეხება გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ
განხორციელდა ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი. სხვადასხვა მხარის
მუნიციპალიტეტებიდან, უწყებებიდან და ცალკეული მოქალაქეებისგან შემოსული
წერილების საფუძველზე შედგენილი იქნა 688 ვიზუალური საინჟინროგეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასებულია 1018 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები
1514 მოსახლის (კომლი) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის,
ინფრასტრუქტურული ობიექტების და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური
მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციებია წარმოდგენილი გადაუდებელი
ღონისძიებების გატარების მიზნით.
2022 წლის ბოლოს მომზადდა 5 მდინარის აუზის (სუფსა, ნატანები, კინტრიში,
ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი) გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა,
მონაცემთა ბაზა, და კატალოგი შესაბამისი მეთოდოლოგიის თანხლებით.
გამოიცა ცხინვალისა და მამისონის გეოლოგიური რუკების კომპლექტი შესაბამისი
ანგარიშებით და მიმდინარეობს ქუთაისის და ფოთის ისტორიული გეოლოგიური
მონაცემების დამუშავება და საველე გეოლოგიური კვლევები.
მომხსენებლის თქმით მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის
გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში 2
ავტომატური სადგური მოეწყო. აქტიურად მიმდინარეობდა მიწისქვეშა მტკნარი
სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურებიდან მონაცემების
მიღება-კონტროლი. მომზადდა საინფორმაციო ბიულეტენი „საქართველოს
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი
მახასიათებლების შესახებ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით“
მიწისქვეშა წყლის ობიექტების სტატუსის შეფასებისათვის მონაცემთა შეგროვების
მიზნით ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის წყალპუნქტებიდან აღებულ
იქნა 403 სინჯი. მომზადებულია ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „მიწისქვეშა
მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით, ჭაბურღილების ბურღვის სახელმწიფო
აღრიცხვის წესი“-ს შესახებ.
რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერს კონტროლს, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2022
წელს მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
დადგენის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე 25 ქალაქში ჩატარდა
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები. ასევე, 2022 წელს
შესყიდული იქნა და 2023 წლიდან ამოქმედდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
მონიტორინგის 8 ახალი სადგური და 1 მობილური სადგური.
მომხსენებელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისა
და ხელშეწყობის მიზნით 2022 წლის აგვისტოსა და ოქტომბრის თვეში
განხორციელდა
კვლევები
ფარავნისა
და
საღამოს
ტბებზე
არსებული
ბიომრავალფეროვნებისა და ბიოლოგიური რესურსების შესწავლის, ასევე
ეკოლოგიური
მდგომარეობის და პოტენციური თევზპროდუქტიულობის
შეფასებისათვის. მომზადდა ფარავნის და საღამოს ტბების ჰიდრობიოლოგიური და
იქთიოლოგიური კვლევის შუალედური ანგარიში.
აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,
აკვაკულტურის ნებართვების გაცემის მიზნით განხორციელდა მოსამზადებელი
სამუშაოები და დამტკიცდა აკვაკულტურის ნებართვის ფორმები. აკვაკულტურის
საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია 2023 წლის 1 მარტამდე აიღონ
აკვაკულტურის ნებართვა და შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ სსიპ გარემოს
ეროვნულ სააგენტოს. ამ მიზნით დეპარტამენტის მიერ შემუშავდა განაცხადების
სააპლიკაციო ფორმები. დეპარტამენტის წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას
იღებდნენ აკვაკულტურის დარგის მოწესრიგების მიზნით გამართულ ეროვნულ და
საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის
დოკუმენტის მომზადებაში.
მომხსენებელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალი პროექტის („საქართველოში
გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა’’)
ფარგლებში მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა
მნიშვნელოვანი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის ფარგლებში
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის ექსპერტებმა
და სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს
აკვაკულტურის ზონების ძირითადი კონცეფციის შესახებ და მოისმინეს მათი
მოსაზრებები საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების
იდენტიფიცირების საკითხზე.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული გარემოს ეროვნული სააგენტოს
ხელმძღვანელის
მოადგილის,
თამარ
შარაშიძის
საკომიტეტო
მოსმენით
გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდგომ, სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ,
მაიამ ბითაძემ ტყის მდგრადი მართვის პროცესში მონაწილეობისათვის, მაჭახელას
დაცული ლანდშაფტის დაარსებაში წვლილის შეტანისა და დაცული ლანდშაფტის
ბიომრავალფეროვნების კვლევის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის, კომიტეტის
სახელით მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, ტყის მდგრადი მართვის კოორდინატორს აჭარაში
ვახტანგ წულაძეს, გაეროს მდგრადი განვითარების კოორდინატორს ირაკლი გორაძეს,
ეკოლოგ ზურაბ მანველიძეს და ისტორიის დოქტორს როინ მალაყმაძეს.