საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 7-10 აგვისტოს საქართველო-ისრაელის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის (გივი მიქანაძე - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ხატია წილოსანი, ქეთევან თურაზაშვილი, დავით გაბაიძე, მიხეილ გელაშვილი) ისრაელის სახელმწიფოში, ქ. იერუსალიმში ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-13930/23
08-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7-10 აგვისტოს პერიოდში საქართველო-ისრაელის
საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით
იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოში, ქ. იერუსალიმში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ანგარიში
თარიღი: 7-10.08.2023
საქართველო-ისრაელის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი
ისრაელის სახელმწიფოში
7-10 აგვისტო 2023 ქ. იერუსალიმი
საქართველოს პარლამენტის, ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია 7-10
აგვისტოს პერიოდში ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოს ქ. იერუსალიმში, საქართველოისრაელის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს:
ქნესეთის თავმჯდომარესთან - ამირ ოჰანა (Amir Ohana); იერუსალიმის პატრიარქთან - თეოფილოს მესამე
(His Beatitude Theophilos III); თავდაცვის მინისტრთან - იოავ გალანტი (Yoav Galant); ისრაელის საგარეო
საქმეთა მინისტრთან - ელი კოჰენი (Eli Cohen);
სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ავი დიქტერი (Avi Dichter); საგარეო საქმეთა სამინისტროში
MASHAV - ცენტრის ხელმძღვანელთან ინატ შლაინი (Eynat Shlein), მის მოადგილესთან ყოფილი ელჩი
საქართველოში იუვალ ფუქსი (Yuval Fuchs), ასევე საკონსულო და საიმიგრაციო სამსახურების
წარმომადგენლებთან); ტურიზმის მინსტრთან ჰაიმ კაცი (Haim Katz); შეხვედრები ისრაელის
სახელმწიფოს ქნესეთში: ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი
(David Bitan), დასაქმების და კეთილდღეობის კომიტეტის წევრი ციგა მელაკუ (Tsega Melaku), ისრაელისაქართველო საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან,
და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან სიმჩა როტმანი (Simcha Rothman); ქ. აშდოდის მერი იეჰიელ ლასრი (Dr. Yehiel Lasry); აშდოდის პორტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან შაულ
შნაიდერი (Shaul Sneider). ასევე, ქ. აშდოდის მერთან და აშდოდის პორტის ადმინისტრაციასთან.
დელეგაცია ეწვია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცენტრს “Yad Vashem” და ღაზას სექტორის
მახლობლად მდებარე როტენბერგის ელ. სადგურს.
დელეგაციის შემადგენლობა:
1. გივი მიქანაძე - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარე;
2. დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარე - ჯგუფის წევრი;
3. ზაზა ლომინაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯგუფის წევრი;
4. დავით მათიკაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯგუფის წევრი;
5. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე -ჯგუფის წევრი;
6. ქეთევან თურაზაშვილი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი;
7. დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
8. მიხეილ გელაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობების განყოფილების უფროსი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ:
1. ლაშა ჟვანია - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
2. ნიკოლოზ ჩალოევი - ელჩის მოადგილე.
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ანგარიში
თარიღი: 7-10.08.2023
შეხვედრებისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
•
•
ორმხრივი საპარლამენტო დიპლომატიის განვითარება;
საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ტურიზმის,
ეკონომიკის, უსაფრთხოების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
ეკონომიკის კომიტეტების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა და ბიზნეს ფორუმის მოწყობა;
ისრაელში არალეგალურად მცხოვრები და დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის
ლეგალური სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა;
არალეგალური მიგრაციის მიზეზების იდენტიფიცირების და შემცირების გზები;
საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელის საზღვრის კვეთისას შექმნილი პრობლემური
საკითხების და მიზეზების განხილვა;
ისრაელის მაშავის ცენტრის საქმიანობა და თანამშრომლობის პერსპექტივები;
უსაფრთხოების ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში (ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, ღაზას
სექტორი);
სასამართლოს რეფორმები;
საქართველოს და ისრაელის ქალაქებს შორის დაძმობილება;
•
•
საპორტო ინფრასტრუქტურა და გამოცდილების გაზიარება;
კულტურის და განათლების საკითხები.
•
•
•
•
•
•
•
•
შეხვედრები გაიმართა მეგობრულ ატმოსფეროში. მასპინძელმა მხარემ ყველა დონეზე
შეხვედრისას გამოხატა კეთილგანწყობა და მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ერის
მიმართ, რაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობით არის განპირობებული. ასევე მადლიერება
გამოხატეს საქართველოს მხრიდან ოფიციალურ, საერთაშორისო პლატფორმებზე ისრაელის
მხარდაჭერისთვის, ასევე იმისათვის რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში იმ
გამონაკლის, უნიკალურ ქვეყანას წარმოადგენს, სადაც ანტისემიტიზმს არ ჰქონია და არ აქვს
ადგილი.
საქართველოსთან მიმართებაში პრობლემატურ საკითხად დაფიქსირდა ისრაელში
არალეგალურად მყოფი დიდი რაოდენობის საქართველოს მოქალაქეები რომლის ტენდენციაც
მზარდია და ყოველდღიურად ფიქსირდება მათ მიერ საზღვრის კვეთის მცდელობები, მათ
შორის გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტაციით. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად
ისრაელის მხარისთვის შეთავაზებული იქნა არალეგალურად მყოფი საქართველოს
მოქალაქეებისთვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის მიცემა, რაც ორივე მხარისთვის
სარგებლის მომტანი იქნებოდა, ასევე სხვადასხვა სფეროებში სამუშაო კვოტების გამოყოფა და
კონტრაქტით საქართველოს მოქალაქეების დასაქმება, თუნდაც სეზონურად. აღნიშნული
შეთავაზების საპირწონედ ისრაელის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ფუქსმა ქართულ
მხარეს შესთავაზა განიხილოს თუნდაც MASHAV-ის ცენტრის დახმარებით საქართველოში
სამუშაო ადგილების შექმნა და მოქალაქეების ადგილზე დასაქმება, რაც ქვეყანას უფრო დიდი
სარგებელს მოუტანს. გამოსავლის ერთ-ერთ გზად შეთავაზებულ იქნა შეირჩეს ტურისტული
კომპანიების გარკვეული რაოდენობა რომლებსაც ექნებათ გარკვეული ლიცენზია ტურისტული
ჯგუფებისთვის ისრაელში ტურების დაგეგმვისთვის და მათ გაუწიონ კოორდინირება, ხოლო
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ანგარიში
თარიღი: 7-10.08.2023
რომელი კომპანიაც ვერ გაართმევს თავს და არალეგალურად დარჩენის მსურველ პირებს
წარადგენს მოხდეს ლიცენზიის ჩამორთმევა. ისრაელის მხარეს ეცნობა რომ არალეგალურად
საზღვრის კვეთის პრევენციის მიზნით საქართველოს საელჩოში ისრაელში უკვე დაინიშნა
პოლიციის ატაშე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება სამართალდამცავებს არსებული
პრობლემების მოგვარებაში. ისრაელის მხარეს ეცნობა პოლიციის ატაშეების ევროკავშირის
ქვეყნებში ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება. საქართველოს დელეგაციამ აღუთქვა დახმარება
და თანამშრომლობა ყველა დონეზე არალეგალური მიგრაციის სფეროში დახმარების გასაწევად.
ქართულმა მხარემ აქვე სიხარულით დააფიქსირა საქართველოში ისრაელის მოქალაქე
ტურისტების მზარდი ტენდენცია და ისურვა, რომ მალე საქართველოს მოქალაქეებსაც
შეეძლებათ იერუსალიმის წმინდა მიწაზე მოსალოცად უპრობლემოდ ჩასვლა და მეტი
ქართველი ტურისტი ესტუმრება ისრაელს მას შემდეგ რაც აღმოიფხვრება საქართველოს
მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობა ისრაელის საერთაშორისო აეროპორტში.
ისრაელის მხარემ ყველა დონეზე შეხვედრისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას
აღუთქვა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა და თანამშრომლობის სურვილი,
რათა დროულად მოხდეს ორ მეგობრულ ქვეყანას შორის ხელისშემშლელი ფაქტორების
აღმოფხვრა.
ისრაელის მხარემ შეხვედრებისას, რამდენჯერმე გააჟღერა თხოვნა საქართველოს
ხელისუფლების მისამართით, რათა დროულად მოხდეს იერუსალიმში საქართველოს
კულტურის ცენტრის ან/და საელჩოს გახსნა. ასევე გაჟღერდა მოწოდებები ირანთან, როგორც
ტერორიზმის მხარდამჭერ რეჟიმთან ურთიერთობების გადახედვაზე.
მხარეები შეთანხმდნენ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით
საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებაზე და კომიტეტების შემდგომ თანამშრომლობაზე, რაც
ახლო მომავალში უზრუნველყოფს ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას და ორივე ქვეყნის ბიზნეს
პოტენციალის უკეთ გაცნობასა და დაახლოებაში დაეხმარება. თანამშრომლობის
პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიყოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული საკითხები,
გარემოს დაცვით სფეროში გამოცდილების გაზიარება და ტექნოლოგიურ ინოვაციების
განვითარების სფეროში თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ასევე შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირების, გენდერული თანასწორობის და იძულებით გადაადგილებული პირების
სფეროში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად მცირე გრანტების გამოყოფის
შესაძლებლობის პერსპექტივას.
მხარეებმა ქნესეთში შეხვედრებისას გაცვალეს ინფორმაცია ისრაელსა და საქართველოში
სასამართლოს რეფორმების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განხილულ იქნა უსაფრთხოების ვითარება რეგიონში,
მთლიანად მსოფლიოში და აქცენტები გაკეთდა თანამედროვე გამოწვევებზე მათ შორის
ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე. მინისტრმა აღნიშნა რომ ომის დიდი გამოცდილება
დაუგროვდა ისრაელს და ეხლა ევროკავშირს უზიარებენ ამ გამოცდილებას. მინისტრმა გამოხატა
მზაობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ანგარიში
რეალობაში განიხილოს
ფურცელზეა.
საქართველოსთან
თარიღი: 7-10.08.2023
თანამშრომლობის
ყველა
ის
საკითხი,
რაც
საქართველოს ელჩმა ბატონმა ლაშა ჟვანიამ მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრს, რაჭაში
მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად ისრაელის მხრიდან
დროულად მიწოდებული სატელიტური გამოსახულების მიწოდებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ყველა დონეზე შეხვედრისას
ისრაელის მისამართით გამოხატა მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის, სტაბილური და ურყევი მხარდაჭერისთვის ყველა
საერთაშორისო პლატფორმაზე და ამავდროულად სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების
წარმართვისთვის. ისრაელის მხარეს გაეცნო ვითარება რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ
რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება.
მიუხედავად იმისა რომ ისრაელის მხარე აღნიშნავს საქართველოში ანტისემიტიზმის
არარსებობას თვლიან, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა და
ქართულ მხარეს მოუწოდეს შეუერთდეს და მიიღოს ანტისემიტიზმის განმარტება. მაგალითად
იქნა მოყვანილი, რომ ევროპის მხოლოდ 8 ქვეყანას არ მიუღია ამ დროისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას დაპირება გასცა, რომ ისრაელის მხარე 2023 წლის 15
სექტემბრამდე წარმოადგენს
ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარის კანდიდატურას.
MASHAV-ის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრისას დელაგაცია გაეცნო ცენტრის დაარსების
ისტორიას და მუშაობის სპეციფიკას, სადაც ისრაელის მხარემ სიამაყით აღნიშნა რომ
საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ცენტრის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით
მთელს მსოფლიოში.
ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ
საპატრიარქოში მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. მძიმე გულისტკივილი და
სამძიმარი გამოთქვა რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულების
და დაშავებულების გამო. გამოხატა თავისი სიმპათია ქართველი ხალხის მიმართ. იერუსალიმის
პატრიარქი სტუმრებს ესაუბრა ქალაქ იერუსალიმის მნიშვნელობის შესახებ თუ რამხელა
დატვირთვა აქვს ამ წმინდა მიწას მთელი მსოფლიოს რელიგიებისთვის და არა მხოლოდ
ქრისტიანობისთვის. იერუსალიმი დიდი დავის და კონფლიქტების ობიექტია, ოღონდ ამჯერად
არა რაიმე ეკონომიკური ან პოლიტიკური ინტერესების გამო არამედ რელიგიური სარჩულით
სხვდასხვა აღმსარებლობებს შორის.
ისაუბრა იერუსალიმის საპატრიარქოს შესახებ რომ იგი იერუსალიმში წარმოადგენს მსოფლიოს
მართლმადიდებელ დებს და ძმებს, სადაც მაცხოვარი დაიბადა ბეთლემში, ხოლო ჯვარს ეცვა და
აღსდგა იერუსალიმში. შეხვედრის დასასრულს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის
პატრიარქმა თეოფილოს მესამემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დალოცა და
დელეგაციის წევრებს სამახსოვრო სუვენირები გადასცა.
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ანგარიში
თარიღი: 7-10.08.2023
საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის
ჯგუფის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქალაქ აშდოდის მერთან. შეხვედრა გაიმართა
მეგობრულ ატმოსფეროში, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქის მერმა
იეჰიელ ლასრიმ, ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბიმ იაკობ გაგულამ, საქართველო-ისრაელის
და ისრაელი-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების თავმჯდომარეებმა
ბატონებმა გივი მიქანაძემ და დავიდ ბიტანმა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის
მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სათანადო დაფასების აუცილებლობას და ამ მტკიცე
საფუძველზე შემდგომი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობების განხილვას.
ბათუმისა და აშდოდის, ქუთაისისა და აშკელონის, ახმეტისა და რიშენ-ლიცეონის, თელავისა და
აფულას მსგავსად ხალხებს შორის უფრო მეტი სიახლოვის განვითარებისთვის განხილულ იქნა
გურჯაანის და სიღნაღის ისრაელის ქალაქებთან დაძმობილების საკითხი, რაზეც ისრაელისაქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ დავიდ ბიტანმა მზაობა განაცხადა.
დელეგაციის წევრები ესტუმრნენ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდ, აშდოდის პორტს და
შეხვედრა გამართეს მისი მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან შაულ შნაიდერთან.
შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნების საპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ,
სფეროში არსებული ინოვაციების, თანამედროვე გამოწვევების და გარემოს დაცვით
საკითხებთან დაკავშირებით. მასპინძლების ინტერესის საკითხი გახდა საქართველოს, ანაკლიის
პორტის ახალი პროექტი, რაზეც საქართველოს დელეგაციამ მასპინძლებს ამომწურავი
ინფორმაცია მიაწოდა და გამოხატა მზაობა აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების
ურთიერთგაცვლის შესახებ.