საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 56
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1988?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 თებერვალი 2023 13:00
2023 წლის 10 თებერვალი, 13:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
ბუჩუკურის,
პარლამენტის
ქეთევან
წევრების:
დუმბაძის,
ნინო
ნინო
წილოსანის,
იობაშვილის,
ეკა
რამინა
ბერაძის,
სეფაშვილის,
ანა
მიხეილ
სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის,
ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან
იოსელიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა
ზავრადაშვილის,
ბექა
დავითულიანის,
ლევან
ქარუმიძის,
მიხეილ
ყაველაშვილის,
ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის,
რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხის და ირაკლი ბერაიას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (07-3/281; 14.12.2022);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი;
2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის
განხილვა;
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
2/13/2023, 11:09 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N56
10 თებერვალი 2023 წელი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
არჩილ თალაკვაძე
ნინო წილოსანი - მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლე
ანა ნაცვლიშვილი
ჰერმან საბო
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
გიორგი ხელაშვილი - დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე
ხატია წილოსანი
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა ბუჩუკურის,
ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ანა
ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის, ხათუნა სამნიძის,
გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან იოსელიანის,
ირაკლი მეზურნიშვილის, თამარ კორძაიას, ლევან მგალობლიშვილის, ირმა
ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის, მიხეილ ყაველაშვილის,
ალექსანდრე დალაქიშვილის, ანა წითლიძის, ხატია წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის,
რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, მარიამ ლაშხის და ირაკლი ბერაიას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი (07-3/281; 14.12.2022);
1
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი
2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის
განხილვა.
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე გენადი არველაძე
3. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. პირველი საკითხი, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო
კონცეფციის“ პროექტი პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა წარმოადგინა.
ქალბატონი ნინოს განცხადებით, ბოლო წლებში, გენდერული უთანასწორობის შემცირების
კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მიუხედავად ამისა, არაერთი
საერთაშორისო კვლევა აჩვენებს რომ გენდერული დისკრიმინაციის შემცირებისა და ქალების
სრულფასოვანი და თანაბარი ეკონომიკური და სოციალური მონაწილეობისთვის კვლავ
მთელი რიგი კომპლექსური ნაბიჯები არის გადასადგმელი. ქვეყანაში არსებული
სოციალური და კულტურული ბარიერები, შრომის
გენდერული განაწილება,
აუნაზღაურებელი შინ შრომა და ზრუნვის შრომა, ისევე როგორც სუსტი წამახალისებელი
ეკონომიკური პოლიტიკის არსებობა ხელს უშლის ქალებს დააგროვონ კაპიტალი და
სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ერთი მხრივ, კონცეფცია წარმოადგენს ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების ვრცელ განმარტებას. მეორე მხრივ, კი, კონცეფციაში
წარმოდგენილია სახელმწიფოს ხედვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველყოფის.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ამოსავალი წერტილია ტრანსფორმაცია
ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე.
მისი
განცხადებით,
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
კონცეფცია
სრულად
გამომდინარეობს საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციიდან,
რომელისთვისაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში
არსებული სპეციფიური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით,
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს
ღონისძიებებს როგორც ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, კერძო პრაქტიკისა და
სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე.
2
კომიტეტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება კონცეფციის მნიშვნელობაზე გაამახვილა
და ხაზი გაუსვა რომ თუ სახელმწიფო არ გადადგამს თანმდევ ქმედით ნაბიჯებს ქალთა
უფლებებისა და ეკონომიკური თანასწორობის ხელშესაწყობად, წარმოდგენილი კონცეფციაც
დარჩება ძალა გამოცლილ დოკუმენტად, რომელიც რეალურ ცვლილებებს და შედეგებს ვერ
მოიტანს.
კომიტეტის წევრმა ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა კონცეფციის შემუშავებაში
მონაწილე პარტნიორებს, რომელთა წვლილი მისი განცხადებით, საბჭოს წევრებთან ერთად
ძალიან დიდია.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას,
რომელიც პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა შეიტანეს.
კომიტეტის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიუხედავად პოლარიზებული
პარლამენტისა, ქალმა დეპუტატებმა შეძლეს კონცეფციის ერთობლივად შემუშავება, მისივე
თქმით ეს წარმოადგენს მრავალ პარტიულ დოკუმენტს, რომელიც გამორჩეული მაგალითია
ქალთა თანასწორობის გაძლიერების და ქალთა ეკონომიკური წახალისების მიმართულებით.
სხდომის მეორე საკითხი, საქართველოს ეკონომიკისა
მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა.
და
მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა
ევროკავშირთან გაიზარდა 29%-ით, 3 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს
მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა.
მისი განცხადებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის შესაბამის
სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის
გახსნის მიმართულებით. გრძელდება
მუშაობა ევროკავშირთან
აქვაკულტურის
პროდუქტების და დედა ფუტკრისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.
მთავრობის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს
შორის „დიაგონალური კუმულაციის“ მნიშვნელობას, რის საფუძველზეც თურქული
ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის
ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. მისივე განცხადებით,
ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო
მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო მუშაობს DCFTA-ის მოთხოვნების
შესაბამისი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
მომხსენებლის განცხადებით,
ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი.
აღნიშნულის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში საქართველოს
კანონმდებლობა შესაბამისობაშია DCFTA-ს ვალდებულებებთან, 2017 წელს მიღებული
ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად. ცვლილებები ძირითადად შეეხო
აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას.
3
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ
მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით
ხაზი გაუსვა გაფართოებული მანდატის სრულფასოვანი შრომის ინსპექტირების სამსახურის
შექმნას.
კომიტეტის წევრი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, თუ როგორ ზომავს სამინისტრო
DCFTA-ის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას, განსაკუთრებით კი იმ
სექტორების წარმომადგენლებში, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ ისარგებლონ
შეთანხმების მატერიალური სიკეთეებით. მისივე თქმით, რამდენიმე სამოქალაქო
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობაში ინფორმაცია
შეთანხმების სარგებლის შესახებ ძალიან დაბალია, რაც, მისი შეფასებით, სერიოზულ
გამოწვევას წარმოადგენს.
კომიტეტის წევრი არჩილ თალაკვაძე კონკრეტული შედეგებით დაინტერესდა 2014 წლის
შემდეგ, როდესაც შეთანხმება ამოქმედა რა არის ყველაზე დიდი ხელშესახები შედეგი რასაც
შეიძლება ხელისუფლებამ ხაზი გაუსვას.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა, მას შემდეგ რაც უკრაინის ომმა შეცვალა არა მხოლოდ
უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური პოლიტიკაც, რა ცვლილებები მოუტანა აღნიშნულმა
ფაქტორებმა საქართველოს საგარეო ვაჭრობას, შეიძინა თუ არა საქართველომ
დასავლეთისთვის - ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა, როგორც
ეკონომიკურმა მოკავშირემ.
კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხით
დაინტერესდა. მისი განცხადებით, მომავალ წელს 10 წელი შესრულდება რაც ასოცირების და
მასთან ერთად DCFTA-ის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, განვლილი
პერიოდი არ იყო მარტივი, სადაც ბევრი გამოწვევა და სირთულე იყო, როგორც
საკანონმდებლო დაახლოების, ისე ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით.
მისივე თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა ბევრი წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა რაც
ასახულია ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშებში.
კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშებში, სამინისტროს
საქმიანობის შეფასებით დაინტერესდა, განსაკუთრებით კი კონკურენციის სფეროს
მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების
მიზნით არა ერთი მიმართულებით მუშაობს და მისი თქმით ამ პროცესში ძალიან
მნიშვნელოვანია სხვა დარგობრივი უწყებების როლი. როგორც ბატონმა გენადიმ განმარტა,
სამინისტროს გააჩნია თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმა, მათ შორის ხაზი გაუსვა
DCFTA-ს შესრულების მიზნით შექმნილ პლატფორმას, რომელიც მისი თქმით,
საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების და აღსრულების პროცესში აქტიურად არის
ჩართული.
4
ექსპორტთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველას ის პროდუქტი
რომელიც 2014 წლამდე გადიოდა ქვეყნიდან ისევ გადის, მისი თქმით, შეთანხმების შედეგად
მოხდა საექსპორტო პროდუქტების გაფართოება. თანამშრომლობის და საკანონმდებლო
დაახლოების
შედეგად,
ევროკავშირის
ბაზარი
უკვე
გაიხსნა
თევზისა
და
თევზპროდუქტებისთვის, დამუშავებული ტყავისთვის, მატყლისთვის, თაფლისთვის, რასაც
მისი განცხადებით, ბოლო წელებში ასევე დაემატა ცხოველების საკვები, და ლოკოკინები.
მისივე განცხადებით, მომავალი წლების მოლოდინები აჩენს ახალ შესაძლებლობებს
ბაზრების
დივერსიფიკაციის
მიმართულებით,
განსაკუთრებით,
დიაგონალური
კუმულაციის დანერგვის ფარგლებში.
მინისტრის მოადგილემ, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის შედეგებზე საუბრისას, ხაზი
გაუსვა, რომ იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომელიც რუსეთში ან ბელორუსში თავიანთ
საქმიანობას ვეღარ აგრძელებენ, საქართველო ინვესტიციებისა და ბიზნესის კეთებისთვის
მიმზიდველ ქვეყნად იქცა, როგორც გეოგრაფიული ისე საგადასახადო რეგულაციების
გათვალისწინებით.
კონკურენციის სფეროს შესახებ საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კონკურენციის
სააგენტოში გრძელდება კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირება, საჯარო და კერძო
სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციული შეხვედრებისა და სემინარების
ჩატარება. 2022 წლის განმავლობაში ამ მიზნით ჩატარდა 8 ღონისძიება.
კომიტეტმა, კენჭის ყრის შედეგად მხარი დაუჭირა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საკითხს, ხოლო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში ცნობად
მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე
5