ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4bad]/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-09-22

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 6181/3-9/23 14-08-2023 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს საქართველოს კონტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე, ინტერპელაციის წესით მოგმართვათ შემდეგი კითხვებით: 1. მეწყრული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი ეროვნული მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობა. 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას, თქვენ განაცხადეთ: „დაინერგება ადრეული გართხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს, მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს“. რატომ არ მოხდა აღნიშნული გართხილების სისტემის დანერგვა, რომელსაც თქვენი და ხელისუფლების სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განმარტებით გადამწყვეტი როლი შეეძლო ეთამაშა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს? 2. შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე; საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი? 3. საქართველოს პრემიერ მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული კატასტროფის საპასუხო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ ვერ დაინახა მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აუცილებლობა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეთ მთავრობის სხვა შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება? 4. რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან? რა სახის სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენებს ფლობს სახელმწიფო და აღჭურვილია თუ არა თანამედროვე საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მათ შორის ღამის ხედვის საშუალებებით? 5. 2015 წლის №2632 განკარგულებით დამტკიცდა ხელშეკრულება “GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის – „ორი HUEY II-ის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვის“ შესახებ, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის №2363 განკარგულებით გაუქმდა. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე? იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა
წერილი
*MIA02302773902* MIA 0 23 02773902 22/09/2023 საქართველოს პარლამენტს 2023 წლის 14 აგვისტოს №6181/3-9/23 წერილის პასუხად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით გიგზავნით პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე წერილობით პასუხს. დანართი: 10 (ათი) ფურცელი. მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილობითი პასუხი, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე I კითხვა: შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე; საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი? შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა. შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც 112-დან, 15 საათსა და 10 წუთზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, მინიმალურ დროში - 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. შესაბამისად, შოვში სამაშველო სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ. მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა, ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16 საათსა და 05 წუთზე მივიდა. შემდგომ, სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები. 1 ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა. პარალელურ რეჟიმში, დაიწყო მიღებული ინფორმაციების პირველადი ანალიზი, შედეგად მყისიერად მოხდა სამაშველო ღონისძიების დაგეგმვა, დაიწყო სწრაფი მორეაგირე ჯგუფებისა და ავიაციის მობილიზება. რაჭაში დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, მათ შორის, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები. თბილისიდან და ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16 საათსა და 54 წუთზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენდა ერთნახევარ ტონა ტვირთს. აქვე გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც. სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და ორივე სამაშველო ვერტმფრენმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 3 აგვისტოს, დაღამებამდე 5 შემოფრენა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამავე დღეს, დაახლოებით 23 საათისთვის, სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი. 2 მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეც-ტექნიკითა და სითბური დრონებით. ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას. პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა და განთავსება. ასევე მოხერხდა სტიქიის ეპიცენტრიდან გარემოს მოწყვეტილ ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გაყვანა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა მამისონის სექტორზე უსაფრთხო გარემოში განათავსეს. მიზანშეწონილია კიდევ ერთხელ განიმარტოს, თუ რატომ არ მოხდა იმავე ღამეს, სტიქიას გადარჩენილი პირების ხეობიდან გაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის ხედვის საშუალებებით, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული რელიეფის, მეტეოროლოგიური პირობებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სტიქიას გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, ფრენის ღამით განხორციელება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს. შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. 3 შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო იდენტიფიცირება, როგორც შეტყობინების დაკარგული ინიციატორებთან პირების უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით. 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენის საშუალებით მოხდა გეოლოგთა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ტერიტორიის დათვალიერება. ასევე, განხორციელდა 9 სამაშველო ფრენა, რა დროსაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ იქნა გაყვანილი 140 ადამიანი, რომლებმაც მთელი ღამე პოლიციელებთან, მაშველებთან და მესაზღვრეებთან ერთად გაატარეს. ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიების გარდა, სახელმწიფო უწყებებისა და სპეციალისტების ჩართულობით, მოხდა ყველა შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება. მძიმე ტექნიკის დახმარებით, სტიქიის ზონასთან ალტერნატიული გზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხიდების, გზებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ თავდაცვის ძალები ცოცხალი ძალისა და სპეცსაშუალებების დახმარებით. შოვში, სტიქიის ზონაში ეტაპობრივად გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი, რის შედეგადაც შოვიდან დაახლოებით 50-60 კმ-ის მოშორებითაც აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილთა ცხედრები. შესაბამისად, სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენის მისვლამდე გაცილებით ადრე, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრემაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო 4 პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, რომლებმაც დაიწყეს სამაშველო ღონისძიებები. სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გაყვანა. II კითხვა: რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან? რა სახის სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენებს ფლობს სახელმწიფო და აღჭურვილია თუ არა თანამედროვე საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მათ შორის ღამის ხედვის საშუალებებით? 2015 წლამდე, არ არსებობდა ერთიანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახურები იყვნენ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში. მათი ძირითადი ტექნიკა და აღჭურვილობა იყო საბჭოთა წარმოების, მოძველებული და ამორტიზებული. თანამშრომელთა ხელფასები და სოციალური პირობები ვერანაირ კრიტიკას უძლებდა. 2015 წლიდან, სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებიდან გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ჩამოყალიბდა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მას შემდეგ, სამსახურის შესაძლებლობების გასაძლიერებლად განხორციელდა არაერთი რეფორმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, უნიფორმები და ტექნიკა. ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. 2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეც. აღჭურვილობის შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 5 2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით. 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება პრემია-დანამატების საკითხს. პოლიციელები, მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ დანამატებს და სამინისტრო ყოველთვის იზრუნებს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების არაერთი შენობა აშენდა, მიმდინარე ეტაპზე, დამატებით 5 შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამსახურში განხორციელებული რეფორმის შედეგად, 2020 წლიდან რიგითის სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე 2900 მეხანძრე-მაშველის საშტატო ერთეული გადაკეთდა ოფიცრის საშტატო ერთეულად, შესაბამისად, უმაღლესი განათლების მქონე მეხანძრე-მაშველებს მიენიჭათ ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდება, რითაც უზრუნველყოფილ იქნა მეხანძრე-მაშველთა როგორც პროფესიული ზრდა, ასევე წოდებრივი სარგოს მატება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცალკე მიმართულებად გამოიყო წყალზე სამაშველო განყოფილება, მყვინთავთა ჯგუფი. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციას, 2019-2023 წლებში საერთაშორისო ეგიდით სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, იაპონია, ავსტრია, პოლონეთი, იტალია, შვედეთი, ბელგია, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა) გამართული სასწავლო კურსების მეშვეობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 800-მდე თანამშრომელი გადამზადდა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა კრიზისების მართვა, ხანძრების მართვა, ურბანული სამძებრო-სამაშველო, წყალზე სამაშველო, მაღაროებში სამაშველო, სიმაღლეზე სამაშველო სამუშაოები და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამუშაოები. 6 სახანძრო-სამაშველო ძალების საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას ადასტურებს ასევე ის პოზიტიური საერთაშორისო შეფასებები, რაც მოჰყვა მიმდინარე წელს, მეზობელ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს, ქართველი მაშველების მიერ ჩატარებულ სამაშველო სამუშაოებს, რა დროსაც ისინი სამაშველო ღონისძიებას ახორციელებდნენ თავიანთი აღჭურვილობით და ტექნიკით. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "ეარბას ჰელიკოპტერ"-თან ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველ ვერტმფრენს სამინისტრო უახლოეს 6 თვეში მიიღებს. ვერტმფრენი ,,მი–8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას. III კითხვა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის კატასტროფის საპასუხო განმარტებით, სამძებრო-სამაშველო შოვში განვითარებული ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ ვერ დაინახა მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეთ მთავრობის სხვა შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება? შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების 7 საჭიროების გამო, არსებული ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა. ყველასთვის გასაგებია, რომ სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების ჩართვა მოითხოვს შესაბამის პროცედურებს და მეტ დროს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად. IV კითხვა: მეწყერული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი ეროვნული მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობა. 2021 წელს, შსს-ს ათწლიანი გეგმის წარდგენისას, თქვენ განაცხადეთ: „დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს, მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს“. რატომ არ მოხდა აღნიშნული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, რომელსაც თქვენი და ხელისუფლების სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განმარტებით გადამწყვეტი როლი შეეძლო ეთამაშა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს? ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა არ არის დამოუკიდებელი პროექტი, ის უშუალოდ არის დაკავშირებული მრავლობითი საფრთხეების შემცველი, ადრეული შეტყობინების ფართომასშტაბიან სისტემასთან, რომლის განვითარებაც 2019 წლიდან დაიწყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაეროს მხარდაჭერით და როგორც ცნობილია, 2025 წლის დეკემბერში იგეგმება მისი დასრულება. ინიციატივა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით. ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა გულისხმობს ისეთი მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების გაცემას, რომელთა წინასწარი 8 პროგნოზირება შესაძლებელია შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საშუალებებით. სახიფათო ტერიტორიაზე მყოფი ადამიანებისთვის საფრთხის შესახებ 112-ის მიერ შეტყობინების გაგზავნას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი საექსპერტო კვლევები, პროგნოზირება და კატასტროფების რისკის შეფასება. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი შეტყობინებების გაგზავნა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ვერც სრულად გამართული ადრეული შეტყობინებების სისტემა ვერ იქნებოდა ეფექტური, შოვში განვითარებული მასშტაბისა და სისწრაფის მეწყრული პროცესის დროს. მსგავსი მოვლენების მიმართ რისკების შესამცირებლად, ალბათ უმჯობესი იქნება ვისაუბროთ განგაშის სისტემებზე, რომლებიც სტიქიის დაწყების შემდგომ, დაუყოვნებლივ ავტომატურ რეჟიმში რეაგირებენ და რისკის ზონაში ხმოვან სიგნალებს გამოსცემენ. თუმცა, საქართველოს მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, ადრეული განგაშის სისტემა ფუნქციონირებს მხოლოდ მდინარე დევდორაკზე, ვინაიდან ასეთი სისტემის დაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება იმ შემთხვევაში, როცა დეტალური კვლევებით დგინდება მსგავსი პროცესების ხშირი განმეორება. ამ საკითხთან დაკავშრებით, გარემოს დაცვის სამინისტრო უფრო კომპეტენტურ და ამომწურავ პასუხებს გაგცემთ. V კითხვა: 2015 წლის შეერთებული No2632 განკარგულებით შტატების დამტკიცდა მთავრობის მიერ ხელშეკრულება საქართველოს “ამერიკის მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის – „ორი ჰუეი II-ის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვის“ შესახებ, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის No2363 განკარგულებით გაუქმდა. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე? იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შსს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი გრანტით ყიდულობდა სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენებს და შემდეგ ეს განკარგულება გაუქმდა, არ 9 შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი მოლაპარაკება ამერიკულ მხარესთან არც ერთი ტიპის ვერტმფრენთან დაკავშირებით არ უწარმოებია. 10