საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/257; 17.10.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-13995/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-13935/23 08-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N19213, 24.10.2022 გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/257; 17.10.2022). ვინაიდან, საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge