„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გივი მიქანაძე, თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/351/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 21 ✗ 61
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 78 ✗ 13
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ცესკოს შემადგენლობა, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნა, მათი უფლებამოსილებების ვადები 1. ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. 2. ცესკოს 7 წევრს ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი ან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები. 3. ცესკოს წევრობის კანდიდატს ამ მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ცესკოს წევრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით. 4. ცესკოს წევრობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს 1 საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; დ) ნასამართლევი პირი; ე) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი. 6. თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმეორებითი ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი წევრი არ აირჩა, ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს კენჭისყრიდან 1 კვირაში უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს წევრის დანიშვნის შესახებ თავის განკარგულებაში უნდა მიუთითოს, თუ პირი ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ინიშნება. 7. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი წევრი არ აირჩა/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არ დაინიშნა, ცესკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი წევრის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე. 8. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნება ცესკოს წევრის არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი/საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. 9. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარე არ აირჩა/საქართველოს პრეზიდენტის მიერ არ დაინიშნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნამდე. 10. ცესკოს წევრის ან ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს. ცესკოს წევრის ან ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მისი გამოცემიდან 7 დღეში წარედგინება ცესკოს.“. 2 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცესკოს თავმჯდომარის 1 მოადგილე და ცესკოს მდივანი არჩეული უნდა იქნენ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან. მათი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“. 3. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-13 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. პარტიის მიერ ცესკოს წევრად დანიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. დაუშვებელია მისი გამოწვევა არჩევნების დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.“. 5. 28-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.“. 6. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი დანიშვნის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“. 3 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ახლებურ საკანონმდებლო მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:  ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მანამდე მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა უცხოა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებისათვის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღების ის წესი, რომელიც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე კანონით იყო დადგენილი, ეწინააღმდეგებოდა ხალხის მიერ ძალაუფლების განხორციელების პრინციპს, არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ დემოკრატიის პრინციპს და ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილებას არ ეფუძნებოდა.  ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მანამდე მოქმედი პროცედურები უარყოფით გავლენას ახდენდა ცესკოს მიერ თავისი საქმიანობისა და უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებაზე. ეს პროცედურები, ცესკოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, როგორც წესი, ქმნიდა ჩიხურ ვითარებას და საფრთხეს უქმნიდა ცესკოს საქმიანობას. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადოდ შეცვლილიყო ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც განხორციელდა კიდევაც. თუმცა 2023 წლის 22 ივნისს გამოქვეყნდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის შეფასება საქართველოსთვის ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ამ შეფასებაში გამოთქმულია წინადადება ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ზემოხსენებულ ახალ წესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტითა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ხდება აღნიშნული წინადადების მხედველობაში მიღება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ 1 2024 წლის (საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის) დასრულდეს ცესკოს პროფესიული წევრებით დაკომპლექტება. დაწყებამდე ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტითა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ხდება საქართველოსთვის ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის 2023 წლის 22 ივნისის შეფასებაში გამოთქმული წინადადების მხედველობაში მიღება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ 2024 წლის (საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის) დაწყებამდე დასრულდეს ცესკოს პროფესიული წევრებით დაკომპლექტება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს:  საქართველოს პრეზიდენტს ენიჭება ცესკოს წევრისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია; კერძოდ, მოცემული საკითხის მომწესრიგებელი ძირითადი ნორმა შემდეგი სახით ჩამოყალიბდება: „თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმეორებითი ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი წევრი არ აირჩა, ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს კენჭისყრიდან 1 კვირაში უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს წევრის დანიშვნის შესახებ თავის განკარგულებაში უნდა მიუთითოს, თუ პირი ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ინიშნება.“  შინაარსობრივად ზუსტდება და სამართლებრივი ტექნიკისა და რედაქციული თვალსაზრისით იხვეწება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ის ნორმები, რომლებიც ცესკოს შემადგენლობასთან, 2 ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესებასა და მათი უფლებამოსილებების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დროულად იქნეს მიღებული, რათა 2024 წლის (საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის) დაწყებამდე დასრულდეს ცესკოს პროფესიული წევრებით დაკომპლექტება, რაც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების საჭიროებას განაპირობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 3 კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გივი მიქანაძე, თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი. 5 ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გივი მიქანაძე, თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი. 6