საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/299; 14.06.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13954/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-11
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-13954/23 08-09-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N269/5; 19.06.2023 გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ და თანმდევი კანონების პროეტები (№07-2/299; 14.06.2023), რომელთა განხილვის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 12 სექტემბრამდე. ამ ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვას, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, დათქმულ ვადაში ვერ ახერხებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები, რომელთაც მოგვმართეს თხოვნით, საკომიტეტო განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებით. გთხოვთ თქვენს თანხმობას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge