„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 2111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2111. ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
1. პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით
ირჩევს ცესკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს. თუ საქართველოს პარლამენტმა
ცესკოს წევრი/ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, ცესკოს წევრს/ცესკოს
თავმჯდომარეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ შესაბამისად, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30
დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
– მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა
პარლამენტის
თავმჯდომარე
გამოსცემს
ბრძანებას
ცესკოს
წევრობის
კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს
წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის
შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო
საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს
პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ჰყავდეს 1
წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო
საზოგადოების ან/და აკადემიური წრეების წარმომადგენელი. კონკურსში
მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო
დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2
კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა,
პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების
გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს
მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს
მის შემადგენლობაში შემავალ წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა
პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია მათ
ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს
კონკურსში მონაწილე პირებს.
4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი
საკონკურსო დოკუმენტაციის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა
საკონკურსო კომისია შეარჩევს და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის
მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ცესკოს წევრობის იმდენ
1
კანდიდატს, ცესკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე ყველა
პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის
შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ თითოეული ამ პირის
მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო
კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა.
5. პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ცესკოს წევრობის კანდიდატის
წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მისი პარლამენტისთვის
ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ
მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის
ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან წარდგინებაში უნდა მიუთითოს, თუ ამ
კანდიდატს ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ
პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის
კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე,
იგი ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი
წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები
ხელახლა ტარდება.
6. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატის
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში
პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრს. ცესკოს წევრობის კანდიდატის საკითხს
იხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის/წევრების არჩევისას ცესკოს წევრობის
თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი,
რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამმა მეხუთედმა. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი
წევრი არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა თითოეულ დარჩენილ
კანდიდატს ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება
ის კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი წევრი
კვლავ არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა თითოეულ დარჩენილ
კანდიდატს განმეორებით ხელახლა ეყრება კენჭი. განმეორებითი ხელახალი
კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ განმეორებითი
ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი წევრი კვლავ არ აირჩა,
ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრეზიდენტს კენჭისყრიდან 1 კვირაში უგზავნის ცესკოს წევრობის
კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და
შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
შესაბამისად არ დანიშნა ცესკოს წევრი/წევრები, არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს
შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ
მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც
სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.
8. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა/საქართველოს პრეზიდენტის მიერ
ინიშნება ცესკოს წევრის არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ
2
დანიშვნისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
შეიტანა ცვლილებები, რომლებიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის
არჩევის წესის ახლებურ საკანონმდებლო მოწესრიგებას ითვალისწინებს. ამ
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:
ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მანამდე მოქმედი წესის
ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა უცხოა მსოფლიოს დემოკრატიული
ქვეყნებისათვის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის.
საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის
არჩევის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღების ის წესი, რომელიც აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე კანონით იყო დადგენილი,
ეწინააღმდეგებოდა ხალხის მიერ ძალაუფლების განხორციელების პრინციპს,
არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ
დემოკრატიის პრინციპს და ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყნების
გამოცდილებას არ ეფუძნებოდა.
ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მანამდე მოქმედი
პროცედურები უარყოფით გავლენას ახდენდა ცესკოს მიერ თავისი
საქმიანობისა და უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელებაზე. ეს
პროცედურები, ცესკოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის ხელშემწყობი
გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, როგორც წესი, ქმნიდა ჩიხურ ვითარებას
და საფრთხეს უქმნიდა ცესკოს საქმიანობას.
ამდენად, მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადოდ შეცვლილიყო ცესკოს წევრებისა
და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც
განხორციელდა კიდევაც. თუმცა 2023 წლის 22 ივნისს გამოქვეყნდა სამეზობლო
პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის შეფასება
საქართველოსთვის ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით
განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ; ამ შეფასებაში გამოთქმულია წინადადება ცესკოს წევრებისა და ცესკოს
თავმჯდომარის არჩევის ზემოხსენებულ ახალ წესთან დაკავშირებით. აქედან
გამომდინარე, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტითა და საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის პროექტით
„საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ ხდება აღნიშნული წინადადების მხედველობაში
მიღება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ემსახურება იმის
უზრუნველყოფას, რომ 2024 წლის (საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის)
დაწყებამდე დასრულდეს ცესკოს პროფესიული წევრებით დაკომპლექტება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტითა და საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საქართველოს
ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ ხდება საქართველოსთვის ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით
განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის
კომისრის 2023 წლის 22 ივნისის შეფასებაში გამოთქმული წინადადების
მხედველობაში მიღება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ 2024 წლის (საქართველოს პარლამენტის
არჩევნების წლის) დაწყებამდე დასრულდეს ცესკოს პროფესიული წევრებით
დაკომპლექტება.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ძირითადად შემდეგ საკითხებს:
საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოს წევრისა და თავმჯდომარის არჩევის
მიზნით ჩასატარებელი კენჭისყრის პროცედურების მომწესრიგებელი ნორმა
შემდეგი სახით ჩამოყალიბდება: „პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის/წევრების
არჩევისას ცესკოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამმა მეხუთედმა. თუ
კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი წევრი არ აირჩა, არაუადრეს
მომდევნო კვირის დასაწყისისა თითოეულ დარჩენილ კანდიდატს ხელახლა
ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი,
რომელსაც მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი
წევრი კვლავ არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა თითოეულ
დარჩენილ კანდიდატს განმეორებით ხელახლა ეყრება კენჭი. განმეორებითი
ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარი
დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ
განმეორებითი ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს ყველა ასარჩევი წევრი
კვლავ არ აირჩა, ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით პარლამენტის
თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს კენჭისყრიდან 1 კვირაში უგზავნის
ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში
მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად არ დანიშნა ცესკოს წევრი/წევრები,
არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების
თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი
კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა
ტარდება.“
შინაარსობრივად ზუსტდება და სამართლებრივი ტექნიკისა და რედაქციული
თვალსაზრისით იხვეწება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ის
ნორმები, რომლებიც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევასთან
დაკავშირებულ პროცედურებს ადგენს.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან, რეგლამენტის
პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დროულად იქნეს
მიღებული, რათა 2024 წლის (საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის)
დაწყებამდე დასრულდეს ცესკოს პროფესიული წევრებით დაკომპლექტება, რაც
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვისა და
მიღების საჭიროებას განაპირობებს.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის
რეგლამენტის პროექტს არ აქვს
თანასწორობის მდგომარეობაზე.
ზეგავლენა
მოსალოდნელი
პროექტის
გენდერული
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის,
ექსპერტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გივი მიქანაძე, თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გივი მიქანაძე, თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი.